ჩვენ არ გავზრილვართ სათბურის მცენარეებივით, საგულდაგულოდ გამთბარ სახლებში და არ გვყოლია ძმები და მამები, რომლებიც თვალებს დაგვიბრიალებდნენ და სკოლიდან სახლში დაბრუნებულებს შინიდან გასვლას აგვიკრძალავდნენ. ამიტომ მივეჩვიეთ, გამთენიისას უძილო საწოლიდან წამოდგომას და ჩუმ ქალაქში ხეტიალს. შეგვეცვალა კანის ფერი და თვალებში სიღრმე. გამოვიგონეთ ამბები და ხორცები შევუფერეთ. ხორცებმა ამბები ვერ შეიფერეს და ამბები ხორცებში ჩალპნენ.
ჩვენ არასდროს გვქონია საკუთრებაში მომწყვდეული მატერიები. საკუთარი ნამდვილი ამბები, ამბები რომლებსაც ჰქონდათ მისამართები და მისამართები სადაც ნაბიჯებით მივდიოდით და არა ფოსტის კურიერებით, როგორც ქაღალდის თვითმფრინავები. როგორც სტუმრები. ამიტომ ავაშენეთ ხის სახლი და შევაბით ბუშტები და ავიჩემეთ რომ ჩვენი საქმე იყო ფრენა. და არ გვჭირდებოდნენ მამები, რომლებიც დაგვსჯიდნენ, ძმები რომლებიც ყურებს აგვიწევდნენ და კუთხეში ატუზული დედები, წინსაფრის ცრემლიანი კალთებით.
ჩვენ არასდროს გვიცხოვრია საკუთარი ცხოვრებით და ხანდახან ჯიუტად გვინდა გამოვსტაცოთ სხეულები სხვისთვის დაწერილ მოთხრობებს, სხვის წიგნებში ცხოვრებას. ვილაპარაკოთ ჩაის სმისას და არ ვიქანავოთ სკამებზე, არ ჩავჭიდოთ ერთმანეთს თვალები, რომლებიც იტყვიან რომ ერთმანეთის გვესმის და ჯანდაბა, გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლებში, საკუთარი ამინდებით და გავზარდოთ ოთახის მცენარეები, რომლებიც ვერ წავლენ სკოლაში. ვერც სამსახურებიდან დააგვიანებენ, იდგმებიან ფანჯრის რაფაზე, ფანჯრის რაფაზე გაყინული ჩაით მოირწყვებიან და არ ეყოლებათ მამები და ძმები. არც შვილები ეყოლებათ.
ჩვენ არ ვართ სათბურის მცენარეები. ჩვენ არ ვუცემივართ მამებს და ძმებს. მხოლოდ ქარი გვცემდა სახეში. ამიტომაც შეგვეცვალა კანი და უძილო საწოლიდან წამოდგომას მივეჩვიეთ. და ვინაიდან არ შეგვიძლია თვალების ფაფხური და ენის მოჩლეფით ლაპარაკი. ჩვენ ვერ ვუყვარვართ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჩვენ არ ვართ სათბურის მცენარეები. ჩვენ არ ვუცემივართ მამებს და ძმებს. მხოლოდ ქარი გვცემდა სახეში. ამიტომაც შეგვეცვალა კანი და უძილო საწოლიდან წამოდგომას მივეჩვიეთ. და ვინაიდან არ შეგვიძლია თვალების ფაფხური და ენის მოჩლეფით ლაპარაკი. ჩვენ ვერ ვუყვარვართ. ჩვენ არ ვართ სათბურის მცენარეები. ჩვენ არ ვუცემივართ მამებს და ძმებს. მხოლოდ ქარი გვცემდა სახეში. ამიტომაც შეგვეცვალა კანი და უძილო საწოლიდან წამოდგომას მივეჩვიეთ. და ვინაიდან არ შეგვიძლია თვალების ფაფხური და ენის მოჩლეფით ლაპარაკი. ჩვენ ვერ ვუყვარვართ.
6. ლექს წაკითხვა კი არა გააზრება უნდა, მე კი ამ წუთას ვერ ვაზროვნებ, ვჯიუტობ. ლექს წაკითხვა კი არა გააზრება უნდა, მე კი ამ წუთას ვერ ვაზროვნებ, ვჯიუტობ.
5. "და ხანდახან ჯიუტად გვინდა გამოვსტაცოთ სხეულები სხვისთვის დაწერილ მოთხრობებს,"
"მხოლოდ ქარი გვცემდა სახეში."
"ჩვენ არ გავზრილვართ სათბურის მცენარეებივით, საგულდაგულოდ გამთბარ სახლებში"
მე მხოლოდ ლექსის ხმას მოვუსმინე და ძალიან მგრძნობიარეა. იმდენად, რომ გამეფიქრა; რა საჭიროა სხვა, როცა არის ესთქო... ++ "და ხანდახან ჯიუტად გვინდა გამოვსტაცოთ სხეულები სხვისთვის დაწერილ მოთხრობებს,"
"მხოლოდ ქარი გვცემდა სახეში."
"ჩვენ არ გავზრილვართ სათბურის მცენარეებივით, საგულდაგულოდ გამთბარ სახლებში"
მე მხოლოდ ლექსის ხმას მოვუსმინე და ძალიან მგრძნობიარეა. იმდენად, რომ გამეფიქრა; რა საჭიროა სხვა, როცა არის ესთქო... ++
4. Ras usment?! Ras usment?!
3. მომეწონა, თითქმის ძალიან :) მომეწონა, თითქმის ძალიან :)
2. "ვუსმენ" მინდოდა მეთქვა "ვუსმენ" მინდოდა მეთქვა
1. ეს უფრო რაც აქამდე მოკლედ ყველა ადრინდელს მოკლედ ეს ნაწერი კარგია, ან რასაც უსმენ იმის ბრალია
ეს უფრო რაც აქამდე მოკლედ ყველა ადრინდელს მოკლედ ეს ნაწერი კარგია, ან რასაც უსმენ იმის ბრალია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|