ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2016


... (რეკონსტრუქცია)

          .................                                                                                       
რა აღვშვათ და რა ვთქვათ ინახნო, ისეთი
რაც ქრისტედ მიგვაქცევს -დაცემულ ქადაგად
ამაყო, კოსმიურ განვრცობის სიქსტეთი
შენობით მოგმართე ბატონო თამადა...
ბიჭებო ვშვიღა რა ანიდან ჰაეთი
დამარქვეს გიჟი და სჯერათ რომ ავად ვარ
სად ჩემი გენია სად ვიღაც გოეთე
სუფრასთან ბოდიში ბატონო თამადა.
მე ღვინის თრიაქის წესით და რიქიფით
ფალანგებს ვუტირებ პოეტურ არმადებს
ჩამწკრივდით! გახსოვდეთ! -აქ, (თქვენი იქით თქვით)
ჩხუბისთვის ბოდიში - სუფრა არ ალაგდეს...
ცხოვრება მწარეა, მწვირეა, მწველია
ნანატრი ლამაზი ყოფილა არადა
ეს ლექსი მთვრალი და ცოტათიც ძველია
თამამად! თამამად! ბატონო თამადა...
ორივეს თვალებში თვალებმა შეითქვეს
გზაუერთმანეთო მდუმარეციცაბო
გზის ჯვარზე ითმენდა ყოველთა შემრითმე
მითხარი პოეტო, როდემდე იცადოს?

მოვიკითხე სარანგები)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები