| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 13 მაისი, 2016 |
დგას მაისი და მზის თვალებით მიყურებს, სუნთქავს, სიყვარულისთვის, თუ ცოცხლობენ თუ დაიბადნენ . ასე, ამგვარად მაისს ჩვენზე, ძოღანის უთქვამს. ჩვენთვის მოურთავს მწვანე-მწვანედ მთელი ხეები და ვარდებისთვის ზღვა ფერები უკუთვნებია. ,ქოთქოთ-ქოთქოთით მოგვძახიან ამას ხევებიც, თეთრი ღრუბლებიც ციდან ცრემლად ჩვენ გვადნებიან, ასკილს შეხედე , თავს იწონებს ისე ღიმილით, თითქოს, ეგ იყოს, ამ ვარდების დიდი ბებია. მშვიდი ნიავი, დარაჯივით ჩაგვსაფრებია, თითქოს უძილოს, ღამე ჩვენთვის უთენებია, აქ ეგ ხელები, ისე თბილი, ისევ ფუმფულა. დამეფიცება, სიყვარულით მომფერებია. აბა, რას იტყვი !?
სიტყვა " ძოღანის" ნიშნავს - ცოტახნის წინ, ამასწინათ, გარკვეული დროის წინ, რამდენიმე ხნის წინ, რაღაც დროის უკან.
/ / / / / / /
სიცარიელე გაფილტრული დგას და მისტირის, რაღაც არყოფილს, არარსებულს, არდაბადებულს. გჯერა შენ ამის!?
/ / / / / / /
მე შემშლის შენთან სიშორე მხოლოდ და უპირობოდ მინდა გიხმობდე. ომი არ მიყვარს, ვერ ვიტან მტრობას, მაგრამ, საშენოდ მინდა ვიბრძოდე. ვარსებობ შენთვის და ეს მამშვიდებს, გიყვარვარ მითხარ, გინდა ვიცოდე. როცა ეს გრძნობა გარდაგვეცვლება, სული ზეცაში დაიდებს ბინას, სხეული მიწით ჩაგვენაცვლება. დადგება აქ კი ჩემი მაისი და დიდად სხვა რამ არ შეიცვლება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გმადლობთ დიდად ჩემო კარგო- მელ.ზ.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. გმადლობთ დიდად ჩემო კარგო- მელ.ზ.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
8. სიცარიელე და ისიც გაფილტრული, საინტერესოა და ალბათ მძიმე
სიცარიელე და ისიც გაფილტრული, საინტერესოა და ალბათ მძიმე
7. უდიდესი მადლობა-იმ ური.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. უდიდესი მადლობა-იმ ური.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
6. კარგად დაიწყო და მერე რითმებმა გაუტია... მერე ციდან ცრემლები დაემატა კიდევ... ეს ძოღანი კიდევ მარტო მე მომხვდა? კარგად დაიწყო და მერე რითმებმა გაუტია... მერე ციდან ცრემლები დაემატა კიდევ... ეს ძოღანი კიდევ მარტო მე მომხვდა?
5. დიდად გმადლობთ- მუხა.
ვიდექი მე და იქვე ახლოს ტიროდა ძეწნა, ვიხედებოდი და არ იყავ აღარსად შენაც. ნიავმა ამ დროს, ჩამიარა სრულიად ახლოს და დამამშვიდა თქვა : იკმარე, ის, შენ სულში, ხომ, უკვე სახლობს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. დიდად გმადლობთ- მუხა.
ვიდექი მე და იქვე ახლოს ტიროდა ძეწნა, ვიხედებოდი და არ იყავ აღარსად შენაც. ნიავმა ამ დროს, ჩამიარა სრულიად ახლოს და დამამშვიდა თქვა : იკმარე, ის, შენ სულში, ხომ, უკვე სახლობს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. უდიდესი მადლობა-დანტე დარდიანი, ნინა გორდაძე.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. უდიდესი მადლობა-დანტე დარდიანი, ნინა გორდაძე.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
2. "სიცარიელე გაფილტრული დგას და მისტირის, რაღაც არყოფილს, არარსებულს, არდაბადებულს. გჯერა შენ ამის?!"
ნექტარ, მხოლოდ ეს მონაკვეთი! მჯერა კი არა ასიანი ხარ!
ხდება ხოლმე, სადაც არ მეგულება იქ ვპოულობ საკუთარ თავს. "სიცარიელე გაფილტრული დგას და მისტირის, რაღაც არყოფილს, არარსებულს, არდაბადებულს. გჯერა შენ ამის?!"
ნექტარ, მხოლოდ ეს მონაკვეთი! მჯერა კი არა ასიანი ხარ!
ხდება ხოლმე, სადაც არ მეგულება იქ ვპოულობ საკუთარ თავს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|