ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2015


მ ო ნათლეთ ბ რ ძ ე ნ ნ ო

ზოგჯერ  სულები,
ჩვენს  სხეულში, 
ნებიერად    შეხიზნულები.
ხვდებიან  ერთურთს,
ყვავილობენ,  იფურჩქნებიან,
ჩამოჭკნებიან, 
და  სტოვებენ  იქაურობას.
დარჩენილები,
მას  ცრემლებით  მიაცილებენ.
და  ამას, მაინც  ეძახიან
გარდაცვალებას.
ჩვენ  კი,  ცივ  ქვაზე
ფოტოებად  გავიყინებით.
ამ  ნათლობაზე,
ხდება  ჩვენი  სახელცვალება
და  ბატონებო,  არა  ჩვენი  გარდაცვალება.
მტკივნეულია,
გულახდილად  მტკივნეულია,
გარდაცვალებით,  ჩვენთვის, 
შემდეგ,  სახელცვალება.
                                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები