| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 14 თებერვალი, 2016 |
არის სიყვარულიო? - მკითხე. გიპასუხე-არისო. კიო. შემდგარიო?-მკითხე. დიახ შემდგარიო-გიპასუხე. რას შეადარებო - მითხარი. მე თეთრზე თეთრ ღრუბელსო- გიპასუხე. მერედა მუდმივობის კანონს რას უპასუხებო - თქვი და ამოიოხრე.. სიყვარულს არანაირი კანონი არ ეხება და არც მართავსო, ვერც არეგულირებსო, ის თავად კანონიაო-გითხარი. თეთრ ღრუბელს კი, რაც შეეხება, ის როცა ზეცაში ჩანს, მაშინ სხივები გვათბობს, გვახალისებს, სიცოცხლით გვავსებს, როცა გამუქდება ღრუბელი, მაშინვე მოვიწყენთ, უხალისო და უსიცოცხლო ვხდებით, ღამეს ემსგავსება დღე, ხვალინდელ დღეს ეჭვით ვუყურებთ და სადღაც იმედი ჟანგისფერ სამოსში იწყებს გახვევას, ვარდისფერიც იკარგება წარმოსახვაში, ბინდისფერით იცვლება მიმწუხრი და გაუსაძლისი ხდება ყოფიერება. ირგვლივ ხეებიც დარდისფერს იხამებენ, ყვავილები თავს ხრიან, ვარდებს ფურცლები სცვივა დროდადრო. ჰაერი არასაკმაო ხდება, მიწა ივსება სევდით და მძიმდება უფრო მეტად, ვიდრე არის, წყალი უხალისოდ მოთანადობს ყოველივეს და ყველაფერი, ამ დროს, როგორ გამოიყურება არაფერს ვამბობ... თქვენ თავად განსაჯეთ შემდეგი.... მზე მაინც ამოდის და ჩადის. მთვარე და ვარსკვლავებიც ავსებენ ღამღამობით ალბათ ცას. დღე დღეს მისდევს და ღამე ღამეს, სავარაუდოდ. ამ დროს სად და როგორია გრძნობადობანი, ეს ჩემთვის შეუცნობელია, მიუღწეველია..... ხეც უნაყოფო იქნება, ალბათ. მდინარის კალაპოტში მშრალი კენჭები აწკარუნდება მჭეხარედ....... ნეტავ სად იწყება და სად მთავრდება ცა?..... გაუსაძლისად მაინტერესებს ესეც. ან რატომ მოძრაობენ იქ ციური სხეულები ქაოსურად და უმისამარტოდ... იქნებ, იქ ჩვენ ვართ და ამის პასუხის მოწმენიც თავად გავხდებით ოდესღაც... ამ კითხვას პასუხი, აქ, თუ გაეცემა ოდესმე. ან/და ვის, სად, როდის და რატომ..... ნ ე ტ ა რ ს. მე არაფერი მიკითხავს შენთვის...... თუმცა, ძალიან მაინტერესებდა, რატომ ამოიოხრე მაშინ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. უღრმესი მადლობა ელადა, ლუკა-ოლირი.
ესეც, რომ დავჯექი დღეს და გავხსენი გვერდი , აქვე დავწერე ეს ამ დღემ თქვა სათქმელი მგონი ჩემგან დამოუკიდებლად, ალბათ სულ ეს იყო და ეს. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. უღრმესი მადლობა ელადა, ლუკა-ოლირი.
ესეც, რომ დავჯექი დღეს და გავხსენი გვერდი , აქვე დავწერე ეს ამ დღემ თქვა სათქმელი მგონი ჩემგან დამოუკიდებლად, ალბათ სულ ეს იყო და ეს. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
4. დაგეთანხმებით ელადა... ეპოქაში, სადაც სიყვარული ასე ძნელი მოსაპოვებელი და კიდევ უფრო ძნელი შესანარჩუნებელია, მარადიული სიყვარულის რწმენა, სწორედაც რომ იმედის ნაპერწკალივითაა.... ნექტარ, გმადლობთ... ლამაზია... პატივისცემით ლ.ო. დაგეთანხმებით ელადა... ეპოქაში, სადაც სიყვარული ასე ძნელი მოსაპოვებელი და კიდევ უფრო ძნელი შესანარჩუნებელია, მარადიული სიყვარულის რწმენა, სწორედაც რომ იმედის ნაპერწკალივითაა.... ნექტარ, გმადლობთ... ლამაზია... პატივისცემით ლ.ო.
3. მოუხდა დღევანდელ ვალენტობას ეს ჩანახატი. მოუხდა დღევანდელ ვალენტობას ეს ჩანახატი.
2. უდიდესი მადლობა გულიანა.
ასევე გისურვებ საუკუნოვან ჯანსაღ სიყვარულს და ჯანსაღ გარემოცვას, ისეთს როგორიც თქვენს სიყვარულს ესაჭიროება.
ადამიანი მუდმივად უნდა იყოს შეყვარებული, სწორედ მაშინაა ცხოვრება მადლიანი და საამური. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. უდიდესი მადლობა გულიანა.
ასევე გისურვებ საუკუნოვან ჯანსაღ სიყვარულს და ჯანსაღ გარემოცვას, ისეთს როგორიც თქვენს სიყვარულს ესაჭიროება.
ადამიანი მუდმივად უნდა იყოს შეყვარებული, სწორედ მაშინაა ცხოვრება მადლიანი და საამური. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. ნეტავ სად იწყება და სად მთავრდება ცა?.....
ან რატომ მოძრაობენ იქ ციური სხეულები ქაოსურად და უმისამართოდ... იქნებ, იქ ჩვენ ვართ და ამის პასუხის მოწმენიც თავად გავხდებით ოდესღაც... ამ კითხვას პასუხი, აქ, თუ გაეცემა ოდესმე. ან/და ვის, სად, როდის და რატომ..... ნ ე ტ ა რ ს.
კეთილთვისებიანი სიყვარული გულის სიჯანსაღეა და კარგია თუ მას ჯანსაღი გონებაც ეთანამგზავრება .რადგან ის ხშირად ხვდება ცხოვრების "ჭლექიან" გარემოცვაში,
ყველა თქვენს საყვარელ ხალხთან ერთად,მრავალს დაესწარით ნექტარ! :* :* <3 ნეტავ სად იწყება და სად მთავრდება ცა?.....
ან რატომ მოძრაობენ იქ ციური სხეულები ქაოსურად და უმისამართოდ... იქნებ, იქ ჩვენ ვართ და ამის პასუხის მოწმენიც თავად გავხდებით ოდესღაც... ამ კითხვას პასუხი, აქ, თუ გაეცემა ოდესმე. ან/და ვის, სად, როდის და რატომ..... ნ ე ტ ა რ ს.
კეთილთვისებიანი სიყვარული გულის სიჯანსაღეა და კარგია თუ მას ჯანსაღი გონებაც ეთანამგზავრება .რადგან ის ხშირად ხვდება ცხოვრების "ჭლექიან" გარემოცვაში,
ყველა თქვენს საყვარელ ხალხთან ერთად,მრავალს დაესწარით ნექტარ! :* :* <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|