ღამემ - უღამობა დაგვაწყევლა, ძილში - უძილობა დამესიზმრა. ფიქრებმა ეკლები გამოისხეს, ერთად გამოგვყარეს ხალისიდან. ვერ გღლი უგზოუკვლოდ სიარულით, არც საყვედურებით მაწუხებდი, ისევ გამოვფატრეთ სიყვარული - სხეულში დავფლითეთ მარწუხებით. მე სულ არ მადარდებს უცოლობა, შენ კი - შემკრთალი ხარ სიმორცხვისგან. არა და, ორივეს რომ გვდომოდა, ვინ იცის,რამდენ ხანს იცოცხლებდა. ვიდრე ამ ტკივილებს გავფლანგავდეთ, ძილი - შვებაა და მრუმე უმზეობა - ჰაერია. მღვიძავს, დავითვალე სამასამდე, უკვე სათვალავიც ამერია. ჩვენი სავალთვალო კოშკებიდან ხედი კოშმარებზე ისევ არის. ნათელ მოგონებებს შეერია სპლინი, უხეირო მეგობარი. ფინთად იჭყიტება ღრიჭოებში წუხილი - ტყესავით უსიერი. შარში გახვეული ბიჭებისთვის გამოსავალია უდიერი. სერზე მიდიოდა სამი მგელი: შიში, სიმხდალე და სიმარტოვე. შენ მაინც რამდენხანს გამიძელი, შარვალიც მორჩილად მიუთოვე. ვიდრე ბაწარივით გაგვაბამენ, ყოველდღიურობა დაგვიბრალებს, იქნებ, წახვიდე და დამეკარგო, შეძლო - დამტოვო და დამემალო. კუთხეში უთქმელად ჩამოჯდები, დამსჯი სიფრიფანა სიბეჩავით. ვფიცავ, გაპატიებ მორჩილებას, მზერას თუ გამაცლი ნუგეშნარევს. ღიად დარჩენილი სარკმელიდან აისის ქირქილი შემომესმა. ცეცხლში გაფილტრული ნახშირივით ეს ღამეც თითებში შემომეფშვნა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. :) მომწონს
''ჩვენი სავალთვალო კოშკებიდან ხედი კოშმარებზე ისევ არის.''
:) მომწონს
``ჩვენი სავალთვალო კოშკებიდან ხედი კოშმარებზე ისევ არის.``
8. თამამი და გულწრფელი შესანიშნავი ლექსი!! თამამი და გულწრფელი შესანიშნავი ლექსი!!
7. იყო ადგილები კარგი...:) იყო ადგილები კარგი...:)
6. კარგია,ბრავო! კარგია,ბრავო!
5. წერა რომ შემძლებოდა , ამ ლექსს მე დავწერდი, ალბათ :))) წერა რომ შემძლებოდა , ამ ლექსს მე დავწერდი, ალბათ :)))
4. მოგიკითხე ქალბატონო ლუბა!!! კარგი რა თქმა უნდა!!! გაიხარე შენა!!! მოგიკითხე ქალბატონო ლუბა!!! კარგი რა თქმა უნდა!!! გაიხარე შენა!!!
3. მშვენიერია! მიხარია აქ რომ გხედავთ. მშვენიერია! მიხარია აქ რომ გხედავთ.
2. სერზე მიდიოდა სამი მგელი შიში, სიმხდალე და სიმარტოვე...
ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის. :) სერზე მიდიოდა სამი მგელი შიში, სიმხდალე და სიმარტოვე...
ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის. :)
1. რა კარგად ჩანს აკრძალულის ხიბლი.
და რა მელოდიურია...
რა კარგად ჩანს აკრძალულის ხიბლი.
და რა მელოდიურია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|