ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 სექტემბერი, 2015


გაურკვეველ ხასიათზე ყოფნისას ...

სარკაზმშეპარული  გილგამეშიანი  ფიქრები  საწუთროზე  და  სხვა ...

(როცა  გილგამეში  უთანაფიშთისგან  მობრუნდა
ურუქის  წიაღ  და  ურ-შანაბის  გაენდო)

              * * *
ამ  ღამიდან
      იმ  ღამემდე,
შავ-ფურივით
      სიცოცხლე  წევს,
აცმული  ვარ  დროზე  მწვადად,
დრო  ტრიალებს  შამფურივით...

ამ  ღამიდან
      იმ  ღამემდე,
გასვლა  ვცადე
      ბედის  ხიდზე,
ბევრი  აღარ  მიფიქრია,
ავდექი  და  იღბალს  ვენდე...

ამ  ღამიდან
      იმ  ღამემდე,
ჯერ არ მოსჩანს
      სოფლის კიდე...
დრო იცოხნის კამეჩივით,
განა ბევრი  დარჩა  კიდე?
             
11.09.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები