ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2016


აბჯრის ღილი

სულ ვფიქრობ,  ნეტავ რა არის ჩემთვის ის, რასაც გალაკტიონმა დაარქვა  "სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი"და მერე თითქოს თავისით მპოულობენ ხოლმე  პატარა ისტორიები, რომლებიც მიხსნიან, რა არის სამშობლო. ეს ამბავი ერთ შესანიშნავ ქართულ სუფრაზე მოვისმინე. ამბის მთხრობელს კი თავად შილდელი გლეხისგან ჰქონდა გაგონილი. შილდელებს, თურმე სულ ომში უწევდათ ცხოვრება. ხან ლეკიანობა ტანჯავდა ქვეყანას, ხანაც უფრო ძლიერი მტერი ესხმოდა თავს. ერთი წესი ჰქონიათ შილდელ მეომრებს. რკინის ჯაჭვის პერანგზე, ღილკილოში, ყელთან, გასახარად გათლილი ვაზის რქა ჰქონდათ გაცმული. ამ ადათის შინაარსი ის იყო, რომ ბრძოლის ველზე დაუმარხავად დარჩენილი მეომრის „აბჯრის ღილიდან“ ვაზი გაიხარებდა. როგორც ამბის მთხრობელმა განმარტა, ნახევარ მეტრზე ჩაფლული მიწაწაყრილი ვაზის რქა ვერ ხარობს. მეომრებმა იცოდნენ, რომ ბრძოლის ველზე, შესაძლოა, დაუმარხავი დარჩენილიყვნენ. მათი სიცოცხლე ვაზში გაგრძელდებოდა. ასე ახარებდნენ ქართველები ვაზს სიკვდილის შემდეგაც კი. ეს ამბავი რომ მოვისმინე ყელში ბურთი მომაწვა და ისეთი უცნაური სიამაყე ვიგრძენი ცოტა გამიკვირდა კიდეც გასაკვირველიც მაგას ნიშნავს ალბათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები