ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2016


რომანტიკულ მეგობარს

გაიზარდე -
ბროლის კოშკებს აღარ აგებ.
მარმარილოს სასახლეებს
გობელენის ფარდებიანს,
თაღებიანს, სხივიანს.
როცა ცეკვავ, ჭაღებიდან
უკვე თეთრი ვარდებიც
არ ვარდებიან, (ცვივიან).
სასწაულებს აღარ ელი
მეჯლისებზე
მისვლა არ გაქვს
სანატრელი, ბევრი იცი.
ჩაიარა იმ დროებამ,
რომ გეგონა
ბროლის ქოშით  გიპოვნიდა
შენი პრინცი .
გაგიარა აღტაცებით
გატაცებამ.
მშვიდი გახდი.
აღარ გერჩის  უკვე მტერიც.
დაჭკვიანდი,
თავს არ კარგავ საიმისაოდ,
ერთმა სიტყვამ რომ გაგხადოს
მწუხარე ან ბედნიერი.
ახლა მხოლოდ იმიტომ ხარ დარდიანი,
დღეს თუ რამე მოგეწონა,
კარგია ან აზრიანი,
ლამაზია,
თუმცა არა
ძველებურად  მშვენიერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები