| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 5 აპრილი, 2016 |
მინდა რომ ვიყო პატარა, უდარდელი და უზრუნველი, საოცნებო და ნანატრი შვილი მშობლებისა. მაგრამ, არა ვაჟის მოლოდინიმედგამცრუებელი, ნასაყვედურალი მუქზღვისფერთვალება ქერა გოგონა, როგორც ეს სინამდვილეში იყო. მინდა რომ დავრბოდე ახალფეხადგმული ჩემი სოფლის ჭალებსა და ველ-მინდორზე, ახლადამობიბინებულ ბალახზე, თან ფეხს ვარიდებდე, რომ არ დაიჭყლიტოს. მინდა დედა მეფერებოდეს ისევ პატარას, უსუსურს, მისი ხელების სითბოს, სიძლიერეს და სიყვარულს ვეალერსებოდე, მასზე დიდი იმედებით მიყრდნობილი. მინდა დედა იყოს ისევ ისე ახალგაზრდა, მშვენიერი, მომხიბლველი, ძალზე ლამაზი, როგორც მაშინ, მე რომ ხელში მიყვანდა და მიხუტებდა. მინდა დაბრუნდეს ის დრო მამა, ცოცხალი რომ მყავდა, ოღონდ არავინ იფიქროს, რომ მე უკვე დიდი ვარ და რაღა დროს მამაა.. მინდა მამას ისევ ისე ვუფრთხილდებოდე, უკან მივდევდე, უსუსური დამცველივით, როგორც მაშინ, რომ ვუთვალთვალებდი თვალს რომ მოეფარებოდა, ვინმემ რამე არ დაუშავოსო და მასთან, რომ მივრბოდი. მინდა ბუჩქებს გარშემო დავრბოდეთ კიჟინით და ვკეკემალულაობდეთ, როგორც ამას მაშინ ვეძახდით ბავშვები, მინდა ყვავილებს ვეფერებოდე პაწია თათუნებით და სხვებსაც ვეუბნებოდე, რომ ზედ არ შემდგარიყვნენ და გაფრთხილებიყვნენ, ისე როგორც მე ვუფრთხილდებოდი მათ მაშინ, მინდა მზე ისევ ისე ლამაზად ამოდიოდეს აღმოსავლეთიდან ჩვენი კაკლების ტოტებიდან,, როგორც მაშინ. მინდა ისევ მერცხლების ჭიკ-ჭიკი და ტოროლების გალობა მაღვიძებდეს დილა-ჟიჟრიბანდზე. ძალიან მინდა დედა დიდხანს მყავდეს ჯანმრთელი და გახარებული და ჩემი ნინი, ნიკოლოზი და ქრისტი ბედნიერები იყვნენ მუდამ 100 წელზე მეტ ხანს ამქვეყნად . მინდა მზე მუდამ ამოდიოდეს ამ ცაზე, ათბობდებ ყველგან და სიცოცხლეს ამუდმივებდეს დედამიწის ზურგზე. წყალი უხვად დიოდეს დედამიწაზე, პური პურობდეს , ჰაერი სუფთა იყოს და ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეს, ზრუნავდნენ ერთმანეთზე. არ იყოს შური და მტრობა, სიკეთეს სწავლობდნენ დაბადებიდან დედაენასავით ადამიანები.ფრინველები და ცხოველები მცირედ იკვებებოდნენ ხილით, ბალახით, ფოთლებით, პურით., მინდა რომ ყვაოდეს ქვეყანა... სულ გაზაფხული იყოს უნდა გაწვიმდეს? მზიანი დღე რომ დადგეს? გრიგალი უნდა ამოვარდეს. მშვიდობიანი დღე რომ დავაფასოთ?, ა რ ა და ა რ ა! დ ი ა ხ. მინდა რომ, დრო არ გვატყობდეს თავის კვალს სახეზე, ხელებზე, გარეგნობას არ გვტაცებდეს ფარულად, არ გვებრძოდეს, არ გვჯობნიდეს, და არ გამოითვლებოდეს წლებით, დღეებით, საათებით, წამებით და წუთებით. ძალიან მინდა მქონდეს უსასრულო ბაღი ყვავილებისა: ორქიდეათა ყველა სახეობით, ვარდებით, იასამნებითა და ულამაზესი ყვავილებით სავსე და არ იყოს სიცივე და არაფერი ისეთი რაც მათ სიცოცხლესა და ყვავილობაში შეუშლის ხელს. ანდა შეუქმნის საფრთხეს. მინდა, ჩემი მზეზე ყოფნის ბოლოს ჩემი უსიცოცხლო სხეული აღარ ჩანდეს უამრავ ყვავილში და იყოს მუსიკა, სიჩუმე და ხეთა ფოთლები შრიალით მემშვიდობებოდნენ... არ მიყვარს ცრემლები და გოდება, იყოს მხოლოდ დუმილი და ღიმილი. მინდა ამ დროსაც ყველაფერი იყოს ასე ლამაზი, როგორც მას აღვიქვამ და ვამბობ ამწუთას....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ეგ რომელი გრიბოედოვი მომიყვანეთ აქ სიყვარულის ნიმუშად მიშა რატიანო, ნინო ჭავჭავაძეს "სუკას" რომ ეძახდა? და მაგ ეპიტაფია უნდა ავიწებო შუბლზე ? იქნებ შენ "Нина Чавчавадзе сука" აიწებო შუბლზე ?
რა გაუნათლებლობაა ბოლოს და ბოლოს? სიტყვა "ნარატივი" რომ არ არსებობდეს ნეტავი რა გეშველებოდათ? გესმოდეთ მაინც მისი შინაარსი. მიუხედავად თქვენი ხანგრძლივი ემიგრაციისა, მაინც სსრკ მენტალიტეტით აზროვნებთ, მის მეხოტბედ და გეორგიევსკის ტრაქტატის იმ ქვეშევრდომად დარჩით, გრიბოედოვის და ნინა ჭავჭავაძის ცოლქმრობა ზნეობრივ ნორმად რომ მიაჩნდა. თუ საყვარელი მამაკაცი და ქმარი ცოლს "სუკას" უწოდებს, იმასაც სახალხოდ იტყვის როგორ დადის შილიფად ჩაცმული ოთხაში "ქმრის" ყურადღების მისაქცევად, როცა ქმარი ფორუმზე ვირტუალურ საყვარელს ეჭუკჭუკება,
ჩემდათავად მიმიფურთხებია ეგეთი ქმრისთვის და ეგეთი "სიყვარულისთვის." მარადიულ სიყვარულს ღირებულებას ვერც ნექტარის ნაწერები შეუცვლის და ვერც შექსპირის შემოქმედება. თქვენ რა თქმა უნდა არ უნდა გჯეროდეთ მარადიული სიყვარულის რადგან ღმერთმა დაგსაჯათ და მის გარეშე დაბერდით. გულახდილად გეტყვით რომ თქვენზე, ნამდვილად ახია.
ეგ რომელი გრიბოედოვი მომიყვანეთ აქ სიყვარულის ნიმუშად მიშა რატიანო, ნინო ჭავჭავაძეს "სუკას" რომ ეძახდა? და მაგ ეპიტაფია უნდა ავიწებო შუბლზე ? იქნებ შენ "Нина Чавчавадзе сука" აიწებო შუბლზე ?
რა გაუნათლებლობაა ბოლოს და ბოლოს? სიტყვა "ნარატივი" რომ არ არსებობდეს ნეტავი რა გეშველებოდათ? გესმოდეთ მაინც მისი შინაარსი. მიუხედავად თქვენი ხანგრძლივი ემიგრაციისა, მაინც სსრკ მენტალიტეტით აზროვნებთ, მის მეხოტბედ და გეორგიევსკის ტრაქტატის იმ ქვეშევრდომად დარჩით, გრიბოედოვის და ნინა ჭავჭავაძის ცოლქმრობა ზნეობრივ ნორმად რომ მიაჩნდა. თუ საყვარელი მამაკაცი და ქმარი ცოლს "სუკას" უწოდებს, იმასაც სახალხოდ იტყვის როგორ დადის შილიფად ჩაცმული ოთხაში "ქმრის" ყურადღების მისაქცევად, როცა ქმარი ფორუმზე ვირტუალურ საყვარელს ეჭუკჭუკება,
ჩემდათავად მიმიფურთხებია ეგეთი ქმრისთვის და ეგეთი "სიყვარულისთვის." მარადიულ სიყვარულს ღირებულებას ვერც ნექტარის ნაწერები შეუცვლის და ვერც შექსპირის შემოქმედება. თქვენ რა თქმა უნდა არ უნდა გჯეროდეთ მარადიული სიყვარულის რადგან ღმერთმა დაგსაჯათ და მის გარეშე დაბერდით. გულახდილად გეტყვით რომ თქვენზე, ნამდვილად ახია.
10. ბატონო მიშა!, რაღა თქმა უნდა საკუთარი აზრი და ნაფიქრალი ძვირფასია და თქვენ რომ სიყვარულის ჭეშმარიტებას ფლობთ , მეგობარ-ნაცნობთა არდავიწყება-გულითტარებიდან კარგად ვხედავთ.
საკმაოდ პატივისცემას იმსახურებთ და თქვენდამი კეთილგანწყობა არასოდეს შემეცვლება. მადლობელი ვარ დამერწმუნეთ თქვენი ყურადრებით ვკითხულობ თქვენს აზრებს და ასე იქნება მუდამ.
აქვე მამაკაცური სიყვარულის ერთ უბერებელ მაგალითად გავისხენებ, ილტოსპირელის ნათქვამს, გრიბოედოვი რომ არ შევაწუხო, მაინც უცხოელია ჩემთვის :
" ოხ, ფიქრებს, შენიდან ჩემამდე, ლამის არს, ხელებში შევადნე."
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. ბატონო მიშა!, რაღა თქმა უნდა საკუთარი აზრი და ნაფიქრალი ძვირფასია და თქვენ რომ სიყვარულის ჭეშმარიტებას ფლობთ , მეგობარ-ნაცნობთა არდავიწყება-გულითტარებიდან კარგად ვხედავთ.
საკმაოდ პატივისცემას იმსახურებთ და თქვენდამი კეთილგანწყობა არასოდეს შემეცვლება. მადლობელი ვარ დამერწმუნეთ თქვენი ყურადრებით ვკითხულობ თქვენს აზრებს და ასე იქნება მუდამ.
აქვე მამაკაცური სიყვარულის ერთ უბერებელ მაგალითად გავისხენებ, ილტოსპირელის ნათქვამს, გრიბოედოვი რომ არ შევაწუხო, მაინც უცხოელია ჩემთვის :
" ოხ, ფიქრებს, შენიდან ჩემამდე, ლამის არს, ხელებში შევადნე."
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
9. ნექტარ... ის, რა შეგონებითაც დაიხარჯეთ ახლა, მარწმუნებს რომ კატასტროფულად შორს ხართ იმ ფენომენისგან, რასაც შემოქმედება ჰქვია... თქვენთან ერთად მოგზაურობენ ნეფერტარიც და გულიანაც.
მოკლედ და გასაგებად გეტყვით და იმედია მიხვდებით: აიღეთ და გადაიღეთ მხატვრული ფილმი ამ ნაწერის მიხედვით. შეძლებთ? - ცხადია, ვერა, რადგან თქვენ არ იცით კინოწარმოება, არ შეგიძლიათ მსახიობების სწორად შერჩევა, არ იცით მონტაჟსა და ეფექტებზე მუშაობა, წარმოდგენა არა გაქვთ ხმის დადების ტექნიკაზე და გაგებაში არ ხართ, როგორ მუშაობს კამერა... უნდა დაგვეწყო იმით, რომ სცენარი როგორ კეთდება, არც ეგ იცით...
ამდენად გამოვა ძალიან უხარისხო ვიდეოჩანაწერი და სრულიად არა აქვს მნიშვნელობა როგორ ამაღლებულ სიყვარულს მიუძღვნით იმ "ფილმს". მოგიწონებენ ნეფერტარები და გულიანები, რადგან არც მათ ესმით კინოსი არაფერი... სულ ეს არის! - რა შუაშია კაცისა და ქალის ემოციები, ან თემის სიღრმე?
წერის ტექნიკის ვერფლობაზე ვლაპარაკობ და მიმტკიცებთ, რომ ის რაც არ შეგიძლიად, ვერ მითხარით, ვერ მომიყევით, ვერ განმაცდევინეთ... - თურმე ჩემი ბრალია და არავითარ შემთხვევაში, თქვენი.
მირჩევნია დავამთავროთ საუბარი, თორემ მგონია, რაღაც ყრუ სამყაროს შევეჯახე, სადაც უბრალოდ ყურები არა აქვს არავის და არავითარ ხმამაღალ ნათქვამს არა აქვს აზრი.
მარადიული სიყვარული აღარ მიხსენოთ, ძალიან გთხოვთ... მარადიული სიყვარულის რომ გესმოდეთ თქვენ და თქვენს ქომაგებს, ამ აშკარა მდარე და შეურაცხმყოფელ ნარატივს კი არ მოიწონებდით, ან გაჩუმდებოდით და შენიშვნებს გაითვალზისწინებდით... და ან წაშლიდით საერთოდ.
გრიბოედოვის საფლავზე აბრძანდით, წაიკითხეთ ეპიტაფია და შუბლზე აიწებეთ ყველამ ერთად, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, როგორ გამოიხატება იგი და როგორია ჭეშმარიტი ქართული, სამაგალითო, სულისშემძვრელად თავშეკავებული და შინაგანად ძარღვებდაჭიმული ტრაგიზმის ჰიმნი!. ნექტარ... ის, რა შეგონებითაც დაიხარჯეთ ახლა, მარწმუნებს რომ კატასტროფულად შორს ხართ იმ ფენომენისგან, რასაც შემოქმედება ჰქვია... თქვენთან ერთად მოგზაურობენ ნეფერტარიც და გულიანაც.
მოკლედ და გასაგებად გეტყვით და იმედია მიხვდებით: აიღეთ და გადაიღეთ მხატვრული ფილმი ამ ნაწერის მიხედვით. შეძლებთ? - ცხადია, ვერა, რადგან თქვენ არ იცით კინოწარმოება, არ შეგიძლიათ მსახიობების სწორად შერჩევა, არ იცით მონტაჟსა და ეფექტებზე მუშაობა, წარმოდგენა არა გაქვთ ხმის დადების ტექნიკაზე და გაგებაში არ ხართ, როგორ მუშაობს კამერა... უნდა დაგვეწყო იმით, რომ სცენარი როგორ კეთდება, არც ეგ იცით...
ამდენად გამოვა ძალიან უხარისხო ვიდეოჩანაწერი და სრულიად არა აქვს მნიშვნელობა როგორ ამაღლებულ სიყვარულს მიუძღვნით იმ "ფილმს". მოგიწონებენ ნეფერტარები და გულიანები, რადგან არც მათ ესმით კინოსი არაფერი... სულ ეს არის! - რა შუაშია კაცისა და ქალის ემოციები, ან თემის სიღრმე?
წერის ტექნიკის ვერფლობაზე ვლაპარაკობ და მიმტკიცებთ, რომ ის რაც არ შეგიძლიად, ვერ მითხარით, ვერ მომიყევით, ვერ განმაცდევინეთ... - თურმე ჩემი ბრალია და არავითარ შემთხვევაში, თქვენი.
მირჩევნია დავამთავროთ საუბარი, თორემ მგონია, რაღაც ყრუ სამყაროს შევეჯახე, სადაც უბრალოდ ყურები არა აქვს არავის და არავითარ ხმამაღალ ნათქვამს არა აქვს აზრი.
მარადიული სიყვარული აღარ მიხსენოთ, ძალიან გთხოვთ... მარადიული სიყვარულის რომ გესმოდეთ თქვენ და თქვენს ქომაგებს, ამ აშკარა მდარე და შეურაცხმყოფელ ნარატივს კი არ მოიწონებდით, ან გაჩუმდებოდით და შენიშვნებს გაითვალზისწინებდით... და ან წაშლიდით საერთოდ.
გრიბოედოვის საფლავზე აბრძანდით, წაიკითხეთ ეპიტაფია და შუბლზე აიწებეთ ყველამ ერთად, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, როგორ გამოიხატება იგი და როგორია ჭეშმარიტი ქართული, სამაგალითო, სულისშემძვრელად თავშეკავებული და შინაგანად ძარღვებდაჭიმული ტრაგიზმის ჰიმნი!.
8. უღრმესი მადლობა მუხა!
ასევე გილოცავთ ხარებობას, მრავლის მოსწრებასა და წმინდანთა მუდმივ მფარველობას გისურვებთ.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი/ უღრმესი მადლობა მუხა!
ასევე გილოცავთ ხარებობას, მრავლის მოსწრებასა და წმინდანთა მუდმივ მფარველობას გისურვებთ.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი/
7. ძალიან კარგი სურვილებია. აგვსრულებოდეს ასევე ჩვენც. ხარებას გილოცავ. ძალიან კარგი სურვილებია. აგვსრულებოდეს ასევე ჩვენც. ხარებას გილოცავ.
6. გმადლობთ ცისარტყელა. უბრალოდ ლამაზდ უნდა წარმოიდგინო ყველაფერი, ეს ხომ ხდება რეალობაში, ცხოვრებისეულია და სინამდვილესთან განუყოფელი.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. გმადლობთ ცისარტყელა. უბრალოდ ლამაზდ უნდა წარმოიდგინო ყველაფერი, ეს ხომ ხდება რეალობაში, ცხოვრებისეულია და სინამდვილესთან განუყოფელი.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
5. დამაჟრიალა .... ^^ დამაჟრიალა .... ^^
4. დიდად მადლობელი ვარ ჩემო კარგო-გულიანა,
ეგ კი, არ მოხდება უფლის წყალობით და შემწეობით....
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. დიდად მადლობელი ვარ ჩემო კარგო-გულიანა,
ეგ კი, არ მოხდება უფლის წყალობით და შემწეობით....
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. ლამაზი სამყაროს ფერიობა დიდებსაც უხდებათ.უმთავრესია რომ გული არ წახდეს ... მომეწონა . ლამაზი სამყაროს ფერიობა დიდებსაც უხდებათ.უმთავრესია რომ გული არ წახდეს ... მომეწონა .
2. უდიდესი მადლობა - ქ-ნო თამარ .
პატივისცემით ნექტარი. უდიდესი მადლობა - ქ-ნო თამარ .
პატივისცემით ნექტარი.
1. მინდა რომ ვიყო პატარა, უდარდელი და უზრუნველი, საოცნებო და ნანატრი შვილი მშობლებისა. მაგრამ, არა ვაჟის მოლოდინიმედგამცრუებელი, ნასაყვედურალი მუქზღვისფერთვალება ქერა გოგონა, როგორც ეს სინამდვილეში იყო.
მომეწონა!
მინდა რომ ვიყო პატარა, უდარდელი და უზრუნველი, საოცნებო და ნანატრი შვილი მშობლებისა. მაგრამ, არა ვაჟის მოლოდინიმედგამცრუებელი, ნასაყვედურალი მუქზღვისფერთვალება ქერა გოგონა, როგორც ეს სინამდვილეში იყო.
მომეწონა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|