ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2015


ნოსტალგია


ჩემია, შემოდგომა ჩემია,
და ყვითელ მოტივზე ვსეირნობ.
მაცალეთ, შემოდგომა მაცალეთ,
სენიორ!
-თქვენ რომ დამიხატეთ ვერსალი,
მე ძეწკვზე ვატარებ წინანდალს.

(წერს ქარი ლავანდის ფურცლებზე,
ფლეიტის პარტიას "ნორმადან")

-თქვენი ნოსტალგია მკვლელია!
და დგახართ ბაქანზე ჩემოდნით,
ვერ ხედავთ როგორი სველია?
ო, მადამ!
შემოდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები