ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 იანვარი, 2009


შობის მოსალოცად

შობას გილოცავთ სუყველას,
ამ პორტალ-ურაკპარაკელს,
გისურვებთ მადლს უფლისაგან
და სასოების არაკებს,
სიმართლის გზებს და ფიანდაზს,
სულის ხვავსა და ბარაქებს,
აურჩევლობას იმ გზისას,
რასაც უფალი არ აქებს,
ჯანმრთელობას და სიყვარულს,
სიკეთეს ცამდე ანაგებს,
რწმენას იმისას, რომ ქვეყნად
ყველაფერს ღმერთი განაგებს,
შემოქმედებას ჭეშმარიტს,
ლამაზ სტრიქონთა ფალანგებს,
ცხოვრებას ისე ლამაზად,
ვით მაცხოვარი ალაგებს.
მარადი მზე დანათოდეს
ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს,
შობაა, შობა, იხარეთ! -
ეს გრძნობა მალაპარაკებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები