გაკვირვებული ვრჩები, გაოცებული გიმზერ, როგორ ახერხებ დგომას ბედისწერათა ქიმზე! ბედისწერათა ქიმზე, სადაც ამდენი არის, დაუნდობელი ბრძოლა, აბობოქრება ქარის! აბობოქრება ქარის, რომლის სასტიკი ფრთებით, ილეწებიან ცანი, უფსკრულს ცვივიან მთები! აი, რად გსახავ პირმშოდ უღვთაებრივეს ძალთა, წმინდა ასულის აი, რატომ ვიწამე კალთა! აი, რად მჯერა შენი გადარჩენის და ხვალის, აი, რა მაძლევს რწმენის ძალას, უნარს და ხალისს! თორემ, ამ მცირე გოჯზე მი-მობნეულო ბროლო, ეს საუკუნე შენთვის ხომ იქნებოდა ბოლო! ხომ ერთ ლუკმადაც ალბათ არ ეყოფოდი დუშმანს, ხომ დაფარავდა ბნელი მყინვარწვერსა და უშბას! ხომ დაგფარავდა შენაც დავიწყებათა მტვერი, როგორც დაფარეს წლებმა უკვე რამდენი ერი! მაგრამ ვითარცა უთქვამთ: ხესა ხმელს ნედლად შეიქმს შენი სიწმინდე, დედავ, შენი სიმართლე,ფენიქს! გამობრწყინება გელის და კვლავ აღდგომა გელის, შუბის შემართვა ზეცად და დამარცხება გველის! მზეს შეუხსნიან კარებს შენი ძლიერი ფრთები - ამგვარ იმედით ვცოცხლობ, ამგვარ იმედით ვკვდები!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. ძალიან ძლიერი ლექსია. ისეთივე როგორც თავად ავტორი 10+++++++++++++++++++ გილოცავთ ძალიან ძლიერი ლექსია. ისეთივე როგორც თავად ავტორი 10+++++++++++++++++++ გილოცავთ
41. შენი სიწმინდე დედავ,შენი სიმართლე ფენიქს! გამობრწყინება გელის და კვლავ აღდგომა გელის. შენი სიწმინდე დედავ,შენი სიმართლე ფენიქს! გამობრწყინება გელის და კვლავ აღდგომა გელის.
40. დედაა :( ეს როდის გამომრჩა? ვგიჯდები შენს მსუყე ქართულზე ... ძალიან მაგარი ხარ ...ნუ ჩემს თვალში რჩეული!!! :) :-* დედაა :( ეს როდის გამომრჩა? ვგიჯდები შენს მსუყე ქართულზე ... ძალიან მაგარი ხარ ...ნუ ჩემს თვალში რჩეული!!! :) :-*
38. როგორ დამგვინებია... როგორ დამგვინებია...
37. ძალიან მაგარი ლექსია მაგრად მომეწონა :)) ძალიან მაგარი ლექსია მაგრად მომეწონა :))
36. ღმერთმა გისმინოს, ძმაო, გულს რომ შეასხი ფრთები... მალე შეგვეხსნას კარი, მზე შინა იყოს ჩვენი.. დაბლა ენარცხოს ცალად ასთავწაჭრილი გველი... გ ა ი ხ ა რ ე! :) ღმერთმა გისმინოს, ძმაო, გულს რომ შეასხი ფრთები... მალე შეგვეხსნას კარი, მზე შინა იყოს ჩვენი.. დაბლა ენარცხოს ცალად ასთავწაჭრილი გველი... გ ა ი ხ ა რ ე! :)
35. გაიხარე...5555 გაიხარე...5555
34. კარგი პოეტის კარგი ლექსი კარგი პოეტის კარგი ლექსი
33. მზეს შეუხსნიან კარებს შენი ძლიერი ფრთები - ამგვარ იმედით ვცოცხლობ, ამგვარ იმედით ვკვდები!..
გაიხარეთ!!! მზეს შეუხსნიან კარებს შენი ძლიერი ფრთები - ამგვარ იმედით ვცოცხლობ, ამგვარ იმედით ვკვდები!..
გაიხარეთ!!!
32. ძალიან კარგი მიშა! ძალიან კარგი მიშა!
31. კარგი ლექსია, მომაწონა თავი :) კარგი ლექსია, მომაწონა თავი :)
30. ავტორსპატივისცემა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ეს არაა საჩემო ლექსი და არც განწყობა. ავტორსპატივისცემა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ეს არაა საჩემო ლექსი და არც განწყობა.
29. ღმერთმა გისმინოთ:) ღმერთმა გისმინოთ:)
28. ულამაზესი ლექსია! 5 ულამაზესი ლექსია! 5
27. ლამაზი ლექსია, გმადლობთ!... :) ლამაზი ლექსია, გმადლობთ!... :)
24. კარგია ბატონო მიშა კარგია ბატონო მიშა
23. მოგიკითხე ილტოსპირელო...
უბრწყინვალესი ლექსია მოგიკითხე ილტოსპირელო...
უბრწყინვალესი ლექსია
22. საერთო მოწონებას ვუერთდები:) საერთო მოწონებას ვუერთდები:)
21. მომეწონაა.. :) მომეწონაა.. :)
20. მე ვიტყოდი - იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, რომ ასეთი ძარღვიანი ლექსები არ მოგეკლოთ მკითხველისთვის :) მე ვიტყოდი - იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, რომ ასეთი ძარღვიანი ლექსები არ მოგეკლოთ მკითხველისთვის :)
19. ბრავო, მიშა! არაჩვეულებრივი ლექსია! 10 ბრავო, მიშა! არაჩვეულებრივი ლექსია! 10
17. მე მგონი სახელი შემეშალა,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? კაი ლექსია! მე მგონი სახელი შემეშალა,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? კაი ლექსია!
16. ,,გაკვირვებული ვრჩები,გაოცებული გიმზერ... " იცოცხლე, ნიკოჯან! ,,გაკვირვებული ვრჩები,გაოცებული გიმზერ... " იცოცხლე, ნიკოჯან!
15. შენც კარქა გიჭრის სტრიქონი, ნუ დაიწყევლე ბედიო.... მომილოცია ამ ლექსით მიშავ ახალი წელიო!
შენც კარქა გიჭრის სტრიქონი, ნუ დაიწყევლე ბედიო.... მომილოცია ამ ლექსით მიშავ ახალი წელიო!
14. ხო კარგი ლექსია ძალიან! მრავალს დაესწარით! ხო კარგი ლექსია ძალიან! მრავალს დაესწარით!
13. სიამოვნებით წავიკითხე :) სიამოვნებით წავიკითხე :)
12. ეს პასუხია ლექსზე ღმერთო მირაჯი ხარ!!! უძლიერესი ლექსიააა!!! არაფერი მეთქმის უძლიერესიაააა!!! აშკარა პასუხი!!! ვაააჰჰჰ!!! ემოციებში ვაარ!!! უღმესი მადლობა ილტოსპირელო!!! ეს პასუხია ლექსზე ღმერთო მირაჯი ხარ!!! უძლიერესი ლექსიააა!!! არაფერი მეთქმის უძლიერესიაააა!!! აშკარა პასუხი!!! ვაააჰჰჰ!!! ემოციებში ვაარ!!! უღმესი მადლობა ილტოსპირელო!!!
11. 10 სუპერლექსი! 10 სუპერლექსი!
10. ნებისმიერი დიდი პოეტის წიგნს დაამშვენებდა ეს ლექსი! 10!(თუმცა ორზე მეტი არა მაქვს). ნებისმიერი დიდი პოეტის წიგნს დაამშვენებდა ეს ლექსი! 10!(თუმცა ორზე მეტი არა მაქვს).
9. :) მრავალ ახალ წელს:) :) მრავალ ახალ წელს:)
8. გულს ნუ გაიტეხ, მარიამ, რადროს სიბერე არია, სანამ ცეცხლია ძარღვებში, სანამდე სულში ქარია, სანამ დილით მზე გვახარებს, ღამით- ნამგალა მთვარია, სულ ახალგაზრდებ ვიქნებით, სანამ დაღმა დის მტკვარია! გულს ნუ გაიტეხ, მარიამ, რადროს სიბერე არია, სანამ ცეცხლია ძარღვებში, სანამდე სულში ქარია, სანამ დილით მზე გვახარებს, ღამით- ნამგალა მთვარია, სულ ახალგაზრდებ ვიქნებით, სანამ დაღმა დის მტკვარია!
6. უფრო სწორად "ბედისწერის ქიმზე" ასე ჰქვია უფრო სწორად "ბედისწერის ქიმზე" ასე ჰქვია
5. მიშა, ამ ლექსის სათაურიანი წიგნი მაქვს შენი... 2000 ახალ წელს მაჩუქე ტელეგადაცემის ჩაწერაზე, ვაიმე მთელი 9 წელი გასულა უკვე.. და ნეტა ხო არა ვბერდებით? წავიდე, გავიკითხო ერთი:)) მიშა, ამ ლექსის სათაურიანი წიგნი მაქვს შენი... 2000 ახალ წელს მაჩუქე ტელეგადაცემის ჩაწერაზე, ვაიმე მთელი 9 წელი გასულა უკვე.. და ნეტა ხო არა ვბერდებით? წავიდე, გავიკითხო ერთი:))
3. ყველას ჩემი გულწრფელი სალამი და საახალწლო მოლოცვა! დაგებედოთ სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა,უღრუბლო ცა და უეკლო გზა, მრავალჟამიერ თქვენ და საქართველოს! წინ, მომავლისაკენ!
უღრმესი პატივისცემით თქვენი ილტოსპირელი ყველას ჩემი გულწრფელი სალამი და საახალწლო მოლოცვა! დაგებედოთ სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა,უღრუბლო ცა და უეკლო გზა, მრავალჟამიერ თქვენ და საქართველოს! წინ, მომავლისაკენ!
უღრმესი პატივისცემით თქვენი ილტოსპირელი
2. სასიამოვნო განწყობის ლექსია, იმედიანი... 5! სასიამოვნო განწყობის ლექსია, იმედიანი... 5!
1. ასეთ კარგ ლექსებს რომ წერ, "აი, რად მჯერა, შენი"! ასეთ კარგ ლექსებს რომ წერ, "აი, რად მჯერა, შენი"!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|