ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2015


ჩანაწერები "უიკენდზე" ...

                          * * *
სასიამოვნოდ  იკბინება  შემოდგომის  მზე -
ჩრდილს  აღარ  ვეძებ.

26.09.2015

                          * * *
ჭალიდან  ხმები - ცულის  კაკუნი.
ზამთრისთვის  შეშას  ამზადებენ, 
ალბათ  გლეხები.

27.09.2015

                          * * *
ტყიდან  მხოლოდღა
ონავარი  ჯაფარა  ხმიობს ...
ხმელმა  ფოთლებმა
მწვანე  მოლი  თითქმის  დაფარა.

27.09.2015

                          * * *
მალე  ღამდება.
მთვარის  ამოსვლის  მომლოდინე,
ტყე  გაირინდა.

27.09.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები