| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 18 მარტი, 2016 |
მეცეკვე... დღეს თითქოს ერთი დაბნეული ბავშვი ვარ, ბოლომდე მოგენდე, მაჩვენე, გზას საით მივყავართ, არ ვიცი რა იყო გუშინ, ან რა გველის ხვალიდან, მაგრამ ამ წუთებში მე ზუსტად ვიცი, რომ მიყვარხარ.
ნაბიჯებს ავუწყობთ ერთმანეთს, და სუნთქვებს ვაერთებთ, მიზიდავ, გეკრობი, ახლა სამყაროში ორნი ვართ; შენი გულისცემის სმენაში იმდენად გავერთე, უკვე საკუთარი გულისცემა მესმის შორიდან.
ვიცი, რომ ჩვენ ერთად შეცდომებს ვერასდროს დავუშვებთ, ნაბიჯი წინ, უკან... ტრიალი, და ასე, მარტივად, თვალს ვხუჭავ, მოგყვები, და ჩემზე კვალს ტოვებ წარუშლელს, სათქმელს ეგ თვალები ირეკლავს, სიტყვები რად მინდა.
მეცეკვე... დღეს თითქოს ერთი დაბნეული ბავშვი ვარ, ბოლომდე მოგენდე, მაჩვენე, გზას საით მივყავართ, არ ვიცი რა იყო გუშინ, ან რა გველის ხვალიდან, მაგრამ ამ წუთებში მე ზუსტად ვიცი, რომ მიყვარხარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მეცეკვე... დღეს თითქოს ერთი დაბნეული ბავშვი ვარ, ბოლომდე მოგენდე, მაჩვენე, გზას საით მივყავართ, არ ვიცი რა იყო გუშინ, ან რა გველის ხვალიდან, მაგრამ ამ წუთებში მე ზუსტად ვიცი, რომ მიყვარხარ მეცეკვე... დღეს თითქოს ერთი დაბნეული ბავშვი ვარ, ბოლომდე მოგენდე, მაჩვენე, გზას საით მივყავართ, არ ვიცი რა იყო გუშინ, ან რა გველის ხვალიდან, მაგრამ ამ წუთებში მე ზუსტად ვიცი, რომ მიყვარხარ
24. ეს როგორ გამომრჩა.
მშვენიერია :)
ეს როგორ გამომრჩა.
მშვენიერია :)
23. და სუნთქვებს ვაერთებთ. და როგორ ისმის ეს სუნთქვა რა მშვენიერია. და სუნთქვებს ვაერთებთ. და როგორ ისმის ეს სუნთქვა რა მშვენიერია.
22. https://www.youtube.com/watch?v=UHQQ-IgZEeg https://www.youtube.com/watch?v=UHQQ-IgZEeg
21. ბავშვი შორეულ დაბიდან. - ძალიან კარგი მუსიკაა. :) ბავშვი შორეულ დაბიდან. - ძალიან კარგი მუსიკაა. :)
20. Underground Tango ღ Goran Bregovic Underground Tango ღ Goran Bregovic
19. დიდი მადლობა ყველას. :) დიდი მადლობა ყველას. :)
18. სულ ვფიქრობ, ერთადერთი პარტნიორია საჭირო, რომ მთელი ცხოვრება იცეკვო :) მომეწონა ლექსი. წარმატებები ცეკვაში, თამარ! ;)
სულ ვფიქრობ, ერთადერთი პარტნიორია საჭირო, რომ მთელი ცხოვრება იცეკვო :) მომეწონა ლექსი. წარმატებები ცეკვაში, თამარ! ;)
17. ისეთი ლექსია, გიტარაზე სიმღერა რომ მომანდომა. გულწრფელი და მელოდიური. +5 ისეთი ლექსია, გიტარაზე სიმღერა რომ მომანდომა. გულწრფელი და მელოდიური. +5
16. ეგ უკვე არ ვიცი :D :D რა ლამაზი იყო :) ეგ უკვე არ ვიცი :D :D რა ლამაზი იყო :)
15. ჯანოს კომენტარმა გამაცინა:D საინტერესოა, აქ ფოლოსოფოსობას ვერ დავიწყებ, მაგრამ იმ გოგოს როდესმე გაახსენდები? ხომ საფიქრალია, რომ მასაც ახსოვხარ ჯანოს კომენტარმა გამაცინა:D საინტერესოა, აქ ფოლოსოფოსობას ვერ დავიწყებ, მაგრამ იმ გოგოს როდესმე გაახსენდები? ხომ საფიქრალია, რომ მასაც ახსოვხარ
14. რაღაც დამაკლდა. წლების წინ ქორწილში ერთი ლამაზი გოგო ვნახე, მე კი გამბედაობა არ მეყო საცეკვაოდ გამომეწვია. ჰო სწორედ ის გოგო დამაკლდა ახლა.
წარმატებები +2 (ჩემი მაქსიმუმი) რაღაც დამაკლდა. წლების წინ ქორწილში ერთი ლამაზი გოგო ვნახე, მე კი გამბედაობა არ მეყო საცეკვაოდ გამომეწვია. ჰო სწორედ ის გოგო დამაკლდა ახლა.
წარმატებები +2 (ჩემი მაქსიმუმი)
13. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
12. ა.ა.. ვცდილობ, კი. :) გმადლობთ. ა.ა.. ვცდილობ, კი. :) გმადლობთ.
11. "შენი გულისცემის სმენაში იმდენად გავერთე, უკვე საკუთარი გულისცემა მესმის შორიდან." -
მთავარი ღირსება ტანგოში პარტნიორის მოსმენაა. (არ ვგულისხმობ შოუ ტანგოს, რასაც თავად არგენტინელები საექსპორტო ტანგოს ეძახიან.) თქვენ ისე ზუსტად წერთ, მართლა ცეკვავთ ალბათ.
"შენი გულისცემის სმენაში იმდენად გავერთე, უკვე საკუთარი გულისცემა მესმის შორიდან." -
მთავარი ღირსება ტანგოში პარტნიორის მოსმენაა. (არ ვგულისხმობ შოუ ტანგოს, რასაც თავად არგენტინელები საექსპორტო ტანგოს ეძახიან.) თქვენ ისე ზუსტად წერთ, მართლა ცეკვავთ ალბათ.
10. არ თქვათ, რომ სიყვარულიც ცეკვავს.
არ თქვათ, რომ სიყვარულიც ცეკვავს.
9. კონკრეტულ ადამიანს რომ ეძღვნება ამას მივხვდი, შეფასება სწორედ ამიტომ განვაზოგადე. ჭეშმარიტება ზოგადშია, დეტალებში ... იცით ალბათ. კონკრეტულ ადამიანს რომ ეძღვნება ამას მივხვდი, შეფასება სწორედ ამიტომ განვაზოგადე. ჭეშმარიტება ზოგადშია, დეტალებში ... იცით ალბათ.
8. ძალიან დიდი მადლობა თემური57. არ ველოდი ასეთ კომენტარს. ძალიან მესიამოვნა, საინტერესო იყო. ოღონდ იმ კონკრეტული ცეკვას, რომელიც აქ აღვწერე, (კონკრეტულ ადამიანთან ერთად), დუდუკი ნამდვილად არ უხდება. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. ძალიან დიდი მადლობა თემური57. არ ველოდი ასეთ კომენტარს. ძალიან მესიამოვნა, საინტერესო იყო. ოღონდ იმ კონკრეტული ცეკვას, რომელიც აქ აღვწერე, (კონკრეტულ ადამიანთან ერთად), დუდუკი ნამდვილად არ უხდება. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.
7. ამ ლექსში პოეზიასთან ერთად მუსიკაც იღვრება. ეს ის შემთხვევა, როცა პოეზია ერთგვარ მონო-პროცესს კი არ მიჰყვება, რომელიც მშრალი და მოსაწყენია, როგორადაც გამომხატველი უნდა იყოს, არამედ ე.წ. მრავალხმოვანებას ამჟღავნებს. ხელოვნების რამდენიმე დარგი (მიმდინარეობა) ჰარმონიას ქმნის და ერთად აღებული სულს ასაზრდოებს. პოეზიას ეალერსება დუდუკის მოფარფატე, შორეული ჰანგები (ტანგოსაც არაუშავს, ვის, როგორ) და იმ სამყაროს იპყრობს, რომელშიც მკითხველი ლივლივებს და ამ ჰანგებზე მონოტონურად ირხევა, ცეკვავს.. ამასთან ხედავ, ქალს, ხავერდოვან, მეწამულ კაბაში და პოეზია და მუსიკა ფერწერითაც მდიდრდება. სანთლის შუქზე მოფარფატე სამი ფარვანა: ლიტერატურა, მუსიკა და სახვითი ხელოვნება სამაიას ღვთაებრივ, ზეციურ როკვას ასრულებს. მივესალმები ასეთ იმპროვიზაციას თუ ექსპერიმენტს, დარწმუნებული ვარ შემდეგი ნაბიჯები უფრო გაბედული იქნება. ეტრფის ხელოვნება გაბედულებას. ++ ამ ლექსში პოეზიასთან ერთად მუსიკაც იღვრება. ეს ის შემთხვევა, როცა პოეზია ერთგვარ მონო-პროცესს კი არ მიჰყვება, რომელიც მშრალი და მოსაწყენია, როგორადაც გამომხატველი უნდა იყოს, არამედ ე.წ. მრავალხმოვანებას ამჟღავნებს. ხელოვნების რამდენიმე დარგი (მიმდინარეობა) ჰარმონიას ქმნის და ერთად აღებული სულს ასაზრდოებს. პოეზიას ეალერსება დუდუკის მოფარფატე, შორეული ჰანგები (ტანგოსაც არაუშავს, ვის, როგორ) და იმ სამყაროს იპყრობს, რომელშიც მკითხველი ლივლივებს და ამ ჰანგებზე მონოტონურად ირხევა, ცეკვავს.. ამასთან ხედავ, ქალს, ხავერდოვან, მეწამულ კაბაში და პოეზია და მუსიკა ფერწერითაც მდიდრდება. სანთლის შუქზე მოფარფატე სამი ფარვანა: ლიტერატურა, მუსიკა და სახვითი ხელოვნება სამაიას ღვთაებრივ, ზეციურ როკვას ასრულებს. მივესალმები ასეთ იმპროვიზაციას თუ ექსპერიმენტს, დარწმუნებული ვარ შემდეგი ნაბიჯები უფრო გაბედული იქნება. ეტრფის ხელოვნება გაბედულებას. ++
6. დიდი მადლობა ნეფერტარ. ვიდეოებს აუცილებლად ვუყურებ. :) . .... დიდი მადლობა ნეფერტარ. ვიდეოებს აუცილებლად ვუყურებ. :) . ....
5. ლუტეციას:
https://www.youtube.com/watch?v=6lAKlYTQVKY ეს მით უმეტეს:
https://www.youtube.com/watch?v=tqLh6rQqkoA
და კიდევ ერთი "ააა კაცი" რო იტყვიან ისაა: https://www.youtube.com/watch?v=z5QnRTq_4bA
შენ 5 ქულა რა თქმა უნდა, პოეტო! ლუტეციას:
https://www.youtube.com/watch?v=6lAKlYTQVKY ეს მით უმეტეს:
https://www.youtube.com/watch?v=tqLh6rQqkoA
და კიდევ ერთი "ააა კაცი" რო იტყვიან ისაა: https://www.youtube.com/watch?v=z5QnRTq_4bA
შენ 5 ქულა რა თქმა უნდა, პოეტო!
4. ჯონათან, ტენდი, დიდი მადლობა. :) ჯონათან, ტენდი, დიდი მადლობა. :)
3. ვაჰ! კარგია, ლუტეცია. :)
5 ვაჰ! კარგია, ლუტეცია. :)
5
2. სწორად მიხვდით, ჯონათან. :) სწორად მიხვდით, ჯონათან. :)
1. ტანგოა ? :)
სასიამოვნოდ ლირიკული.
ტანგოა ? :)
სასიამოვნოდ ლირიკული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|