ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2016


?

შენ ჩემი თუ ყველაფერი მოგწონს კაცო,
ნეტა რაღად მტრობ?
რად არ მემსგავსე?
ხედავ გავავსე
შენი სულის ძვლით ჩემი საფლავი.
ჰო, შენა ხარ ჩემი საფლავი და მე შენი.
მე ვარ მე ვეუბნები ჩემს თავს ამას
მთქმელი ვინა მყავს.
რატომ მღალატობ?
ეს იგივეა მეც გღალატობდე.
აღარ ვიდგე იმ სამარეში რომელსაც მიჭრი.
აი ამ არეს,
რასაც გრძნობ და რასაც იაზრებ,
თუ დიერი ხარ,
მართლ გულთა მცველი, სარანგი,
რად ვერ გიცვნია მისი იერი?
განა იმ ერის მებურჯე არ ხარ
მე რომ მეჯანყა ცის დასალიერს?
ვისი ძირკვი ხარ და ვინ გთხრის.
ვისი უვარგისი ხარ და სად ვარგდები.
მე რომ მიყვარხარ: მოგიძულე
შენ რომ გძულვარ როდის გიყვარდი?


მოგიკითხეთ)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები