ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2016


ქ ა რ ი ო ნ ა ვ რ ი (ექსპრომტად)

მტკივა  წარსული  და
ბორგავს  ღამე  გულში,
ცვივა  წლები მარცვლად
მსგავსად  ჩაშლილ  მძივის.
კართან  ატუზული 
ქარი  ისევ  წივის.
ცივაა!
ვეკითხები  ენაშენაჩვევი,
პასუხს  ველოდები
დუმან  ვერანდები,
ვის  რას  ვემართლები,
გულს  რას  ვემალები.
ჩუმი  შენაქები
დარდი  შენამქერი,
დუმან  ვერანდები
ძველი  შემართებით.
ახლა  ფეხზე  ვდგები
იქნებ  კიდევ  ვცდდები
შენსკენ  მომავალი
ქარი  ონავარი,
ქარი  ონავარი,
ქარი  ონავარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები