დედაჩემი 2 წლის იყო დედა როცა გარდაეცვალა და დედინაცვალმა გაზარდა. არასდროს კადრებდა გამზრდელს " თვალში ნაცარი" ანდაზისა და ზღაპრების სხვა უარყოფითი პერსონაჟების მსგავსად,დედინაცვალის დაძახებას, დედას ეძახდა, ჩვენთან, შვილებთან კი -გმააზრდელ დედად მოიხსენიებდა. ახალი დედა არ დათანხმდა გარდაცვლილი დედის ნათესავების შეთავაზებას, ბავშვები არავის გაატანა, თქვა: შვილები დედ-მამასთან გაიზრდებიანო და, თვითონაც სულ ახალგაზრდა, ომიანობის მძიმე და მშიერ წლებში, როცა ბაბუა ფრონტზე იყო, შეეჭიდა სამი შვილის აღზრდას. დედაჩემი 4 წლისა იყო, როდესაც დაქვრივებულმა ბაბუაჩემმა - დედას მამამ -შვილებს მოუყვანა 18 წლის გამზრდელი დედა, რომელიც უფროს ქალიშვილზე, ანუ დეიდაჩემზე, 12 წლით იყო უფროსი, დედაჩემზე კი - 14-ით. სწორედ ეს ბებია მოესწრო ჩემს დაბადება - გაზრდას და კარგადაც მახსოვს. მე ჩემ დაბადებამდე 28 წლის წინ გარდაცვლილი ბებიის სახელი დამარქვეს - დედაჩემის დედის, რომელიც არასდროს მინახავს, მე კი ჩემს ქალიშვილს - ჩემი ბებიანაცვლის, ანუ დედაჩემის გამზრდელი დედის სახელი. იგი ჩემი ქალიშვილის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. მგონია, რომ სწორია შვილებისათვის გარდაცვლილი წინაპრების სახელების დაარქმევა, ხსოვნაა მაინც. ჩემს მეუღლეს სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ბაბუის სახელი ჰქვია, მე -გარდაცვლილი ბებიის. ორივე იშვიათი სახელია. ალბათ, ამიტომაც გავუგეთ ერთმანეთს. ჩემი დედიკო ბავშვობიდანვე ძალიან ლამაზი, თეთრი პირისახის და ლურჯთვალა გოგონა იყო, ბიძის, დეიდების და მამიკოს გათამამებული. სულ ეუბნებოდნენ, რომ თავის გარდაცვლილ დედიკოს ჰგავდა - თეთრსა და ლურჯთვალას. იფერებდა თავის მდგომარეობას და ამიტომ ყურადღებით გათამებული ბუტიაც იყო და კაპრიზულიც. დედის ნაამბობიდან მახსოვს, რომ ოთახის კუთხეში მიცუცქული, ჩუმად ტიროდა ხოლმე იმ მიზეზით, დედიკო რომ არ ჰყავდა ცოცხალი. დედას გამზრდელი წარმოსადეგი, მკაცრი და ამაყი მშრომელი ქალი იყო. შრომას და მოვლას არ აკლებდა მეუღლის შვილებს, მათაც გაუღვივა შრომის და ახლობელზე ზრუნვის სიყვარული, მაგრამ, როგორც ჩანს, ალერსიანი არ იყო. როგორც ცნობილია, ბავშვები გამზრდელი დედის ქცევის მოდელს იმეორებენ და ამიტომ, მისმა გაზრდილმა მკაცრმა და ამაყმა დედაჩემმაც არ იცოდა შვილების მოფერება და კოცნა. თვითონ განებივრებული იყო როგორც თავისი, ისე ჩემი მამიკოსგან მოფერებით. მე ისიც კი მეგონა, დედაჩემივით ლამაზი რომ არა ვარ, იმიტომ არ მოვწონვარ- მეთქი, თუმცა არც ზრუნვა მაკლდა მისგან და არც ყირადღება ყურადღება აღზრდა-განათლების თვალსაზრისით. მახსოვს, ჩემი ოცნება იყო დედას გულში ჩავეკარი და ეკოცნა, მაგრამ ასეთი მომენტი ძალზე იშვიათი იყო, მხოლოდ ჩემს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატების ან მძიმე გასაჭირის შემთხვევებში. მაგალითად, უმაღლესში წარმატებით ჩაბარების, ან მაღალი სიცხის და სხვა მძიმე ავადმყოფობის დროს. სასჯელიც უცნაური იცის. ბავშვობიდანვე არც წამეჩხუბებოდა, არც ხმას აუწევდა. დაჯდებოდა თავისთვის და ტიროდა ჩუმად, ცხარე ცრემლით უწითლდებოდა თავისი ულამაზესი ლურჯი თვალები. მე კი მაშინვე ის პატარა ორი წლის ობოლი გოგონა დამიდგებოდა თვალწინ, კუთხეში მიყუჟული რომ ტიროდა იმის გამო, დედიკო რომ არ ჰყავდა ცოცხალი და მიკვდებოდა გული. ასეთ დასჯას მერჩივნა ეყვირა და გაველახე, მაგრამ ეს არასდროს უქნია.მე კი სულ ვწუხდი და მრცხვენოდა იმის გამო, დედიკოსავით და იმ ბებიასავით ლამაზი ლურჯი თვალები რომ არ მქონდა, ვისი სახელიც მერქვა. სამაგიეროდ, მამა მყავდა ძალიან ალერსიანი და როცა ჩვენს მოფერებას მოინდომებდა, მე და ჩემი და-ძმა, დედის ფრაზას ვუმეორებდით -„ კოცნა არ მიყვარს“. ვინ იცის, როგორ ვტკენდით გულს. ალბათ, დროა იმ მთავარ სათქმელზე გადავიდე, რის გამოც ამდენი ხანი შეგაწყინეთ თავი ჩემი თავგადასავლით.საქმე ისაა, რომ ამ მოთხრობის დაწერის მიზანი ერთი სასწაულის აღწერაა და აი, მასაც მივადექი. თითქმის 40 წელს გადაბიჯებულს შემეძინა ჩემი მეორე შვილი - ქალიშვილი, დედაჩემივით ლურჯთვალა, მამასავით ალერსიანი და ფიქრის მოყვარული. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემდა გასაოცრად, ჩემმა პატარა ქალიშვილმა, რომელმაც უკვე დედაჩემს გადაუსწრო სიმაღლეში, გამომიცხადა, ასე მგონია, ბებია ჩემი პატარა შვილიკოა. ასეთი საყვარელი და ფუსფუსა რომ არის, სულ მინდა გულში ჩავიკრა და ისე მოვეფერო, როგორც შენ მეფერებიო. ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე დედაჩემი შემოვიდა, გულში ჩამიკრა და მაკოცა ვკითხე, რა ხდება, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, ავად ხომ არა გგონივარ, ან ძალიან ფერწასული ხომ არ მოგეჩვენე, რატომ მომეფერე- მეთქი. ისე კი, ძალიან გამეხარდა. მაშინვე ვუთხარი დედაჩემს, როგორც გამახარა თავისი საქციელით. იცი, ეგ შენმა ქალიშვილმა მასწავლა, დილას მოვიდა და გულში ჩამიხუტა, ისე მესიამოვნა, ვიფიქრე, ნეტავ, ჩემს შვილებს რატომ ვაკლებ ამ სიხარულს- მეთქი და მომინდა მეც მოგფერებოდი. უცბად მივხვდი, რომ ჩემს ქალიშვილში იმ დიდი ბებიის სული გაცოცხლდა, რომელსაც ასე ჰგავდა და რომლის გარდაცვალებასაც პატარა დედაჩემი კუთხეში ჩამომჯდარი ტიროდა მთელი სიცოცხლე. გაცოცხლდა და მოვიდა იმისათვის, რომ საკუთრ შვილს, ანუ დედაჩემს, მოალერსებოდა და ის ესწავლებინა, რაც ბავშვობაში თავისი გარდაცვალების გამო დააკლო. სწორედ იმ ბებიაჩემის სულმა გამოანათა ჩემი პატარა შვილის ლურჯი თვალებიდან იმ დროს, როცა იგი თავის ბებიკოს - დედაჩემს - მოეფერა და არა იმ ჩემი გამზრდელი ბებიის, რომლის სახელიც დავარქვი. დედაჩემსაც გავხედე და უცებ, ისევ ის პატარა, ორი წლის გოგო დავინახე კუთხეში ჩამომჯდარი. ოღონდ კი არ ტიროდა, იღიმებოდა ბედნიერი ღიმილით. დავინახე და ვიტირე. ვიტირე სიხარულით იმის გამო, რომ ასეთი საოცარი რამაა, სიცოცხლე, რომელიც ჩვენ გვებოძა და რომ ის არასდროს მთავრდება ისე, როგორც არ დამთავრებულა თითქმის საუკუნის წინ გარდაცვლილი ბებიაჩემის სიცოცხლე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნამდვილად ძალიან სენტიმენტალური მონათხრობია. სიცოცხლე რომ საოცარი რამაა, მაგაშიც გეთანხმებით... და რომ არ ვაფასებთ ზოგჯერ ჩვენ, უმადური ადამიანები.
ნამდვილად ძალიან სენტიმენტალური მონათხრობია. სიცოცხლე რომ საოცარი რამაა, მაგაშიც გეთანხმებით... და რომ არ ვაფასებთ ზოგჯერ ჩვენ, უმადური ადამიანები.
8. ქ-ნო ლუბა, საოცარი ამბავია. ასე უბრალოდ და სადად სიცოცხლის მარადიულობის ახსნა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. გამოგიტყდებით, მეც ვიტირე. ქ-ნო ლუბა, საოცარი ამბავია. ასე უბრალოდ და სადად სიცოცხლის მარადიულობის ახსნა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. გამოგიტყდებით, მეც ვიტირე.
7. ქალბატონო ლუბა გუშინ გნახეთ ინტერნეტში, მოვისმინე თქვენი საუბარი, ძალიან გამიხარდა, ეს უკვე მეორედ გნახეთ, ადრეც ვკითხულობდი თქვენ ამბავს. ჟურნალიც მაქვს სადაც, თქვენი სახლის ფოტოებია და თქვენი სალზარეულოში. გისურვებ სულ ჯანმრთელობას და მხნეობას.კარგი პიროვნება ბრძანდებით. რაც შეეხება ნაწარმოების თემას მგონი აქტუალური არ არის, დედინაცვლის თემა უხსოვარი დროიდან მოდის და ყველას თავის გადასახედიდან შეუძლია აზრი გამოთქვას. ასე რომ თქვენ არ ინევიულოთ ჩვენ მოგვეწონება თუ არა, მთავარია თქვენ წეროთ და ჩვენ წავიკითხოთ, ამბავი რა თქმა უნდა საინტერესო იყო. საუკეთესო სურვულებით"მუხა"
ქალბატონო ლუბა გუშინ გნახეთ ინტერნეტში, მოვისმინე თქვენი საუბარი, ძალიან გამიხარდა, ეს უკვე მეორედ გნახეთ, ადრეც ვკითხულობდი თქვენ ამბავს. ჟურნალიც მაქვს სადაც, თქვენი სახლის ფოტოებია და თქვენი სალზარეულოში. გისურვებ სულ ჯანმრთელობას და მხნეობას.კარგი პიროვნება ბრძანდებით. რაც შეეხება ნაწარმოების თემას მგონი აქტუალური არ არის, დედინაცვლის თემა უხსოვარი დროიდან მოდის და ყველას თავის გადასახედიდან შეუძლია აზრი გამოთქვას. ასე რომ თქვენ არ ინევიულოთ ჩვენ მოგვეწონება თუ არა, მთავარია თქვენ წეროთ და ჩვენ წავიკითხოთ, ამბავი რა თქმა უნდა საინტერესო იყო. საუკეთესო სურვულებით"მუხა"
6. ქალბატონო ლუბა, ახლა ვნახე და შეგიცვლიათ... თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი?
ცხადია, ბავშვმა უნდა იცოდეს ბიოლოგიური დედის საფლავი და სასურველია, დედის შესახებ მაქსიმალურად მიეწოდოს ინფორმაცია. ამაზე როგორ ვიდავებ?
მე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანმა, რომელმაც არ იცის ბიოლოგიური დედის სითბო და ამ დროს ამ სითბოს სრულყოფილად იღებს სხვისგან, იქ უბრალოდ აღარ ხდება არაფრის გამიჯვნა...
ქალბატონო ლუბა, ახლა ვნახე და შეგიცვლიათ... თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი?
ცხადია, ბავშვმა უნდა იცოდეს ბიოლოგიური დედის საფლავი და სასურველია, დედის შესახებ მაქსიმალურად მიეწოდოს ინფორმაცია. ამაზე როგორ ვიდავებ?
მე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანმა, რომელმაც არ იცის ბიოლოგიური დედის სითბო და ამ დროს ამ სითბოს სრულყოფილად იღებს სხვისგან, იქ უბრალოდ აღარ ხდება არაფრის გამიჯვნა...
5. ბატონომიშა, როდესაც გარდაცვლილი ბიოლოგიური დედის საფლავი არსებობს, რომელსაცსაკუთარი სურვილით და ნებით არ მიუროვებია შვილი, ნებიდმიერ შემთხვევაში საჭიროა იცოდეს ბავშვმა, ეატომ ყავს ორი დედა, რაც შეეხება სიტყვა დედინაცვალსფოლკლორში უარყოფითი კონოტაციის რომ არის ეს თქვენც კარგად გესმით და ეს ფრაზა არაფრით ამცრობს გამზრდელი დედის მნიშვნელობას, უბრალოდ არქეტიპულ სახეს რომ ეწინააღმდეგება რეალობა იმიტომაც არის ანტიზღაპარი. ყველას გმადლობთ წაკითხვისა და გამოხმაურებისთვის :)
ბატონომიშა, როდესაც გარდაცვლილი ბიოლოგიური დედის საფლავი არსებობს, რომელსაცსაკუთარი სურვილით და ნებით არ მიუროვებია შვილი, ნებიდმიერ შემთხვევაში საჭიროა იცოდეს ბავშვმა, ეატომ ყავს ორი დედა, რაც შეეხება სიტყვა დედინაცვალსფოლკლორში უარყოფითი კონოტაციის რომ არის ეს თქვენც კარგად გესმით და ეს ფრაზა არაფრით ამცრობს გამზრდელი დედის მნიშვნელობას, უბრალოდ არქეტიპულ სახეს რომ ეწინააღმდეგება რეალობა იმიტომაც არის ანტიზღაპარი. ყველას გმადლობთ წაკითხვისა და გამოხმაურებისთვის :)
4. ბატონომიშა, როდესაც გარდაცვლილი ბიოლოგიური დედის საფლავი არსებობს, რომელსაცსაკუთარი სურვილით და ნებით არ მიუროვებია შვილი, ნებიდმიერ შემთხვევაში საჭიროა იცოდეს ბავშვმა, ეატომ ყავს ორი დედა, რაც შეეხება სიტყვა დედინაცვალსფოლკლორში უარყოფითი კონოტაციის რომ არის ეს თქვენც კარგად გესმით და ეს ფრაზა არაფრით ამცრობს გამზრდელი დედის მნიშვნელობას, უბრალოდ არქეტიპულ სახეს რომ ეწინააღმდეგება რეალობა იმიტომაც არის ანტიზღაპარი. ყველას გმადლობთ წაკითხვისა და გამოხმაურებისთვის :)
ბატონომიშა, როდესაც გარდაცვლილი ბიოლოგიური დედის საფლავი არსებობს, რომელსაცსაკუთარი სურვილით და ნებით არ მიუროვებია შვილი, ნებიდმიერ შემთხვევაში საჭიროა იცოდეს ბავშვმა, ეატომ ყავს ორი დედა, რაც შეეხება სიტყვა დედინაცვალსფოლკლორში უარყოფითი კონოტაციის რომ არის ეს თქვენც კარგად გესმით და ეს ფრაზა არაფრით ამცრობს გამზრდელი დედის მნიშვნელობას, უბრალოდ არქეტიპულ სახეს რომ ეწინააღმდეგება რეალობა იმიტომაც არის ანტიზღაპარი. ყველას გმადლობთ წაკითხვისა და გამოხმაურებისთვის :)
3. ბატონომიშა, როდესაც გარდაცვლილი ბიოლოგიური დედის საფლავი არსებობს, რომელსაცსაკუთარი სურვილით და ნებით არ მიუროვებია შვილი, ნებიდმიერ შემთხვევაში საჭიროა იცოდეს ბავშვმა, ეატომ ყავს ორი დედა, რაც შეეხება სიტყვა დედინაცვალსფოლკლორში უარყოფითი კონოტაციის რომ არის ეს თქვენც კარგად გესმით და ეს ფრაზა არაფრით ამცრობს გამზრდელი დედის მნიშვნელობას, უბრალოდ არქეტიპულ სახეს რომ ეწინააღმდეგება რეალობა იმიტომაც არის ანტიზღაპარი. ყველას გმადლობთ წაკითხვისა და გამოხმაურებისთვის :)
ბატონომიშა, როდესაც გარდაცვლილი ბიოლოგიური დედის საფლავი არსებობს, რომელსაცსაკუთარი სურვილით და ნებით არ მიუროვებია შვილი, ნებიდმიერ შემთხვევაში საჭიროა იცოდეს ბავშვმა, ეატომ ყავს ორი დედა, რაც შეეხება სიტყვა დედინაცვალსფოლკლორში უარყოფითი კონოტაციის რომ არის ეს თქვენც კარგად გესმით და ეს ფრაზა არაფრით ამცრობს გამზრდელი დედის მნიშვნელობას, უბრალოდ არქეტიპულ სახეს რომ ეწინააღმდეგება რეალობა იმიტომაც არის ანტიზღაპარი. ყველას გმადლობთ წაკითხვისა და გამოხმაურებისთვის :)
2. "არასდროს კადრებდა გამზრდელს დედინაცვალის დაძახებას"
ამ მშვენიერ ანტიზღაპარს როგორ არ მოუხდა ეს ნათქვამი...
ძალიან ვცდებით, როცა ამგვარი კონტექსტით განვიხილავთ ზოგადად არასისხლისმიერი ნათესავის ფენომენს. დედინაცვლის ნეგატიური სახე ნამდვილად არსებობს ქართულ და მსოფლიო შეგნებაში, მაგრამ არ ვუკვირდებით, რომ კლასიკურ ხალხურ თუ საავტორო შემოქმედებაში, რამაც ჩვენი ამგვარი მიდგომა განაპირობა, ყველა დედინაცვალი ჩნდება გერის ზრდასრულ ასაკში და კონფლიქტის მთავარი მარცვალი ორი ქალის შეუთავსებელი ხასიათია.
ორი-ოთხი წლის ბავშვის შემთხვევაში დედინაცვლის ფენომენი არც არსებობს და არც უნდა ვახსენოთ. ცხადია, ანომალიებს არ ვგულისხმობ. დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი გამზრდელის დამოკიდებულება გაზრდილის მიმართ დედურ გრძნობასთან შედარებით, იქნებ გაორმაგებულიც კია.
ამ რეალური ამბის გარდა, მსოფლიოს დედინაცვლებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ათი თავით მაღლა დგანან და საგრძნობლად მეტნი არიან ერთი-ორ უარყოფით სუბიექტთან შედარებით... არ გვეშველა, - სადღაც და მაინც გადაკრულად ვახსენებთ არანამდვილ დედობას. "არასდროს კადრებდა გამზრდელს დედინაცვალის დაძახებას"
ამ მშვენიერ ანტიზღაპარს როგორ არ მოუხდა ეს ნათქვამი...
ძალიან ვცდებით, როცა ამგვარი კონტექსტით განვიხილავთ ზოგადად არასისხლისმიერი ნათესავის ფენომენს. დედინაცვლის ნეგატიური სახე ნამდვილად არსებობს ქართულ და მსოფლიო შეგნებაში, მაგრამ არ ვუკვირდებით, რომ კლასიკურ ხალხურ თუ საავტორო შემოქმედებაში, რამაც ჩვენი ამგვარი მიდგომა განაპირობა, ყველა დედინაცვალი ჩნდება გერის ზრდასრულ ასაკში და კონფლიქტის მთავარი მარცვალი ორი ქალის შეუთავსებელი ხასიათია.
ორი-ოთხი წლის ბავშვის შემთხვევაში დედინაცვლის ფენომენი არც არსებობს და არც უნდა ვახსენოთ. ცხადია, ანომალიებს არ ვგულისხმობ. დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი გამზრდელის დამოკიდებულება გაზრდილის მიმართ დედურ გრძნობასთან შედარებით, იქნებ გაორმაგებულიც კია.
ამ რეალური ამბის გარდა, მსოფლიოს დედინაცვლებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ათი თავით მაღლა დგანან და საგრძნობლად მეტნი არიან ერთი-ორ უარყოფით სუბიექტთან შედარებით... არ გვეშველა, - სადღაც და მაინც გადაკრულად ვახსენებთ არანამდვილ დედობას.
1. ბავშვები გამზრდელი დედის ქცევის მოდელს იმეორებენ და ამიტომ, მისმა გაზრდილმა მკაცრმა და ამაყმა დედაჩემმაც არ იცოდა შვილების მოფერება და კოცნა.
როგორ მეცნო :( დედაჩემი სამი წლისა დაობლდა...მეც არ მახსოვს მისი მოფერება და სულ ვფიქრობ, რომ თავად უდედოდ გაზრდილს, ეს არ გამოსდიოდა... მხოლოდ სიკვდილის წინ, მძიმე ავადმყოფმა გააცნობიერა როგორც სჩანს და ხელებზე მეფერებოდა...მე კი ვეღარ...გულს მიკლავს ამის გახსენება, ერთი დღით რომ დამიბრუნდეს სულ დავკოცნიდი! ბავშვები გამზრდელი დედის ქცევის მოდელს იმეორებენ და ამიტომ, მისმა გაზრდილმა მკაცრმა და ამაყმა დედაჩემმაც არ იცოდა შვილების მოფერება და კოცნა.
როგორ მეცნო :( დედაჩემი სამი წლისა დაობლდა...მეც არ მახსოვს მისი მოფერება და სულ ვფიქრობ, რომ თავად უდედოდ გაზრდილს, ეს არ გამოსდიოდა... მხოლოდ სიკვდილის წინ, მძიმე ავადმყოფმა გააცნობიერა როგორც სჩანს და ხელებზე მეფერებოდა...მე კი ვეღარ...გულს მიკლავს ამის გახსენება, ერთი დღით რომ დამიბრუნდეს სულ დავკოცნიდი!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|