გინდა - სევდიანს გაგიხსენებ, გინდა - მხიარულს. გინდა ვიაროთ, ვიხალისოთ თამამი მარშით. გუშინ ჩვენს მიერ მიტოვებული სიყვარული შემხვდა ქუჩაში, - ის მარტოდმარტო იდგა კაფესთან. ხელგაშვერილი მათხოვრობდა ჩამოძონძილი და თხოვდა ყველას: სულ ცოტა სითბოს, ამბორის სიტკბოს, ცოტა ცხელ ჩაის და ცოტა შველას. მე თვალს ვარიდებ, როდესაც მხვდება. არ მჭირდება და არც მახსენდება დავიწყებული ურთიერთობა, რომელიც აღარც მოგვეკითხება. როცა დავკარგეთ, არ გვიტირია. მე რასაც ვხედავ, მხოლოდ ჩრდილია როცა ინებებს, თავისით მოდის - ისე, რომ არც კი მეკითხება რატომ და როდის. არავის ახსოვს. არც ვინმეს ტკივა. ალბათ, იმიტომ მეცხადება, რომ ძლიერ სცივა, რადგან გავწირეთ, დავივიწყეთ, ზრდილობიანად გამოვეთხოვეთ, და დათბილულიც ჩავაცვით პალტო. არ გამოადგა ის პალტო, ათოვს - ცივი და მკაცრი გაზაფხულია სიყვარული კი უსახლკარო არის სრულიად. ცოცხალ-მკვდარია, უპატრონობით დაჩაგრულია, ჩვევა კი მაინც არ შეუცვლია. დროა, რომ გაქრეს, გაძლება უჭირს, ვერაფრით დაგვთმო. არც ერთ სიყვარულს არ შეუძლია ისუნთქოს იმით, რაც იყო გუშინ, გადარჩეს მარტო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. როგორი ლექსიც არ უნდა დაწეროთ, მე სუბიექტური ვარ თქვენი პოეზიის შეფასებისას. როგორი ლექსიც არ უნდა დაწეროთ, მე სუბიექტური ვარ თქვენი პოეზიის შეფასებისას.
7. როგორი შენებურია, თბილ-ტკივილიანი... მიყვარს შენი ლექსების სიღრმე, დიდხანს ვრჩები ხოლმე იქ... როგორი შენებურია, თბილ-ტკივილიანი... მიყვარს შენი ლექსების სიღრმე, დიდხანს ვრჩები ხოლმე იქ...
6. არ შეუძლია..
არ შეუძლია..
4. არც ერთ სიყვარულს არ შეუძლია ისუნთქოს იმით, რაც იყო გუშინ, გადარჩეს მარტო.
ასეა.... არც ერთ სიყვარულს არ შეუძლია ისუნთქოს იმით, რაც იყო გუშინ, გადარჩეს მარტო.
ასეა....
3. არც ერთ სიყვარულს არ შეუძლია ისუნთქოს იმით, რაც იყო გუშინ... - მეც ასე მგონია. არც ერთ სიყვარულს არ შეუძლია ისუნთქოს იმით, რაც იყო გუშინ... - მეც ასე მგონია.
2. ცხელ ჩაის და ცოტა შველას ცხელ ჩაის და ცოტა შველას
|
|
მონაცემები არ არის |
|
|