 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 6 ოქტომბერი, 2015 |
* * * ცოტა აგრილდა. უკვე ქალაქშიც იგრძნობა შვება. დილის ნიავი შემოდგომის ამბავს მიყვება.
29.09.2015
აგარაკზე ერთი ძაღლი მოგვეკედლა, შარიკა შევარქვით. ნუშის ფორმის თვალები აქვს, აი, მგლებს რომ აქვთ ხოლმე, ისეთი ...
* * *
ისე ჩუმია, არას იტყვის, წკმუტს ვერ დააცდენ, მისთვის, დროც კი არ გენანება, თუკი გააცდენ, ჭიშკართან გხვდება, რა გინდა რომ სისხამზე ადგე, გული არ გიზამს, ვერ უყვირებ და ვერ გააგდებ.
არავინ იცის, რა ჯიშია და რა ჯურია, შარიკა ჰქვია, ყურშაა თუ სულაც მურია, მაგრამ ისეთი თვალები აქვს, ისე წკურია, ვერც კი იფიქრებ, რომ ამ სოფლის, მხოლოდ მდგმურია.
29.09.2015
მთის კილოზე მინამგვანი ...
* * * მლაშის თავს ტურამ იკივლა, ტინისხევს ექომ უბანა, ძაღლებმა ყეფა ატეხეს, გამოიღვიძა უბანმა, ტურებ ერთმანეთს ასწრებენ, ვინ წინ და ვინაც უკანა, მთვარე რო დაჯდა მუხებზე, ფარსაგმა სოფელს უგანა.
03.10.2015
გალაკტიონს ...
* * * მიინავლა შემოდგომის წყნარი დღეები და ამოქროლდა ქარი... მიტოვებულ სამრეკლოზე ზარი, რეკს გაბმულად, ხმაში თითქოს ბზარი...
რაღაც უცხო, რაღაც შესაზარი - მიტოვებულ სამრეკლოდან ზარი ...
04.10.2015
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შარიკაზე რა კარგი იყო, შემომზეპირდა :)
შარიკაზე რა კარგი იყო, შემომზეპირდა :)
5. არაა კარგი..
წარმატებები არაა კარგი..
წარმატებები
3. კარგებია.:) კარგებია.:)
2. ძალიან, ძალიან მომეწონა სუყველა! მომწონს წერის ეს სტილი. ძალიან, ძალიან მომეწონა სუყველა! მომწონს წერის ეს სტილი.
1. მლაშის თავს ტურამ იკივლა, ტინისხევს ექომ უბანა, ძაღლებმა ყეფა ატეხეს, გამოიღვიძა უბანმა, ტურებ ერთმანეთს ასწრებენ, ვინ წინ და ვინაც უკანა, მთვარე რო დაჯდა მუხებზე, ფარსაგმა სოფელს უგანა.
ტურებ ერთმანეთს ასწრებენ, ვინ წინ და ვინაც უკანა
კარგი იყო მლაშის თავს ტურამ იკივლა, ტინისხევს ექომ უბანა, ძაღლებმა ყეფა ატეხეს, გამოიღვიძა უბანმა, ტურებ ერთმანეთს ასწრებენ, ვინ წინ და ვინაც უკანა, მთვარე რო დაჯდა მუხებზე, ფარსაგმა სოფელს უგანა.
ტურებ ერთმანეთს ასწრებენ, ვინ წინ და ვინაც უკანა
კარგი იყო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|