 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2015 |
* * * სულ გავთვალხარბდი, აღარ მეთმობა ელვარება დაფიონების... ნუთუ, მეტყობა?
04.09.2015.
* * * ენკენისთვეში, ლურჯქობიანი თუ გინახავთ ნახევარმთვარე? პირველ სიზმრისჟამს, ღამის სუსხით როგორ ცახცახებს...
05.09.2015.
* * * გაალმასებით ღავღავებენ სოფლის ძაღლები. ურვანქედიდან * ჭოტის კივილს მგელმა უძრახა.
------- * ურვანქედი - მთა ჩუბინიანთკარის (ჩუგუნაანის) ტყეში.
06.09.2015.
* * * ღამემ ხევებში მუხლი გამართა, მთვარე ჯერ არ ჩანს... საზორვლად მივგვრი, ღმერთებს წარმართთა, ტყაშმაფას კანჯარს.
07.09.2015.
* * * ყოველი დილით - „ვიწ-ი, ვიწ-ი-ო ...“ - რაღაცა უცხო მაღვიძებს ჩიტი.
ჩემი უბადრუკ ენით მის ჭრინვას, ვერ ვიტყვი ვიცი, მაგრამ მე ეს ხმა და სურნელი ნამიან მიწის, ყველა საფიქრალს, თავსმოხვეულს, მავიწყებს მიწყივ...
ყოველი დილით, გაღმა ტყიდან სიმღერა ჩიტის, რუკრუკი წყლის და ცაზე მთვარის მიმქრალი წინდი...
და ისევ ჩიტი! (ის არა, სულ სხვა!) ხეზე ატოტილ, შეთვალებულ „ადესას“ წიწკნის...
09.09.2015.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კიდევ ერთხელ მოკითხვა ყველას და თქვენ: "ჯონათან", მელ.ზ.. ...
საზორველი - სამსხვერპლი, შესაწირავი.
კიდევ ერთხელ მოკითხვა ყველას და თქვენ: "ჯონათან", მელ.ზ.. ...
საზორველი - სამსხვერპლი, შესაწირავი.
2. გეტყობათ გათვალხარბება :)
ისე ლამაზად ხედავთ...
"საზორვლად მივგვრი" რას ნიშნავს?
გეტყობათ გათვალხარბება :)
ისე ლამაზად ხედავთ...
"საზორვლად მივგვრი" რას ნიშნავს?
1. ენკენისთვეში, ლურჯქობიანი თუ გინახავთ ნახევარმთვარე? პირველ სიზმრისჟამს, ღამის სუსხით როგორ ცახცახებს...
დავინახე:)
ენკენისთვეში, ლურჯქობიანი თუ გინახავთ ნახევარმთვარე? პირველ სიზმრისჟამს, ღამის სუსხით როგორ ცახცახებს...
დავინახე:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|