ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2016


გამარჯობა, სამყაროვ

სილამაზე სულაც არ არის ქირა, რომელსაც იხდით დაკავებისთვის სივრცისა, სახელად ქალი.
ერინ მაქქინი.

გამარჯობა, სამყაროვ...
მე არაფერი მაქვს შენი ვალი,
ეს კარგად დაიმახსოვრე.
მარადისობაა, შენს ფერხთით ვარ,
და გემსახურები,
დღეს კი, დღეს შენ იქნები ჩემს ფერხთით,
და აღიარებ,
რომ არ ვარ ვალდებული,
ვიყო ლამაზი, როგორც შენ გინდა,
ვიყო გამხდარი, როგორც შენ გინდა,
ვიყო კარგი მეოჯახე, როგორც შენ გინდა,
ვიყო კდემამოსილი, ან გარყვნილი,
იმის მიხედვით,
თუ რა ხასიათზე ხარ შენ.
გამარჯობა სამყაროვ,
დღეს შენ იქნები ჩემს ფერხთით,
და მე ვიქნები ისეთი,
როგორიც მინდა ვიყო,
ისეთი, როგორიც ვარ.
მე ვიქნები ბედნიერი ამით
და გეტყვი,
რომ არ მაინტერესებს,
რას ითხოვ შენ ჩემგან,
რომ არ მაინტერესებს,
როგორ ხასიათზე ხარ.
რომ ფეხებზე მკიდია
როდის გაღიზიანებს ჩემი ვნებიანი ბუნება
და განმსჯი მის გამო,
ან პირიქით, როდის გიზიდავს ის.
აღარასოდეს მოგცემ უფლებას,
შენი ცხოველური ბუნება
ჩემი მოკლე კაბით
ან მოღებული გულმკერდით გაამართლო.
რადგან ეს სხეული ჩემია,
და შენ მასთან ხელი არა გაქვს;
რადგან ახლა, აქ მე ვარ მთავარი;
რადგან დღეიდან,
მე არაფერი მაქვს შენი ვალი;
რადგან დღეიდან,
შენ იქნები ჩემს ფერხთით;
რადგან დღეიდან,
მე ვარ სამყარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები