ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2016


ნაიბის ჩანაწერებიდან

გადაიჩუმა ტყეების სულმა
ნესტის ნესტარით და სოკოს სუნით...
...............
ეჭიდავება სული სველ ნისლებს
ველის ალმასი ბეჭზე დავიბი
ბედის ტყავკაბას ვიცვლი და ისევ
ამ მარღ ბინდბუნდში როგორც ნაიბი
ურწყავი ყამით ვიმძიმებ ქამარს
მწარე ქვითინი ჩამესმის: "ქეთო"
შენ მიუტევე არყოფილ მამას
ეს ძილისდება უძილო ღმერთო.
ის მამადყოფნა: ზმანება მამის
რომ შობა იგი მოჰგავდეს შობას
მე ვიცი ღმერთო, ვიცი და მაინც
რაც შემათმინე, რაც არ მეთმობა
.....................................................
და ებადებათ ხელებს სიკეთე
თევზისფერ ჰაერს უთბება ფარფლი...


მოგიკითხეთ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები