ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
3 თებერვალი, 2016


აი, დარდი...

ზოგს ერთ ასოსაც არ ვპატიობ, მით უფრო სიტყვას.
რა კონტრასტია..., სხვებს სიტყვებზე, - შენ, კუდში დაგსდევ.
ეჭვიანი ვარ, ვაღიარებ, თუმც უნდა ითქვას,
რომ მზად ვარ ყველა ეჭვი მოვკლა, შენს ნიადაგზე.

ოღონდ კი საქმეს დაჭირდეს და ბუზს ვაქცევ სპილოდ.
და მერე, ისევ ბუზად - სპილოს, მე - კონფორმისტი.
შენი გულისთვის - ბუზიმც ვიყო, თუ ვითაკილო
მარტის სიგიჟის დაბრალება - შემოდგომისთვის.

ბოლოს კი მიზნით გავამართლებ, საშუალებებს...
სხვებმა იკითხონ, სხვებმა, თორემ მე (აი, დარდი...),
დანაშაულებს რომ ჩავდივარ, მზად მაქვს ალიბიც -
ჩემს რეპუტაციაზე მეტად - შენ შემიყვარდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები