 | ავტორი: რენუარი ჟანრი: საბავშვო 17 დეკემბერი, 2015 |
ბუ დედას ბუს კვერცხისაგან ბუკნაჭო რომ შეეძინა, იმ დილით საბუბუეთში არც ერთ ბუს ჯერ არ ეძინა.
ბუ მამამ მთქნარებ-მთქნარებით სთქვა: გაუმარჯოს პაწიას! „ბუდვაიზერი“ დაისხა და კათხა დინჯად ასწია: ჭკუის კოლოფი გამოვა, წიგნით, რვეულით, კალმისტრით, ბუეთის აკადემიის ბაკალავრი ან მაგისტრი.
-დიახ, დასძინა ბუ დედამ და არ აკმარა ხარისხი, -მზეთუნახავი იქნება, ბუ პრინცის შესაბამისი.
ბუ ბაბუმ: რა დროს ეგაა! დაუქირავეთ ბუ ძიძა, ისეთი ბურთი ვინმე ჩანს, არ ამოგიხტეთ ბუდიდან.
ბუ ბებომ : ზედა ზღვარზე მაქვს სისხლის წნევა და შაქარი აწი მჭირდება ექიმი, ჩემი ბუკნაჭოს სადარი.
თუ ყური ყველას დაუგდე, დარჩები ბოლოს უყურო... ბუღალტრობაც კი უსურვეს, ფულებით სავსე ფუღურო!
ხანი გავიდა, არ ახდა ამდენი მიეთ-მოეთი, ნიჭი, ძამიკო, ნიჭია! ბუკნაჭო გახდა პოეტი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. აქაც მო-ბუ-რძანებულა სრულიად საფეის-ბუ-ქეთის საყვარელი „ბუკნაჭო“ :)
+5 აქაც მო-ბუ-რძანებულა სრულიად საფეის-ბუ-ქეთის საყვარელი „ბუკნაჭო“ :)
+5
22. გენიალურადაა საბუეთის ერთერთი ოჯახის ფონზე "მამათა და შვილთა"ცხოვრება და სამომავლო ინტერესები:))))
არ არის ლიტერატურული ჟანრი, სადაც ნინოს არ ხელემწიფებოდეს გამორჩეულობა.
ნიჭიერებასთან ქედს ვიხრი.
პ.ს. საყმაწვილო პოეზიაში ნინო დიდიხნის შებრძანებულია. გენიალურადაა საბუეთის ერთერთი ოჯახის ფონზე "მამათა და შვილთა"ცხოვრება და სამომავლო ინტერესები:))))
არ არის ლიტერატურული ჟანრი, სადაც ნინოს არ ხელემწიფებოდეს გამორჩეულობა.
ნიჭიერებასთან ქედს ვიხრი.
პ.ს. საყმაწვილო პოეზიაში ნინო დიდიხნის შებრძანებულია.
20. კეთილი იყოს თქვენი ლექსით შემოსვლა საყმაწვილო პოეზიაში :) კეთილი იყოს თქვენი ლექსით შემოსვლა საყმაწვილო პოეზიაში :)
19. არაუშავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სტროფი არცთუ ისე საბავშვოა. ჩემი აზრით, ლექსი უკეთესი იქნებოდა, თუ ავტორი გაითვალისწინებდა შემდეგ შენიშვნებს
1. საბუბუეთი თუ ბუეთი - ორივეა ლექსში ბუეთი სჯობს, პირველი სტროფის შესაბამისი სტრიქონის შეცვლა ავტორს არ გაუჭირდება 2.ბუეთის აკადემიის ბაკალავრი ან მაგისტრი - მე მგონი, აკადემიის ნაცვლად უნივერსიტეტი აჯობებს 3. თუკი სუყველას უსმინე, დარჩები ბოლოს უყურო... -> თუ ყველას ყური დაუგდე დარჩები ბოლოს უყურო
4. არ ახდა ამდენი მიეთ- მოეთი მიეთ-მოეთი არც პროგნოზია, არც სურვილი და არც მკითხაობა, რომ ახდეს "არ ახდა" - შეიძლება დანაკარგების გარეშე შეიცვალოს სხვა სიტყვით.
აი მაშინ კი აი მაშინ დავუწერ ამ ლექსს უუუუუუმმმმმააღლესსსს შეფასებას 2 ქულას
არაუშავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სტროფი არცთუ ისე საბავშვოა. ჩემი აზრით, ლექსი უკეთესი იქნებოდა, თუ ავტორი გაითვალისწინებდა შემდეგ შენიშვნებს
1. საბუბუეთი თუ ბუეთი - ორივეა ლექსში ბუეთი სჯობს, პირველი სტროფის შესაბამისი სტრიქონის შეცვლა ავტორს არ გაუჭირდება 2.ბუეთის აკადემიის ბაკალავრი ან მაგისტრი - მე მგონი, აკადემიის ნაცვლად უნივერსიტეტი აჯობებს 3. თუკი სუყველას უსმინე, დარჩები ბოლოს უყურო... -> თუ ყველას ყური დაუგდე დარჩები ბოლოს უყურო
4. არ ახდა ამდენი მიეთ- მოეთი მიეთ-მოეთი არც პროგნოზია, არც სურვილი და არც მკითხაობა, რომ ახდეს "არ ახდა" - შეიძლება დანაკარგების გარეშე შეიცვალოს სხვა სიტყვით.
აი მაშინ კი აი მაშინ დავუწერ ამ ლექსს უუუუუუმმმმმააღლესსსს შეფასებას 2 ქულას
18. ილუსტრაცია მოგიტანეთ. :) ილუსტრაცია მოგიტანეთ. :)
17. გახდა ბუკნაჭო პოეტი და დარჩა ოჯახი გაღიმებული. :)))
ძალიან კარგია. გილოცავთ. :)
+5 გახდა ბუკნაჭო პოეტი და დარჩა ოჯახი გაღიმებული. :)))
ძალიან კარგია. გილოცავთ. :)
+5
16. "ხანი გავიდა, არ ახდა ამდენი მიეთ-მოეთი, ნიჭი, ძამიკო, ნიჭია! ბუკნაჭო გახდა პოეტი!"
რა ძალიან კარგია "ხანი გავიდა, არ ახდა ამდენი მიეთ-მოეთი, ნიჭი, ძამიკო, ნიჭია! ბუკნაჭო გახდა პოეტი!"
რა ძალიან კარგია
15. ნიკი, ახლა თქვენ დაწერეთ ისტორიული მნიშვნელობის კომენტარი ჩემს ლიტერატურულ მოღვაწეობაში:) ანუ იმ მრავალრიცხოვან კომენტატორებს შორის, თქვენ ხართ პირველი, ვინც აღნიშნა რომ ლექსი გრძელია:)))) ნიკი, ახლა თქვენ დაწერეთ ისტორიული მნიშვნელობის კომენტარი ჩემს ლიტერატურულ მოღვაწეობაში:) ანუ იმ მრავალრიცხოვან კომენტატორებს შორის, თქვენ ხართ პირველი, ვინც აღნიშნა რომ ლექსი გრძელია:))))
14. ცოტა გაწელილია, თორემ ცუდი არაა
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! :)
ფინალი კარგია აფორიზმიც :)
5 ცოტა გაწელილია, თორემ ცუდი არაა
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! :)
ფინალი კარგია აფორიზმიც :)
5
12. გაიხარე გულიანა, თურმე ეს საბავშვო პოეზიაც ორად იყოფა: მთლად საბავშვო და საყმაწვილო. (რამდენი რამე ვისწავლე ჭეშმარიტი საბავშვო პოეტებისგან:)
საყმაწვილო იყოს მაშინ ესა:) ჩემი შვილიშვილებიდან ერთი ჭკვიანია, ორს არაუშავს და სამი ბოთეა:) ასე რომ მთელი სპექტრია წარმოდგენილი :)))))) გაიხარე გულიანა, თურმე ეს საბავშვო პოეზიაც ორად იყოფა: მთლად საბავშვო და საყმაწვილო. (რამდენი რამე ვისწავლე ჭეშმარიტი საბავშვო პოეტებისგან:)
საყმაწვილო იყოს მაშინ ესა:) ჩემი შვილიშვილებიდან ერთი ჭკვიანია, ორს არაუშავს და სამი ბოთეა:) ასე რომ მთელი სპექტრია წარმოდგენილი :))))))
11. როგორაც არ უნდა აუხსნას მშობელმა ,მეეჭვება რომ ეს ზუსტი დანიშნულებით გაიგონ ბავშვებმა. ჩემი აზრით,ეს დიდ ბავშვებზეა გათვლილი რომელიც უკვე რვა წლის შემდეგ აღარ ბავშვობენ და არა მართლა პატარა ბავშვებზე 7-8 წლამდე. :) კარგია რომ ექვსი შვილიშვილის ბებო ხართ.ეს ყოველმხრივ მისასალმებელი და საპატივცემულო მაგრამ ყველა ბავშვს თქვენი შვილისვილებით ხომ ვერ გასაზღვრავთ? ანუ,მათი განითარებისა და განათლების დონეს ვგულისხმობ.ლექსი მეც ძალიან მომეწონა მასში "ბუ მამის" მონათხრობის გარდა და ამიტომაც მოსაზრება ვერ დაგიფარეთ შემოგბედეთ. თორემ ბავშვები,ცხოვრების სასწაულები არიან. ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ. :* როგორაც არ უნდა აუხსნას მშობელმა ,მეეჭვება რომ ეს ზუსტი დანიშნულებით გაიგონ ბავშვებმა. ჩემი აზრით,ეს დიდ ბავშვებზეა გათვლილი რომელიც უკვე რვა წლის შემდეგ აღარ ბავშვობენ და არა მართლა პატარა ბავშვებზე 7-8 წლამდე. :) კარგია რომ ექვსი შვილიშვილის ბებო ხართ.ეს ყოველმხრივ მისასალმებელი და საპატივცემულო მაგრამ ყველა ბავშვს თქვენი შვილისვილებით ხომ ვერ გასაზღვრავთ? ანუ,მათი განითარებისა და განათლების დონეს ვგულისხმობ.ლექსი მეც ძალიან მომეწონა მასში "ბუ მამის" მონათხრობის გარდა და ამიტომაც მოსაზრება ვერ დაგიფარეთ შემოგბედეთ. თორემ ბავშვები,ცხოვრების სასწაულები არიან. ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ. :*
10. მადლობა, ჩემო კარგებო:) საბავშვო პოეზიის კორიფეებმა მითხრეს: ლექსმა ბავშვს რაიმე უნდა ასწავლოსო...ჰო და ვიფიქრე ასე - "ბაკალავრი და მაგისტრი" მოდი, ჩემი ლექსით დაიმახსოვრონ მეთქი:) ისე კი, დამიჯერეთ 6 ბავშვის ბებიას, რომ შესანიშნავად იციან ყველაფერი, ჩვენ რომ აზრზე არ ვართ ისეთებსიც კი:))))
მადლობა, ჩემო კარგებო:) საბავშვო პოეზიის კორიფეებმა მითხრეს: ლექსმა ბავშვს რაიმე უნდა ასწავლოსო...ჰო და ვიფიქრე ასე - "ბაკალავრი და მაგისტრი" მოდი, ჩემი ლექსით დაიმახსოვრონ მეთქი:) ისე კი, დამიჯერეთ 6 ბავშვის ბებიას, რომ შესანიშნავად იციან ყველაფერი, ჩვენ რომ აზრზე არ ვართ ისეთებსიც კი:))))
9. მე კი მომეწონა, მაგრამ ბავშვს ,,ხარისხის,, და წოდებების გაგება გაუჭირდეა.) მე კი მომეწონა, მაგრამ ბავშვს ,,ხარისხის,, და წოდებების გაგება გაუჭირდეა.)
8. მართლა ნაღდია:) მართლა ნაღდია:)
7. მართალია :) "ნიჭი ძამიკო ნიჭიო,გალაკტიონმა ბრძანაო" ეს კარგი ლექსია მაგრამ მეეჭვება რომ ჯერ კიდევ ბავშვებმა "ბაკალავრი ან მაგისტრი." ჩემი აზრით "ბუ მამის" მონათხრობი საბავშვო სახეს კარგავს.სხვა დანარჩენი კი აშკარად ბავშვებზეა გათვლილი.
ბარბალობას გილოცავთ,მრავალს დაესწარით!
მართალია :) "ნიჭი ძამიკო ნიჭიო,გალაკტიონმა ბრძანაო" ეს კარგი ლექსია მაგრამ მეეჭვება რომ ჯერ კიდევ ბავშვებმა "ბაკალავრი ან მაგისტრი." ჩემი აზრით "ბუ მამის" მონათხრობი საბავშვო სახეს კარგავს.სხვა დანარჩენი კი აშკარად ბავშვებზეა გათვლილი.
ბარბალობას გილოცავთ,მრავალს დაესწარით!
6. რა საყვარლობაა :) რა საყვარლობაა :)
5. +5 წარმომიდგენია, ბავშვი რა სულმოუთქმელად წაიკითხავს ანკარა წყაროსავით ბუკნაჭოს ლექსს. ნუ, ნიჭს რა გინდა უყო?:))) ღმილი არ მომშორებია კითხვისას:) მაგარია!!!!! +5 წარმომიდგენია, ბავშვი რა სულმოუთქმელად წაიკითხავს ანკარა წყაროსავით ბუკნაჭოს ლექსს. ნუ, ნიჭს რა გინდა უყო?:))) ღმილი არ მომშორებია კითხვისას:) მაგარია!!!!!
4. მშვენიერია) მშვენიერია)
3. საბუე - სოფელია კახეთში. :) 5.
საბუე - სოფელია კახეთში. :) 5.
2. :)))) გავგულავდი.
"თუკი სუყველას უსმინე, დარჩები ბოლოს უყურო..."
ეს არის აფორიზმი! საბავშვო აფორიზმების ჟანრს ვაფუძნებ:)))))))))))
:)))) გავგულავდი.
"თუკი სუყველას უსმინე, დარჩები ბოლოს უყურო..."
ეს არის აფორიზმი! საბავშვო აფორიზმების ჟანრს ვაფუძნებ:)))))))))))
1. სინამდვილეში, ორი დიდი მოვლენის მომსწრეები ვხდებით:
1. ბუკნაჭო ხდება პოეტი; 2. რენუარი საყმაწვილო პოეზიაში გაგულავდა! :)
ნიჭი, ძმაო, ნიჭია... სინამდვილეში, ორი დიდი მოვლენის მომსწრეები ვხდებით:
1. ბუკნაჭო ხდება პოეტი; 2. რენუარი საყმაწვილო პოეზიაში გაგულავდა! :)
ნიჭი, ძმაო, ნიჭია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|