| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 21 იანვარი, 2016 |
იქ პოულობენ, სადაც არავინ ეძებს
_ ვიპოვით ალისფერ ყვავილს, მაგრამ როგორ? ლამის ერთხმად გაიმეორეს დანარჩენებმა და ღრმად ჩაფიქრდნენ. რობიკოც ჩაფიქრდა, რაკი დარწმუნდა, რომ მანამდე ვერ ეღირსებოდა ახალ იდეას, სანამ ალისფერ ყვავილს არ იპოვნიდნენ. თვით შავ ღრუბელსაც კი წამით თავისი დაკარგული წვიმა, რომლის შესახებაც ბუზღუნით გამოუჭედა ყველას ყურები. `დიახ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ვიპოვით ალისფერ ყვავილს~ _ ბუტბუტებდა იგი, შუბლს იჭმუხნიდა და კიდევ უფრო საშიშარ იერს იღებდა: _ `მაგრამ როგორ ვიპოვით? საკითხავი აი ეს არის...~ რამდენიმე წუთით მანქანაში სიჩუმე გამეფდა. არავინ არ იძროდა, თითქოს ქანდაკებებად იქცნენო. ფიქრის დანახვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ალისფერ ყვავილს დაინახავდით ალბათ. რაღაც სასწაულით ამ ძველ მანქანაში ამოსულს, რამეთუ ყველას ფიქრები მას დასტრიალებდა თავს. სიჩუმე ქოლგოსანმა დაარღვია. _ ცხიკ! _ ბარაქიანად დააცხინკა მან. _ სიცოცხლე! _ ზრდილობიანად უთხრა მახარემ. _ გმადლობთ, ცხიკ! ცხიკ! _ ისევ დააცხინკვა ქოლგოსანმა და ვეღარც გაჩერდა, _ ნამდვილად გავცივდი... ხხიკ! აბა რა დაგემართა, ამდენი ხნის განმავლობაში შავ ღრუბელთან ვარ ჩახუტებული. ცხიკ, ცხიკ, ასეთ სინესტეში ყოფნა... ცხიკ... ცხიკ... სადღა შემიძლია, ახალგაზრდა კი აღარ ვარ, წვერულვაში სულ მთლად გამითეთრდა. ცხიკ, ქოლგას მაინც გავშლი, ცოტათი ვუშველო თავს. ისე სასაცილო შესახედავი კი ვიქნები: სად გაგონილა, მაქნანაში იჯდე და თან ქოლგა გეფაროს თავზე, ცხიკ, ცხიკ... ქოლგოსანი ქოლგის გაშლას შეუდგა, სახელურს დაეჯაჯგურა, ახლა ამაზეც აბუზღუნდა, სინესტეში მგონი ჩემი ქოლგაც დაიჟანგაო. თან გაუთავებლად აცხინკვებდა... როგორც იქნა, გაშალა ქოლგა, გაიშალა და... მაშინვე ალისფერი ყვავილის ქორფა ნერგი გამოჩნდა. ყველამ გამცვიფრებით დააჭყიტა თვალები, გაოგნებულები შესცქეროდნენ თავიანთი ფიქრების განსახიერებას. ქოლგოსანმა ის-ის იყო პირი დააღო დასაცხიკვებლად, მაგრამ შუა ადგილას შეწყვიტა და შენდეგ აღარ დაუცხიკვებია. პირველი ისევ ქოგოსანი მოეგო გონს. _ ეს როგორ დამავიწყდა, საკუთარი ქოლგა დამეთვალიერებინა _ წამოიძახა და შუბლი გამეტებით იტკინა ხელი, _ მე ხომ ალისფერი ყვავილით ვრთავდი ჩემს ქოლგას, თესლი ჩავარდნილა რბილ ხავსში. ქოლგოსანის ქოგლა თურმე შიგნიდან ხავსის თხელი ფენით ყოფილიყო მოგებული. თი იქ მცენარის თესლი ჩავარდებოდა, სულ ადვილად შეიძლებოდა გაღვიძებულიყო... აკი ასედაც მოხდა, სანამ ჩვენი მოგზაურები სულ სხვაგან ეძებდნენ ალისფერ ყვავილს. შავი ღრუბლის სიახლოვემაც შეუწყო ხელი. სინესტით უხვად გაჟღენთილ ხავსში თესლი გაღვივდა და ნერგნაც მოასწრო ამოსვლა. _ ეს მე არ უნდა დამმართოდა _ საკუთარ თავს საყვედურობდა ქოლგოსანი, _ ადრეც მომხდარა ასეთი რამ, მინახავს ჩემს ქოგაში ამოსული ნერგი და საკუთარი ხელით გადამირგავს მიწაში. სირცხვილით თავი სადღა გამოვყო. არ გამამხილოთ მაინც... _ ნუ გეშინია, არავის არაფერს ვეტყვით, _ შეჰპირდა მახარე. ქოლგოსანი დამშვიდდა და ახლა შავ ღრუბელს მიუბრუნდა. მეგონა ცუდი მეზობელი მყავდა, _ წამოიწყო მან _ თურმე რა სანატრელი ყოფილხარ. შენ რომ არა, როგორ იხეირებდა ალისფერი ყვავილის ნერგი? ამ სიტყვებით ქოლგოსანი გადაეხვია შავ ღრუბელს. იამანაც სამაგიეროდ გამოუწოდა მოსახვევნად რბილი, ფუმფულა თითები. თითები, რომელშიაც სულ ჩაეფლო ქოლგოსანი. მახარემ და რობიკომ ხელი ჩაავლეს ქოლგოსანს ღრუბლის თათებიდან დაიხსნეს, თან გულიანად იცინოდნენ, პირველმა გაოგნებამ გაუარათ, ახლა გზა მისცეს სიხარულს. უხაროდათ, რომ ამდენი წვალების და ფათერაკების მიუხედავად (ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ამათ ასე ეჩვენებათ) მაინც იპოვეს ალისფერი ყვავილი. მწვანე ველ-მინდვრებს ისევ დაამშვენებდა მისი ღაჟღაჟა ფურცლები, ქპლგოსანი ისევ მორთავდა თავის ქოლგას. მახარეს ტყუილუბრალოდ არ ერქვა სახელად `მახარე~, ეს ხომ დღესავით ცხადი იყო, სცენა თუ ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდებოდნენ მისთვის... და რაც მტავარია, დათუნა უარს არ იტყოდა ტორტის ჭამაზე, კრემის ვარდები ნამდვილი ვარდებივით ლამახები იქნებოდნენ. ყველაზე მეტად სწორედ ეს უხაროდათ ჩვენს მოგზაურებს. დათუნა, ასეთი საოცარი ბიჭი, რომლის მსგავსი აზრებიც არავის არ მოსდის მთელი დედამიწის ზურგზე, რა მადიანად მიირთმევდა სადღეობო ტორტს. ამის გახსენებაზე ყველას სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. თვით რობიკოსაც კი, ამ რკინის კაცს, რაღაც საეჭვოდ უბრწყინავდა თვალები. _ ახლა მხოლოდ ერთი საკითხი რჩება მოსაგვარებელი, _ თქვა ქოლგოსანმა, თან ცრემლებს ბამბასავით თეთრი წვერით იმშრალებდა _ მწვანე ნერგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავრგოთ ნოყიერ მიწაში, რათა მალე გაიზარდოს და ალისფერი ყვავილი გაუფირჩქნოს. ალისფერი საღებავიც დასამზადებელია ეს ყველაფერი განა მოესწრება დათუნას გაღვიძებამდე?
კდევ ერთი ნაპოვნი
უცბად საშინელი ჭექა გაისმა, ყველანი შიშისგან შეკრთნენ. ქოლგოსანი რაღაც ძალამ ერთ მხარეს გადააგდო, მისი ქოლგა კი მეორე მხარეს. ეს შავი ღრუბელი იყო. _ ვიპოვე! წვიმა ვიპოვე! _ გრუხუნებდა იგი, დიდი სიხარულისგან ხმა ვეღარ მოზომა, ისე ჭექდა და ქუხდა, ლამის ყველაფერი დაენგრია.\როგორც ვთქვით, სიხარულისგან ყველას ცრემლები სცვიოდა. მათ შორის შავ ღრუბელსაც, ჰოდა შავი ღრუბლის ცრემლები ხომ წვიმაა... სიხარული სიხარულზე მოემატა შავ ღრუბელს, როცა საკუთარი ცრემლები, ანი წვიმა იხილა. ვეღარ გაჩერდა, მაღლა ცისკენ აიჭრა, გაიშალა, გაიფოფრმა, ღვარივით წასკდა სიხარულის ცრემლები, ანუ წვიმა. თან საოცრად მაღალი ხმით გრუხუნებდა შიგადაშიგ: _ წვიმა ვიპოვე! რახანია ვეძებდი და როგორც იქნა, ვიპოვე... მანქანიდან გადატყორცნილმა ქოლგოსანმა ძლივს წამოიწია, თუმცა გაბრაზება არ ეტყობოდა. რას იზამ, ცეცხლივით ხასიათი აქვს, მაგრამ გულბოროტი არააო, ბუზღუნებდა შავი ღრუბლის მისამართით. ასე ბუზღუინით გაემართა თავისი ქოლგისკენ, მწვანე ნერგი მარჯვედ ამოაცალა ხავსის ფენიდან და მიწაში ჩარგო. თავსხმა წვიმა არ წყდებოდა, შავი ღრუბელი მთელ ცას გადაეფოფრა, ელვის ისრებსაც არ იბურებდა... ჩვენი მოგზაურები მყუდროდ ისხდნენ მანქანაში, თვალმოუცილებლად შეჰყურებდნენ მწვანე ნერგს და... რა დაინახეს! ნერგი თვალთვალ იზრდებოდა, საოცარი სისწრაფით მატულობდა სიმაღლეები, ყლორტებსაც სყლ უფრო და უფრო ფართოდ შლიდა... ეს კიდევ არაფერი, სულ მალე მის გვერდით უამრავი მწვანე ნერგი აღმოცენდა, ისინიც თვალდათვალ იზრდებოდნენ და იტოტებოდნენ. აი უკვე კოკრებიც გამოიღეს მწვანე ნერგებმა და სულ მალე. ალისფერმა ყვავილებმა გაუღიმეს თვალებაქციულ მოგზაურებს. არავის არ გაჰკვირვებია, რაც ახლა ნახეს. ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე: შავმა ღრუბელმა ხომ სიხარულის ცრემლებით მოწყდა მწვანე ნერგი... ჰოდა მათ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ, რაღაც საოცრად სწრაფად იზრდებიან და იფურჩქნებიან სიხარულის ცრემლებით მორწყული ყვავილები. და მათ სილამაზით ვერცერთი სხვა ყვავილი შეედრება. ასეთი ლამაზი ალისფერი ყვავილები ჯერ ატრ მინახავსო, აკი ასე თქვა კიდეც ქოლგოსანმა, როცა შავმა ღრუბელმა ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა ცრემლების ღვრა, მის ნაცვლად მზემ გამოანათა. მზის სხივებზე ისეთი ძალით აბრიალდნენ ალისფერი ყვავილები, რომ გუზგუზა კოცონი გეგონებოდათ.
ყველაზე ძვირად იდეა ფასობს
ყველაფერი თითქოს მოგვარდა, ძალიან ცოტა რამ რჩებოდა გასაკეთებელი, ოღონდ გადიდებაც არ შეიძლებოდა. ქლგოსანიც მაშინვე დაფაცურდა, ალისფერი ყვავილი მოწყვიტა და საოცრად მარჯვე ხელებით იქვე გამოწურა წვენი, რომელიც რობიკომ ჭიქაში მოაგროვა. _ მოდი, ერთად წავუღოთ დათუნას _ უთხრა ქოლგოსანმა _ მეც მაინტერესებს იმ ბიჭის ნახვა, რომლის შესახებ უკვე ამდენი რამ ვცი. მახარე მაშინვე დაეთანხმა, ორივემ ქოლგას ჩაავლო ხელი. ის-ის იყო ქოლგოსანს ფეხი მაგრად უნდა დაეკრა მიწაზე, რომ რობიკოს ლითონისებურმა ხმამ შეაჩერა. _ დაიცა, ქოლგოსანო, სადაა შენი დაპირებული ახალი იდეა? _ ჰო, მართლა, _ ტქვა ქოლგოსანმა _ რამდენი ხანია მინდოდა მეთქვა, კიდევ კარგი გამახსენე. შენი აბრა სადღაა? რობიკომ სიტყვის უთქმელად გაუწოდა თავისი ძველი აბრა. (ალბათ მკითხველს ემახსოვრება, თუ რა შIნაარსის იყო იგი). ქოლგოსანმა აიღო აბრა, ძველი წარწერა წაშალა და ახალი დააწერა, რის შემდეგ აბრამ შემდეგი სახე მიიღო: იყიდება მანქანა, შეუძლია დროში მოგზაურობა. ქვემოთ კი მომცრო ასოებით ეწერა: სამაგიეროდ სიჩქარე 50 კმ/სთ. _ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება _ ყქვა ქოლგოსანმა და ახალი აბრა გაუწოდა რობიკოს. რობიკოს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. _ ეს მართლაც ბრწყინვალე იდეაა _ დაიგუგუნა მთელი ხმით. _ ახლა კი აუცილებლად გავყიდი მანქანას. ყველაზე დიდი მოთხოვნილება სწორედ ასეთ მანქანებზეა, რომლებსაც დროში მოგზაურობა შეუძლიათ. გახარებულმა რობიკომ ყველაფის თავიდან დაწყება გადაწყვიტა, ამ მიზნით კი თავისი მაქნანა ზუსტად იმ დროში დააბრუნა, როცა პირველად განიზრახა მანქანის გაყიდვა. ეს დრო, იღბლად, ზუსტად იმ დროს დაემთქვა, როცა დათუნას ჯერ კიდევ ეძინა, ხოლო ბებიები ის-ის იყო იწყებდნენ ტორტის თადარიგს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. 5 ქულა, გადავიწერე კატინესთვის და მადლობა შენ. გაიხარებს პატარა... ერთი სული მაქვს როდის ჩამოიყვანენ. :)
5 ქულა, გადავიწერე კატინესთვის და მადლობა შენ. გაიხარებს პატარა... ერთი სული მაქვს როდის ჩამოიყვანენ. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|