 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 29 დეკემბერი, 2015 |
ჰეროდია
წვერზე ჩამოისვა ხელი ინიანი, ფაჩვნილ წარბებიდან მზერა ლიბრიანი სხეულს მიებჯინა... ცეკვავს სალომეა რაღაც უცხო ჟინით, ვნება ცას ასკდება მისტიურ კიჟინით, კდემას მიეძინა... 26.12.2015
* * * Поднимаю шторы... Увы и луна Облаками зашторена...
27.12.2015
ფიქრები სავარძელში ანუ - ო, რა ძნელია როცა ღმერთი ხარ ...
როცა შენა ხარ ანიც, ჰოეც, დაუსასრული, როცა ცხადია შენთვის ყველა, დროში ფარული, ძნელია, ალბათ, მოგერიოს თვალებზე რული... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ვაი, ბედკრული! 27.12.2015
გალაკტიონი
ჩიტების შურდა, გალაქტიკებზე ოცნებობდა, გაფრენა სურდა, სხვა ყველაფერი, თვით სიცოცხლეც, მიაჩნდა ხურდად.
27.12.2015
* * *
მხოლოდ ჭადრები შრიალებენ დეკემბრის ქარში ... არ ემეტებათ, გაზაფხულის ეფემერები - ხმელი ფოთლები.
28.12.2015
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გილოცავთ ახალ წელს, ჯვარი გეწეროთ, "ურაკის" ყველა წევრს, ბევრი გეწეროთ!
გილოცავთ ახალ წელს, ჯვარი გეწეროთ, "ურაკის" ყველა წევრს, ბევრი გეწეროთ!
3. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ცხოვრების სურვილი არ გაგნელებოდეთ!
ნაირიმ-ი
პ.ს.
იასონ, ჰეროდე - ჰეროდიას საკითხში მართალი ხარ, მაგრამ მე არ ვიცი როგორ ჩავასწორო "აპეჩატკა" გამეპარა. რაც შეეხება სალომე - სალომეას აქ სხვაგვარადაა საქმე - მე სახელის ანგლოსაქსურ ვერსიას უფრო ვემხრობი და არა ქართულ ვერსიას - სალომე.
მადლობა შენიშვნებისთვის. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ცხოვრების სურვილი არ გაგნელებოდეთ!
ნაირიმ-ი
პ.ს.
იასონ, ჰეროდე - ჰეროდიას საკითხში მართალი ხარ, მაგრამ მე არ ვიცი როგორ ჩავასწორო "აპეჩატკა" გამეპარა. რაც შეეხება სალომე - სალომეას აქ სხვაგვარადაა საქმე - მე სახელის ანგლოსაქსურ ვერსიას უფრო ვემხრობი და არა ქართულ ვერსიას - სალომე.
მადლობა შენიშვნებისთვის.
2. გოლოცავთ ახალ წელს ! საუკეთესო სურვილებით. გოლოცავთ ახალ წელს ! საუკეთესო სურვილებით.
1. 1. ჰეროდია ამ ისტორიაში მონაწილე გმირებს ჰქვიათ ჰეროდე ჰეროდია სალომე
ჰეროდია იყო სალომეს დედა ჰეროდე - მამინაცვალი, ამავე დროს - ბიძა (მამის ძმა) ალბათ "ჰეროდე" უფრო უნდა იყოს სათაურად
2. გალაკტიონი არ მგონია, რომ ჩიტების შურდა, ან ის, რომ სიცოცხლე ხურდად მიაჩნდა
1. ჰეროდია ამ ისტორიაში მონაწილე გმირებს ჰქვიათ ჰეროდე ჰეროდია სალომე
ჰეროდია იყო სალომეს დედა ჰეროდე - მამინაცვალი, ამავე დროს - ბიძა (მამის ძმა) ალბათ "ჰეროდე" უფრო უნდა იყოს სათაურად
2. გალაკტიონი არ მგონია, რომ ჩიტების შურდა, ან ის, რომ სიცოცხლე ხურდად მიაჩნდა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|