| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 28 დეკემბერი, 2015 |
მიდიან წლები, დაკარგული დროის თვლით დაღლილს, მჩუქნიან მხოლოდ სინანულს და ოცნებებს უფრთოს, და მრჩება უფრო მეტი ცოდვა, ნაკლები მადლი, ყელამდე მავსებს ჩემი თავი, ჩემთვისვე უცხო;
მგონია, უკვე აღარ ვცხოვრობ, უბრალოდ, ვსუნთქავ, გაქრა ის ბავშვი, რომ გიწერდა ლამაზ წერილებს, ერთზე მაინც რომ გეპასუხა, გაგეხსნა თუნდაც, იქნებ ხსნა სადმე ყოფილიყო ჩემთვისაც, იქნებ...
ახლა კი, ცრემლი ვეღარ მაქცევს მაგდალინელად, ზღვაც რომ გავავსო სინანულით, ცოდვილად ვრჩები, რადგან ისევ შენ დაგაბრალებ ყველა იმ ვნებას, რომელსაც უკვე რახანია, ამაოდ ვებრძვი.
მიდიან წლები, და მართმევენ ადამიანებს, ცოცხლებს - უკვალოდ, მკვდრებს კი სულში ტოვებენ მაინც; მე კი მკვდრებისთვის ვერგაცემულ სითბოზე ვტირი, და ცოცხლებისთვის ფუჭად მიძღვნილ სითბოსღა ვნანობ.
მიდიან წლები, და მართმევენ ადამიანებს, რა იქნებოდა, სიკვდილამდე ერთხელ მიმესწრო, რა იქნებოდა, რომ მახსოვდეს ის ერთი კადრი - ბოლოს რომ ვნახე, ვინც უღმერთოდ წამართვი, ღმერთო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გმადლობთ მეგან, მაგრამ ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას სამუდამოდ დაჭრილი აქვს ფრთები. :))
გმადლობთ მეგან, მაგრამ ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას სამუდამოდ დაჭრილი აქვს ფრთები. :))
8. დაე, ფრთები შეესხას თქვენს ოცნებას! :) დაე, ფრთები შეესხას თქვენს ოცნებას! :)
7. დიდი მადლობა მუხა. დიდი მადლობა მუხა.
6. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
5. მადლობა. აღსარებასავითაა კი. ეს რომ დავწერე სულ ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი. მადლობა. აღსარებასავითაა კი. ეს რომ დავწერე სულ ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი.
4. ამ მშვენიერ ლექსს სათაური არ უნდოდა? :) 5.
როგორღაც... სინდისიანი ლექსია... უხერხული აღსარება.
ამ მშვენიერ ლექსს სათაური არ უნდოდა? :) 5.
როგორღაც... სინდისიანი ლექსია... უხერხული აღსარება.
3. მომეწონა კარგია მომეწონა კარგია
2. ჰო, გავუცხოვდი... და მენატრება ადრინდელი ჩემი თავი... ვაი რომ დრო არ ბრუნდება. გმადლობთ... ჰო, გავუცხოვდი... და მენატრება ადრინდელი ჩემი თავი... ვაი რომ დრო არ ბრუნდება. გმადლობთ...
1. ყელამდე მავსებს ჩემი თავი, ჩემთვისვე უცხო; ყელამდე მავსებს ჩემი თავი, ჩემთვისვე უცხო;
|
|
მონაცემები არ არის |
|
|