ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2009


წითელი ფარჩა

ასე თქვა ილტოსპირელმა,
ხმაში ერია გოდება:
პოეტის ჩანგი მძიმეა,
ყველას არ მიეწოდება!

ქართული სიტყვის საუნჯე
უხვია, გვიდგას ზოდებად,
მაგრამ არ უნდა შეახოს
ხელი მას ყველა წოდებამ!

მგოსნის ხალათის მორგებაც
ბევრისთვის შემეცოდება,
ზოგი გარედან ბრჭყვიალებს,
ხოლო შიგნიდან მძორდება!

სულ უსაფუძვლოდ კოკეტობს,
გამოხტის-გამობრძოლდება,
უშნოდ იჩეჩავს მხარ-ბეჭსაც,
იფუყება და ზოვდება.

მე იმას გავიმეორებ,
რაც ამგვარ სიბრძნედ ზროვდება:
არ ვარგა თავი ნაქები,
კიტრსაც კი ვერა ზომდება!..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები