 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2016 |
საღიმილო სერიიდან ...
ქალი ვნახე ეშხიანი, მოღიმილე, როგორც დილა, ტომით თაბასარანელი*, თმა გიშერი, თვალებ ლილა.
რომ შევხედე, ელდა მეცა, თავს დამემხო თითქოს მე ცა, კაბა ეცვა თუ არ ეცვა, ვერც კი მივხვდი, გამაბეცა, შემომხედა, დავიბენი, ლამის მუხლი მომეკეცა, დამკრა, თითქოს იყო დენი, თვალი ელმად გამიცეცა.
30.12.2015
თაბასარანი * - კუთხე დაღესტანში
ახალი წელი ქართულად (სახუმარო)
იცით ახალწელს ჩვენთან რა ხდება? იმდენ ღვინოს და იმდენ არაყს ვსვამთ, ორნახადიც კი ბოლოს რახდება*!
31.12.2015
რახი* - ერთნახადი არაყი ანუ იყი (საბა).
ზაფხულის ნოსტალგია ... ანუ იანვრის პირველი ლექსი
სიომ იანგლა, წამოკეცა კაბა კლიოში. მის უნებურად აიშალა გრძნობა რიოში*... ზღვა ნელა ფშვინავს... ალბათ სიცხეა ახლა რიოშიც*.
04.01.2016
რიოში* - არაწმიდა, გინა ყალბი (საბ) რიო* - რიო-დე-ჟანეირო ქალაქი ბრაზილიაში (პორტ. Rio de Janeiro - იანვრის მდინარე)
მომენატრა ...
მომენატრა კვამლი ბუხრის და ძახილი სტუმრის, როცა თოვლი ხვავრიელობს, ტოტი თავს რომ უხრის.
მომენატრა როცა ბარდნის და სიოც კი არ ქრის, როცა უცქერ ცას და თითქოს, გაქვს შეგრძნება ვარდნის.
06.01.2016
შობის ღამე ...
ჩამოიღვენთა საშობაო ბოლო სანთელიც... სულგაყინული ჩემი ქალაქი ღამეს დანებდა.
07.01.2016
* * *
აქეთ მომხედე ადამის ძეო, უნდა გახარო, ერთი ამბავი უნდა გახარო - ის არ ყოფილა დაუსაბამო, უნივერსუმი არ ყოფილა უძირო ხარო.
ადამიანო, ჩემო კეთილო, ასე უთხარი, როდესაც შენი დადგება ბოლო, როცა დაშრება სიცოცხლის წყარო, იმას უთხარი, ეს უთხარი ლეთაზე ქარონს:
ჰე, საიქიოს დიდო მაყარო, ჰეი, შენ, ქარონ! თუნდ ჩემი სული სხეულს გაჰყარო, სიცოცხლე მაინც ყოველთვის ხარობს... თვითონ იგია დემიურგი, მთელი სამყარო.
08.01.2016
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ხვავრიელი თოვა და ბარდნა მომეწონა...:) ხვავრიელი თოვა და ბარდნა მომეწონა...:)
2. იცით ახალწელს ჩვენთან რა ხდება? იმდენ ღვინოს და იმდენ არაყს ვსვამთ, ორნახადიც კი ბოლოს რახდება*! - :)))) ძალიან კარგია. :)
შობის ღამე ...
ჩამოიღვენთა საშობაო ბოლო სანთელიც... სულგაყინული ჩემი ქალაქი ღამეს დანებდა.
ყველა კარგია, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით მომეწონა :) იცით ახალწელს ჩვენთან რა ხდება? იმდენ ღვინოს და იმდენ არაყს ვსვამთ, ორნახადიც კი ბოლოს რახდება*! - :)))) ძალიან კარგია. :)
შობის ღამე ...
ჩამოიღვენთა საშობაო ბოლო სანთელიც... სულგაყინული ჩემი ქალაქი ღამეს დანებდა.
ყველა კარგია, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით მომეწონა :)
1. ბოლო სამი უფრო მომეწონა!
ბოლო სამი უფრო მომეწონა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|