ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2016


ვინ ი ც ი ს

არ  მითხრათ  ახლა,  ბედნიერება
არისო  სადღაც,  ზღაპრული  სახით.
გვეთამაშება  ცხოვრება  როცა,
კაკანათით  და ზოგჯერაც  მახით.
არსებობს?    რაღაც,    თუნდაც  ისეთი,
სიყვარულს  გულწრფელს  მოჰგავდეს  სახით,
გრძნობადი,  თბილი,  სათუთით    ხიბლით,
რომელსაც,  სახელს  დავარქმევთ  გათვლით.
ნათელი    ჩანდეს,  ცოტათი  ბინდად
თუკი,  ბოგანო    მიგიჩნევს  ბრიყვად,
პატარა  იყო  და  იყო  დიდად.
სიკეთე  თესო  და იყო  ხიდად.
და  იშვი  მიწად  და  იქცე  მიწად,
ფათერაკისთვის  მზადმყოფი  ფხიზლად.
არ  ანაღვლებდე    შენ,  არვის  დიდად.

??  ?    ?    ?    ?      ?      ?      ?    ?    ?    ?

მოჩანს  მენავე ,  სანაპიროზე, 
უნიჩბო  ნავზე  სისხლდაქცეული.
ფხიზლობს  მეძავე  ღამის დარაჯად
ქერა  კულულით,  ქანცმილეული.
შეება  როცა  მამალი  ღამეს,
თვითმკვლელი  ითვლის
ტკბილ  ბოლო  წამებს
მხატვარი  ზის  და  აუღელვებლად
ტილოზე  ვნებით  ახამებს  ფერებს.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები