ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2016


გ ი ზ ა

                        გ ი ზ ა
                  (ექსპრომტი)
      ( ეს  პრიზია  ნეფერტარის)

მითხარ,  გიზაზე  მომიყევი  შორიდან  რამე,
დაგინამია?  ცხელი  ქვიშა,  ცრემლებით  ღამე.
მინდა  მოხვიდე,  ძველებურად,  ისევე  მწამდე,
პირამიდებზე  და  სულებზე  ჩემთვისაც  თხზავდე
და  ნაბიჯებიც,  ჩვენიც  იყოს  მართალი  ცამდე.
ვიცი,  რომ  მოხვალ,  აჩქარდი  და  პატივი  დამდე,
ფარაონები  იღვიძებენ  მითმობენ  წამებს,
ნილოსს  პაემანს  დედოფალი  უნიშნავს  ღამე,
აქ  ხეოფსია,  უშენობით  გული  დარდს  მაფენს,
ჭადრაკის  დაფას  დაუბრუნდი,  იცოდე  ნაფერს,
პირამიდები,  ძველებურად  შუქს  ვეღარ  აფენს,
გემი  გასულა,  შავ  ზღვაში  და  ვეღარ  შლის  აფრებს,
ვეღარც  ნაწერი  ვერ  იფერებს,  რითმათა  ნამქერს.


(მე  არ  ველოდი  შენგან,  გეტყვი,  საქციელს  მ ა მ ფ ე რ ს,
დარდი  ა მ ი ზ ა,  მოჭვარტლისფრო  სამოსელს  მაცმევს.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები