| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 27 სექტემბერი, 2015 |
,,დაკლული კრავი~... ამ ორ სიტყვას შეგახსენებთ წმინდა წერილიდან. ცნობილია, კრავი სამსხვერპლოდ გამზადებულ არსებას ნიშნავს. ასედაც არის; მეტისმეტად უმწეო ბუნებისაა, თავდაცვის უნარს სრულიად მოკლებულია. მისი ყოფნა-არყოფნა მთლიანად დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიაც აღმოჩნდება-ხოლმე. თანაც რა თვინიერია... ვინმეს უნახავს გაჯიუტებული კრავი? არა, ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, თვითონვე თვინიერად მისდევს ფეხდაფეხ ყველას... მათ შორის, იმასაც, ვინც დანა უნდა გამოუსვას ყელში. ასეთი უმწეო, თვინიერი არსება დაკლული სახითაა წარმოდგენილი წმინდა წერილში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამსხვერპლოდ გამზადებული არსება უკვე იქცა მსხვერპლად, მსხვერპლი კი, როგორც ვიცით, საფუძველთა საფუძველია ჩვენი ყოფიერებისა. ისეთი არაფერი ხდება მზის ქვეშ, მსხვერპლს რომ არ მოითხოვდეს. თუ რაიმე არსებობს, ყოველთვის ამ უკანასკნელის ხარჯზე. ...და როგორც წესი, დაკლული კრავი (ანუ მსხვერპლი) ყოველთვის შეუმჩნეველია. სადღაც თვალმიუვალ ადგილას, მოვლენათა სიღრმეშია მიმალული. ზედაპირზე ვერ ამოვა, ვერც ხმას ამოიღებს, ის ხომ დაკლულია... თუ შადარებას მოვიშველიებთ, ამ თვალსაზრისით დაკლული კრავი (მსხვერპლი) ჰგავს იმ ძაფს, რომელზეც მძივის მარცვლებია ასხმული. ძაფი არ ჩანს, მისი არსებობა არც კი მიიღება მხედველობაში, მაგრამ მძივის ყოფნა-არყოფნა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. თუ ძაფს გამოვაცლით, მძივიც ჩაიშლება. მერედა, როგორ აღიქვამს ყოველივე ამას ზღვიდან ამომავალი მხეცი... მან უკვე კარგად გაგვაცნო თავი, ამდენად, შეგვიძლია დასკვნებიც გავაკეთოთ: ზღვიდან ამომავალი მხეცი ხედავს მხოლოდ მზის სხივებზე მობრჭყვიალე მძივის მარცვლებს, სრულებით ვერ ამჩნევს, მათ მიღმა მიმალულ უჩინარ ძაფს, რომელიც საფუძვალია ყოველთა... ვერაფერს გააწყობ, მეტისმეტად ბეცია ზღვიდან ამომავალი მხეცი. აბა როგორ შეამჩნევს ამ ზომამდე უჩინარ ძაფს, როდესაც საერთოდ ვერაფერს ხედავს საკუთარი ცხვირის იქით. სწორედ ამის შედეგია ის გარემოება, რომ წუთისოფლის ტყვეა ზღვიდან ამომავალი მხეცი, არ შეუძლია თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას მისი ვიწრო საზღვრების მიღმა. ,,ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა. ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმინდათა მოთმინება და ძალა~... აი ასეთი სახით გადმოგვეცა ეს ცეცხლოვანი სიტყვები. ვარსკვლავები დაგვეხმარებიან, რათა მათ წიაღში ჩავიხედოთ. ყველას გვიყვარს ღამეული მიწიერი ცის ჭვრეტა. მართლაც დიდებული სანახაობაა, ირმის ნახტომის მარგალიტისებური ბილიკი, ცისკიდურიდან ცისკიდურამდე გადაჭიმული... ვარსკვლავთა მირიადები, მის ორივე მხარეს მიმოფანტული... ეს ყოველივე შეუმჩნევლად ინაცვლებს ადგილს, ნელნელა ბრუნავს პოლარული ვარსკვლავის ირგვლივ. მხოლოდ ეს ერთადერთი ვარსკვლავია უძრავი, სხვა ყველაფერი მოძრაობს; ვარსკვლავები, ცთომილები, მეტეორები თუ კომეტები... მათთვის მიცემულ გარკვეულ წრეებს აღწერენ ცარგვალზე... მათ შორის ჩვენც, ოღონდ ამას ვერ აღვიქვამთ. წინა შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრე ამის შესახებ. ეს, შეიძლება ითქვას, ზეციური კარუსელია, უფლის ხელით გამოძერწილი და მომართული. ახლა კი მიწაზე დავეშვათ, ქალაქის ბაღებს ვესტუმროთ, სადაც ნაირნაირი კარუსელები ტრიალებენ. მათ შორის ისეთი ამოვირჩიოთ, ჯაჭვებიანს რომ ეძახიან. ტრიალებს კარუსელი, ტრიალებენ ჯაჭვებზე ჩამობმული სავარძლები, ყველა მათგანი თავის რეალს აღწერს სივრცეში... თან განზე იწევიან... ცენტრიდანული ძალა მათ კარუსელის ღერძის საპირისპირო მხარეს უბიძგებს, ამის შედეგად სავარძლების მწკრივი რაღაც მანძილით შორდება კარუსელის წრიულ თაღს, რაც ძალიან მოსწონთ სავარძლებზე ჩამომსხდარ გოგო-ბიჭებს. მხიარულობენ, დროს მშვენივრად ატარებენ... რაც უფრო სწრაფად იტრიალებს კარუსელი, ხსენებული რეალიც მით უფრო გაფართოვდება, გოგო-ბიჭებიც სწორედ ამას ესწრაფვიან; რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება სწრაფად... მაგრამ (გოგო-ბიჭების სამწუხაროდ) კარუსელი უფრო სწრაფად ვერ დატრიალდება. ერთი გარკვეული სიჩქარე აქვს სულ თავიდან მინიჭებული და მას ვერაფრით ვერ გადაუხვევს. თითქოს ამაოა გოგო-ბიჭების სურვილი, რაც შეიძლება ფართო რკალზე იტრიალონ... ანუ, ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ამოხტნენ იმ რკალიდან, რომელზეც ისინი საკუთარმა სავარძლებმა მიაჯაჭვეს. არადა, რა უსაზღვროა მათი სურვილი ამ ჩაკეტილი რკალიდან ამოხტომისა, ძნელია მისი გადმოცემა... ჰოდა, რა გგონიათ? გამოსავალსაც პოულობენ. ხომ ცნობილია, თუ რაიმეს გულით მოინდომებ, ეწევი კიდეც საწადელს... აი, ერთმა ბიჭუნამ ხელი ჩაავლო თავის წინა სავარძელს, რომელზეც ერთერთი მისი თანატოლი ბიჭუნა (ან გოგონა) ზის. დატრიალდა კარუსელი, ორი შეტყუპებული სავარძელი ერთად ტრიალებს, ბიჯუნა ხელს არ უშვებს თავის წინა სავარძელს. და სწორედ მაშინ, როდესაც კარუსელი დატრიალდება თავისი ზღვრული სიჩქარით, და როცა ჯაჭვებზე ჩამობმული სავარძლები გაფართოებულ რკალზე გამწკრივდებიან, ბიჭუნა ხელს უშვებს წინა სავარძელს, თან რაც შეიძლება ღონივრად უბიძგებს მას. ეს ბიძგნი, რა თქმა უნდა, იქითკენაა მიმართული, საითკენაც ჩამწკრივებელი სავარძლები მიჰქრიან გაფართოებული წრისკენ და რა ხდება ამ დროს? ხდება ის, რასაც ასე მონდომებით ესწრაფვიან გოგო-ბიჭები; სავარძელი, რომელმაც ბიძგი მიიღო, ამოხტება სავარძლების მწკრივიდან, განზე გაიწევს მათგან, ახალ რკალზე გადაინაცვლებს... და ეს ახალი რკალი უფრო ფართოა, ვიდრე ის, რომელზეც ტრიალებენ ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული სავარძლები... რომ აღარაფერი ვთქვათ კარუსელის თაღოვან წრეზე, რომელზეც სავარძლები ასხმულან თავთავიანთი ჯაჭვებით. აი ასე ერთობიან გოგო-ბიჭები. ყველა მხიარულობს, ყველაზე მეტად კი ის, რომელმაც ასეთი ღონიერი ბიძგი მიიღო მომდევნო სავარძლიდან. ნახეთ, როგორ ლაღობს, როგორ უხარია... ხუმრობა საქმე ხომ არ არის... იმ ჩაკეტილი წრიდან ამოხტა, რომელზეც აქამდე იყო მიჯაჭვული, უფრო სწრაფად დაჰქრის უფრო ფართო რკალზე, და ეს ძალიან, ძალიან საამური განცდაა მისთვის. ჩვენთვისაც სასიამოვნოა ყოველივე ამის ცქერა. შევყურებთ ჰაერში მფრინავ სავარძლების მწკრივს, ერთიანად დახუნძლულს გოგო-ბიჭებით. მათი სიცილი და ჟრიამული ჩვენც გვახალისებს. რა თქმა უნდა, იმ სავარძელსაც ვადევნებთ თვალს, ჩაკეტილი წრიდან რომ ამოხტა. ო, ეს სავარძელი ძალიან საინტერესოდ იქცევა: მან ერთხანს იფრინა გაფართოებულ წრეზე, რომელზეც გატყორცნა მიღებულმა ბიძგმა, აღწერა ჰაერში ტალღისებური მრუდი და ისევ შეუერთდა სავარძლების მწკრივს, ანუ ისევ დაუბრუნდა იმ წრეს, საიდანაც სულ ახლახანს ამოხტა. ასედაც იყო მოსალოდნელი. სავარძელი ჯაჭვით მაგრადაა დაბმული, სადმე შორს ვერსად გაფრინდება, ისევ უნდა დაიკავოს თავისი პირვანდელი ადგილი. მაგრამ თუ კვლავ მივადევნებთ თვალს ჩვენთვის ნაცნობ ბიჭუნას, ერთ უცნაურ მოვლენას შევნიშნავთ. მისი სავარძელი აღარ ჩერდება თავის პირვანდელ ადგილას სავარძლების მწკრივში, ისევ ინაცვლებს სხვა რკალზე, ისევ შორდება ჩაკეტილ წრეს, სხვა რკალზე ინაცვლებს, ოღონდ პირუკუ, კარუსელის ღერძის მიმართულებით მიიწევს. და ეს სხვა რეალი ამჯერად აღარ არის კარუსელის ჩაკეტილ წრეზე უფრო ფართო, პირიქით, იგი უფრო დავიწროვდა, სავარძელი უშუალოდ ღერძის მახლობლად ტრიალებს, ჩაკეტილი წრის შიგნით. ბიჭუნაც, ეტყობა, უკმაყოფილია ამით, მაგრამ ხვედრს ურიგდება, სხვა გამოსავალი არაა; ერთხანს ტრიალებს სავარძელი დავიწროებულ რკალზე, აქაც აღწერს ტალღისებურ მრუდს და ისევ უბრუნდება თავის თავდაპირველ ადგილს სავარძლების მწკრივში. ახლა უკვე წესიერად ტრიალებს სხვა სავარძლებთან ერთად. აღარავინ უბიძგებს, რათა ჩაკეტილი წრიდან ამოაგდონ. მსგავს სურათს ყოველთვის იხილავთ, თუ ჯაჭვებიანი კარუსელის საყურებლად გაირჯებით. ყველას ძალიან მოსწონს უფრო გაფართოებულ რკალზე გადანაცვლება და ასე ვთქვათ, ჰაერში გაფრენა. იმასაც კი არ ერიდებიან, რამდენიმე, ვთქვათ, სამი სავარძელი შეატყუპონ ერთად, მერე კი ერთდროულად უბიძგონ წინა სავარძელს, რათა რაც შეიძლება ფართო რკალზე გატყორცნონ იგი. დასასრული კი ამას ყოველთვის ერთნაირი აქვს; გატყორცნილი სავარძელი კარგავს სიმაღლეს, სავარძლის ღერძისკენ მიიდრიკება, უფრო ვიწრო რკალზე გადაინაცვლებს, მით უფრო ვიწროა ეს რკალი, რაც უფრო ღონიერი ბიძგი მიიღო სავარძელმა ჩაკეტილი წრიდან ამოსახტომად. და აი, ერთხელ ასეთ სანახაობას შევესწარი ჯაჭვებიანი კარუსელის ჭვრეტისას; ერთმა ბიჭუნამ არასწორად უბიძგა თავის წინა სავარძელს, უფრო ზუსტად, ღერძის მიმართულებით. სავარძელიც, რა თქმა უნდა, ამოხტა ჩაკეტილი წრიდან, მან ხომ ბიძგი მიიღო. ოღონდ... კარუსელის ღერძისკენ აიღო გეზი, უფრო ვიწრო რკალზე გადაინაცვლა, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა მინიჭებული. სავარძელზე მჯდარი ბიჭუნა, მეტი რომ არ ვთქვათ, ძალიან გაბრაზდა, მაგრამ აბა, რას გააწყობდა. ბოლოს და ბოლოს, გაილია დავიწროებული რკალიც, სავარძელმა აღწერა ტალღისებური მრუდი, დაზარალებული ბიჭუნაც (სხვანაირად ვერ იტყვი) დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს სავარძლების მწკრივში, მერე კი... აი ესაა ყველაზე საინტერესო, თუ რა მოხდა მერე; ბიჭუნა და მისი სავარძელი აღარ შეჩერებულა ხსენებულ მწკრივში, მასაც დასცილდა, განზე გაიწია, უფრო ფართო რკალზე გადაინაცვლა... ანუ, ამოხტა ჩაკეტილი წრიდან. ნამდვილად ასე იყო, საკუთარი თვალით ვიხილე. ბიჭუნა, ბოლოს და ბოლოს, ამოხტა ჩაკეტილი წრიდან სასურველი მიმართულებით, მიაღწია გაფართოებულ რკალს, ოღონდ... შემოვლითი გზით. ბიჭუნა ძალიან გახარებული და მგონი გაკვირვებულიც კი ჩანდა. ალბათ ამას აღარც კი ელოდა. ერთი პატარა შენიშვნაც: მომდევნო ტალღისებური რკალი, რომლითაც სავარძელი თითქოს ბიძგის საპასუხო სვლას აკეთებს, ნაკლები განფენილობისაა პირვანდელთან შედარებით. აქ ჰაერის წინააღმდეგობა ამბობს თავის სიტყვას. თუ იმავე კარუსელს უჰაერო სივრცეში გადავიტანთ, ორივე რკალი უნაკლოდ დაემთხვევა ერთმანეთს. იქნებ იკითხოთ, ეს ბავშვური თამაშობანი რისთვის დაგჭირდაო, გიპასუხებთ: ბავშვური თამაშობანი, ერთი შეხედვით მეტად მარტივნი, სამყაროს სიღრმისეულ კანონზომიერებებს აირეკლავენ ხოლმე (ახალს არაფერს ვამბობ). სიბრძნე ხომ მუდამ ბავშვობაში გვაბრუნებს. იმ ჩაკეტილი წრიდან ამოხტომა, რომელსაც კარუსელი ქმნის, ფრიად ნიშანდობლივია ჩვენი ყოფიერებისთვის, აბა, გაიხსენეთ (ყველას გექნებათ საკუთარი თვალით ნანახი), რა დაუცხრომლად ცდილობენ ამსოფლის მკვიდრნი, როგორმე წინ წაიწიონ... ანუ დადგნენ იმ მდგომარეობაზე მაღლა, მათ რომ არგუნა განგებამ. ამ მიზნით არავითარ საშუალებას არ ერიდებიან. წმინდა წერილში ნახსენებია ტყვედ წაყვანა. ეს სიმბოლურად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მავანი და მავანი სარგებლობს სხვათა სასიცოცხლო ენერგიით, რათა თვითონ გალაღდეს, გაძლიერდეს, ანუ ამოხტეს თავის მსგავსთა წრიდან. უსაზღვროდ ბედნიერია, როდესაც ამას ახერხებს, პირდაპირ ფრთები გამოესხმება ხოლმე. მაგრამ აი, წმინდა წერილში წერია: ,,ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა, ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება~. ჩვენს მიერ შემჩნეული ტალღისებური რკალი (სინუსოიდის მსგავსი) სწორედ ამაზე მიგვანიშნებს: ჯერ ფართო რკალზე გადაინაცვლა ბედის ნებიერმა, როცა ღონიერი ბიძგი მიიღო, ჩაკეტილი წრის მიღმა... მერე კი პირიქით, უფრო ვიწრო რკალზე ამოჰყო თავი იმავე ჩაკეტილი წრის შიგნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გაიზიარებს იმ ხვედრს, რომელსაც სხვას უმზადებს; თვითონაც გამოცდის თავისი ტყვის, ანუ მსხვერპლის ტკივილს, ეს გარდაუვალია მისთვის. ხოლო თუ ვინმეს თავიდანვე არ გაუმართლა, მძიმე ტვირთი არგუნა ცხოვრებამ, ანუ ჩაკეტილი წრის შიგნით მოექცა უფრო ვიწრო რკალზე, მას აქვს ნუგეში; თავისი წილი ფართო გზა ელოდება იმავე ჩაკეტილი წრის მიღმა, სადაც უფალი მოხსნის მძიმე ტვირთს. უფალი ყველას მიაგებს თავის წილს, არავის დატოვებს მისთვის მიჩენილი საზღვრების მიღმა. კარუსელის ბავშვური თამაშობანი ამის ცხადი სურათხატებაა. ღვთის წინაშე ყველა მიიღებს საზღაურს, წუთისოფელში დამდაბლებული უფლის წინაშე ამღლდება, ეს გარდაუვალია. ახლა კი ნება მომეცით, კვლავ წმინდა წერილი შეგახსენოთ: ,,სიცოცხლის წიგნი, რომელიც აქვს წუთისოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს~. მე ამ სიტყვებს საიდუმლოთა საიდუმლოს ვუწოდებდი. რა შეიძლება მას შეადარო? ყველაზე უშორესი კვაზარი მაგონდება, რომლითაც ჩვენი სამყაროა დასაზღვრული. იმას იქით აღარაფერია, ვერაფერს წვდება ადამიანის თვალი, ამ არაფერს ადამიანმა უსასრულობა უწოდა. მის გარეშე ვერ იარსებებდა ჩვენი სასრული სასიცოცხლო არეალი, ანუ წუთისოფელი, რომლის ბადეში ყველანი ერთნაირად ვართ გაბმულნი. მაინც, რა მანძილია ის მანძილი, რომელიც ხსენებულ კვაზარს გვაშორებს? ადამიანმა შეძლო მისი განსაზღვრა, სინათლის წელიწადებში გამოსახა იგი. ფრიად შთამბეჭდავი ციფრი მიიღო... ხორცშესხმული ადამიანი მას ვერასოდეს დაფარავს, ეს სრულიად წარმოუდგენელია. ასევე, ადამიანის სულიერებაშიც არსებობს მეტისმეტად შორეული, ანუ კვაზარივით მიუწვდომელი და გამოუცნობი რაღაც ,,ფანტომი~. და ეს ,,რაღაც ფანტომი~ დაკლული კრავია, ჩვენი ყოფიერების დასაბამიერი მსხვერპლი. და ყველა, ვინც მსხვერპლად ეწირება წუთისოფლის ორომტრიალს (ანუ კარუსელს), დაკლული კრავის ხვედრის მოზიარე ხდება, ოღონდ გარკვეულწილად... ანუ იმის მიხედვით, საკუთარი არსების რა ნაწილი დათმო... თუ მთლიანად დაიხარჯა, ანუ სანთელივით აენთო მისთვის განკუთვნილ სამსხვერპლოზე, ეს უკვე შორს სცილდება წუთისოფლის ჩაკეტილ წრეს. ეს არის რკალი, სულ სხვა, უფართოეს სამყაროში აღწერილი. ამას ,,წმინდათა მოთმინება და რწმენა~ ჰქვია, როგორც წმინდა წერილში სწერია. ჩვენს ყოფიერებაში ეს შეიძლება შეადარო ისეთ მოვლენას, რომ ადამიანმა, ხორცშესხმულმა, რაღაც ერთ წამში დაფაროს მანძილი ყველაზე უშორეს კვაზარამდე, ზემოთ რომ მოვიხსენიეთ. ხორცშესხმული ადამიანისთვის ეს სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ სულიერებისთვის ასე არ ითქმის. სულიერება ხომ თავისთავად იგივე სიცოცხლეა, სიცოცხლის წიგნიც ეს არის, სულიერება. სიცოცხლის წიგნი კი დაკლულ კრავს აქვს, ჩვენი ყოფიერების დასაბამიერ მსხვერპლს. ვცადოთ, თვალი გავუსწოროთ იმ მანძილს, რომელიც დაკლულ კრავს გვაშორებს... რა თქმა უნდა, მეტისმეტად მიუწვდომელია, ჩვენი განსჯა სრულიად უძლურია მისი განსაზღვრისთვის. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გზა დაკლული კრავისკენ (ანუ სიცოცხლის წიგნისკენ) ჩვენს სხეულზე გადის. სულიერება ხომ თავისთავად იგივე სიცოცხლეა... სხეულის საზომით კვაზარი წარმოუდგენლად შორსაა, ადამიანის გონება ვერ იტევს მას, სულის მიხედვით ეს მანძილი თვით ჩვენშია. სიცოცხლის წიგნიც ეს არის, სულიერება, რომელიც დაკლულ კრავს აქვს. ჩვენი ყოფიერების დასაბამიერ მსხვერპლს. ვცადოთ, თვალი გავუსწოროთ იმ მანძილს, დაკლულ კრავს რომ გვაშორებს. რა თქმა უნდა, მიუწვდომელია... ჩვენი განსჯა სრულიად უძლურია მისი განსაზღვრისთვის. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გზა დაკლული კრავისკენ ჩვენი სხეულის პერიმეტრზე გადის. სიცოცხლის წიგნს რაიმე სხვა საშუალებით ვერავინ მიწვდება. მისი ფურცლების მიღმა დარჩებიან ყველანი, რომლებიც საკუთარი სხეულის მიღმა ეძიებენ მსხვერპლს... ანუ მხეცს სცემენ თაყვანს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "სხვაში" ჯობდა დაგედო.. "სხვაში" ჯობდა დაგედო..
2. მდა...
დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის პროზაული ნაწარმოები და დაწყებაც მეზარება,პირდაპირ ვიტყვი, სექტანტების ინტონაციით ჩავიკითხე. ზოგადად არ გისმენთ ხოლმე მაგრამ ეხლა მივხვდი რომ მოსმენაზე ძნელი თქვენი წაკითხვა ყოფილა. პკ მდა...
დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის პროზაული ნაწარმოები და დაწყებაც მეზარება,პირდაპირ ვიტყვი, სექტანტების ინტონაციით ჩავიკითხე. ზოგადად არ გისმენთ ხოლმე მაგრამ ეხლა მივხვდი რომ მოსმენაზე ძნელი თქვენი წაკითხვა ყოფილა. პკ
1. ძალიან რთულ თემას შესჭიდებია ავტორი და ვშიშობ, რომ ვერ დასძლია. ბიბლიაში, უფრო ზუსტად კი "გამოცხადებაში", კრავი - იესო ქრისტეს ეპითეტია და არამგონია მხეცისათვის უხილავი და შეუმჩნეველი იყოს. კარუსელის მაგალითი - ფიზიკის კანონების ილუსტრაციაა და თუ ავტორის მიერ შემოთავაზებულ შედარებას გავიზიარებთ, მაშინ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და დავასკნათ, რომ ამა თუ იმ მიმართულებით დროებითი "გარღვევების" შემდეგ, საბოლოოდ ყველა საწყის პოზიციას დაუბრუნდება, ცენტრიდან თანაბარი დაშორებით. ან უნდა ვაღიაროთ, რომ კარუსელის მაგალითი უბრალოდ ცუდი მაგალითია.
ძალიან რთულ თემას შესჭიდებია ავტორი და ვშიშობ, რომ ვერ დასძლია. ბიბლიაში, უფრო ზუსტად კი "გამოცხადებაში", კრავი - იესო ქრისტეს ეპითეტია და არამგონია მხეცისათვის უხილავი და შეუმჩნეველი იყოს. კარუსელის მაგალითი - ფიზიკის კანონების ილუსტრაციაა და თუ ავტორის მიერ შემოთავაზებულ შედარებას გავიზიარებთ, მაშინ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და დავასკნათ, რომ ამა თუ იმ მიმართულებით დროებითი "გარღვევების" შემდეგ, საბოლოოდ ყველა საწყის პოზიციას დაუბრუნდება, ცენტრიდან თანაბარი დაშორებით. ან უნდა ვაღიაროთ, რომ კარუსელის მაგალითი უბრალოდ ცუდი მაგალითია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|