| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 30 მარტი, 2016 |
გაშალე ფრთები,, ახლა უკვე, გაზაფხულია, მერცხალო მოდი, მოუთმენლად, მე უკვე გელი. მომენატრე და კალამს, შენგან, მოვკიდე ხელი, შენ, აქ არა ხარ, გასულია, ლამისა წელი.
ხო მოდი, დედამ შინდის კერკი გადაინახა, მითხრა: პირველი, დანახვისას მიირთვი ესო, მადლობა უთხარ, ბუდეს ისევ, რომ დაუბრუნდა, თან გაზაფხულიც, დაუმადლე უფალს, იესოს .
მე კი ვინა ვარ, თუმც, სამყაროს ნაწილაკი ვარ, ისე მცირედი, უმნიშვნელო და თან მოკვდავი, გარდა იღბლისა, მადლიერი უფლისაცა ვარ, მეტყველება მაქვს და არასდროს გავუწირივარ.
ჩემი ზეციდან, ვერეკები,, მჭვარტლისფერ ღრუბლებს და ცისარტყელის მოლოდინით, ვითმენ ბნელ წამებს. თვალსაწიერი , ძლივს საზღვრისთვის მიმიწვდენია, იმედახდენის, როს ლოდინი, ღამეს ცილს სწამებს.
დარდი დამჩემდა, ნაკუწები დამიკარგია . ვეღარ გაიგებ, აქ ვინ არის, რის ჩამდენია, ქვეყნის კიდურებს, ჩამოცლილებს, მივეტირები, რომ საიმედო, აქაც უკვე, არც იმდენია.
ტკივილნარევი,, ცხარე ცრემლი თვალს დასდენია, დრო კი, არ ვიცი, აქ სამყოფად, რად დამრჩენია. ჩემი ქვეყანა, სულზე მეტად შემყვარებია, ეჭვი, სიმძიმე, მჭმუნვარებაც, მით შემჩვევია.
მინდა იცოდეთ,, გაზაფხულით ტკბობა, ჩემია, ყვავილებშია ჩაქსოვილი, მთლად ჩემი სული, მე მისებურად, შევეხები გაზაფხულს, რადგან სიხარული აქვს, ჩუმად, ჩემთვი გადანახული.
გაზაფხული კი, მხოლოდ თავად, მეხება მაშინ, მზე როცა, მიწას გაათბობს და მიმზერს მანამდე, სანამ, ამ მიწის ოხშივარით თავს არ წამართმევს, დამაჩოქებს და თავგანწირულ, მორჩილად მაქცევს.
ლორთქო ბალახი და ფოთლები, აბიბინდება, შლეგი მდინარე , დაიქუხებს მთიდან ბარამდე და მეც, მიმავალს, ჩემი სოფლის ფართო შარაზე, ფრთები მესხმება და ვმაღლდები, ზეცის კარამდე.
რამ შემაყვარა, გაზაფხული, არ ვიცი დღემდე, ასე ფუტუროდ.,. ასე სუსტად, ასე ძლიერად, ჩემს დაბადებას, თუ მიუწვდა ხელი ამაში, მან მოინდომა, ალბათ, ჩემი გრძნობის თამაში.
/ / / / / / / / / / / // / / / / / // / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / // /
მუხის ნახლეჩი ნაფოტები, მძიმე ტივები, მდინარესავით, ვიცოდე, სად, მივედინებით...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გმადლობთ, ძვირფასო მელზი! ასევე გილოცავთ, სულ გაზაფხული ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. გმადლობთ, ძვირფასო მელზი! ასევე გილოცავთ, სულ გაზაფხული ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
13. გაზაფხულს გილოცავთ, ნექტარ
01.04.2016. 20:33
პატივისცემით მელზი:)
გაზაფხულს გილოცავთ, ნექტარ
01.04.2016. 20:33
პატივისცემით მელზი:)
12. რაღაც უცნაური განცდა დამეუფლა ამ გვერდზე კომენტარებს რომ გადავხედე.
რაღაც უცნაური განცდა დამეუფლა ამ გვერდზე კომენტარებს რომ გადავხედე.
11. მაგას გულწრფელობას ნუ დაარქმევთ ძვირფასო, იცით მაგისთანა ნათქვამს, რაც ჰქვია.
გთხოვთ, გულწრფელობა ძალიან წმინდაა, ფაქიზია ბავშვის სულივით.ი ნუ იზავთ ამ ცოდვას, ამ სიტყვას ნუ გამოიყენებთ ასეთი ცუდი რამისთვის.
არ მჩვევია მიზღვა, უბრალოდ ვეცადე, თქვენს სულში თავად თქვენ ჩაგეხედათ უცხო თვალით.
უფალმა მოგიტევოთ შეცდომა. ამინ! მაგას გულწრფელობას ნუ დაარქმევთ ძვირფასო, იცით მაგისთანა ნათქვამს, რაც ჰქვია.
გთხოვთ, გულწრფელობა ძალიან წმინდაა, ფაქიზია ბავშვის სულივით.ი ნუ იზავთ ამ ცოდვას, ამ სიტყვას ნუ გამოიყენებთ ასეთი ცუდი რამისთვის.
არ მჩვევია მიზღვა, უბრალოდ ვეცადე, თქვენს სულში თავად თქვენ ჩაგეხედათ უცხო თვალით.
უფალმა მოგიტევოთ შეცდომა. ამინ!
10. ნექტარ, კიდევ ერთხელ ბოდიში გულწრფელობისთვის. ჰოდა, არ გინდათ ჩემს გვერდზე სამაგიეროები, გამოვედით მაგ ასაკიდან ( მგონი). :( ნექტარ, კიდევ ერთხელ ბოდიში გულწრფელობისთვის. ჰოდა, არ გინდათ ჩემს გვერდზე სამაგიეროები, გამოვედით მაგ ასაკიდან ( მგონი). :(
9. ლუტეცია:
თქვენ რომ გგონიათ ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია.... ლუტეცია:
თქვენ რომ გგონიათ ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია....
8. ლუტეცია:
თქვენ რომ გგონიათ ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია.... ლუტეცია:
თქვენ რომ გგონიათ ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია....
7. გმადლობთ, ძვირფასო ლუტეცია, ცუდია, საკუთარი მდგომარეობით რომ საზღვრავთ, ეგ ქაოსია..... რაიმე უნდა იღონოთ, იფიქრეთ მაგაზე, დაგშვენდებათ... გმადლობთ, ძვირფასო ლუტეცია, ცუდია, საკუთარი მდგომარეობით რომ საზღვრავთ, ეგ ქაოსია..... რაიმე უნდა იღონოთ, იფიქრეთ მაგაზე, დაგშვენდებათ...
6. ნექტარ... მაპატიეთ მაგრამ მგონია რომ ბევრს წვალობთ ლექსის წერისას. მეც ვწვალობ როცა ვცდილობ თქვენი შემოქნედების წაკითხვას. უნდა მეთქვა... ნექტარ... მაპატიეთ მაგრამ მგონია რომ ბევრს წვალობთ ლექსის წერისას. მეც ვწვალობ როცა ვცდილობ თქვენი შემოქნედების წაკითხვას. უნდა მეთქვა...
5. :) ძალიან ცუდია, რომ ჩემს აღმატებულ გემოვნებაში გეპარებათ ეჭვი :) ძალიან ცუდია, რომ ჩემს აღმატებულ გემოვნებაში გეპარებათ ეჭვი
4. გმადლობთ გეგა.
თქვენ, წერა-კითხვისას ძალიან ჭუჭყიანი სათვალე გიკეთიათ. გმადლობთ გეგა.
თქვენ, წერა-კითხვისას ძალიან ჭუჭყიანი სათვალე გიკეთიათ.
3. გაზაფხული კარგია.. ეს ლექსი კი არაფერ შუაში არაა პოეზიასთან .. გაზაფხული კარგია.. ეს ლექსი კი არაფერ შუაში არაა პოეზიასთან ..
2. გმადლობთ დიდად მუხა! პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ დიდად მუხა! პატივისცემით ნექტარი.
1. ძალიან ძალიან ლამაზი ლექსია. ძალიან ძალიან ლამაზი ლექსია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|