ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2016


ქალბატონს, რომელსაც თოვლში ცეკვა უყვარდა

სულ ვალსის რიტმში მოცეკვავე, კისკისა გოგოს,
სითბოში გაზრდილ და ნაფერებ ოთახის ყვავილს,
მერე კი უცებ,
გულგრილი ხელით  ქუჩაში გადგმულს
სიცოცხლით სავსეს,
წუთისოფელმა გადაგხადა თბილი  საფარი.
არ ვიცი, რისთვის გაგწირა ასე,
რატომ დაგარქვა უმწეო და მიუსაფარი.
როგორც გჩვეოდა,
თავს არ აკადრე ცრემლი და სევდა.
მოულოდნელად,
გადამალული ფრთები გაშალე ...
კვლავ ლაღად ცეკვავ,
აფრიალებ ღრუბლების კაბებს -
ზეცაა შენი
სასახლეც და თავშესაფარიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები