 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 20 იანვარი, 2016 |
* * *
ის იყო თვალებზე რული მომერია, ზარმა დარეკა, ავდექი, რა მექნა... თან ვფიქრობ - საათი ცხრაა თუ შვიდია? გონება გამებნა... ტელეფონს დავხედე - უცხო ნომერია, გამოვრთე, რა მეთქვა...
15.01.2016
* * *
გაზაფხული არ დამდგარა, ჯერ ზამთარი ბაბანებს, ჩიტი უკვე კარს მომდგარა, ჩემს რაფაზე ქაქანებს: ბარაქა და დოვლათიო, მუხუდო და ჭვავიო, თქვენს სუფრას არ დაელიოს ნახინკვალის* ხვავიო.
16.01.2016
ნახინკვალი* - სუფრაზე მონახვეტი ნამცეცები (ზ. იმერ.)
* * *
მიწასთან რომ ხაზია ცასთან შემაერთები, იქ, ლაჟვარდებს ერთვიან მთათა შენაერთები. დგანან შეუვალები როგორც მიჯნა და ფარი, თითქოს ცა აფარიათ თოვლით გადანაფარი.
16.01.2016
* * *
ყინვარი ღამე. სხივის, კიაფობს, ვარსკვლავთა წნული - ზეცის ბინული.
18.01.2016
შემოძახილი
რა უსუპი და რა ბადრი, ან რა იახსარის ყადრი, სულის ნაცვლად ვეძებთ სახსარს, ვართ ბატონო ღირსი სახრის.
აქეთ-იქით მივედებით, თავს ვიმშვიდებთ იმედებით, დავკარგეთ და აღარ ვეძებთ, არც სამოთხეს, აღარც ედემს.
ცაში ვეღარ ვხედავთ ხომლებს, ვტკეპნით მხოლოდ ქვეშაგებ ლებს, გვახურია თავს ლეჩაქი, პირზე აკრული გვაქვს ჩადრი.
რა უსუპი და რა ბადრი, ჰეი, ოღრაშ, თავს ვის ადრი.
20.01.2016
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პირველი და მესამე უფროა.... პირველი და მესამე უფროა....
2. მოკითხვა ნაირიმს...:-*
ბოლოში გამეცინა...:)) მოკითხვა ნაირიმს...:-*
ბოლოში გამეცინა...:))
1. მომწონს კარგებია! მომწონს კარგებია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|