ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2015


ს ი დ ი ა დ ე* * *

დეკემბრის  დილას  ვაპირებდი  რომ  მომელოცა
მაგრამ  სიშორემ  გაახუნა  ჩემი  ფიქრები,
რაც  უნდა  წლები  გავიდეს  და  თვალსაც  მოშორდე
ვერავიწყების  უდავო  ფაქტს  დაგეფიცები.
რამდენიც  უნდა  მიეფაროს  ზამთარი  ბინდებს,
რამდენიც  უნდა  შეიშალოს  ქარები  მწვავედ,
მზეც  კი  დროებით,  თუნდ  ხალისით  არ  ამობრწყინდეს
ვიღაცამ  თუნდაც  მიმატოვოს  დროებით  მარტოდ
და  რაღაც  ისე  სულ  მცირედად მარტივად  მწყინდეს,
ხოდა,  ვცივდები,  მეც  ვთოვდები,  ვქარობ  და  ვმარტობ,
ვცდილობ  ტკივილი  სულიერი  ვხატო  და  ვხატო.
მერე  კი,  როცა  მზე  მოიცლის  და  მომაბრუნებს
ცა  უფერული,  დღე  უჟმური,  ხდება  სხვაფერი 
არმოლოდინის  ჯამს  ახვედრებს  რამ  მონატრულებს.
აქ  დეკემბრის  თვეს  მთებმა  ნისლი  გადაიფინა
მკერდზე დაფენილ  სამკაულებს  თვალი  შეავლო 
ტკივილნარევმა  სევდამ  დარდზე  გადაიფრინა
როცა  ვერცერთი  იმათგანი  ვეღარ  იხილა
წარბი  აზიდა,  თქვა  და    ნისლი  გადაიცილა 
მე  სიდიადით  თავს  ვერავინ  ვერ  გამიტოლებს
ვიცი  აპრილი  არც  მაისი,  არ  მიმატოვებს,
რა  ვქნა,  მარტია  მწვავე  ქართან  რომ  მიმარტოვებს
ჩემს  საკეთილოს  გზაზედაც  რომ  აღარ  მიტოვებს
აპრილ-მაისი  მკერდს ამივსებს  ფერთა  სიუხვით
მიმქარგ-მომქარგავს  და  ბუმბერაზ  მეფეს  მიწოდებს
ქედის  მოდრეკას  აიძულებს  ჩემს  წინ  ჭიუხებს
თავად  ჩემს  ტრფობით  შიშნარევი  არვის  იტოლებს
ეს  დეკემბერი  შემიყვარდა  შენსავით  მართლაც,
მე  დეკემბერი  მუდამ  მწიფე  იმედს  მიტოვებს.
აჰა  ნუგბარი,  მწიფე-  მწიფე  გრძნობის  ნაყოფი
შენი  ძღვენი  კი,  არის  მუდმივ  ჩემთვის  სამყოფი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები