| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 13 დეკემბერი, 2015 |
ბოშა ქალი ტანის რწევით, მუცლის ცეკვით მოთამაშობს, ამისთანას, ავაზისებრს, მორჩილს, მოქნილს, ნეტავ რა შობს. კაკაოსფერ სახის ღიმილს, მაცდურ ნიღაბს, მოსაზიდად კაცს გულში სისხლს აუჩქროლებს, გულს გაუწევს მისახიდად. მითხარ გეზი ბოშა ქალო, ნუთუ ცისკენ აგიღია, მშვენიერი ტანის სამკოდ, გულის კარი გაგიღია . ბოშა ქალო, ბოშა ქალო, თვალის, გულის თაფლის წყალო, შავკულულავ მაგ მშვენებით, გამიმხილე თუ ვის სწყალობ. არ ამიგდო სიტყვა ბანზე, არც სიმუნჯე დაიბრალო ბოშა ქალო, ბოშა ქალო, მზე-მთვარეზე რისთვის მწყრალობ ვარსკვლავები გიცინიან, იქნებ შენ მე შემიბრალო საოცარი ტანის რხევით გსურს ცდუნება დამიჩქარო, მოდი გული გისაჩუქრე, გრძნობა უნდა გამიცვალო. მოფარფატე ქარს დაყვები, ცისკარს როგორ მიგადარო, ტრფობის ალში გამახვიე შავკულულა ნატვრისთვალო. დამიჯერე რაც გითხარი, სრულად უნდა გამოგცვალო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გმადლობ მეგობარო-თაზო ქიზიყელი. პატივისცემით ნექტარი. გმადლობ მეგობარო-თაზო ქიზიყელი. პატივისცემით ნექტარი.
6. ლამაზი და სასიამოვნოდ საკითხავია ლამაზი და სასიამოვნოდ საკითხავია
5. გმადლობთ ძვირფასო მეგობრებო-მანანა კაკაჩია, ელადა, თამაზი54, მუხა. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ ძვირფასო მეგობრებო-მანანა კაკაჩია, ელადა, თამაზი54, მუხა. პატივისცემით ნექტარი.
4. ლამაზი ლექსია.მომეწონა კაკაოსფერ სახის ღიმილზე, გამეღიმა . ლამაზი ლექსია.მომეწონა კაკაოსფერ სახის ღიმილზე, გამეღიმა .
3. ნექტარი, როგორც ყოველთვის, გულწრფელი ხარ პოეზიაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანის ამოცნობა თავისი შემოქმედებიდან სავსებით შესაძლებელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ შენ ცხოვრებაშიც ასეთი იქნები. ჩემი პაროლი დამავიწყდა(წელიწადია არ შემოვსულვარ) და სხვა სახელით შემოვედი. ნექტარი, როგორც ყოველთვის, გულწრფელი ხარ პოეზიაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანის ამოცნობა თავისი შემოქმედებიდან სავსებით შესაძლებელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ შენ ცხოვრებაშიც ასეთი იქნები. ჩემი პაროლი დამავიწყდა(წელიწადია არ შემოვსულვარ) და სხვა სახელით შემოვედი.
2. მშვენიერი სატრფიალოა! მშვენიერი სატრფიალოა!
1. ძალიან ლამაზი ლექსია, სიმღერის ტექსტად კარგი იქნება 5 ძალიან ლამაზი ლექსია, სიმღერის ტექსტად კარგი იქნება 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|