| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 19 ნოემბერი, 2015 |
მ ა რ ი ა მ ი (ნამდვილავი ამბავი)
მ ი ზ ნ ე ბ ი და ბ ე დ ი ს წ ე რ ა
დაემშვიდობა სკოლის მერხს. წარმატებები უსურვა ამხანაგებს. გამოიხურა სკოლის კარი. ღრმად ამოისუნთქა. გადახედა ნიშნების ფურცელს და გული სიამაყით აევსო. თითქმის მირბოდა სახლისკენ, უნდოდა გამზრდელი ბებო გაეხარებინა. აივანზე გასულს ენატრებოდა, მისი და მისი ტყუპისცალი დის დაბადებიდან 6 თვის შემდეგ, უცხოეთში გახიზნული და მათი სარჩენი ფულის საშოვნელად დღემდე შემორჩენილი დედა. რომელიც დღეს მასთან რომ ყოფილიყო , წარმოიდგინა, როგორ გულმხურვალედ ჩაეხუტებოდა და როგორ იამაყებდა მისით. ბებო აცრემლებული ამავე ფიქრებით, კიდევ ერთხელ გამოვიდა მასთან და ჩაეხუტა, წარმატებები უსურვა და სიყვარულისა და სიბრალულით სავსე თვალებს ვეღარ უსწორებდა. ხალისითა და სიცოცხლით სავსე მარიამი ბებოს დიდხანს ეფერებოდა და ბოლოს დაპირდა, რომ მის იმედებს გაამართლედა და კიდევ ერთხელ გაახარებდა, - თან უმეორებდა კიდევ ერთხელ აუცილებლად ბებო, კიდევ ერთხელ აუცილებლად გაგახარებ გპირდებიიიიიი... ბებო შევიდა სახლში მისით დაიმედებული და მისი საყვარელი ნამცხვრის მომზადებას შეუდგა. დიდხანს იდგა მარიამი აივანზე დაფიქრებული. მისი გონება რას არ შეეხო, რა არ გადაჩხრიკა, რა რთულ კითხვებს არ უპასუხა გონებაში, მაგრამ ერთი დარჩა პასუხგაუცემელი, ამოუხსნელი ამოცანა-როცა ტყუპები დაიბადნენ-მარი და ანა, მამამ რატომ მიატოვა ისინი!? მაშინ როცა უამრავი ადამიანი შვილს ნატრობს და უფალს ამისთვის მრავალი წლები ევედრება. ცრემლი მოადგა მწარე მარიამს და მკაცრად გადაწყვიტა, გახდება მხოლოდ ექიმი. მიაღწევს ისეთ წარმატებას ამ სფეროში, რომ მის ექიმ-მამას შერცხვეს და მწარედ ინანოს ასეთი შვილის მიტოვება. ეს ჩემი უკანასკნელი მიზანია და მას არასოდეს ვუღალატებ, დადო პირობა უფლის წინაშე. კიდევ ჩაისუნთქა ღრმად სუფთა ჰაერი და შევიდა ოთახში. მშვიდად გადახედა სახელმძღვანელოებს, ორივე ხელი ჩამოადო მაგიდის კიდეებს და მოზღვავებული ენერგიით ავსილი შეეჭიდა სასურველ მეცნიერებებს. მეცადინეობაში დაღლა არ იცოდა, ბებო როცა სადილს მიართმევდა და ურჩევდა მცირე შესვენება არ გაწყენდაო, მუდამ ერთიდაიგივეს პასუხობდა; -მე მაშინ ვისვენებ ბებო, როცა შენს თბილ და კმაყოფილ, ღიმნარევ ნაოჭებშეფენილ შავთვალებს ვხილულობ. - რა კარგია ბებო რომ მყავხარ, რა მეშველებოდა შენს გარეშე. ივლისის ცხელმა დღეებმა დიდი სიხარული მოუტანა მარიამის ბებოს, ჩაირიცხა მარიამი 50%-იანი დაფინანსებით სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კარგ ფაკულტეტზე. თავად მარიამი კი ფიქრობდა, რომ მას მეტი უნდა გაეკეთებინა, რომ ქულათა რაოდენოა 100%-მდე აეწია. შეუდგა სწავლას მარიამი, გამოიჩინა თავი. გახდა წარჩინებული სტუდენტი. ყველასათვის საყვარელი და სასურველი მეგობარი. .თბილ და მომღიმარ მარიამს საოცარი ხალისი მიჰქონდა როგორც კი, მეგობართა ჯგუფს მიუახლოვდებოდა. შეაყვარა თავი ყველას, საინტერესო და გონივრული უჩვეულო და განსაკუთრებული ლოგიკური აზროვნებითაც აცისკროვნებდა მის პიროვნებას. ხშირად იდგა საკუთარ აივანზე მარტო. იქ უყვარდა ოცნება და ხვალინდელი დღის დაგეგმვა. იქიდან მისთვიდ დიდი და ღირსეული სამყაროს კარიბჭე მძიმედ იხსნებოდა, მისი მომავალი ცხოვრება უერთდებოდა ცნობილ საზოგადოებას და მიიწევდა მწვერვალისაკენ, სადაც მისი წარმატებული, მაგრამ უღირსი მამა თავს ბედნიერად გრძნობდა. მარიამი მიზნად ისახავდა მის გვერდითა სავარძელში მოკალათებას თავისი ნიჭისა და მიზანდასახულობის წყალობით. და აკი შედგა კიდეც პირველ საფეხურზე მყარი ნაბიჯი ღირსეულად. არ უყვარდა პირმოტეხილი მთვარის ცქერა, აწუხებდა მისი მიქცევა სხვა მხარისაკენ. განახევრებუი არაფერი იზიდავდა, წუხდა მამის გვერდში დგომა რომ არ აძლიერებდა და მუდმივ უწიწკნიდა გულს, სულ რაღაც აკლდა უხილავად, სულის ბნელი კუნჭულის სიცარიელეს ვერ ეგუებოდა. შური არასოდეს გასჩენია სხვა მეგობრების მიმართ. მამები, რომ აკითხავდნენ. მათი შემყურე მათი სიხარულით ხარობდა. ამბობდა რომ ღირსეულ მეორენახევარს ამოირჩევდა, რომელსაც ბავშვები სიგიჟემდე ეყვარებოდა, თავისი კი შეუდარებლად, რომელიც ვერ გაიმეტებდა მისატოვებლად და დასავიწყებლად მათ. .უყვარდა სავსე მთვარე, თავისი აივნიდან საცქერად, ცხელ გულზე სიგრილეს რომ შემოჰფენდა, თითქოს მთელი სამყარო ეტეოდა მარის ფიქრებში, მასში. პირსავსე იყო, პირნათელი, უმნიშვნბელო ლაქებით. მისი ცქერისას თითქოს მასთან ადიოდა მარი, მისი ნაწილი ხდებოდა ფიქრისას. მთვარე, თითქოს დღესასწაულს უწყობდა, ვარსკვლავების სამოსით მოსავდა, ხელში იყვანდა, ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავის გვირგვინით ამკობდა და დედოფალივით გვერდზე დააიბრძანებდა, მერე კი, ბახის გულსავსე სევდიან შემოქმედებას თავიდან ბოლომდე ასმენინებდა, ტკბილად ჩააძინებდა და თავისთან სამუდამოდ დაიტოვებდა. ასე ბებომ ბევრჯერ ნახა აივანზე ტკბილად ჩაძინებული ამ ზაფხულს, ფრთხილად გააღვიძა და საწოლამდე მიაცილა, მერე ტკბილი ძილი უსურვა და თვალაცრემლებული თავის ოთახში შებრუნდა მარი არავის ჰგავდა ამ ქვეყნადშობილთ, ის რაღაც სხვანაირი იყო, თითქოს არაამქვეყნიური, უცნაური. რეალურიდან მეოცნებე, შესაძლებლობის საზღვებს არასოდეს სცდებოდა. ღიმილი ჰქონდა საოცარი მომხიბლველი, თითქოს მისი კბილებიც კი იღიმოდნენ. სულ ეჩქარებოდა, საუბარშიც კი, თითქოს იმდენი ჰქონდა მოსასწრები, რომ მთელი ცხოვრება არ ეყოფოდა მისთვის. ბებოს ეს ახარებდა კიდეც და აშინრებდა კიდეც, დღენიადაგ მარიზე ზრუნავდა და ფიქრობდა, რატომღაც მას სულ უფალს ავედრებდა, მის კეთილდღეობას და დღეგრძელობას სთხოვდა მუდამ უფალს., მარი ახალნაცნობებს აოცებდა, თავისი გონიერებით, ნიჭიერებით, მომხიბლველობით. მასზე ბევრი იყო შეყვარებულიც, თქმას კი ვერავინ უბედავდა. მოკრძალებული ყურადღებით თუ მიხვდებოდა ცოტას, რასაც მუდამ უყურადღებოდ სტოვებდა, რადგან, უფრო პირველადი საზრუნავები ჰქონდა კარს მომდგარი. რიგითობას არასოდეს არღვევდა, მტკიცედ იცავდა თავისსავე დადგენილ წესებს. 2010 წელი იყო. წარმატებით დახურა პირველი კურსი მარიამმა. თავს ბედნიერად გრძნობდა, თითქოს მის თავს რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა, სული უშფოთავდა, გული საგულეში აღარ ეტეოდა. ერთდღეს მეგობრებმა მოაკითხეს სახლში. ბევრი იმხიარულეს. მერე ქალაქგარეთ გამგზავრება დაგეგმეს რამოდენიმე დღით, თან უთხრა მათ, რომ ამ საკითხს ბებოსთან შეთანხმებით გადაწყვეტდა. ბებო იყო მისი უპირველესი სანდო მეგობარი და მრჩეველი. მის ფასდაუდებელ ამაგს განსაკუთრებულად აფასებდა და სცემდა პატივს. სჯეროდა მისი მუდამ, რადგან ბებო მუდამ სიმართლეს ეუბნებოდა, რასაც პირდებოდა უსრულებდა, მისი ახსნილი კარგად გასაგები და დიდად სარწმუნო იყო მარისთვის, ბებო არასდროს ცდებოდა. ყველა ტკივილს ბებო უამებდა დღემდე. მოსაღამოვდა. ბებო სახლში დაბრუნდა. კარები ანამ გაუღო, მარიამი მოიკითხა მაშინვე. ოთახშიაო, უპასუხა ანამ. ბებო მივიდა, შეიხედა ოთახში ფრთხილად, ჩასძინებოდა მარიამს. ნელა გამოხურა კარები. გაიღვიძა მარიამმა. ბებოს ხმა შემოესმა, მალე ბებოც შემოვიდა, მოეფერა,ჩამოჯდა მასთან. მარი წამოდგა, წამოაყენა ბებოც მოხვია მკლავები, მაგრად ჩაიკრა გულში, მერე მკერდზე დაადო თავი, თვალები მილულა და ბებოს უთხრა: - ბებო ნეტავ ერთხელ კიდევ დამაძინა შენთან ასე და მერე თუნდა მომკლა. ბებო შეცბა, გული დაუმძიმდა, ცრემლ ი გადმოუგორდა თვალთაგან. უთხრა; - შვილო ეგ აღარ თქვა, ჯვარი გწერია, შენ დიდხანს უნდა იცოცხლო და ბედნიერი უნდა იყო. შენ უნდა დამიტირო. ავადმყოფს შენ უნდა მიმკურნალო, თეთრი ხალათი ძალიან მოგიხდება. მოუთმენლად ველი ამ დღეს. მარიმ თავი დახარა, რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, აფორიაქდა. უცნაურად გადახედა ბებოს, თუმცა არაფერი უთქვამს. სიჩუმემ დრო გაიტაცა. მყუდროება მარიმ დაარღვია. -ბებო დღეს, შენს სახლში არყოფნისას მეგობრები მესტუმრნენ. მათ სურთ, რომ ქალაქგართ წავიდეთ, ერთ ჯგუფელ მეგობართან, რამდენიმე დღით. ბებო გაჩუმდა. არაფერი უთქვამს, არასოდეს მოუშორებია გვერდიდან ერთი დღითაც კი აქამდე მარიამი და ანა. გაუჭირდა რაიმეს თქმა. თავი დახარა, ნაღველი შემოაწვა. თუმცა მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა, რაღაც შინაგანი არ ეთანხმებოდა მარიამის გაშვებაზე. მარიამი კი მოთმინებით ელოდა ბებოს გადაწყვეტილებას. ამ დროს ანაც შემოვიდა მათთან. მარიმ უცებ გაიღიმა, ბებოს შეხედა და სთხოვა, ბებო ოღონდ ეხლა გამიშვი და აღარასოდეს გთხოვ არაფერს, ერთხელ და უკანასკნელად. ბებო ისევ გაჩუმდა. ამ დროს ანამ ბებოს უთხრა; -ბებო წავიდეს მარი მეგობრებთან ხომ იცი ის როგორია, მისი იმედი ხომ გაქვს, ნუ ეტყვი უარს. ბებო ვერაფერს ამბობდა, გაფიქრებით კი გაიფიქრა, ნეტავ ანას არ დაეჭირა მხარი, სანერვიულოც აღარ მექნებოდა, მარი უარს შეეგუებოდაო. და ბებოს მიუხედავად ამ ფიქრისა უნებურად, მაინც უარი წამოსცდა. ორივემ კიდევ ერთხელ სთხოვეს და ბებოც დაეთანხმა. მარი აცეკვდა, თითქოს გამოცოცხლდა. სასწრაფოდ ჩაალაგა საჭირო ნივთები ჩანთაში და მეგობრებს აცნობა, რომ ის უკვე მზად იყო და ახლა მათ ელოდებოდა. მარი მიწვა საწოლზე და ბახის მოსმენა დაიწყო. მისი სული სევდის მარწუხებში იყო ამწუთას, მიუხედავად ბებოს გადაწყვეტილებისა. სიცივე იგრძნო სულში, რატომღაც, დედის ნახვაც მოუნდა. არ უყვარდა ვერ აუხდენელი ოცნებები და მიატოვა ისინი. მთლად მინებდა ბახის სულში ჩამწვდომ ჰანგებს. ჩაეძინა მარიამს. შუაღამეს მათ აივანთან მდგარ ნაძვზე მიკიოტმა დაიძახა ორგზის, გამოეღვიძა ბებოს, შეცბა, არ ესიამოვნა. საშინელ გუნებაზე დადგა. პირჯვრი გამოისახა, უფალს მფარველობა შესთხოვა. ვეღარ დაიძინა. დიდით მარიამს, მეგობრები შეეხმიანენ და შეხვედრის ადგილი და დრო დათქვეს. უცნაურ განწყობაზე იყო მარიამი, სახლში ყველას გამოემშვიდობა, ბებოს კი ვეღარ შორდებოდა, გაუჭირდა მისთვის ხელის გაშვება დ ა თვალის მოშორება. ბებო ანერვიულდა და კინაღამ უარი უთხრა წასვლაზე, მერე მისი მეგობრების მოერიდა და გაჩუმება არჩია, არც მარიამისთვის უნდოდა გულის ტკენა, მისი მოზღვავებული ხალისის შემყურეს. გავიდა სახლიდან და თვალები სახლისკენ და ბებოსკენ რჩებოდა ისევ. შეხვედრის ადგილზე დახვდნენ მეგობრები, მხოლოდ მასღა ელოდნენ. ჩასხდნენ ტრანსპრტში და ისე ჩავიდნენ დანიშნულების ადგილას, რომ ვერც კი, გაიგეს, გზა უცებ გაილია, მასპინძლები ძალიან თბილად და სიყვარულით შეხვდნენ. მარიამით აღფრთოვანებულები დარჩნენ. იმხიარულეს და დაწვნენ დასაძინებლად. სარკმლიდან მოჩანდა დაღვრემილი მთვარე, რომელსაც წამი-წამ კუპრივით შავი ღრუბლები ეფარებოდნენ, ვარსკვლავები არსად ჩანდნენ. მარის გული დაუმძიმა ამ სურათმა, გადაბრუნდა მეორე მხარეს და მალე ჩაეძინა. გათენდა. აღმოსავლეთით ცის ნაპირი ყვითლად შეიფერა. მალე ოქროსფერი სხივები გადმოღვარა მზემ ირგვლივ. უცნაურად ათამაშდა მზე. ხან ღრუბლებს ამოეფარებოდა, ხან მწველ სხივებს მკაცრად სტყორცნიდა ყოველი მიმართულებით. თითქოს ავობდა, უსიამოს მომასწავებელი სიცხე დაატრიალა ირგვლივ წამში, თითქოს ცდილობდა რომ ადამიანებს გარეთ თავი ვერ გამოეყოთ და სახლიდან არ გამოსულიყვნენ. გაიღვიძეს გიორგიმ და ლაშამ. ლაშა თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან მარისთან სიახლოვის საშუალება მიეცა. მას მუდამ მოწიწებითა და განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა, სიყვარულში გამოტყდომა კი ჯერ ვერ გაებედა. მარი თავისმხრივ კარგ, წესიერ, სანდო მეგობრად თვლიდა ლაშას. რადგან ბევრჯერ ყავდა გამოცდილი. თავაზიანსა და კარგად აღზრდილ ლაშას არსად არაფერი ეშლებოდა არასოდეს. ლაშა წამოდგა საწოლიდან, პირჯვარი გადაიწერა და უფალს მომავალი შეავედრა. საწოლი სწრაფად მოაწესრიგა და გარეთ გავიდა. უნდოდა მარი მალე ენახა. გარეთ გამოსულს უსიამოდ შეეგება მზის მოკაშკაშე-მოელვარე სხივები. მოსჭრეს მაშინვე თვალი. შეჩერდა ლაშა, მზესთან ასეთი შეხვედრა ვერ გაიხსენა. ელდა ეცა, ვერ მიმხვდარიყო ავისმომასწავებელი იყო ეს თუ რაიმე სიკეთის. გადახედა მთელ თავის წარსულ ცხოვრებას. საყვარელ და მზრუნველ ადამიანებს, მეგობართა წრეს. უცებ მათი მონატრება იგრძო რატომღაც. ეუცნაურა, მოიწყინა. უნდოდა ფიქრს მოშვებოდა. უცებ მარიამის მომხიბლველი და მხიარული ხმა შემოესმა, გულმა მისკენ გაუწია. კიბე სწრაფად ჩაირბინა. იქ მოეყარა თავი ყველას. საუზმე მზად იყო. ლაშამ შეხედა მარიამს, ძლიერი მონატრება იგრძნო მისი. უნდოდა ჩახუტებოდა და სწორედ ახლა ეთქვა რომ ძალიან, ძალიან უყვარდა. გადახედა იქ მყოფთ, ყველა მას უყურებდა, მოერიდა. სურვილი შემდეგისათვის გადადო, მიუახლოვდა და თავაზიანად მიესალმა მათ. დროდადრო ჩუმად გადახედავდა მარიამს, უცნაური, ამოუცნობი სევდა ჩამდგარიყო მარიამის თვალებში, ვერ დაინახა სიყვარულის ნაპერწკლები., მარიამს ფერი დაკარგვოდა სახეზე, გაფითრებული იჯდა სკამზე. ლაშა წამოდგა შემკრთალი. მარი როგორია დრევანდელი ჩვენი გეგმები, რითი ვიწყებთ ამ ბედნიერ დღეს?. უცებ გონს მოეგო მარი, გადახედა ყველას, ამოიოხრა უნებურად და უთხრა; -დღეს მდინარე ლიახვს ვესტუმრებით და მისი ტალღებით გავერთობით და დავტკბებით მათთან თამაშით. ისაუზმეს. მოემზადნენ და გაეშურნენ ლიახვისაკენ. მიდიოდნენ და მხიარულები რას აღარ იხსენებდნენ. სულ იქიდან დაიწყეს მოგონებები თავი რომ შეიცნეს და მეხსიერება რომ ჩამოუყალიბდათ. ბევრი იცინეს. მერე მარიმ თქვა; - მოდით ახლა მინუსებიც გავიხსენოთ. ყველა ჩაფიქრდა, დუმილი ჩამოწვა. დიდხანს იფიქრეს, ვერცერთმა მათგანმა ცუდი ვერაფერი ვერ გაიხსენა განვლილი ცხოვრებიდან. ყველამ ერთმანეთს შეხედა და ხმამაღლა გაეცინათ, ეს რა კარგები ვყოფილვართ თურმე დღემდე, თქვა გიორგიმ, ეს რაკარგად გვიცხოვრია, რა ადამიანურად, დიდებად დავბადებულვართ, რადგან ბავშვური შეცდომები ვერ ვიპოვეთ ჩვენს წარსულში. - მიხარია ე. ი. ჩვენ ერთმანეთს ვგავართ და ბევრი საერთოც გვექნება. გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღე იქნება, ვფიქრობ დაასკვნა გიორგიმ. გაუყვნენ ლიახვისკენ მიმავალ გზას. მოჩანდა მისი გაშლილი კალაპოტი შორიდან. გზად ჩიტები მათ დანახვაზე ჭიკჭიკს წყვეტდნენ და დამნაშავესავი ჩაჰკიდებდნენ თავს. ერთი დიდი პეპელაც გამოეკიდა მარიამს, ძალიან დიდი იყო, ხან გზას გადაუჭრიდა და უკან მიბრუნდებოდა, თითქოს ცდილობდა მარიამის უკან მიბრუნებას და აღარ ასვენებდა. ბიჭებმა აკი ისიც თქვეს; -ნამდვილად მასაც მარიამი შეუყვარდაო. მალე მიადგნენ ლიახვის ნაპირს. დიდხანს უცქერდნენ თითქოს ამოწმებდნენ სანდოობას. ლიახვმაც შეათვალიერა ისინი თავისებურად, ვერაგული ღიმილი შეაგება მათ. მარიამზე შეაჩერა თვალი. მოასკდა ნაპირს ბოღმიანად, უნდოდ რადენჯერმე, ნაპირიდან ქვიშაც მოიტაცა და გაიყოლია. ქშინავდა და შფოთავდა, გულს იხვევდა ბოროტად რამდენიმე ადგილას. ჩაიმუხლა მარიამმა, შეეხო მის ტალღას, ცივი იყო რაღაცნაირად, არ ესიამოვნა მასთან შეხება ერთ წამს, მერე კი გადაუარა. მზემაც კიდევ ერთხელ ააკიაფა წამქეზებლურად სხივები, იწვოდა მისგან არე-მარე. ადგა მარიამი, მოუნდა ძალიან მის ტალღებში ნებივრობა და ცურვა. სწრაფად გაიძრო ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმების ამარა დარჩა. ცოტა მოერიდა კიდეც, თუმცა არავისთვის არ შეუხედავს. შედგა ბეტონის მაღალ ფილაზე. ხელები ცისკენ ამართა, ღრმად ჩაისუნთქა, ზეცას ახედა. უცებ დაიძრა ბეტონის ფილა, და თვალის დახამხამებაში ჩაიკარგა ლიახვში, გაქრა მარის სილუეტიც მასთან ერთად მზის სინათლიდამ. მეგობრებმა გონს მოსვლა ვერ მოასწრეს, თვალს ვერ უჯერებდნენ. გონს მოეგო თუ არა ლაშა გადაეშვა ლიახვში მარის საშველად, მას მიყვა გიორგიც. გაოგნებული ხალხი შეჰყურებდა ამ შემზარავ სურათს. სასოწარკვეთილი ხმები არღვევდა ხანდახან სამარისებურ სიჩუმეს. მათგან არცერთი აღარ უნახავს არავის იქ მყოფთაგანს ლიახვის ტალღებს ზემოდან. მერე იპოვეს ლაშა და გიორგი. მარიამს ვერ პოულობდნენ დიდხანს. მეორე თუ მესამე დღემდე. წაიღო ლიახვმა მათი იმედები, წაართვა სიცოცხლეც. მასაც შეჰყვარებოდა მარიამი. ვერ აპატია ლაშას მისი შეყვარება, გიორგის კი ერთგული მეგობრობა მათი. მოიტაცა მარიამი. ჩაიხუტა, დაისაკუთრა, დიდი და მძიმე არაადამიანური ტკივილები მიაყენა მას. აწამა მთელი სისასტიკით. მთელი სისწრაფით აჯახებდა გზად მიმავალი ბეტონის ფილებს, უკაწრავდა სახეს, ტანს, სილურჯემ დაფარა მისი ფაქიზი და მშვენიერი კანი. დაუმახინჯა კიდურები. ვინ იცის ამ დროს როგორ უჭირდა მარიამს და მის მეგობრებს, ალბათ პირველი ბებოს მოუხმობდა საშველად, უფალსაც. ლიახვმა კი სისასტიკით დაამარცხა ყველა. 27 ივლისი 2010 წელი. ეს დღე უმძიმესი და ენით აუწერელი უბედურების აღმნიშვნელია მათ ბიოგრაფიულ მონაცემში, მათი ახლობლების ისტორიაში.გაუნელებელი ტკივილის და გაუთავებელი ტკივილის ბურთი, ლიახვზე მოტივტივე, მუდმივად იქ მყოფი. ამ დღეს მანამ, ამ ამბავს მარიამის ბებო და ოჯახის წევრები შეიტყობდნენ, მათ აივანზე, იქ სადაც მარიამს უყვარდა ყოფნა, მოფრინდა უცნაური შეფერილობის მტრედი, როგორიც ბებოს არასოდეს უნახავს არც იქამდე და არც მის შემდეგ. შემოჯდა აივანზე უშიშრად, თავი ჯერ ქვემოთ ჩაჰკიდა, შემდეგ მხრებში შემალა და იქაურობას არ მოშორები, ვიდრე მარიამის დაკრძალვის დღისა. მარიამის დაკრძალვის დღეს ამ აივანზე დაჯდა ძალკიან დიდი მწვანე კალიაც, დიდხანს იჯდა და არ ინძრეოდა, ბებომ გადააგდო აივნის რიკულიდან, უცებ ნაძვიდან ჩიტი გამოფრინდა, სტაცა პირი და შეიმალა ნაძვში, მან მიწამდე ვეღარც კი მიაღწია. ვინ იცის მტრედი-მარიამი იყო, მწვანე კალია-ლაშა და ისინი ერთად გამოემშვიდობნენ მარის საყვარელ აივანს უკანასკნელ დღეს. ამ დღეს სატელევიზიო მაუწყებლობამ სრულიად საქართველოს აუწყა ეს შემზარავი ამბავი.
მერე ყველაფერი ისე იყო, როგორც ხდებ,ა ხოლმე ქრისტიანული წესით. მარი მივიდა უფალთან. რევერანსით თაყვანი სცა მას, დაუჩოქა სამგზის და სთხოვა ქალწულთა შორის მიეღო და მის ახლოს მიეჩინა მისთვის მუდმივი ადგილსამყოფელი. უფალმა გაუღიმა თბილად, დაეთანხმა სათხოვარზე, ჩაიხუტა გულში, პირჯვარი გადასწერა და მუდმივი მზრუნველობა აღუთქვა.
რომ ეცოცხლათ, ეცხოვრათ მარიამს და მის მეგობრებს, ვინ იცის რამდენ ადამიანს შეუნარჩუნებდნენ სიცოცხლეს, დღენიადაგ ადამიანთა სიცოცხლესა, ჯანმრთეკლობასა და კეთილდღეობაზე იზრუნებდნენ უდავოდ, მაგრამ..... სასტიკია ცხოვრება, ადამიანებიც. სიცოცხლე კი დაუცველია, სუსტი, ძალიან უმცირესი, თვალით უხილავი, მას ბოროტება უცებ პოულობს და სპობს. სიკვდილი მასზეა მუდმივად ჩასაფრებული. მისი მომრევი არ შობილა, არ შექმნილა აქამდე.
ბედისწერა კი რა არის? სად დგინდება? რატომ წყდება ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილზე? ეს კითხვებიც პასუხგაუცემელი რჩება მარიამის კითხვასთან ერთად.
ნეტავ თუ იგრძნო სინდისის ქენჯნა მისმა მშობელმა მამამ, როცა ეს ინფორმაცია მოისმინა მაუწყებლობით? როგორი იყო ეს დღე მისთვის? ვინ იცის, ვინ იცის.
ტკივილი ზოგჯერ უხმოა ისე, გამოუთქმელი, ისე მტანჯველი, ტყეში დიდიხნის დაკარგულისთვის ლუკმა პური და თავზე მძარცველი.
ვიცი, მთვარე ჩავარდა იმ ღამეს ლიახვში, შეეჭიდნენ, შეერკინნენ ერთმანეთს მთვარე და ლიახვი. მთვარე მარის ოცნებისეული, ლიახვი მისი რეალური მომტაცებელი და მესაკუთრე, მწამებელი და მტანჯველი მარისა. მათ შორის გამარჯვებული ერთი დარჩა. ლიახვმა იმ დღეს მარის წაართვა ყველაფერი. სიცოცხლე, ოცნება, მეგობრები, სამუდამოდ მოსწყვიტა საყვრელ ადამიანებს. მის საყვარელ ბებოს შავი სამოსი ჩააცმევინა, მონატრებული დედა ჩამოიყვანა და სიგიჯემდე მიიყვანა, მასაც ძლივს შეუნარჩუნეს სიცოცხლე, მარიამის საპატრონოდ, რომ სანთლით ახალი გზები, აქედან ხშირად გაუნათოს, ტყუპისცალს-ანას მოქმედების და აზროვნების უნარი წაართვა. დეიდას თავზარი დასცა. უმძიმესი განაჩენი მარის, მამის ნაცვლად!? ბებოს მწარედ ესმის დღესაც მისი სიტყვები ბებო ესეც შემისრულე და ამის შემდეგ აღარაფერს გთხოვ, ეს ერთხელაც ..... აასრულა ნათქვამი მარიმაც, ბებოსავით სულ მართალი აღმოჩნდა თავადაც. გიორგისაც მართალი უთქვამს. ის სიმწრით სავსე დღე იყო განსაკუთრებით მათთვისაც და მათი მოსიყვარულე ადამიანებისთვისაც. ეს რატომ მოხდა ასე, რატომ, რატომ. ხომ შეიძლებოდა მარიც ბედნიერი ყოფილიყო, მისი მეგობრებიც. არა სხვებივით, არა, არა, მხოლოდ ისე როგორც მას თავად იმსახურებდა, როგორც ეს თავად წარმოედგინა და სურდა. როგორი იყო ეს დღე მისი მამისთვის, ნეტავ? ექიმისთვის, რომელსაც განსაკუთრებული და მოჭარბებული სითბო სჭირდება პაციენტებთან საურთიერთობოდ, არის ის შემდგარი ექიმი, თუ ჯალათი? .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ბატონო მიშა რატიანი, მოდავე მხარეს ნამდვილად არ წარმოვადგენ, რადგან დავის საგანი არ არსებობს ამ შემთხვევაში.
თქვენ დააფიქსირეთ თქვენი სუბიექტური აზრი, რომელიც ტქვენს განწყობას და თქვენი გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
ნამდვილ ამბავთან მაგ სიტყვის გაჟღერება ნამდვილად უადგილოა. და კიდევ თქვენ ტუ რაიმეს წარმოდგენა არ შეგიძლიათ ეგ არ ნისნავს, რომ ის მცდარია და რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ ის ვერ იქნება მხოლოდ ჭეშმარიტი.
პატივს გცემთ და ეს მევალება კიდეც, როგორც საიტის ყველა დანარჩენი სრულუფლებიანი წევრისა. რადგან ამ საიტზე შემოვდივარ,
ასე არ იფიქროთ ჭკუის სწავლებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ცილს ნუ დამწამებთ, ეს ჩემთვის დაუშვებელი და მიუღებელია.
თქვენდამი კეთილგანწყობილი და პატივისმცემელი ნ ე ქ ტ ა რ ი.
ბატონო მიშა რატიანი, მოდავე მხარეს ნამდვილად არ წარმოვადგენ, რადგან დავის საგანი არ არსებობს ამ შემთხვევაში.
თქვენ დააფიქსირეთ თქვენი სუბიექტური აზრი, რომელიც ტქვენს განწყობას და თქვენი გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
ნამდვილ ამბავთან მაგ სიტყვის გაჟღერება ნამდვილად უადგილოა. და კიდევ თქვენ ტუ რაიმეს წარმოდგენა არ შეგიძლიათ ეგ არ ნისნავს, რომ ის მცდარია და რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ ის ვერ იქნება მხოლოდ ჭეშმარიტი.
პატივს გცემთ და ეს მევალება კიდეც, როგორც საიტის ყველა დანარჩენი სრულუფლებიანი წევრისა. რადგან ამ საიტზე შემოვდივარ,
ასე არ იფიქროთ ჭკუის სწავლებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ცილს ნუ დამწამებთ, ეს ჩემთვის დაუშვებელი და მიუღებელია.
თქვენდამი კეთილგანწყობილი და პატივისმცემელი ნ ე ქ ტ ა რ ი.
24. ნექტარი...
ეტყობა, პასუხის დაგვიანების გამო მოხდა, რომ ვერ გავიგე, რას მედავებით?
ჩვენი ერთგვარი კამათის დაწყება გამოიწვია იმან, რომ მე გამოვიყენე ჩემი, სრულიად კანონიერი უფლება და უარყოფითად შევაფასე ნაწარმოები, რომლის ყველაზე სერიოზულ ნაკლად მივიჩნიე არადამაჯერებლობა;
თქვენ არ მიიღეთ ტერმინი "არადამაჯერებლობა" და შემომთავაზეთ მისი ჩემი ლექსიკონიდან ამოღება;
მე შევეცადე, ამეხსნა, რას ვგულისხმობ ამ ტერმინში...
აი, მერე რაღა ხდება? - დავიბენი...
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, - არადამაჯერებლობა შემოქმედებისთვის იმდენად მკაცრი დიაგნოზია, რომ დანარჩენი ნიუანსები უკვე წვრილმანი ხდება და მათზე საუბარი სრულიად უადგილოა. ყველა სხვა ნიუანსის განხილვა (კრიტიკა) ხდება მოლოდ ღირებული პროდუქტის შემთხვევაში.
ჭკუას კი ნუ მასწავლით, პირდაპირ მითხარით რას ითხოვთ ჩემგან და ნებისმიერი კუთხითა და მიმართულებით შემიძლია მოგახსენოთ ჩემი აზრი.
საიტზე თქვენი შემოსვლა-არშემოსვლა მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და ვერანაირად ვაკადრებ საკუთარ თავს, რამე გირჩიოთ.
ნექტარი...

23. ბოდიშს მოვიხდი დაგვიანებული პასუხისათვის.
უპატივცემულობად რომ არ ჩამითვალოთ პასუხგაუცემლობა, სამიოდე მოსაზრებით შემოვიფარგლები.
1)გმადლობთ, ჭა ძვირფასო- ა) მ ო ყ ო ლ ა - რას ნიშნავს, ლიტერატორმა ეს კარგად იცის. აქ კი სხვა რამ ხდება. ბ) პ რ ო ზ ა - რას ნიშნავს, ლიტერატორმა ესეც კარგად იცის. გ) ეს არის ჩემი ყოველდღიური ლექსიკონი, ჩემი სასაუბრო ენა.
2) გმადლობთ, ნ-ი-კ-ი ძვირფასო- -ეს ტრაგედია ნამდვილია, აქ ჩემი განცდილი ემოციაა გამოხატული, გადმოცემული თავისუფალი თხრობის სტილში. ჩემი ყოველდღიური ლექსიკონით, ჩემი სიტყვებით, ჩემი სასაუბრო ენით. თანამედროვე ქართულით. ისინი არც სადმე მიძებნია და არც მისესხებია, არც გამოგონილია..
3) ბატონო მიშა რატიანი - აქ უნდა გესაუბრათ სიტყვის სემანტიკურ მნიშვნელობაზე, რიტმზე, აგებულებაზე, სინტაქსური კონსტრუქციულობაზე, დროში თანაზომადობაზე.
და რაც იქნებოდა წმინდა ლიტერატურული ტერმინებით ახსნილ-დასაბუთებული.
(რა იცით იქნებ ლიტერატორიც ვარ და სხვა სპეციალობებიც ხელმეწიფება, ჰაა?)
მაშინ მიიჩნეოდა თქვენი მსჯელობა კრიტიკად, ( აქ კი ასეთის ნიშან-წყალიც არ იგრძნობა.) ანდა კორექტულ ქმედობად.
ყველა ინდივიდს სპეციფიკური მსჯელობის მანერა აქვს, ეს ჯერ არ არის უარყოფილი ცივილურ სამყაროში.
აქვე, რაიმეს აკრძალვა, შეზღუდვა მიღებულია, დგინდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და მისი შესრულებაც სავალდებულოა ყველასათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მხოლოდ.
ხომ არ მირჩევთ, რომ ამ საიტზე აღარ შემოვიდე, და გავანებო თავი საერთოდ აზროვნებას, უარვყო წარმოსახვის უნარი, ლოგიკური აზროვნება, გამოვიგონო სიმუნჯე? სად და რისი კეტება არის შესაძლებელი?
(ბატონო მიშა! მე მეფური სახელი მქვია დაბადებით, მოგწერთ და თუ არ მოგეწონებათ მირჩიეთ რა ვქნა.)
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
იმედია არ მიწყენთ.
ყველა ადამიანის მიღება ისეთისა შემიძლია, როგორიც არის ის, რადგან მე ვერ შევცვლი მას,
ადამიანი არ არის დინდგელი, რომ ისეთი ფორმა მისცეთ, როგორიც თქვენ მოგესურვებათ.
ნექტარი. ბოდიშს მოვიხდი დაგვიანებული პასუხისათვის.

ნექტარი.
22. ტრაგედია ნამდვილად არის და თანავუგრძნობ ავტორს...:-* მაგრამ ეს არ არის პროზა...უბრალოდ ერთი ტრაგიკული ამბავია მოყოლილი, საშინლად ცუდი ენით...ან სკოლის მოსწავლის ენით...
აზგო...:-* მინდა რომ ნახო ეს...და მიხვდები იმ ჩემ პასუხში , -პროზის თაობაზე და მის მოცულებაზე-, რაც ვიგულისხმე...:-* ეს არ არის პროზა, მოცულობით თუმცა ათჯერ და მეტჯერაც დიდია, ბეთ ავენის იმ პაწაწუნაზე...:)
ეს დიდ -დიდი კომენტარები ჯერ ვერ წავიკითხე...ალბათ იქ უფრო საინტერესო აზრები და განმარტებები იქნება...მერე მოვიცლი ამისთვი...:-*
ჰო, ავტორი ნუ გამინაწყენდება რა...ძალიან კარგად მესმის მისი ტკივილი, რამაც ეს ყველაფერი დააწერინა...:-*
ტრაგედია ნამდვილად არის და თანავუგრძნობ ავტორს...:-* მაგრამ ეს არ არის პროზა...უბრალოდ ერთი ტრაგიკული ამბავია მოყოლილი, საშინლად ცუდი ენით...ან სკოლის მოსწავლის ენით...
აზგო...:-* მინდა რომ ნახო ეს...და მიხვდები იმ ჩემ პასუხში , -პროზის თაობაზე და მის მოცულებაზე-, რაც ვიგულისხმე...:-* ეს არ არის პროზა, მოცულობით თუმცა ათჯერ და მეტჯერაც დიდია, ბეთ ავენის იმ პაწაწუნაზე...:)
ეს დიდ -დიდი კომენტარები ჯერ ვერ წავიკითხე...ალბათ იქ უფრო საინტერესო აზრები და განმარტებები იქნება...მერე მოვიცლი ამისთვი...:-*
ჰო, ავტორი ნუ გამინაწყენდება რა...ძალიან კარგად მესმის მისი ტკივილი, რამაც ეს ყველაფერი დააწერინა...:-*
21. ეს წაკითხული მქონია კომენტარი არ დამიტოვებია
ძალიან ხელოვნური თხრობაა
რეალურად თუ მოხდა ეს ამბავი, სცადეთ და რეალური ენით გადმოეცით გაცილებით კარგად გამოვა ნუ ეცდებით რაიმე შეალამაზოთ მაღალფარდოვანი ფრაზებით
მართალია ბატონი მიშა ეს წაკითხული მქონია კომენტარი არ დამიტოვებია
ძალიან ხელოვნური თხრობაა
რეალურად თუ მოხდა ეს ამბავი, სცადეთ და რეალური ენით გადმოეცით გაცილებით კარგად გამოვა ნუ ეცდებით რაიმე შეალამაზოთ მაღალფარდოვანი ფრაზებით
მართალია ბატონი მიშა
20. ნექტარი...
სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად სხვა და სხვა ენაზე ვლაპარაკობთ და კომუნიკაციის სირთულეს უარესად აფერხებს ფორმატი - ვირტუალური სივრცე.
მიუხედავად ამისა, არსებობს ცივილიზებული სტანდარტები, რომლის შეხსენება ერთმანეთისთვის არც უნდა გვჭირდებოდეს. ამ კატეგორიიდანაა:
1. საყოველათაო კანონი, - ჩვენ უპირობოდ პატივს ვცემთ ოპონენტის პირად ცხოვრებას და გაორმაგებულად გამოვხატავთ პატივისცემას ადამიანური, რეალური ტრაგედიის მიმართ. როცა მე რამეს ვამბობ თქვენი ამ ნაწარმოების პერსონაჟებზე, ერთი წამითაც არ დაუშვათ, რომ მე მათ (თუნდაც ფიქრში) შემიძლია სიტყვით რაიმე ვავნო...
მე ვედავები მხოლოდ თქვენეული ამბის გადმოცემის ხერხებს, ფორმებს, ლექსიკას, სიზუსტეს, ფრაზის აგებასა და ამ ფრაზის შეთავსებას სასურველ ემოციურ ფონთან...
ანუ, როცა მე მოქანდაკეს ვეუბნები საკუთარი გარდაცვლილი სიდედრის ბიუსტზე, - ეს რა სიმახინჯეა! - ამით სიდედრს კი არ შევურაცხვყოფ... ვედავები მის ნაშრომს, მისი შემოქმედებით შედეგს.
არ გეხებათ მხოლოდ თქვენ. ეს სენი ზოგადად მოდებულია საიტზე და თუკი ცუდი ნაწერი ეძღვნება ავტორის ახლობელ გარდაცვლილ ადამიანს, შენიშვნა იშიფრება როგორც ხსოვნის შეურაცხყოფა.
2. ლამის არაფერი განსხვავებაა გამომსახველობით ხელოვნებასა და მწერლობას შორის, როცა დამაჯერებლობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ მოდით ჯერ გავშიფროთ, რას ვგულისხმობთ დამაჯერობლობაში:
ავიღოთ ერთი მარტივი მაგალითი, - თქვენ და მე დავძმობილდით და მივადექით ხიდს, რომელიც მე მეჩვენება, რომ სიფრიფანაა და ვერ გამიძლებს...
პირველი ვარიანტი, - თქვენ მე მარწმუნებთ, რომ ხიდი ძლიერია. საშიში არაფერია და გამიძლებს. კი, ბატონო! მე მჯერა თქვენი!.. მაგრამ ჩვენ სწორედ ამ დამაჯერებლობას არ ვგულისხმობთ, რადგან ეს რეალობაა და შემოქმედებასთან არაფერი აქვს საერთო;
მეორე ვარიანტი, - თქვენ თავად გადადიხართ ხიდზე და ამ ქმედების დემოსტრირებით მისაბუთებთ, რომ ხიდი მართლა გამძლე ყოფილა. აი, ეს უკვე შემოქმედებაა, მე უკვე მჯერა თქვენი და გენდობით. შემოქმედებისადმი, მწერლობისადმი მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ ამ მეორე ვარიანტით განისაზღვრება...
თუმცა, ხიდი ორივე შემთხვევაში ძლიერი იყო...
აქედან გამომდინარე, - მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, მხატვარი, კომპოზიტორი... შემოქმედების ყველა ეს მსახური, უკლებლივ, ერთნაირად მოწოდებულია ისეთ ქმედებას მიმართოს, რომ აუდიტორიის ნდობა დაიმსახუროს. ცხადია, სხვა და სხვა ხერხებით, თუმცა, ამ ხერხებს ერთი საერთო სახელიც შეგვიძლია დავარქვათ, - ოსტატობა ან პროფესიონალიზმი...
მწერალიც ზუსტად ისევე ითავისებს გმირის ხასიათს, ქცევას, მიმიკას... როგორც მსახიობი. პრაქტიკულად არ არსებობს განსხვავება!
სმარტფონით ვარ შემოსული და მიჭირს დაკოპირება... ჩახედეთ მარიამისა და ბებიის ეპიზოდს... პაწია მონაკვეთში ზუსტად ათჯერ გიწერიათ სიტყვა "ბებო"... თხრობის ამგვარი უსუსური ხერხით მე კი არა, გუშინ რომ ისწავლა კითხვა, ის არ "გადმოგყვებათ ხიდზე"... არ გენდობათ... არ დაგიჯერებთ...
მხოლოდ და მხოლოდ ამ არადამაჯერებლობას ვგულისხმობ, თორემ ის რომ მარიამი და მისი მეგობრები ანგელოზებად ეახლნენ უფალს, უთქვენოდაც მჯერა.
სამაგიეროდ, თქვენი გადმოცემის ხერხი ნახეთ, სადაც მარიამის უფალთან მისვლაზე მიყვებით:
რევერანსი - რა ესაქმება ამ არაქართულ სიტყვას ამ ესოდენ ფრთხილად ასაშენებელ ფრაზაში? როცა ამისთანას წერთ, ლამის დანის პირზე გადიხართ და უმცირესი არასწორი მოძრაობით წყალში ყრით სასურველ შედეგს...
აღარ გავაგრძელებ... იმედია მიმიხვდით ჩემი შეფასებების კრიტერიუმს და გავარკვიეთ სადავო ტერმინის რეალური მნიშვნელობა...

19. ბატონო მიშა უდიდეს პატივს გცემთ, როგორც საიტის ყველა დანარჩენ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვება ამ წუთამდე და მათ შორის ასაკიც მოვისაზრე.
მე, ბატონო პირდაპირი ადამიანი ვარ როგორც რესულ-სოციალისტური მმარტველობის ასევე, ქართული სახზელმწიფოებრიობის შემთხვევებშში, მსახიობობა და სცენა შორსაა ამ რეალობასთან და თემასთან. პოეზიის და პროზის შექმნას უფრო სხვა დატვირთვა და წარმოსახვის უნარი და წვდომა განსაზღვრავს და მას სპექტაკლის და დადგმის ხელოვნებასთან ვერ ვაიგივებ.
კონკრეტულ პირის მოაზრებას გამოვრიცხავ, მაგრამ ასეთი ფაქტები, თქვენს მიმართი, მაინც არ მსიამოვნებს.
არასოდეს მივიჩნევ და დავარქმევ თქვენს საუბარს ახირებას, ასე როგორ გავკადნიერდები მიშა ბატონო! ამას ნუ დაუშვებთ.
რაც შეეხება ამ ნაწერში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას დამერწმუნეთ 100%-ით დამაჯერებელი, თქვენ არ იცნობდით მარიამს, ასეთი ბავშვები არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში კიდევ მცირე რაოდენობით ამ საუკუნეში საბედნიეროდ, მისი და მისი ამ მეგობრების გონება სწავლის სიყვარულსა და მიზანს ჰქონდა პყრობილი, პატიოსანი მიმართულებით ნატვირთებს. ისინი მორწმუნენი და გულწრფელნი იყვნენ და ერთგულნი, ნამდვილი მეგობრობისა, ამიტომაც ერთად დაიღუპნენ უღალატონი.
აქ ეჭვის შეტანაც კი, ცოდვად მიმაჩნია და მათი სულების წაბილწვად ასეთი გამოთქმიუთ.
დაგეთანხმებით ქართული ლექსიკონი შეუზღუდავად მდიდარია და ამის გაჭირვება არ იქნება. მაგრამ მთავარია ნათქვამი საფუძვლიანი და თავად დამაჯერებელ-დასაბუთებული იყოს.
რაც შეეხება 16-17 კომენტარს არ არის შეურაცხზმყოფელი, არადამაჯერებელი, პირიქით თქვენდამი პატივისცემითაა გაჯერებული.
ისე საკმაოდ ზრდილობიანი სწავლის მოსურნე-მოყვარე ვიყავი, ამით არავინ შემიწუხებია.
მე არც ლიტერატორი ვარ და არც კრიტიკოსი და ამით არასოდეს დავინტერესდები. მხოლოდ ჩემს განწყობას გამოვხატავს ამა ტუ იმ ნაწარმოების მიმარტ, სულ ამით ვკმაყოფილდები. მაგრამ არც წერა-კითხვის უცოდინარი ვარ. მიყვრს და მომწონს დასაბუთება, დადასტურება, დადგენა, დასაბუთება ყველაფრისა, ფაქტებით, გარემოებებით, მტკიცებულებებით ამომწურავად, ძირეულად. წყალგაუმტარად, შეურყევად. მორალისა და ზნეობის ნორმათა შესაბამისად, უფლებებისა და თავისუფლებების დაცული გარანტიებით.
პატივისცემით, თქვენდამი კეთილგანწყობილი ნ ე ქ ტ ა რ ი.
პ. ს. თუკი ვცდები, მიმითითეთ ბატონო მიშა, ეს ჩემთვის მისაღები იქნება გამეხარდება.
ბატონო მიშა უდიდეს პატივს გცემთ, როგორც საიტის ყველა დანარჩენ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვება ამ წუთამდე და მათ შორის ასაკიც მოვისაზრე.

18. ცოტა კი გამიკვირდა თქვენი დაგვიანებული კომენტარი, მაგრამ არა უშავს... შევეცდები, აგიხსნათ:
"არ მჯერა!" - ეს რეპლიკა ეკუთვნის რუსული თეატრის რეფორმატორს, სტანისლავსკის, რომლის მეთოდიკით მუშაობს დღემდე მსოფლიო სასცენო და კინოხელოვნება (სადაც ყველაზე თვალშისაცემად ჩანს სიყალბე)... მაგალითად სპექტაკლის დადგმის მთელი შემოქმედებითი პროცესის უდიდესი დრო მხოლოდ ამ ფენომენის სრულყოფას ეთმობა.
ანუ, იმედია, ერთ ასპექტში უკვე გაგარკვიეთ და ამიერიდან გეცოდინებათ, რომ მოცემული დამოკიდებულება შემოქმედებითი პროდუქტის მიმართ (დამაჯერებელი-არადამაჯერებელი) მიშა რატიანის მოგონილი არ არის და მისი ლექსიკიდან ამ სიტყვის ამოღება უხეირო ნაწერს ვერაფერს უშველის;
რაც შეეხება იმას, რომ იდეალურ შემთხვევაში (თუკი მე ამ სიტყვას ლექსიკიდან ამოვიღებ), ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება... - მოგახსენებთ: მე აქ ჩემს მიმართ საყოველთაო კეთილგანწყობას ნამდვილად არ ვეძებ და ამდენად, ნაკლებად მაინტერესებს, რა აზრისაა ჩემზე მავანი (არ ვიცი, ვის გულისხმობთ);
მე უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ: თქვენ დაწერეთ დამაჯერებელი მხატვრული ნაწარმოები და ბევრად იოლად მოეღება ბოლო მიშა რატიანის ახირებას.
თუ კონკრეტულად სადავო სიტყვის კეთილხმოვანება არ მოგწონთ, გპირდებით, ამიერიდან ჩავანაცვლებ სინონიმებით, - ყალბი, ხელოვნური, თითიდან გამოწოვილი, ნაძალადევი, ნაწვალევი, არაგულწრფელი, უხარისხო, უვარგისი... და ასე შემდეგ. გასაგები რომ იყოს, იმიტომ არ ვეძებ დამხმარე სიტყვებს, თორემ იმას მაინც შემამჩნევდით, რომ სიტყვისთვის ჯიბეში არ ვიქექები...
თუ თქვენი კეთილი ნება იქნება, არ დავიზარებ და დეტალურად ჩამოგიწერთ ამ ნაწარმოების უხარისხობის უზარმაზარ არზას ისე, რომ ერთხელაც არ ვახსენებ სიტყვა "არადამაჯერებელს".
და ბოლოს, ამ საიტის ავტორები, რომელთა ნაწარმოებების კომენტარებში არასოდეს მიხსენებია თქვენგან დაწუნებული ტერმინი:
ლელა ცუცქირიძე, ნათია როსტიაშვილი, ნინო დარბაისელი, ლევან ლორია, ჰარირამა, ჰა-რა-ლე, მფრინავი ჰოლანდიელი, ნინო ქოქოსაძე, მეუდაბნოვე, ნათია ჯაფარიძე, ნანა ნონიაშვილი, ედგარ ვიბო, დომენიკო20, ალექსანდრე უგლავა, არმენ არუთინოვი... სულ ახლები - ჰებე, შენი მხატვარი... ეს ვინც უცებ გამახსენდა... ალბათ, თუ კარგად დავფიქრდები, ორ ამდენს კიდევ დავამატებ სიას... და ერთი ლიტერატურული საიტისთვის საკმარისზე საკმარისია.
დარწმუნებული ვარ, სამჯერ თუ არა, ორჯერ უფროსი მაინც ვარ თქვენზე, - თქვენი, ერთი თვის ინტერვალით მოწოდებული მე-16 და მე-17 კომენტარი მხოლოდ ჩემს შეგონებას მიუძღვენით და მეც მოგისმინეთ.
ახლა მე მომისმინეთ:
კომენტატორის, შემფასებლის, ჟიურის, სიტყვის დამგდებისა თუ შემთხვევითი გამვლელის აღზრდა-შეგონებით ვერაფერს გახდებით ვერასოდეს და მითუმეტეს უსუსური საპასუხო ქცევაა, ნაწარმოების შესახებ გამოთქმული აზრისთვის ადამიანს მის პიროვნულ თვისებებსა თუ საქციელზე მიუთითოთ.
თქვენ ან უნდა დაწეროთ კარგად (დამაჯერებლად) და ან არგუმენტირებულად დამიმტკიცოთ, რომ მე არა ვარ სწორი თქვენი ნაწერის შეფასებაში. სხვა თქვენ და მე არც არაფერი გვაქვს საერთო და არცერთმა საკუთარ თავს არ უნდა ვაკადროთ, ოპონენტის პიროვნებაზე დავასველოთ სიტყვა. ცოტა კი გამიკვირდა თქვენი დაგვიანებული კომენტარი, მაგრამ არა უშავს... შევეცდები, აგიხსნათ:
"არ მჯერა!" - ეს რეპლიკა ეკუთვნის რუსული თეატრის რეფორმატორს, სტანისლავსკის, რომლის მეთოდიკით მუშაობს დღემდე მსოფლიო სასცენო და კინოხელოვნება (სადაც ყველაზე თვალშისაცემად ჩანს სიყალბე)... მაგალითად სპექტაკლის დადგმის მთელი შემოქმედებითი პროცესის უდიდესი დრო მხოლოდ ამ ფენომენის სრულყოფას ეთმობა.
ანუ, იმედია, ერთ ასპექტში უკვე გაგარკვიეთ და ამიერიდან გეცოდინებათ, რომ მოცემული დამოკიდებულება შემოქმედებითი პროდუქტის მიმართ (დამაჯერებელი-არადამაჯერებელი) მიშა რატიანის მოგონილი არ არის და მისი ლექსიკიდან ამ სიტყვის ამოღება უხეირო ნაწერს ვერაფერს უშველის;
რაც შეეხება იმას, რომ იდეალურ შემთხვევაში (თუკი მე ამ სიტყვას ლექსიკიდან ამოვიღებ), ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება... - მოგახსენებთ: მე აქ ჩემს მიმართ საყოველთაო კეთილგანწყობას ნამდვილად არ ვეძებ და ამდენად, ნაკლებად მაინტერესებს, რა აზრისაა ჩემზე მავანი (არ ვიცი, ვის გულისხმობთ);
მე უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ: თქვენ დაწერეთ დამაჯერებელი მხატვრული ნაწარმოები და ბევრად იოლად მოეღება ბოლო მიშა რატიანის ახირებას.
თუ კონკრეტულად სადავო სიტყვის კეთილხმოვანება არ მოგწონთ, გპირდებით, ამიერიდან ჩავანაცვლებ სინონიმებით, - ყალბი, ხელოვნური, თითიდან გამოწოვილი, ნაძალადევი, ნაწვალევი, არაგულწრფელი, უხარისხო, უვარგისი... და ასე შემდეგ. გასაგები რომ იყოს, იმიტომ არ ვეძებ დამხმარე სიტყვებს, თორემ იმას მაინც შემამჩნევდით, რომ სიტყვისთვის ჯიბეში არ ვიქექები...
თუ თქვენი კეთილი ნება იქნება, არ დავიზარებ და დეტალურად ჩამოგიწერთ ამ ნაწარმოების უხარისხობის უზარმაზარ არზას ისე, რომ ერთხელაც არ ვახსენებ სიტყვა "არადამაჯერებელს".
და ბოლოს, ამ საიტის ავტორები, რომელთა ნაწარმოებების კომენტარებში არასოდეს მიხსენებია თქვენგან დაწუნებული ტერმინი:
ლელა ცუცქირიძე, ნათია როსტიაშვილი, ნინო დარბაისელი, ლევან ლორია, ჰარირამა, ჰა-რა-ლე, მფრინავი ჰოლანდიელი, ნინო ქოქოსაძე, მეუდაბნოვე, ნათია ჯაფარიძე, ნანა ნონიაშვილი, ედგარ ვიბო, დომენიკო20, ალექსანდრე უგლავა, არმენ არუთინოვი... სულ ახლები - ჰებე, შენი მხატვარი... ეს ვინც უცებ გამახსენდა... ალბათ, თუ კარგად დავფიქრდები, ორ ამდენს კიდევ დავამატებ სიას... და ერთი ლიტერატურული საიტისთვის საკმარისზე საკმარისია.
დარწმუნებული ვარ, სამჯერ თუ არა, ორჯერ უფროსი მაინც ვარ თქვენზე, - თქვენი, ერთი თვის ინტერვალით მოწოდებული მე-16 და მე-17 კომენტარი მხოლოდ ჩემს შეგონებას მიუძღვენით და მეც მოგისმინეთ.
ახლა მე მომისმინეთ:
კომენტატორის, შემფასებლის, ჟიურის, სიტყვის დამგდებისა თუ შემთხვევითი გამვლელის აღზრდა-შეგონებით ვერაფერს გახდებით ვერასოდეს და მითუმეტეს უსუსური საპასუხო ქცევაა, ნაწარმოების შესახებ გამოთქმული აზრისთვის ადამიანს მის პიროვნულ თვისებებსა თუ საქციელზე მიუთითოთ.
თქვენ ან უნდა დაწეროთ კარგად (დამაჯერებლად) და ან არგუმენტირებულად დამიმტკიცოთ, რომ მე არა ვარ სწორი თქვენი ნაწერის შეფასებაში. სხვა თქვენ და მე არც არაფერი გვაქვს საერთო და არცერთმა საკუთარ თავს არ უნდა ვაკადროთ, ოპონენტის პიროვნებაზე დავასველოთ სიტყვა.
17. ბატონო მიშა რატიანი სხვისი პათოსი არ უნდა იყოს ასე შემაშფოთებელი და ამაფორიაქებელი თქვენთვის. რამდენი ინდივიდიც სულდგმულობს ამ ქვეყნად იმდენი და ისეთივე მოწოდება წარმოჩინდება, სიტყვა " არადამაჯერებელი"-ს თუ ამოიღებთ თქვენი ლექსიკონიდან გამარტივდება თქვენდამი დამოკიდებულება.
გთხოვთ თქვენი გადმოსახედიდან ამ საიტზე რა და ვინ არის დამაჯერებელი თქვენთვის. დიდი ინტერესით მოვისმენ საამისო პასუხს.
პატივისცემით ნექტარი. ბატონო მიშა რატიანი სხვისი პათოსი არ უნდა იყოს ასე შემაშფოთებელი და ამაფორიაქებელი თქვენთვის. რამდენი ინდივიდიც სულდგმულობს ამ ქვეყნად იმდენი და ისეთივე მოწოდება წარმოჩინდება, სიტყვა " არადამაჯერებელი"-ს თუ ამოიღებთ თქვენი ლექსიკონიდან გამარტივდება თქვენდამი დამოკიდებულება.
გთხოვთ თქვენი გადმოსახედიდან ამ საიტზე რა და ვინ არის დამაჯერებელი თქვენთვის. დიდი ინტერესით მოვისმენ საამისო პასუხს.
პატივისცემით ნექტარი.
16. გმადლობთ მეგობარო-მიშა რატიანი.
თქვენ იცით, რომ არავინ ჰგავს ერთმანეთს, თვით ერთი ხის ორი ფოთოლიც კი.
იცით ასევე, რომ არავინ იცვამს ტანისსამოსს ერთიდაიგივენაირად.
იცით, რომ ყოველი ინდივიდი განსხვავდება ერთურთისაგან ჩაცმულობით, გარეგნობით და ა.შ. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ მეგობარო-მიშა რატიანი.
თქვენ იცით, რომ არავინ ჰგავს ერთმანეთს, თვით ერთი ხის ორი ფოთოლიც კი.
იცით ასევე, რომ არავინ იცვამს ტანისსამოსს ერთიდაიგივენაირად.
იცით, რომ ყოველი ინდივიდი განსხვავდება ერთურთისაგან ჩაცმულობით, გარეგნობით და ა.შ. პატივისცემით ნექტარი.
15. უზომოდ სუსტი და არადამაჯერებელი ნაწერია... ტიპიური მოდელია იმ თხრობისა, როცა მიკერძოებული პირი (ფსიქოლოგიის ანბანისგან ძალიან შორსმყოფი), ჰყვება ისე, როგორც მხოლოდ თავად სჯერა და უნდა...
მაგალითად: ვინ დამაჯერებს იმაში, რომ დროის სატარებლად ქალაქგარეთ წასული, სამედიცინო უნივერსიტეტის, რომელიღაცა "კარგი" (!!!) ფაკულტეტის, მეორე კურსი სტუდენტი ლაშა... რომელსაც ალბათ სხვა მეგობრებთან ერთად ეძინა ოთახში... იღვიძებს და უფალს მადლობის შეწირვით, პირჯვარს იწერს? უზომოდ სუსტი და არადამაჯერებელი ნაწერია... ტიპიური მოდელია იმ თხრობისა, როცა მიკერძოებული პირი (ფსიქოლოგიის ანბანისგან ძალიან შორსმყოფი), ჰყვება ისე, როგორც მხოლოდ თავად სჯერა და უნდა...
მაგალითად: ვინ დამაჯერებს იმაში, რომ დროის სატარებლად ქალაქგარეთ წასული, სამედიცინო უნივერსიტეტის, რომელიღაცა "კარგი" (!!!) ფაკულტეტის, მეორე კურსი სტუდენტი ლაშა... რომელსაც ალბათ სხვა მეგობრებთან ერთად ეძინა ოთახში... იღვიძებს და უფალს მადლობის შეწირვით, პირჯვარს იწერს?
14. გმადლობთ მეგობარო-მენემო.
მამის გარეშე მარიამი არ დაბადებულა, უდავო ფაქტია. მამამ იცის მისი შვილების არსებობა, ესეც უდავოა. ეს არის სათავე , ანუ დაბადება ნებითი მამისგან. და რა ხდება შემდეგ, რას აშავებენ ბავშვები მასზე რომ უარს ამბობს ზრდასრული ადამიამი, მამა? რატომ? შვილის სადმე გაშვება-გამგზავრების საკითხს მარიამისთანა ბავშვებისას მამა არეგულირებს და წყვეტს, ეს აკლდა სწორედ მარის, მთელი მისი არსებობის განმავლობაში და სტკიოდა. ბოლოს სწორედ ამის უქონლობამ წაიღო მისი სიცოცხლე როგორც მოიტანა ასე მესმის ეს მე, არ ვიცი..და მაპატიეთ..... სულ ეს სტკიოდა მარის ამაზე ხშირად საუბრობდა.... პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ მეგობარო-მენემო.
მამის გარეშე მარიამი არ დაბადებულა, უდავო ფაქტია. მამამ იცის მისი შვილების არსებობა, ესეც უდავოა. ეს არის სათავე , ანუ დაბადება ნებითი მამისგან. და რა ხდება შემდეგ, რას აშავებენ ბავშვები მასზე რომ უარს ამბობს ზრდასრული ადამიამი, მამა? რატომ? შვილის სადმე გაშვება-გამგზავრების საკითხს მარიამისთანა ბავშვებისას მამა არეგულირებს და წყვეტს, ეს აკლდა სწორედ მარის, მთელი მისი არსებობის განმავლობაში და სტკიოდა. ბოლოს სწორედ ამის უქონლობამ წაიღო მისი სიცოცხლე როგორც მოიტანა ასე მესმის ეს მე, არ ვიცი..და მაპატიეთ..... სულ ეს სტკიოდა მარის ამაზე ხშირად საუბრობდა.... პატივისცემით ნექტარი.
13. მძიმე ისტორიაა, კითხვისას გამახსენდა კიდეც,საინფორმაციოში იყო წლების წინ (თარიღი გქონდათ მითითებული). ერთი რამ ვერ დავაკავშირე, მამას რომ არ მიეტოვებინა მაინც ხომ მოხდებოდა ეს ამბავი? მძიმე ისტორიაა, კითხვისას გამახსენდა კიდეც,საინფორმაციოში იყო წლების წინ (თარიღი გქონდათ მითითებული). ერთი რამ ვერ დავაკავშირე, მამას რომ არ მიეტოვებინა მაინც ხომ მოხდებოდა ეს ამბავი?
12. გმადლობთ მეგობრებო დიდად-გულიანა, მურად, პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ მეგობრებო დიდად-გულიანა, მურად, პატივისცემით ნექტარი.
11. წარმოუდგენლად მძიმეა. სწორი პათოსით გადმოცემული. ავტორს მადლობა,
წარმოუდგენლად მძიმეა. სწორი პათოსით გადმოცემული. ავტორს მადლობა,
10. საშინელი დღე და სამწუხარო ამბავი... საშინელი დღე და სამწუხარო ამბავი...
9. გმადლობთ მეგობარო-მუხა. გეთანხმებით მძიმეა ეს ამბავი. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ მეგობარო-მუხა. გეთანხმებით მძიმეა ეს ამბავი. პატივისცემით ნექტარი.
8. ძალიან მიჭირს ასეთი უბედურების წაკითხვა. ძალიან მიჭირს ასეთი უბედურების წაკითხვა.
7. გმადლობთ მეგობარო-ელადა. ეს საშინელება იყო აუწერელი ტკივილი. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ მეგობარო-ელადა. ეს საშინელება იყო აუწერელი ტკივილი. პატივისცემით ნექტარი.
6. საშინელი ტრაგედიაა, მამა თავისი მძიმე ჯვრით წარსდგწება უფლის სამჯავროზე(( საშინელი ტრაგედიაა, მამა თავისი მძიმე ჯვრით წარსდგწება უფლის სამჯავროზე((
5. მეც მყავდა მეგობარი მასაც მარი ერქვა, ვკითხულობდი ამ ნაწერს და ასე მეგონა ის ადამიანი იყო მასში აღწერილი, ამიტომ უფრო მეტად განვიცადე ეს ყველაფერი ნექტარ. მეც მყავდა მეგობარი მასაც მარი ერქვა, ვკითხულობდი ამ ნაწერს და ასე მეგონა ის ადამიანი იყო მასში აღწერილი, ამიტომ უფრო მეტად განვიცადე ეს ყველაფერი ნექტარ.
4. გმადლობთ მეგობარო-ნატალია. ეს ნამდვილი ამბავია. ეს შესანიშნავი ოჯახი კი, შეძენილი მეგობრების ოჯახია. მარის ვიცნობდი. ის მართლაც არავის გავდა, ის საოცრება იყო. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ მეგობარო-ნატალია. ეს ნამდვილი ამბავია. ეს შესანიშნავი ოჯახი კი, შეძენილი მეგობრების ოჯახია. მარის ვიცნობდი. ის მართლაც არავის გავდა, ის საოცრება იყო. პატივისცემით ნექტარი.
3. მითითებული გაქვთ რომ არის ნამდვილი ამბავი, ამიტომ მხატვრულად მეტად ვერ განავრცობდით.მაგრამ როგორც გადმოეცით კარგი ნაწერია. სამწუხაროა ასე რომ მოხდა, მძიმეა ნამდვილად და დასამწუხრებელი ასეთი ტრაგედია. მითითებული გაქვთ რომ არის ნამდვილი ამბავი, ამიტომ მხატვრულად მეტად ვერ განავრცობდით.მაგრამ როგორც გადმოეცით კარგი ნაწერია. სამწუხაროა ასე რომ მოხდა, მძიმეა ნამდვილად და დასამწუხრებელი ასეთი ტრაგედია.
2. გმადლობთ მეგობარო-იასონ. არის ტექნიკური შეცდომა ერთ სიტყვასი და ვასწორებ ნაწერშივე. პატივისცემით , ნექტარი. გმადლობთ მეგობარო-იასონ. არის ტექნიკური შეცდომა ერთ სიტყვასი და ვასწორებ ნაწერშივე. პატივისცემით , ნექტარი.
1. "მარი მივიდა უფალთან. რენესანსით თაყვანი სცა მას"
ალბათ "რევერანსი" გქონდათ მხედველობაში
"მარი მივიდა უფალთან. რენესანსით თაყვანი სცა მას"
ალბათ "რევერანსი" გქონდათ მხედველობაში
|
|
მონაცემები არ არის |
|
|