ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
5 დეკემბერი, 2015


მზეონა. საზეიმო ტორტი



მზეონამ ვარსკვლავები დაბადების დღეზე მიიპატიჟა. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, ეს რომ მოიფიქრაო. თუმცა, ალბათ, გასაკვირი აქ არაფერი იყო. მზეონას ძალიან უყვარდა ვარსკვლავები, არჩ ერთ საღამოს არ გამოტოვებდა ისე, ერთხელ მაინც ყურადღებით არ შეეთვალიერებინა ვარსკვალებით მოკენჭილი ცა (ცხადია, თუ ღრუბლები არ შეუძლიდნენ ხელს ამაში), ძალიან სიამოვნებდა მათი თვალთვალი. ისიც კარგად იცოდა, რომ ვარსკვლავები ხანდახან სტუმრობდნენ ხოლმე დედამიწას. ამის შესახებ წიგნებში ჰქონდა ამოკითხული, ტელევიზორშიაც არაერთხელ ენახა, ბებიას ზღაპრებშიც გაეგონა... და რაც მთავარია, აკი საკუთარი თვალით იხილა ვარსკვლავთა თოვა, მართლაც მშვენიერი, ზღაპრული სანახაობა იხილა და გულიც იჯერა მათთან თამაშით.
სწორედ წინა საღამოს, როდესაც ცაზე ვარსკვლავები აციმციმდნენ, მზეონამ გულითადად სთხოვა ვარსკვლავებს, დაბადების დღის ზეიმზე მეწვიეთო. არც ის დავიწყებია, გაეღიმა მათთვის, როგორც თავაზიან მასპინძელს შეეფერება.
ვარსკვლავებმაც გაუღიმეს საპასუხოდ, თვალიც ეშმაკურად ჩაუპაჭუნეს... ცხადია, იმის ნიშნად, აუცილებლათ გეწვევითო.
ამ მიპატიჟებას ჯაბაც შეესწრო შემთხვევით, მზეონაზე ერთი წლით უფროსი ბიჭუნა... სწორედ ის ჯაბა, რაღაც საოცრად რომ ეხერხებოდა კომპიუტერული თამაშები... ამ მხრივ ნამდვილად ბადალი არ ჰყავდა... და საერთოდ, მეტად ჭკვიოანი და მოსაზრებული ყმაწვილი გახლდათ.
_ რა სისულელეა ვარსკვლავების მოპატიჟება, _ გულიანად გაიცინა ჯაბამ, როცა ყური მოჰკრა მზეონას სიტყვებს.
_ ვითომდა რატომ? _ იწყინა მზეონამ.
_ ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ ჩამოდიან მიწაზე, როცა თვითონ მოინდომებენ. _ თქვა ჯაბამ, _ სხვის ნება-სურვილზე არასოდეს არ დადიან, არც ვინმეს მიპატიჟება უღირთ დიდ რამედ.
მზეონას ცოტა არ იყოს, გულზე მოხვდა ჯაბას სიტყვები. ერთი წამით დაფიქრდა, სცადა გაეხსენებინა... ოდესმე თუ გაეგონა ვარსკვლავთა მიპატიჟების ამბავი. სიმართლე რომ ითქვას, ვერაფერი ამის მსგავსი ვერ გაიხსენა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და ხმამაღლა სულ სხვა რამე თქვა:
_ ვარსკვლავების მოპატიჟება სულაც არაა სისულელე, აუცილებად მეწვევიან სტუმრად, ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება ამაში.
_ ვნახოთ! _ დამცინავად გაიღიმა ჯაბამ.
_ ვნახოთ! დაიქადნა მზეონამ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, გული ცოტათი ეთანაღრებოდა. რაც უფრო ჩაუფიქრდა, მით უფრო საეჭბვოდ მოეჩვენა ვარსკვლავების სტუმრობა, მაგრამ გულში მაინც იმედს ინახავდა, იქნებ მართლა მესტუმრონო. _ მე ხომ მთელი გულით დავპატიჟე ისინი, _ წაიჩურჩულა ჩუმად, ისე, რომ ჯაბას არ გაეგონა, _ და ვარსკვლავებიც მიმიხვდნენ ამას, მათ ხპომ არაფერი გამოეპარებათ. _ დაუმატა კიდევ უფრო ჩუმად.
ამასობაში დაღამდა კიდეც, სტუმრებმა იწყეს მოსვლა. მზეონას მეგობარმა გოგო-ბიჭებმა ხომ ადრევე მოიყარეს თავი, ახლა კი უფროსმა ძიებმა და დეიდებმა მოიცალეს თავიანთი სამსახურებიდან, სადაც ისინი მთელ დღეებს აღამებდნენ ხოლმე და მზოენას ეწვივნენ. ყველას რაღაც საჩუქარი მოჰქონდა მზეონასთვის: სათამაშოებიო, კანფეტებიო, რაღა არ მოუტანეს. მზეონას პატარა ოთახი სულ მთლად აივსო საჩუქრებით. და საერთოდ, ამ საღამოს მის მიმართ ყველა არაჩვეულებრივად კეთილი და გულისხმიერი იყო, მისი ტოლი გოგო-ბიჭები თუ მაგიდის ირგვლივ მჯდარი ძიები და დეიდები. ყველა ეფერებოდა, უღიმოდა, ყველა უთხრა რაიმე გულთბილი სიტყვა. სიკეთე და სიხარული უსურვა.. იფირქრებდი, მთელ ამდენ ხალხს სხვა საზრუნავი აღარაფერი აქვს, ოღონდ როგორმე მზეონა ასიამოვნონ.
ახლა სადღესასწაულო სუფრას არ იკითხავთ? მაგიდა იზნიქებოდა ნაირ-ნაირი ნუგბარი საჭმელ-სასმელისგან. ბებომ საგანგებო ტორტიც გამოუცხო მზეონას, რომელიც ჯერ-ჯერობით სამზარეულოში იდო პატარა მაგიდაზე, ტორტზე ცხადია ხუთი სანთელი უნდა დაემაგრებინათ, რომელსაც მზეონა  სულის შებერვით ჩააქრობდა.
ყოველივე ამან ძალიან გაართო მზონა, თვალები ერთნაირად უბრწყინავდა სიხარულისგან.
ოღონდ, ერთი წამითაც არ დავიწყნია ვარსკვლავები რომ დაპატიჟა სტუმრად. ამიტომ, თავისუფალ დროს იშოვნიდა თუ არა მიცუნცულებდა ფართოდ გამოღებულ ფანჯარასთან, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას მღელვარებით ახედავდა, ნეტავი ვარსკვლავები რას აპირებენო. ვარსკვლავები ხამს არ იღებდნენ და მზეონას კითხვით სავსე გამოხედვას ეშმაკური ღიმილით პასუხობდნენ.
ჯაბა, ძალიან ჭკვიანი ბიჭუნა ხვდებოდა თუ რატომ შეჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მზეონა ასეთი მღელვარებით და ეშმაკურად იღიმებოდა, რტაც იმის ნიშანი იყო, ტყუილად ელიო.
ბოლოს დადგა ყველაზე საზეიმო წამი, როცა ბებიას სადღესასწაულო ტორტი უნდა შემოეტანა. მთელი სუფრა გაისუსა, მზეონას ხომ გული უფანცქალებდა, აი, ახლა შემოაბიჯებს ბებო და ხუთი სანთლით დამშვენებულ ტორტს შემოიტანს. მაგრამ ბებო აგვიანებდა ტორტის შემოტანას, სუფრაზე თავშეკავებული ჩურჩული გაისმა, ნეტაბი რა ხდებაო. როგორც იქნა ბებო გამოჩნდა, ოღონდ ტორტის გარეშე. მან ბოდიში მოიხადა სტუმრებთან და მზეონა თავისკენ ჩუმად მიიხმო.
თურმე ნუ იტყვით, სანთლებო ვერსად ეპოვნა ბებო, არსად ჩანდა ხუთი სანთელი ტორტზე დასამაგრებელი, რომელიც მზეონას უნდა ჩაექრო სულის შებერვით, ჰოდა, უსანთლებო ტორტი რაღა სადღეობო ტორტია?
მზეონას ცოტა დააკლდა, კინაღამ ცრემლები გადმოსცვივდა. ბებოც განუწყვეტლივ ვიშვიშებდა, მეხსიერება აღარ მივარგა, სანთლები უფრო ადრე უნდა გამხსენებოდაო. არც სხვები იყვნენ უკეთეს დღეში, დედა და მამა ერთმანეთს აბრალებდნენ და თან მთელ სახლში მიმორბოდნენ, სანთლებს ყველა უჯრაში დაეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. ერთი სანთელიც კი ვერ იპოვეს. მერე მეზობლებში გაიქცნენ, იქაც ხელი მოეცარათ, არც მეზობლებს აღმოჩაჩნდათ სანთლები. ვერც მაღაზიაში იყიდდნენ, უკვე გვიან იყო, მაღაზიებს დიდი ბოქლომები ედოთ.
მეტი რაღა ჩარა იყო, ტორტი უსანთლებოდა უნდა გაეტანათ სუფრაზე, სტუმრები მეტს ვეღარ დაიცდიდნენ, უხერხული იყო.
მზეონამ სამზარეულოს მიაშურა და ისეთI ნაღვლიანი სახით დახედა სადღესასწაულო ტორტს, მედღეობეს რომ სულაც არ შეეფერებოდა: ო, როგორ მოუხდებოდა ამ ლამაზ, კრემის ვარდებით მორთულ ტორტს ხუთი სანთელი...
გახედა და... ჰოი, საოცრებავ, თვალებს ძლივს დაუჯერა: ხუთი სანთელი, ხუთი ანთებული სანთელი ბრდღვიალებდა მისთვის საგანგებოდ გამომცხვარ, სადღესასწაულო ტორტზე.
თუმცა ერთი წუთით... არა, ეს სანთლები არ ყოფილა, ეს იყო ხუთი ვარსკვლავი.
სანთლების ძებნით გართულ მზეონას მთლად გადაავიწყდა, თუ როგორ დაპატიჟა სტუმრად ვარსკვლავები: ისინიც სწორედ ახლა ეწვივნენ და რაკი მასპინძელმა მათი მობრძანება ვერ შენიშნა, პირდაპირ სადღეობო ტორტზე დასკუპდნენ.
მზეონამ სიხარულით ტაშიც კი შემოჰკრა. მართლაც, ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდნენ ვარსკვლავები, მზეონას სანატრელი სტუმრები. ისინი ხომ სანთლებივით ბრდღვიალებდნენ ტორტზე, თანაც თითქოს განგებ, ხუთნი იყვნენ რიცხვით. ამაში არაფერი იყო გასაკვირი: ყველა ვარსკვლავი ერთად ხომ არ დაოვებდა ცის თაღს. სწორედ იმდენნი ესტუმრნენ, რამდენიც ყველაზე მატად გაახარებდა მზეონას, რამდნიც ყველაზე უფრო სასურველი იქნებოდა მისთვის.
ცხადია, ბებომ მაშIნვე აიტაცა ტორტი და სადღესასწაულო სუფრისკენ გააქანა. ო, როგორ დაამშვენა საზეიმო სუფრა ვარსკვლავებით გაბრწყინებულმა ტორტმა, ყველას ძალიან მოეწონა იგი, ბებოს ოსტატობა შეუქეს, განსაკუთრებით სანთლებით მოიხიბლნენ, თქვეს, ეს რა ლამაზი სანთლებია, ვარსკვლავებს გვანანო. აბა, რა იცოდნენ, თუ მართლა ვარსკვლავები ბრდღვიალებდნენ მზეონას სადღეობო ტორტზე.
სამაგიეროდ, ეს ყველაფერი შესანიშნავად იცოდნენ მზეონას ტოლმა გოგო-ბიჭებმა, მათ თვალი ეშმაკურად ჩაუკრეს მზეონას, რომელსაც ხმა არ გაუღია, არაფერი უთქვამს უფროსებისთვის ვარსკვლავების სტუმრობის თაობაზე. რა საჭირო იყო, განა უფროსები რაიმეს დაუჯერებდნენ? ისინი ხომ ყველაზე უფრო ცხადსა და მნიშვნელოვანს ვერ ამჩნევენ ხოლმე.
მერე, როცა მზეონამ სული შეუბერა ვარსკვლავებს, ისინი როდი შაქრნენ, ერთიმეორის მიყოლებით ნელ-ნელა მოწყდნენ ტორტს და მსუბუქად აფარფატდნენ ჰაერში. თითქოსდა გამოსამშვიდობებლად, ნარნარი ფრენით წრე დაარტყეს ოთახში და ასევე ნელა, აუჩქარებლად გაფრინდნენ ღია ფანჯრიდან. სტუმრებს ესეც ძალიან მოეწონათ. ეს სანთლები არა მარტო არაჩვეულებრივად ლამაზი, ძალიან ორიგინალურებიც ყოფილანო, თქვეს. ვერც ახლა მიხვდნენ, რომ ვარსკვლავებს შეჰყურებდნენ.
რაც შეეხება მზეონას ტოლ გოგო-ბიჭებს, მათ მაიშნვე ტაში დასცხეს, როცა ვარსკვლავებმა ჰაერში იწყეს ფარფატი. მზეონაც შეუერთდა ამ ტაშის ცემას, ისე უხაროდა, რომ ასე ეგონა, გული ვეღარ დაიტევს მეტ სიხარულსო. მართლაც, ძალიანმ გაახარეს მზეონა ვარსკვლავებმა.
არც ჯაბა ჩამორჩემია სხვებს, ისიც მხიარულობდა და ტაშს უკრავდა, როდესაც ვარსკვლავების საოცარ სტუმრობას შესცქეროდა, მაგრამ ცოტა არ იყოს, გაკვირვებული სახე ჰქონდა. ეს მზეონას არ გამოჰპარვია.
_ ხომ ვამბობდი, მეწვევიან-მეთქი ვარსკვლავები _ ნიშნისმოგებით წაუჩურჩულა მზეონამ ჯაბას.
_ მართლაც გასაოცარია, _ წაიბუტბუტა ჯაბამ.
_ გასაოცარი არაფერია _ თქვა მზეონამ, _ მე ხომ ისინი მთელი გულით დავპატიჟე.
ასე რომ, ძვირფასიო მკითხველებო, შეიძლება თქვენც გესტუმროთ ვარსკვლავები დაბადების დღის ზეიმზე, ოღონდ მაშინ, როდესაც მათ მთელი გულით მოიპატიჟებთ. იმას ვერ ვიტყვი, ტორტზე დასანთებ სანთლებს შეცვლიან თუ არა (მით უმეტეს, თუ ამის აუცილებლობაც არ იქნება და სანთლები წინასწარ მომარაგებული გექნებათ), მაგრან თავს რომ ბრწყინვალედ გამოიჩენენ, ამაში ეჭვი წამითაც არ მეპარება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები