მეგობრებს
გაჰკვეთავს ღამის ბნელს მთვარე პოეტური, სიმღერა, ლექსი და არღანის ხმა ხშირი, სუფრას შემორჩება ორიოდ ფიტული: ს. ნადირაძე და მ. ღანიშაშვილი!..
აშლიან მძინარეთ: ფირცხალას, მახაურს, პავლიკას, ჯაფარას, მარღიას,დარს წმინდას, ფეხქვეშ გაიგებენ თენების ახალუხს, კალთას შეახევენ გარინდულ მთაწმინდას.
და ვით სადღეგრძელოს "ცისფერი ყანწების" იტყვიან ბოდლერის ეკლიან სტრიქონებს, გოგიას არ მოსწონს ფრანსუას ნაწერი და სიმონ ჩიქოვანს მეასედ იგონებს.
ვერ ფარავს თემურა გურულის კაპრიზებს: -მოვედ , გალაქტიონ! - შესძახებს ცას მზირალს, პავლეც პოეტობას რაკიღა აპირებს, მაშ ნუღარ დავძრახავთ ამ კეთილ ყაზილარს.
ტრისტანი ვაჟას ლოდს, როგორც კერპს, უჩოქებს და ლექსის ნიაღვრის ქუხილი ეშვება მამადავითიდან ბესიკის ქუჩისკენ არწივის ფრთებად და ალესილ ეშვებად.
დავითის რაინდის - კოსტავას საფლავი ჯერ ისევ თბილია, არ-გაციებული... ბობოქრობს ჯაფარიძე: - ჩვენს მტრებს სალაფავი, ასე რომ მოგვიკლეს ეს კაცი ვნებული!
საცაა ინათებს... მთავრდება ორგია... და, როგორც მერცხალი საკუთარ ბახალებს, სიმშვიდით ვიაროთ! - გვარიგებს გოგია, - რომ არ შევეჩეხოთ გზად ვინმე ახვარებს.
მშვიდობით, სიმთვრალევ, შეგასწრებთ ძილებში, რომ დავიფართოვოთ თვალთა ქუთუთონი... მზეს ღამის ნაფლეთი გასჩრია კბილებში, წყდება მისტერია... ვაჰ დრონი... ვაჰ დრონი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ბრავო! მოვიხიბლე ბრავო! მოვიხიბლე
24. საუკეთრსოა. საუკეთრსოა.
23. ჩემი თეთრი ტაძარი მომანატრააააა ამ სახეებმა
ჩემი თეთრი ტაძარი მომანატრააააა ამ სახეებმა
22. საუკეთესოა რაც კი წამიკითხავს........ საუკეთესოა რაც კი წამიკითხავს........
21. ყველაფერი ისეთი ცოცხალი და მშვენიერი იყო... და... მრავალჯერ რომ დავბრუნდი ლექსთან, განშორება ისე გამიჭირდა, მეც აღმომხდა ბოლოს თქვენთან ერთად: ,,მშვიდობით... ვაჰ დრონი... ვაჰ დრონი...'' და კიდევ ,,მზეს ღამის ნაფლეთი გასჩრია კბილებში...'' დაუვიწყარი სახეა! :) ყველაფერი ისეთი ცოცხალი და მშვენიერი იყო... და... მრავალჯერ რომ დავბრუნდი ლექსთან, განშორება ისე გამიჭირდა, მეც აღმომხდა ბოლოს თქვენთან ერთად: ,,მშვიდობით... ვაჰ დრონი... ვაჰ დრონი...`` და კიდევ ,,მზეს ღამის ნაფლეთი გასჩრია კბილებში...`` დაუვიწყარი სახეა! :)
20. აუუუ:))) მიშაა !!! რა კარგი იყოოო :) სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი :) თქვენ გაგიმარჯოოთ! :-* აუუუ:))) მიშაა !!! რა კარგი იყოოო :) სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი :) თქვენ გაგიმარჯოოთ! :-*
18. გაიხარეეე მეგობარო!!! გაიხარეეე მეგობარო!!!
17. გილოცავ შობას, გისურვებ პარნასს გილოცავ შობას, გისურვებ პარნასს
16. "მშვიდობით, სიმთვრალევ, შეგასწრებთ ძილებში" მაგარია!!!! :) "მშვიდობით, სიმთვრალევ, შეგასწრებთ ძილებში" მაგარია!!!! :)
14. დასტურ კაი ხალხი! :) :) :) დასტურ კაი ხალხი! :) :) :)
12. ბრწყინვალე ლექსია...სტუდენტობა დამიდგა თვალწინ... ბრწყინვალე ლექსია...სტუდენტობა დამიდგა თვალწინ...
11. ფეხქვეშ გაიგებენ თენების ახალუხს, კალთას შეახევენ გარინდულ მთაწმინდას.
სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაშიო, თქვა ზურიკელა ვაშალომიძემ და ამაზე კარგი რა უნდა ეთქვა? :) 5 ფეხქვეშ გაიგებენ თენების ახალუხს, კალთას შეახევენ გარინდულ მთაწმინდას.
სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაშიო, თქვა ზურიკელა ვაშალომიძემ და ამაზე კარგი რა უნდა ეთქვა? :) 5
10. ქართული ლექსი! ქართული ლექსი!
9. დასტური თეას :) დასტური თეას :)
8. იცით რა მაგარია, აი მოაქვსო რომ იტყვიან.
10 იცით რა მაგარია, აი მოაქვსო რომ იტყვიან.
10
7. ძალიან კარგი ;;)
გილოცავთ ქრისტეშობას! ძალიან კარგი ;;)
გილოცავთ ქრისტეშობას!
6. მადლობა ილტოსპირელო!ჩემი კომენტარი ხომ არ გააღიზიანებს მავანთ? მადლობა ილტოსპირელო!ჩემი კომენტარი ხომ არ გააღიზიანებს მავანთ?
4. კარგი პოეტის კარგი ლექსია კარგ პოეტებზე! კარგი პოეტის კარგი ლექსია კარგ პოეტებზე!
3. ამოვისუნთქე, 55555 ვაფასებ, ჩვეულებრივი გავხდი ამოვისუნთქე, 55555 ვაფასებ, ჩვეულებრივი გავხდი
2. ზოგის წინ მძიმე გამომრჩა, არადა ყველაზე მძიმე ჩვენი ზურა ჯაფარიძის და თემურ ფირცხალაიშვილის გახსენებაა... ზოგის წინ მძიმე გამომრჩა, არადა ყველაზე მძიმე ჩვენი ზურა ჯაფარიძის და თემურ ფირცხალაიშვილის გახსენებაა...
1. ჩვენი ტკბილი ძმების, ზოგი ცოცხლების ზოგი გარდაცვლილების თბილტკივილნოსტალგიური გახსენება! მადლობა, მიშა! ჩვენი ტკბილი ძმების, ზოგი ცოცხლების ზოგი გარდაცვლილების თბილტკივილნოსტალგიური გახსენება! მადლობა, მიშა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|