როგორც ფოთლები ზამთრისპირული, კანტი-კუნტი და ალაგ-ალაგი, ისე ცვივიან ჩემი ფიქრები ამ სიცივეში დედაქალაქის...
უკეთ: ფიქრებიც არ ეთქმის, ალბათ, გაღატაკებულ ოცნების ქურას, ამაოებამ რომლის კარებიც ასე ნათლად და ცხადად დახურა!
მკვდარია სული, ის აღარც არის, კარგა ხანია, რაც ხორცი სულმა ისე დატოვა, ისე გაწირა, ვით ჩემი ხსოვნა შენმა წარსულმა...
და ვიარები ასე, გაძრცვილად, პრიმიტიულად, სალთად, მარტივად, რადგანაც ლექსით და პოეზიით ცხოვრება არვინ არ მაპატია.
არ მაპატია ალბათ უფალმაც, რადგანაც მხოლოდ მისი განგებით ხდება ამ ქვეყნად თითქმის ყოველი და არც მზერიდან არ ვეკარგებით!
ჰოდა, არ უნდა, ძმაო, ეს ჩემი სტრიქონის სუსტი ნაწიბურები ვისაც კი ვიცნობ, ანდა ვინც მიცნობს, თითქმის არავის ქვეყნად სრულებით.
ყველა მოითხოვს რაღაც აბსტრაქტულს და ქიმერიულს, ჩემი გაგებით, ზოგი სამაჯურს, ანდა საყურეს, ანდა გულსაბნევს ოქროს ლაქებით.
ზოგი ბილეთბს თეატრისათვის, ანდა კინოსთვის, სულაც უბრალოდ, ზოგს ქურქი უნდა ძვირფას საჩუქრად, ან ბეწვეულის ლამაზი ჯვალო...
მოკლედ, ყველაფერს ითხოვენ ჩემგან, ყველაფერს, რაც კი არ გამაჩნია და ეს სიცოცხლე მკაცრი, მურდალი, ვით თეთრ ყვავს ძვალი, ყელში გამჩრია!
ყველაფრისათვის მეტყვიან ქებას, ხოტბას, დიდებას და სამადლობელს, ოღონდაც იმას ნუ შევეხები, იმ უწმინდესს და უუმნათობლესს.
ოღონდაც სტრიქონს ნუ მივაჩეჩებ, ნუ წავუკითხავ ლექსს აღტაცებით, ნუ შევაჩერებ პოეზიისთვის მარულას მათი დიდი განცდების!
უცნაურია დრო-ჟამი სულ მთლად, ან მე ვერ ვხვდები, ირგვლივ რა ხდება, რა აქვთ საწუხარ-სადარდებელი, ანდა ვინ რატომ რითი ლაღდება!..
ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. და შენ არ იცი რომ ის სამოთხე, რაც გაუმზადათ ბედმა,განგებამ, ისე ჩაქრება დროის ბურანში და რომ ნემსივით დაიკარგება? ხოლო ჯოჯოხეთს,შენ რომ ამბობდი, დაჰკრავს სხვა ფერი და მისტერია, შენ შეხვალ ლექსით და პოეზიით და ტაშს დაგიკრავს მთელი ერია მაგ ჯოჯოხეთში,რომელიც მჯერა, რომ ბევრად სჯობნის სხვათა სამოთხეს და ვის საითკენ გაურბის მზერა, მეც ვერ გავიგე უნდა გამოვტყდე...:)
+777 და შენ არ იცი რომ ის სამოთხე, რაც გაუმზადათ ბედმა,განგებამ, ისე ჩაქრება დროის ბურანში და რომ ნემსივით დაიკარგება? ხოლო ჯოჯოხეთს,შენ რომ ამბობდი, დაჰკრავს სხვა ფერი და მისტერია, შენ შეხვალ ლექსით და პოეზიით და ტაშს დაგიკრავს მთელი ერია მაგ ჯოჯოხეთში,რომელიც მჯერა, რომ ბევრად სჯობნის სხვათა სამოთხეს და ვის საითკენ გაურბის მზერა, მეც ვერ გავიგე უნდა გამოვტყდე...:)
+777
33. სიტყვები, მეტი სიტყვებზე სიტყვები, მეტი სიტყვებზე
32. ძნელია პოეტობა : )
კარგია ძალიან ++
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი... ძნელია პოეტობა : )
კარგია ძალიან ++
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
31. გენაცვალეეეე,მაგარი ხარ გენაცვალეეეე,მაგარი ხარ
29. ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!? ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
28. ჰოდა, არ უნდა, ძმაო, ეს ჩემი სტრიქონის სუსტი ნაწიბურები :):) უნდათ!!! უნდააააათ!!!:) ჰოდა, არ უნდა, ძმაო, ეს ჩემი სტრიქონის სუსტი ნაწიბურები :):) უნდათ!!! უნდააააათ!!!:)
27. შენიშვნები თუ გინდა ისე წერე, რომ დაიმსახურო :) შენიშვნები თუ გინდა ისე წერე, რომ დაიმსახურო :)
26. ჭირიმე შენი ჭირიმე შენი
25. კარგია, კიდევ ერთი კარგი პეტი! მადლობა თქვენ. კარგია, კიდევ ერთი კარგი პეტი! მადლობა თქვენ.
24. ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
რაა მიზანი?... :( ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
რაა მიზანი?... :(
23. საუკეთესოა. მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
იოანე ოქროპირს აქვს ნათქვამი: " სამი რამ გამაკვირვებს ძალიან 1. სამოთხეში ისეთი ხალხის ხილვა, რომლებსაც იქ არ ველოდი. 2. იქ, ისეთი ხალხის არყოფნა, რომლებსაც ველოდი და 3. მე თავად თუ მოვხვდები სამოთხეშიო" ასე რომ, არავინ არ იცის რა გველის :) საუკეთესოა. მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
იოანე ოქროპირს აქვს ნათქვამი: " სამი რამ გამაკვირვებს ძალიან 1. სამოთხეში ისეთი ხალხის ხილვა, რომლებსაც იქ არ ველოდი. 2. იქ, ისეთი ხალხის არყოფნა, რომლებსაც ველოდი და 3. მე თავად თუ მოვხვდები სამოთხეშიო" ასე რომ, არავინ არ იცის რა გველის :)
22. სწორი აღწერაააა 5 სწორი აღწერაააა 5
20. რადგანაც ლექსით და პოეზიით ცხოვრება არვინ არ მაპატია.
:( ასეა........ სამწუხაროდ...... და კითხვა - მარადიული
სამოთხე-ჯოჯოხეთს უფალი მოაბამს თავს თქვენ ჯვარი გეწეროთ. რადგანაც ლექსით და პოეზიით ცხოვრება არვინ არ მაპატია.
:( ასეა........ სამწუხაროდ...... და კითხვა - მარადიული
სამოთხე-ჯოჯოხეთს უფალი მოაბამს თავს თქვენ ჯვარი გეწეროთ.
19. რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!? -ალბათ იმიტომ, რომ ლექსები წეროს...(ლექსი ხომ ლოცვებივითაა)555555555 რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!? -ალბათ იმიტომ, რომ ლექსები წეროს...(ლექსი ხომ ლოცვებივითაა)555555555
18. ,,...რადგანაც ლექსით და პოეზიით ცხოვრება არვინ არ მაპატია...’’ მე ეს ტაეპი მომეწონა ყველაზე მეტად... და კიდევ, ის სტროფი: ,,ოღონდაც სტრიქონს ნუ მივაჩეჩებ...’’ და ბოლომდე... გულს მომხვდა პოეტის სატკივარი... მაგრამ ასეა... ვერაფერს ვიზამთ... :) რაც შეეხება შენიშვნებს... აქ თავად სათქმელი იმდენად გიტაცებს, რომ ფორმაზე სულ ვეღარ ვფიქრობ და ეს არის ალბათ, ავტორის გამარჯვებაც... ლექსი, მე მგონი, მოეწონება ტრადიციულის მოტრფიალესაც და ახლი ფორმის მძებნელსაც, რადგან სათქმელია ყველა ფორმასა და უფორმობაზე უფრო მთავარი! პატივისცემით... ,,...რადგანაც ლექსით და პოეზიით ცხოვრება არვინ არ მაპატია...’’ მე ეს ტაეპი მომეწონა ყველაზე მეტად... და კიდევ, ის სტროფი: ,,ოღონდაც სტრიქონს ნუ მივაჩეჩებ...’’ და ბოლომდე... გულს მომხვდა პოეტის სატკივარი... მაგრამ ასეა... ვერაფერს ვიზამთ... :) რაც შეეხება შენიშვნებს... აქ თავად სათქმელი იმდენად გიტაცებს, რომ ფორმაზე სულ ვეღარ ვფიქრობ და ეს არის ალბათ, ავტორის გამარჯვებაც... ლექსი, მე მგონი, მოეწონება ტრადიციულის მოტრფიალესაც და ახლი ფორმის მძებნელსაც, რადგან სათქმელია ყველა ფორმასა და უფორმობაზე უფრო მთავარი! პატივისცემით...
17. შენიშვნები მინდა, ოღონდ დასაბუთებული და თვალსაჩინო არგუმენტებით გამყარებული!
პატივისცემით შენიშვნები მინდა, ოღონდ დასაბუთებული და თვალსაჩინო არგუმენტებით გამყარებული!
პატივისცემით
16. ლექსი რა თქმა უნდა კარგია. ალაგ-ალაგ ცოტა სუსტი რითმა იყო, ალბათ თვითონაც მოგეხსენებათ :) ლექსი რა თქმა უნდა კარგია. ალაგ-ალაგ ცოტა სუსტი რითმა იყო, ალბათ თვითონაც მოგეხსენებათ :)
15. მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი... მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
14. 5555555555555 5555555555555
12. ბრწყინვალეა! "რისთვის მოსულა ადამიანი აქ,ამ დალოცვილ დედამიწაზე?!" ბრწყინვალეა! "რისთვის მოსულა ადამიანი აქ,ამ დალოცვილ დედამიწაზე?!"
11. მშვენიერია! მშვენიერია!
10. ძალიან კარგია :)
არაჩვეულებრივი :) ძალიან კარგია :)
არაჩვეულებრივი :)
9. ''და ვიარები ასე, გაძრცვილად, პრიმიტიულად, სალთად, მარტივად, რადგანაც ლექსით და პოეზიით ცხოვრება არვინ არ მაპატია''...
ძალიან კარგი ლექსია, ბატონო მიშა!
და ეს სტროფი გამახსენდა ლექსიდან ''ვინ გაპატიებს'', რომელიც გამორჩეულად მიყვარს თქვენი შემოქმედებიდან:
''ვინ გაპატიებს, გიყვარდეს ისე, არ ჰყვარებია როგორც არავის, თუ დაიბადე პოეტის ჯიშზე, შენთვის საშველი ქვეყნად არ არის!''..
5 ``და ვიარები ასე, გაძრცვილად, პრიმიტიულად, სალთად, მარტივად, რადგანაც ლექსით და პოეზიით ცხოვრება არვინ არ მაპატია``...
ძალიან კარგი ლექსია, ბატონო მიშა!
და ეს სტროფი გამახსენდა ლექსიდან ``ვინ გაპატიებს``, რომელიც გამორჩეულად მიყვარს თქვენი შემოქმედებიდან:
``ვინ გაპატიებს, გიყვარდეს ისე, არ ჰყვარებია როგორც არავის, თუ დაიბადე პოეტის ჯიშზე, შენთვის საშველი ქვეყნად არ არის!``..
5
8. ჰოდა, არ უნდა, ძმაო, ეს ჩემი სტრიქონის სუსტი ნაწიბურები ვისაც კი ვიცნობ, ანდა ვინც მიცნობს, თითქმის არავის ქვეყნად სრულებით.
ნაღდი პოეტის უმძიმესი განცდა! ყოჩაღ, მიშა! ჰოდა, არ უნდა, ძმაო, ეს ჩემი სტრიქონის სუსტი ნაწიბურები ვისაც კი ვიცნობ, ანდა ვინც მიცნობს, თითქმის არავის ქვეყნად სრულებით.
ნაღდი პოეტის უმძიმესი განცდა! ყოჩაღ, მიშა!
7. ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
მართლაც რისთვის?.... ძალიან კარგი ლექსია...:) 5 ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
მართლაც რისთვის?.... ძალიან კარგი ლექსია...:) 5
6. რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
კარგია, მიშა!
რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
კარგია, მიშა!
5. მოკლედ, ყველაფერს ითხოვენ ჩემგან, ყველაფერს, რაც კი არ გამაჩნია და ეს სიცოცხლე მკაცრი, მურდალი, ვით თეთრ ყვავს ძვალი, ყელში გამჩრია!
ასეთი ტკვილის მერე სამოთხის კარს არავინ ჩაგირაზავთ :) მოკლედ, ყველაფერს ითხოვენ ჩემგან, ყველაფერს, რაც კი არ გამაჩნია და ეს სიცოცხლე მკაცრი, მურდალი, ვით თეთრ ყვავს ძვალი, ყელში გამჩრია!
ასეთი ტკვილის მერე სამოთხის კარს არავინ ჩაგირაზავთ :)
3. ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
---ამას ხელითაც გადმოვწერდი,არ დამეზარებოდა--- ბოლოს და ბოლოს, რაა მიზანი მათი ან ჩემი, ანდა, ვთქვათ ასე, რისთვის მოსულა ადამიანი აქ, ამ დალოცვილ დედამიწაზე!?
არა, ვერასდროს გავუგებთ, ალბათ, ერთმანეთს, მე და ეს ხალხი ირგვლივ, მათ სამოთხისთვის ამზადებს ბედი, მე კი ჯოჯოხეთს მპირდება იგი...
---ამას ხელითაც გადმოვწერდი,არ დამეზარებოდა---
2. ნიჭიერი კაცის კარგი ლექსი.. :) ნიჭიერი კაცის კარგი ლექსი.. :)
1. საინტერესო ხედვაა მეგობარო!!! გილოცავ!!! საინტერესო ხედვაა მეგობარო!!! გილოცავ!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|