| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 2 იანვარი, 2016 |
პირველი შეხვედრა
დათუნამ და მახარემ ერთმანეთი თოჯინების თეატრში გაიცნეს. დათუნა დარბაზში იჯდა, მახარე სცენაზე სრულებდა საოცრად საინტერესო და თანაც სახიფათო როლს. თავზე კოკროჭინა ნაბდის ქუდი ეხურა, ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. ცქვიტი, მოხერხებული და თანაც მეტად გულკეთილი გახლდათ მახარე, მუიდამ მზად იყო ვინმეს დახმარებოდა და რაიმეთი გაეხარებინა. მთელი წარმოდგენის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, თავისი სახელი `მახარე~ არ გაემრთელებინა. თიტქოს ეს სახელი საგანგებოდ შეერჩიათ მისთვის. დათუნას ძალიან მოეწონა ეს ნამცეცა, მაგრამ ძალზე გამბედავი, ნაბდისქუდიანი ბიჭი, თვალი ერთი წამითაც არ მოუცილებია მისთვის. მახარეს არ გამოჰპარვია დათუნას მეტად ყურადღებიანი მზერა და ყველასთვის შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა სცენიდან, წარმოდგენოს დამთავრების შემდეგ კი დათუნასთან გამოიპარა. თურმე სადღაც გაეგო, რომ სწორედ იმ დღეს დათუნას დაბადებოის დღე იყო და უნდოდა მიელოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი მისთვის. ისე ჩქარობდა, ნაბდის ქუდი თეატრის კულისებში დარჩა. თეატრში ბევრი ეძებეს მერე დაკარგული მახარე, მაგრამ ვეღარსად იპოვეს. თავისუფალი მსახიობიც არსად აღმოჩნდა, ყველა რაღაც როლით იყო დაკავებული. თეატრის დირექტორი იძულებული, შეიქნა, თვითონ ეთამაშა მახარეს როლი, რათა წარმოდგენა არ ჩაშლილიყო. ბავშვებს რომ არაფერში შეჰპარვოდათ ეჭვი, დირექტომა ხელებზე და ფეხებზე ძაფები მიიმაგრა ნამდვილ თოჯინასავით. ამ დროს კი დათუნასთან დღესასწაული იყო გამართული. ბიჭმა ერთი სულის შებერვით ჩააქრო კრემისვარდებიან ტორტზე დამაგრებული ოთხი სანთელი. ვარდები ისეთი წითელი იყო, ნამდვილი გეგონებოდათ გემრიელად მიირთვა დიდი, წითელვარდიანი ნაჭერი. მახარესაც გაუმასპინძლდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მახარეს ტკბილეული მაინცდამაინც არ უყვარდა, მხოლოდ ტუჩები გაიპრიალა კრემით, ისიც დათუნას ხათრით. სამაგიეროდ ისე გულიანად მიულოცა დათუნას დაბადების დღე, თანაც ისეთი ტკბილი ღიმილი ეხატა ამ დროს სახეზე, რომ ბიჭს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. სულ ოდნავი სიყალბეც რომ გარეოდა ამ მილოცვას, ამას ხომ მაშIნვე შეამჩნევდა დათუნა. ყალბი მილოცვებით მხოლოდ უფროსები ტყუვდებიან, უფროსებს სადღა აქვთ სამაგისო ალღო, ერთმანეთისგან განასხვავონ ნამდვილი და მოჩვენებითი. _ როგორ გამახარე, მახარე _ თქვა კმაყოფილმა დათუნამ. მეორე ნაჭერი ტორტიც მიირთვა მადაზე მოსულმა... მასაც ალისფერი კრემის ვარდი ამშვენებდა... და იმავე საღამოს მახარეს თავისი ოთახის თაროზე მიუჩინა ადგილი, სადაც მისი საყვარელი სათამაშოები: ბრჭყვიალათვალებიანი ხავერდის დათუნია და ფრთახატულა ხოხობი წამოსკუპებულიყვნენ. თოჯინების თეატრში დარჩენილი ნაბდის ქუდის მაგივრად დათუნამ მახარეს კამფეტის ქაღალდისგან გაკეთებული ქუდი დაახურა თავზე, რომელიც საოცრად მიმზიდველად ბრჭყვიალებდა. Mამ ბრჭყვიალა ქუდმა აღტაცებაში მოიყვანა დათუნას ორი ბებია. დათუნას ორი ბებია ჰყავდა. ორივენი უზომოდ გულკეთილები და ჭკვიანები იყვნენ, თუმცა ხანდახან დავა მაინც მოსდიოდა ერთმანეთში. ბებიები უსაზღვროდ კმაყოფილნი იყვნენ დათუნას საოცრად მახვილი, ოთხი წლის ბიჭისთვის უჩვეულოდ მახვილი თვალით... ეჭვიც არ მეპარებოდათ, რომ დათუნას ნამდვილი მხატვრის თვალი და ალღო ჰქონდა, შეუცდომლად არჩევდა ფერებს. თანაც ისეთი აზრები მოსდიოდა ხოლმე, რაც ამქვეყნად არცერთ ბიჭს არ მოუვა თავში. ამ საკითხში ბებიებს დავა არასდროს მოსვლიათ, ორივე დაუჯერებლად ერთსულოვანი იყო.
გამოუვალი მდგომარეობა
რაც ახლა გიამბეთ, ეს ყველაფერი შარშან მოხდა. წელს დათო უკვე დიდი ბიჭი იყო, ხუთი წელი უსრულდებოდა. ბებიები დიდ ფაციფუცში იყვნენ, სადღეობო ტორტი უნდა გამოეცხოთ, რომელზეც უკვე ხუთ სანთელს აანთებდნენ. ადრიან დილით დაიწყეს მზადება. დათუნას ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა. თაროზე წამოსკუპებული მახარე ღიმილით გადმოსქეროდა მძინარე ბიჭუნას და გუნებაში სიტყვებს არჩევდა რათა დაბადების დღე რაც შეიძლება ტკბილად და გულიანად მოელოცა მისთვის. უეცრად მახარეს სახე შეეცვლალა, შეშფოთების ჩრდილმა გადაურბინა თვალებში, წითლად მპოღაჟღაჟე ლოყებიც გაუფერმკრთალდა. შეიძლება არც ისე თვალში საცემი იყო ეს ცვლილება, მაგრამ ამას მაშინვე შეამჩნევდა ისეთI მახვილი თვალის მქონე ბიჭი, როგორიც დათუნა იყო, იიდევ კარგი, რომ დათუნას ჯერ კიდევ ეძინა. საქმე იმაში იყო, რომ მახარემ ბებიების ლაპარაკს მოჰკრა ყური. ბებიები შეშფოთებით ამბობდნენ, წელს ვარდები ისეთი წითელი აღარ იქნება სადღეობო ტორტზე, როგორც შარშან იყო, ვაითუ დათუნას არ მოეწონოსო. შარშან თავზე საყრელად გვქონდა ალისფერი საღებავი, სწორედ ის, რომელსაც ალისფერი ყვავილისგან ამზადებენ. წელს მისი ნასახიც არსადაა. ერთი პირობა ბებიებმა მოინდომეს რომელიმე ხილის წვენით, მარწყვის ან ალუბლის წვენით შეეღებათ კრემის ვარდები, იმედი გამოთქვეს, იქნებ დათუნას განსხვავება ვერ შეემჩნია, შარშანდელ და წლევანდელ ტორტს შორის, მაგრამ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ეს მოსაზრება უკუაგდეს. ალისფერი ყვავილის წვენით შეღებილი კრემის ვარდები ნამდვილი გეგონება, ისე წითლად ღაჟღაჟებენ, ხილის წვენით შეღებილი მასთან სად მოვა... როგორ შეიძლება ასეთი დიდი განსხვავება შეუმჩნეველი დარჩეს ისეთ ბიჭს, როგორიც დათუნაა, ის ხომ რაღაც არაჩვეულებრივად ერკვევა ფერებში. სხვა ვინმე რომ იყოს, კიდევ მესმის... სინთეზური საღებავი ხომ არ გვეყიდა? _ იკითხა რთ-ერთმა ბებიამ. _ მისი ხმარება საკვებ პროდუქტებში ნებადართულის ინსტრუქციით. მაგრამ მეორემ კატეგორიულად უარყო: _ ხომ იცი, დათუნა როგორი ალერგიულია, სინთეზურს ვერაფერს ვერ იტანს. ამგვარად, ბებიები დიდ გასაჭირში იყვნენ. გამოსაალი ვეღარ მოეძებნათ. ძალიან ეშინოდათ, ვაითუ დათუნას პირიც არ დაეკარებინა წლევანდელი სადღეობო ტორტზე... ამის წარმოდგენისას ორივე ბებიას წნევა უწევდა და გული ცუდად უხდებოდათ. მახარემ დაწვრილებით მოისმინა ბებიების მსჯელობა, გაიგო რაშიც იყო საქმე და ღრმად ჩაფიქრდა, სახის გამომეტყველებაც სწორედ ამიტომ შეეცვალა. `როცა სცენაზე ვთამაშობდი, ყველას ვეხმარებოდი და რაიმეთი ვახარებდი~ _ ფიქრობდა იგი _ `დათუნასაც სწორედ ამიტომ მოვეწონე. სცენაზე მახარე ვიყავი, ახლაც მახარე ვარ... ასეთ კარგ სახელს კი ყველგან გამართლება სჭირდება...~ ასე დაასკვნა და თაროდან ცქვიტად ისკუპა. ხავერდის დათუნიამ გაოცებით დააჭყიტა ღილივით ბრჭყვიალა თვალები. ხოხობმაც ყელი მოიღერა და ნისკარტი გააღო, ალბათ რაღაცის თქმას აპირებდა. მახარემ თითი ტუჩებზე მიიდო, ანიშნა, ჩუმად ყოფილიყვნენ. ღია სარკმელში ნიავმა წამით ააფრიალა ფარდა და ისიც გაინაბა. _ ალისფერი საღებავის საძებნელად მივდივარ. ვიდრე არ ვიპოვი, არ დავბრუნდები, _ წაიჩურჩულა მახარემ. ხავერდის დათუნიამ უხმოდ დაუქნია თავი, არც ხოხობს გაუღია ხმა, ჩვეულ პოზაში გაირინდა. მახარემ ერთი გადახედა სიყვარულით სავსე თვალით ტკბილად მძინარე დათუნას და ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა. ბებიებს არაფერი გაუგიათ, ერთმანეთს რიგრიგობით უსხამდნენ გულის წვეთებს და მისი თვლით იყვნენ გართულნი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა კარგი გოგო ხარ ნუნუ-ნონა... :) 5.
რა კარგი გოგო ხარ ნუნუ-ნონა... :) 5.
1. :) წარმოვიდგინე ძაფებგამობმული დირექტორი.
კარგია ასეთი მეგობრის ყოლა. :) წარმოვიდგინე ძაფებგამობმული დირექტორი.
კარგია ასეთი მეგობრის ყოლა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|