ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2016


აზარტი (შვიდი რკალი)



    არ ველოდი, თუ ასე ადვილად გაიღებოდა რკინის დიდი ჭი-შკარი, ხელის დაკარებისთანავე მსუბუქად შემოტრიალდა ან-ჯამებზე. შესახედავად ძალიან მასიური ჩანდა, შავად ჩალუს-კუმებული ფერი კიდევ უფრო აძლიერებდა ამ შთაბეჭდილე-ბას, რა კარგად დაუზეთავთ-მეთქი, ვიფიქრე.
    ერთი წამით ვერაფერი გავარჩიე, სიჭრელის ისეთი ზღვა
დამატყდა თავზე ყოველი მხრიდან. ეს შეიძლება იმ ჩალუსკუმე-ბული ფერის ბრალი იყო, რკინის ჭიშკარს რომ ფარავდა, მასზე
შეჩვეულ თვალს სიჭრელე ეუცხოვა. მერე იმ სიჭრელიდან  სხვა-დასხვა კონტურები გამოიკვეთნენ, ყვავილებად, ხეებად, ბუჩ-ქებად იქცნენ. აჰა, ბაღში მოვხვედრილვარ... უფრო სწორედ,
ნამდვილ წალკოტში. მშვენიერების ზღვა იდგა ჩემს ირგვლივ.
უკეთესს, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდი... და საერთოდ, ყოვე-ლივე ზედმიწევნით მოვლილ-გასათუთებული ჩანდა. ვიღაცის
ძლევამოსილება იკითხებოდა, ადამიანის გონებისთვის სრული-ად  მიუწვდომელი და ზეაღმატებული. იკითხებოდა ყველგან და
ყველაფერში, რასაც კი თვალს შეავლებდი; გულიანად მომღი-მარ ყვავილებში (განებივრებულ ჩვილებს რომ მაგონებდნენ
რატომღაც), ტანაყრილი ხეების მწვანე გუმბათებში  (რა ლა-ღად,  რა თავდაჯერებით გაეშალათ ღონიერი მკლავები), მზაკ-ვრულად ჩახვეულ-ჩახლართულ ბუჩქნარებში. თვით ყველაზე
პაწია, უღონო ბალახიც კი იმავეს ადასტურებდა;  ვერც კი წარ-მოიდგენთ, იმ ზომამდე ძლევამოსილი მარჯვენა მიდგას მხარ-შიო, ასე ამბობდა მთელი მისი იერი.
    არავინ მეპატიჟებოდა, მაინც მივაშურე წალკოტის სიღრ-მეებს...  აბა, სადამდე უნდა ვყოფილიყავი რკინის ჭიშკართან
დარჭობილი... მივაბიჯებდი მწვანე მოლზე, რომელსაც ხავერ-დივით გაჰქონდა ლივლივი. ერთიმეორეზე წარმტაცი სანახები
აუჩქარებლად ცვლიდნენ ერთმანეთს, და არა მარტო... სივ-რცემაც ცვალებადობა იწყო. მეჩვენებოდა, რომ ყოველ ახალ
ნაბიჯზე ახალი სივრცე იშლებოდა ჩემს ირგვლივ.
ეტყობა ამ წალკოტში ყველაფერი ისე გონებამახვილურადაა
განლაგებული, თვით სივრცეც კი გადასხვაფერებულად აღიქ-მება, ასეთი გახლდათ ჩემი ვარაუდი ამ ახალი აღმოჩენის შე-სახებ. აქ ადამიანს არასდროს მოეწყინება, ყოველ ნაბიჯზე
რაიმე სიახლეა ჩასაფრებული, და მისი სახელი ყოველთვის
მშვენიერებაა.
კიდევ ერთი ნაბიჯი, აჰა, სივრცე ისევ შეიცვალა... კიდევ
ერთიც და, უცბად:
- უკვე შვიდნი ვართ, - ჩამესმა ვიღაცის ბოხი ხმა, შთამაგო-ნებლად რომ ჟღერდა. ეს სიტყვები მე არაფერს მეუბნებოდ-ნენ; ცოტათი კიდევ წავიწიე წინ... ისინიც მაშინვე დავინახე,
სავარძლებში ნებივრად მიწოლილიყვნენ. მათ თავს ზემოთ რო-მელიღაც ხვიარა მცენარის ტოტები ჩასჭიდებოდნენ ერთმა-ნეთს, ულამაზეს ბუნებრივ საჩრდილობელს ქმნიდნენ. ყველას
ნიღაბი ეკეთა, მოგვიანებით აღვწერ მათ ნიღბებს... ერთ-ერთი
მათგანი წამოდგა, ჩემსკენ გამოემართა და ნიღბების აცმა გა-შალა.
    - აირჩიეთ! -  მითხრა მოკლედ,  ისევ ის ხმა იყო.
შევხედე. ჭექა-ქუხილის ღმერთი გამახსენდა, ძველებურ
ფრესკებზე ნანახი. ბარაქიანი წვერ-ულვაში, გამგმირავი გამო-ხედვა... მართლაც განრისხებულ ღმერთს ჰგავდა. თავზე რა-ღაც დიადემის მსგავსი ჩამოემხო, რომელსაც ელვის ისრები
ამშვენებდნენ...
    - ბოდიშს ვიხდი, - ვთქვი მე – მგონი  რაღაც გაუგებრობაა.
მე აქ სათამაშოდ მოვედი. უნდა ვეთამაშო იმას, ვისაც ამ კამა-თლის მეორე ნატეხი აქვს.
ამ სიტყვებთან ერთად ჯიბიდან კამათელი ამოვიღე, თან
ჭექა-ქუხილის ღმერთს არ ვაშორებდი თვალს. გულში ვმკით-ხაობდი, ნეტავი ჩემს სიტყვებს როგორ მიიღებს-მეთქი.  ალბათ
გაუჩნდებოდა შეკითხვები,  მე ხომ მას კამათელი კი არა, რაღაც
საოცრება ვაჩვენე; მქისე, ხორკლიანი ძვლის ნატეხი, ნაწიბუ-რებს შორის ძლივს-ძლივობით ჩატეული ვითომდა ციფრების
აღმნიშვნელი შავი წერტილებით.
    ოდნავადაც არ გაკვირვებია, თავი დამიკრა იმის ნიშნად,
ყველაფერი გასაგებიაო. ჯერ ნიღაბი შეარჩიეთ, თამაშს მერეც
მოასწრებთო.
    ნიღბების აცმას გადავხედე, ნაირ-ნაირი ჭრელი ნიღბები ოდ-ნავ ირწეოდნენ და თავისკენ მიხმობდნენ თითქოს. ათიოდე
წამით ვათვალიერე ისინი, მერე დომინოს ნიღაბი ავირჩიე, მე
ხომ მოთამაშე ვარ... ისე მომერგო სახეზე, თითქოს საგანგე-ბოდ ჩემთვის იყო შექმნილი. თანაც რა მსუბუქი იყო, რა სათუ-თი...  ოდნავადაც არ შეიგრძნობოდა მისი არსებობა.
ჭექა-ქუხილის ღმერთმა მგონი ჩემი მასპინძლობა ითავა,
ხელით მანიშნა ყვავილოვან ბუჩქზე, რომელიც სავარძელი
აღმოჩნდა.

- ვითამაშებ თუ არა? – ვკითხე მე, თან სავარძელში მოვიკალათე.
- რა თქმა უნდა, ითამაშებ! – დაიბუხუნა მან. – აქედან ისე
ვერავინ წავა, თავისი წილი თამაში თუ არ ითამაშა.
- როდის?
- როცა მოვა.
- ვინ მოვა? – ვიკითხე და თვალწინ რატომღაც უღონო, პაწია
ბალახი დამიდგა, ასე ხატოვნად რომ ღაღადებდა, ძლევამოსილი
მარჯვენა მიდგას მხარშიო.
- ვისაც თქვენი კამათლის მეორე ნატეხი აქვს...
აღარაფერი მითქვამს, ცოტას დავისვენებ-მეთქი, ვიფიქრე.
გარემო, სადაც თავი ამოვყავი, შესაფერისია საამისოდ; უმ-შვენიერესი წალკოტის ერთ-ერთი უმშვენიერესი სივრცე...  მე-ტად საამური და თანაც ყოველგვარი სიკეთით უზრუნველყო-ფილი.
მყუდროდ ვიჯექი ღრუბელივით ფაფუკ სავარძელში და
ირგვლივ ყველაფერს აუჩქარებლად ვათვალიერებდი.
ექვსნი აღმოჩნდნენ, ჩემი ჩათვლით შვიდნი. ყველას რაიმე
განსხვავებული ნიღაბი ეკეთა, სამოსელიც მისი შესაფერისი
მოერგოთ.
  `ნამდვილად მასკარადია”, - გავიფიქრე ჩემთვის, - `მაგრამ
ნეტავი გამაგებინა, მე რა დამრჩენია ამათთან?”
თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურაო, ჭექა-ქუხილის ღმე-რთის ხმა გავიგონე:
  - ჩვენი სამიზნე შვიდიანია, - დაიბუხუნა მან, - ამ საკრალური
ციფრის ირგვლივ ვიტრიალებთ, სათქმელი მას უნდა მოვარგოთ.
თანაც ისე, რომ ყველაფერს თამაშის სახე უნდა მივცეთ. ჩვენ
ვთამაშობთ და ჩვენთვის სწორედ ესაა უმთავრესი...
გონება უქმად ვერ იქნება, რიღასთვის გვებოძა იგი? ნებით
თუ უნებლიედ ყოველთვის რაიმე სამიზნეს ვირჩევთ ფიქრისა და
განსჯისთვის, ანუ ვეძიებთ ჭეშმარიტებას. დიახ, ასეა;  ალბათ
ყველა დამეთანხმება. ჩვენი გონებრივი ძალისხმევა იგივე  ჭეშ-
მარიტების ძიებაა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად...  რამდენად
ვაღწევთ მიზანს, ეს უკვე სხვა საკითხია. მეტისმეტად დახლა-რთულია ჭეშმარიტების სავალი ბილიკები, ძალიან ადვილად  გვე-ბნევა თავგზა მის კვალზე ადევნებულებს. უმეტეს  შემთხვევაში
გაწბილება და მარცხია ჩვენი ხვედრი.
    მაგრამ აი, თამაში სულ სხვა რამეა. იგი განსხვავებულ ბი-ლიკს ირჩევს, და ეს ბილიკი ხანდახან აუცილებლად გადაკვეთს
ჭეშმარიტების დახლართულ გზებს, თანაც ისეთ წერტილებში
გადაკვეთს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერანაირად ვერ
მივწვდებოდით. ასე რომ, მივაშუროთ თამაშის ზღაპრულ ქვე-ყანას, რაც შეიძლება ჩქარა... ლაღი, უზრუნველი გულით ვიარ-ოთ მის ფერადოვან ბილიკებზე, ყველას და ყველაფერს ვეთა-მაშოთ, რაც კი ამ ბილიკებზე შემოგვხვდება. მათ შორის საკუთარ
თავსაც, საკუთარ აზრებს და ფიქრებს. ამ მხრივ შეზღუდვა არაა,
ერთადერთი პირობა შვიდიანია. აბა, ვინ იქნება პირველი? ვინ
შეაღებს იმ ზღაპრული ქვეყნის კარებს, რომელსაც თამაში ჰქვია.
ერთი წამით ნიღბები დაფიქრდნენ, თითქოს საგონებელს
მიეცნენო.
    მე რა მენაღვლებოდა, ველოდი, აბა რა მოხდება-მეთქი. იქ-ნებ რაიმე ისეთი გამომტყვრალიყო, ცოტათი გული გადამეყო-ლებინა, სანამ `ის” მოვიდოდა, ჩემი მეწყვილე... უცბად ვხედავ,
ერთ-ერთი ნიღაბი იშმუშნება, მგონი რაღაცის სათქმელად
ემზადება... სხივმფინარი მზის სახე ეკეთა, ხალისიანი და ალერ-სიანად მომღიმარი. მისი ერთი დანახვაც კი მხიარულ გუნებაზე
დაგაყენებდა ადამიანს. გრძელკალთებიანი სამოსელი მზის
სხივებით ჰქონდა მოქარგული...
ჰო, ნამდვილად რაღაცას აპირებს, წამოდგა და მზის მომღი-მარე სახე მოგვაპყრო.
  - მე ვიქნები თქვენი გზისგამკვლელი, - დიდის ამბით გვაც-ნობა მან, - მე გაგიძღვებით თამაშის ზღაპრული ქვეყნისკენ.

    ო, როგორ მოუხდა ეს სიტყვები იმ დალოცვილს, ლამის ერთი-ორად გაბრწყინდა, თითქოს მართლა შემოგვაფრქვია მზის სხი-ვების კონები.
ეჭვიც არ შემპარვია, დიდებულად შეასრულებდა თავის აღ-თქმას. ამ საქმეში მეტოქეობას ვერ გაუწევდნენ დანარჩენი
ნიღბები.
    მზის ნიღაბი ერთხანს ფეხზე იდგა, აშკარად ტკბებოდა იმ
შთაბეჭდილებით, რაც მისმა სიტყვებმა მოახდინეს. მერე მდა-ბლად დაგვიკრა თავი, ისევ სავარძელში მოიკალათა და მთა-ვარ სათქმელზე გადავიდა, თავისი სიტყვა თქვა. მე იგი საინტე-რესო მეჩვენა, მინდა თქვენც გაგანდოთ.

                                              .  .  .

    მთელი ჩვენი სიცოცხლე კარუსელზე ვტრიალება. აჰა, ინე-ბეთ: მთვარე ტრიალებს დედამიწის ირგვლივ, დედამიწა მზის
ირგვლივ, მზე გალაქტიკის ირგვლივ აღწერს დატალღულ რკალს,
გალაქტიკა მეტაგალაქტიკის ცენტრის ირგვლივ მოძრაობს.
კარუსელია, აბა რა? ოღონდ ჩვენ ვერ ვგრძნობთ ვერაფერს.
ახლა კი, ამ მართლაცდა მეტად საყურადღებო რკალთა სის-ტემის, ანუ სამყაროსეული კარუსელის გვერდით, რომელიც ადა-მიანის გენიამ შვა, მე ავაგებ მეორე, სათამაშო კარუსელს. ავა-გებ ისე, რომ ოდნავი ზიანი არ მივაყენო სამყაროს პირველად
მოდელს. სათამაშო კარუსელის გულის გული ანუ ცენტრი, ცხა-დია, დედამიწა იქნება, ყოველივე მის ირგვლივ იპოვის თავის
შესაფერ ადგილს. არავითარი ზედმეტი განსჯა, ზედმეტი  ძიება;
ნება-ნება, თამაშ-თამაშით აუჩქარებლად ვინაცვლებ რკალიდან
რკალზე. მათი რიცხვი შვიდი იქნება, ამას წინასწარ გპირდებით.
შვიდთაგან პირველ რკალს ხილული ვუწოდე. ბარემ აქვე
ვიტყვი: დანარჩენი ექვსი რკალი ყველა უხილავია. ჩვენ მხო-ლოდ ამ ერთადერთ რკალს ვამჩნევთ, მასზე ჩვენი მხედველობა
სრიალებს და არა რომელიმე ციური სხეული.
ახლა კი, ჩვენს წარმოსახვას შევასხათ ფრთები: ვდგევართ
რომელიმე გაშლილ ადგილას, ყურადღებით ვათვალიერებთ
შემოგარენს, ცასა და მიწას.  რას ვხედავთ? უპირველეს ყოვ-ლისა, ცის ლურჯ გუმბათს. თვალი მივადევნოთ ცის გამრუდე-ბულ სილურჯეს. აი, იგი უკვე შეეხო მიწას, ჰოდა ხილული რკა-ლიც თქვენს წინაშეა.
იტყვით, ეს იგივე ცისკიდურიაო, ჰორიზონტის სახით ცნო-ბილი წარმოსახვითი ხაზი ცასა და მიწას შორის. გეთანხმებით,
შვიდთაგან პირველი რკალი იგივე ცისკიდური გახლავთ, და იგი
მშვენივრად მოერგო ჩვენს სათამაშო კარუსელს, შემდგომში
ამას სულ უფრო ცხადად დავინახავთ.
თქვენი ნებართვით, ადგილი შევიცვალოთ, დაბლობიდან
მთიან ბილიკზე გადავინაცვლოთ. თუ ერთხელ კიდევ ირგვლივ
ყურადღებით მიმოვიხედავთ, აქაც იგივე მოვლენას დავინა-ხავთ... ანუ აქაც ხვდებიან ერთმანეთს ცის გამრუდებული
სილურჯე და მიწიერი სანახები, ოღონდ წარმოსახვითი ხაზი,
რომელსაც ისინი ამ შეხვედრისას აღწერენ, სრულიად შეცვლი-ლია, სულმთლად დაკბილულია მთათა მწვერვალებით.
თუ ტყიან ადგილებში გადავინაცვლებთ, ხილული რკალი
მაღალი ხეების მწვანე რტოებს მოირგებს სამკაულად და ისე
წარმოგვიდგება.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხილული რკალი საკმაოდ ფარ-თოდ განფენილი წრეწირია, რომელიც  თავისთავად არასოდეს
იცვლება... ჩვენ თუ უძრავად ვდგევართ ერთ რომელიმე ადგი-ლას, ისიც უძრავია და უცვლელი, მაგრამ თუ ადგილი შევიც-ვალეთ, ხილული რკალიც  შეიცვლება;  მაღალ ადგილებში ფა-რთოა, დაბალ ადგილებში შედარებით ვიწრო...
იცვლება შეფერილობა; ტყიან ადგილებში მწვანეა, უდაბნო-ში მოწითალო-მოყვითალო, ზღვაზე ლურჯი... იცვლება ფორ-მა; მთიან ადგილებში დაკბილულია, ზღვაზე ან მინდორში ზუს-ტი წრეა. ქალაქში ყოფნისას მაღალი შენობები აღწერენ ხილულ
რკალს. აი, ასეთი მრავალსახაა ხილული რკალი, რომელსაც ჩვენ
ბავშვობიდან შევყურებთ. ერთადერთი, რაც არ იცვლება, ის
კანონზომიერება გახლავთ, რომ ჩვენ მუდამ მის ცენტრში ვი-მყოფებით. ხილული რკალი მუდამ ირგვლივ გვარტყია დიდი
სარტყელივით. თან გვდევს, სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენთან
ერთად მოგზაურობს დედამიწის ზურგზე. სადმე გავჩერდებით,
ისიც გაჩერდება. ადგილს შევიცვლით, ისიც გადაინაცვლებს
ჩვენთან ერთად, მაგრამ არასდროს... გესმით? არასდროს არ
გაიხსნება, მუდამ ჩაკეტილი დარჩება, ამიტომ  მას ჩაკეტილი
რკალიც ვუწოდე ხილულის გარდა.
ორად-ორი გზა არსებობს ჩაკეტილი, ანუ ხილული რკალიდან
თავის დასაღწევად; ერთი გზა ისაა, თუ კოსმოსში გავფრინდე-ბით, ანუ საერთოდ დავტოვებთ დედამიწას. მაშინ, შეიძლება
ითქვას, ამოხტები ამ რკალიდან. მეორე გზა მეტად სევდიანია,
გარდაცვალება იგულისხმება. ასე რომ, განუშორებელია ჩვე-ნთვის ხილული, ანუ ჩაკეტილი რკალი.  სანამ დედამიწაზე
დავაბიჯებთ, ვერსად გავექცევით, თუნდაც ერთი წამით.
ყოველ რკალს  თავისი დრო შეესაბამება. ჩაკეტილ, ანუ ხილულ
რკალს შეესაბამება დრო, რომელსაც დროის ტბორი ჰქვია. როდე-საც ცისკიდურს ვათვალიერებ, ჩემი თავი პატარა ტბორიდან
ამომხტარი თევზი მგონია. რას დაინახავს თევზი იმ ერთ წამში?
პატარა ტბორის ნაპირებს დაინახავს, და სწორედ ის წარმოუდგება
მთელ სამყაროდ.
    დროის ტბორი ადვილად იქცევა ხოლმე ჭაობად, შედეგად
მიიღება დროის ჭაობი. ეს არაა მაინცდამაინც სასურველი მოვ-ლენა, ვისურვებდი, რომ ჩემს  ირგვლივ მუდამ კამკამა დროის ტბორი იყოს და არა ჭაობი.
                 

    მეორე რკალს მოცეკვავე რკალი  ჰქვია, მას თვით დედამიწა
ქმნის. დედამიწა, თითქოს საკუთარ თავს ეცეკვებაო, განუწყვე-ტლივ ტრიალებს. მასთან ერთად ტრიალებს ყველაფერი, რაც მის
ზედაპირზეა. ეს, ცხადია, ჩვენც შეგვეხება, ყველანი ერთ დიდ
ფერხულში ვართ ჩაბმულნი. მოცეკვავე რკალიც  წესიერი წრე
გახლავთ (ჩაკეტილი რკალის მსგავსად). იგი რამდენადმე
ემთხვევა დედამიწის მერიდიანს (ალბათ, თქვენც შენიშნავდით),
ოღონდ ესაა, რომ მერიდიანის შესახებ არავინ იტყვის, ცეკვავსო.
რას ემსახურება მარიდიანი? მხოლოდ და მხოლოდ გეოგრა-ფიული წერტილების განსაზღვრას... რა მოსაწყენი სიტყვებია...
მოცეკვავე რკალი კი ცეკვავს, ცეკვავს დაუსრულებლად და
ჩვენც გვაცეკვებს. აი, ესაა ჩვენთვის უმთავრესი.
ერთი წამით თვალი გადავავლოთ ორივე რკალს, როგორ გა-მოიყურებიან ერთმანეთთან მიმართებაში. ხილული ანუ ჩაკეტი-ლი რკალი ან უძრავია, ან ჩვენთან ერთად მოძრაობს დედამიწის
ზედაპირზე. მოცეკვავე რკალი კი არასოდეს არაა უძრავი; ტრი-ალს ხომ არ შეწყვეტს დედამიწა? აქედან გამომდინარე, არც
მოცეკვავე რკალი შეწყვეტს  ცეკვას, იგი ყველა ჩვენგანის მუდ-მივი მეწყვილეა.
    ჩაკეტილ რკალს მოცეკვავე რკალი სხვადასხვა სიბრტყეში
კვეთს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დედამიწის რომელ წერ-ტილში ვიმყოფებით. ხსენებული ორი რკალის გადაკვეთის წერ-ტილები ქმნიან წუთისოფლის ბადეს. ამ ბადეშია გაბმული ყველა
ცოცხალი არსება, რაც კი დედამიწის ზურგზე გაჭაჭანდება, შეუძ-ლებელია მისთვის გვერდის ავლა. ცნობილი გამოთქმა `შესა-ფერისი ადგილი და შესაფერისი დრო”, ძირითადად ამ ორი რკალის
გადაკვეთის წერტილებს აღნიშნავს. ო, რა უმწეოდ  გამოვიყურებით
ამ ბადის მიმართ, ობობას ქსელში გაბმული ქინქლა გვახსენდება...
მხოლოდ თ ამაშის სილაღე ძლევს ამ ბადის საზღვრებს, სხვა ვე-რაფერი...

    ჰოდა, ცეკვავს ჩვენი მოცეკვავე რკალი და ჩვენც გვაცეკ-ვებს. მას შეესაბამება დროის ჩანჩქერი, ანუ რაც იგივეა, მოცე-კვავე დრო. დროის ტბორი და დროის ჩანჩქერი, ხასიათით
ესოდენ განსხვავებულნი ერთად ექსოვებიან წუთისოფლის
ბადეს.
დიახ, ეს ორი დრო არაფრით ჰგავს ერთმანეთს. წუთისოფ-ლის ბადეც სწორედ ამის წყალობითაა ამ ზომამდე მჭიდრო და
შეუვალი,  უმტკიცეს ქსოვილს ქსოვს ეს განსხვავება.
მესამე რკალზე გადავინაცვლოთ. იგი მთვარის გზა და ბილი-კია, პატარა ელიფსი, რომელსაც მთვარე აღწერს დედამიწის
ირგვლივ. მე მას ცვალებადი ვუწოდე. ცხადია, მიზეზიც მქონ-და...  მთვარის ცვალებადობა ხომ საანდაზოდაა ქცეული... ჯერ
სახეს რამდენნაირად იცვლის; ხან სავსეა, ხან განახევრდება,
ხანაც ნამგალივითაა გალწობილი. ხან კიდევ სრულიად გაქრება
ცის თაღიდან, მერე ისევ გამოჩნდება. ცვალებადია მთვარის
მოძრაობაც,
    მისი ჩასვლა-ამოსვლის დრო განუწყვეტლივ მოგზაურობს
დღისა და ღამის საზღვრებში, გეგონება, გზა დაბნევია და უთა-ვბოლოდ დახეტიალობსო. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით
ჩანს ასე; მთვარის ცვალებადობა და მიმოქცევა უზუსტესად
განსაზღვრული დროით პერიოდებშია მოქცეული.
თავის პერიოდული ცვალებადობით მთვარე უდიდეს გავლე-ნას ახდენს ადამიანის გონებასა და სიცოცხლეზე, გარკვეულ
როლს ასრულებს მისთვის კალაპოტის მიჩენაში, და ეს როლი
არცთუ ისე უმნიშვნელოა.
მთვარის ერთ უცნაურ თვისებასაც შეგახსენებთ:
თვალი მივადევნოთ ღამეული ცის თაღზე მთვარის ნელ სვ-ლას. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება; მთვარე აღმო-სავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის, როგორც სხვა
მნათობნი. ვთქვათ, მზე. მაგრამ ეს მხოლოდ გვეჩვენება. სი-ნამდვილეში მთვარე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლე-
თით ჩადის;  მხოლოდ თავს გვაჩვენებს, თითქოს ყველაფერი
პირიქით იყოს.
თუ მთვარის ნელ სვლას კიდევ დაუკვირდებით, ისევ აღმოა-ჩენთ რაიმე უცნაურს: ხანდახან რომელიმე ბრდღვიალა ვარსკ-ვლავს მიმალავს თავისი ბნელი კიდის მიღმა (უფრო მკრთალე-ბზე აღარაფერს ვამბობ)... ღამეული ცის თაღზე ჩანს მთვარის
მნათი რკალი, ვარსკვლავი კი გაქრა, აღარსადაა, თუმცა მნათი
რკალი მას ჯერ არ შეხებია.
მაგრამ აი, გადის რამდენიმე წუთი, მთვარე ნელა გადაინაც-ვლებს ცის თაღზე.  ვარსკვლავიც ისევ გამოჩნდება, ოღონდ
ახლა უკვე მნათი რკალის მეორე მხარეს.
შეიძლება ითქვას, რომ მთვარე გამუდმებით გვეთამაშება,
თანაც ძალიან თვალთმაქცურად.
რატომ გვეთამაშება მთვარე? რატომ ქსოვს ღამეული ცის
თაღზე ნაირნაირ რებუსებს და გამოცანებს, როგორც ერთი ვი-ნმე თვალთმაქცი და ოინბაზი?
ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი: მთვარემ იცის, რომ ადამია-ნის თვალი მხოლოდ იმას აღიქვამს, რაც წარმავალია და ცვალე-ბადი. უცვლელის და მარადიულის დანახვა ადამიანს არ შეუძ-ლია, მხოლოდ იშვიათად თუ მოჰკრავს თვალს, ისიც რაიმე გა-ნსაკუთრებულ შემთხვევაში, და მაშინაც ძალიან უძნელდება
საკუთარ თვალს დაუჯეროს, იმდენად ეუცხოვება იგი.
სწორედ ამიტომ გამუდმებით იცვლის სახეს მთვარე; და-უსრულებლად ქარგავს ნაირ-ნაირ რებუსებს და ქარაგმებს,
ამით იგი აღიზიანებს ადამიანის გონებას, უბიძგებს ამოხსნას
ეს რებუსები.
ასე რომ, მთვარე ადამიანის გონების მოკავშირეა სამყარო-სეული იდუმალების შეცნობის გზაზე. ამიტომ ამ რკალს გონე-ბისმიერიც ვუწოდე.

    მთვარის ცვალებად რკალს შეესაბამება დროის ნაკადული.
იგი მიწიერი დროის შენაკადია, ამდიდრებს და აძლიერებს მას,
როგორც ეს მდინარის და ნაკადულის თანხვედრისას ხდება.
დროის ნაკადულს სიზმარეულ დროსაც ვუწოდებ. რატომ?
ეს ხომ ერთი შეხედვითაც ცხადია; მთვარე ღამის მნათობი გა-ხლავთ, ღამე და სიზმარი კი განუყოფელნი არიან.
იტყვით, სიზმარი მხოლოდ ღამეულ დროს როდი ეკუთვნის,
მას დღისითაც ნახულობენო. დიახ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში
სიზმარი ღამეულ დროსთანაა წილნაყარი... ასე თუ ისე, დღისით
თუ ღამით, დროის ნაკადულს მოჰყვება ჩვენსკენ სიზმარეული
ხილვები, მთვარე კი მათ ხელს როდი უშლის თავისი ნაზი შუ-ქით. პირიქით, კიდევ უფრო აძლიერებს,  სიმკვეთრეს და გან-ფენილობას მატებს.
შემდეგი, ანუ მეოთხე რკალი გახლავთ ყოფიერების, ანუ დე-დამიწის რკალი, რომელზეც დედამიწა მისრიალებს და მზის
ირგვლივ მიმოქცევა. ჩვენ, ყველანი, დედამიწასთან ერთად
ვმოძრაობთ ამ რკალზე საკმაოდ მაღალი სიჩქარით (ოცდაათი
კილომეტრი წამში) და საერთოდ ვერ აღვიქვამთ მას, ისევე,
როგორც დედამიწის ბრუნვას ვერ აღვიქვამთ. მთელ სამყარო-ში ყველაზე უფრო ახლომყოფი ენერგია ჩვენთვის დედამიწის
სიცოცხლისმიერი ენერგიაა, რომელსაც იგი ყოველი მიმარ-თულებით აფრქვევს მზის სხივებივით. დედამიწა ცოცხალია,
აქედან გამომდინარე, ჩვენც ცოცხლები ვართ. თითოეული ჩვე-ნთაგანის ყოფიერება იგივე დედამიწის ყოფიერებაა. ჩვენ ერთ-მანეთს ვგავართ, ერთმანეთს აღვწერთ და ვიმეორებთ. განმე-ორებათა ეს ჯაჭვი უსასრულოა. პოეტმა ეს ფრაზა შემდეგნაირ-ად შეიძლება დაალაგოს: `თავის თავს ბადებს თავის წიაღში,
უსასრულოდ იმეორებს თავის ხატებას”. ჩვენ სწორედ ეს გან-მეორებანი ვართ, ოღონდ ჩვენში ცის ნიშანიცაა მოცემული.
მხოლოდ მიწიერნი არა ვართ, ზეცასაც ვეკუთვნით...

ყოფიერების, ანუ მიწიერ რკალს შეესაბამება დრო, რომელ-საც დროის მდინარე ჰქვია.
ყველაზე ძლიერად ჩვენ სწორედ დროის მდინარის ზემოქ-მედებას განვიცდით. ყველა დანარჩენი დროები, რომლებიც უკვე
ჩამოვთვალეთ (დროის ტბორი, ჩანჩქერი და ნაკადული) ყველანი
დროის მდინარეს ერთვიან და მას ექვემდებარებიან. და საერთოდ,
ჩვენ ყველანი, ჩვენ-ჩვენი პაწია დროებით, დროის მდინარეში
ვტივტივებთ, მაგრამ ვერ აღვიქვამთ მას, ისე, როგორც თევზი
ვერ აღიქვამს წყლის ნაკადს. უკვე რამდენი მილიონი წელიწადია,
რაც დროის მდინარე მიედინება და ჩვენც თან მიგვაქანებს.
როგორც წყლის ნაკადის ნაკვალევი  აღიბეჭდება წმინდა  სილაზე,
ისე აღიბეჭდება დროის მდინარის ნაკვალევი ჩვენს ტვინზე,
ამ უკანასკნელის ნაოჭები დროის მდინარის ტვიფარია.
წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე მიედინება დროის
მდინარე ჩვენს ტვინზე და ნელ-ნელა ცვლის მას. ხვეწს, ანვი-თარებს, რაღაცას უკუაგდებს, რაღაცას ინარჩუნებს, უფრო
ასუსტებს ან აძლიერებს. საუკუნეების მანძილზე შეუმჩნევლად
გროვდება ეს ცვლილებები, იძერწება ახალი ტვიფარი... ყოფიე-რების სურათ-ხატება რაიმე ახალი ნაყშით მდიდრდება.
დედამიწა და ყოფიერების რკალი მარტოსული არ გახლავთ,
მზის ირგვლივ სხვა ცთომილებიც მიმოიქცევიან. ვფიქრობ,
მათი ჩამოთვლა აუცილებელი არაა. მე მხოლოდ იმის თქმა მინ-და, რომ ხსენებული ცთომილებიც თავის შეუცვლელ ადგილს
ფლობენ ჩვენს სათამაშო კარუსელზე. ის რკალები, რომლებსაც
ისინი აღწერენ, ყოფიერების რკალის ორივე მხარესაა განლა-გებული, მზის მიმართ და პირიქით, მის მიღმა...
მეტად საყურადღებო როლი აკისრიათ ამ  რკალებს და მათ
შესაბამის დროებს, გვამდიდრებენ, გვაძლიერებენ, პეწსა და
მიმზიდველობას გვმატებენ. ჩვენი სათამაშო კარუსელი მათ
გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია...

სიტყვას აღარ გავაგრძელებ,  ერთ რამეს აღვნიშნავ მხოლოდ
ამასთან დაკავშირებით: თუკი მოვინდომებთ და ამ ცთომილთა-გან რომელიმეზე გადავინაცვლებთ, სათამაშო კარუსელის ცე-ნტრიც მაშინვე იქ გადაინაცვლებს ჩვენთან ერთად. მაგრამ
ჯერ-ჯერობით, ვფიქრობ, ეს არაფერში გვჭირდება. დავრჩეთ
დედამიწაზე, ანუ ყოფიერების რკალზე, როგორც ყველაზე უფ-რო მოსახერხებელზე და ცხადია, ყველაზე უფრო მშობლიურზე
დანარჩენ რკალთა შორის.
მეხუთე რკალს მზის რკალს ვუწოდებ. ეს ის ტალღოვანი
მრუდია, რომელსაც მზე შემოწერს გალაქტიკის ცენტრის ირ-გვლივ. მას `ირმის ნახტომის” წელიწადი ჰქვია და თავის თავში
დაახლოებით 200 მილიონ მიწიერ წელიწადს იტევს. ჩემი აზრით,
ფრიად შთამაგონებელი ციფრია. ჰო, კინაღამ გამომრჩა: მზე
თავის ტალღოვან რკალზე 20 კილომეტრს გადის წამში. ანუ, თუ
ჩვენს წარმოსახვას ფრთებს კიდევ ერთხელ შევასხამთ, შემ-დეგნაირ სურათს მივიღებთ: დედამიწა ბზრიალასავით ტრი-ალებს და საკმაოდ სწრაფად უვლის ირგვლივ მზეს. ხოლო მზე
შედარებით დინჯად მიიკვლევს გზას გალაქტიკის ცენტრის
ირგვლივ მთელი თავისი ამალით. მეტად ჭრელია მზის ამალა:
ცთომილები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, კუდიანი
ვარსკვლავები, მეტეორები... და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი...
ჩვენც ხომ მზის თანამგზავრები ვართ, კვალში მივდევთ ამ
დიდებულ მნათობს... მინდა გითხრათ, ეს ძალიან მახარებს, რა-დგან მზე ძალიან მიყვარს. ნიღბადაც, როგორც ხედავთ, მზის
სახე მიკეთია.
როგორც უკვე ვთქვი, მზის გზა ტალღოვანი მრუდია. შემთხ-ვევით არ ვახსენე აქ ტალღა... გალაქტიკის ცენტრის მიზიდუ-ლობა ცვალებადი გახლავთ. ვარსკვლავთა განლაგება მეტად
არათანაბარია, განუწყვეტლივ მონაცვლეობენ მჭიდრო და
შედარებით გაიშვიათებული ვარსკვლავთგროვები. ამის შედ-ეგად სივრცის მოცემულ უბანში იცვლება გრავიტაცია, იცვლე-
ბა მზის გზაც, იგი დატალღული ხდება. მისი გრაფიკულად ქაღა-ლდზე გადატანა რომ ვცადოთ, სინუსოიდებით მდიდარ მრუდს
მივიღებთ.
    ისე ჩანს, თითქოს მზე კი არ მისრიალებს თავის რკალზე,
არამედ ხტუნვა-ხტუნვით მიიწევს წინ, თითქოს ბავშვი ასკინ-კილას თამაშობსო. მერედა, რა კარგად ეხმიანება მზის მოძრა-ობის ხასიათი ჩვენი თავყრილობის პათოსს, ჩემო ძვირფასებო.
ჩვენ ხომ ვთამაშობთ, ჰოდა, მზეც გვეთამაშება, მოთამაშე ბავ-შვის უზრუნველობით მიხტის თავის რკალზე.
მზის რკალს მე გულის რკალსაც ვუწოდებ. ჩვენი გულიც
კვალში უდგას მზეს, იმ ტალღებს აყვება და დაყვება, რომელ-თაც მზე აღწერს თავის სავალ გზაზე, ანუ, ცოტა სხვანაირად
რომ ვთქვათ, ჩვენი გული მზის მოძრაობის ხასიათს იმეორებს,
ისიც ხტუნავს თამაშით გახარებული ბავშვივით.
მზის გზა და გულის გზა ერთნაირნი არიან თავიანთი ბუნე-ბით. კარდიოგრამა  გაიხსენოს, ვისაც ამაში  ეჭვი ეპარება, ის
ხომ გულისცემის ნაკვალევია, ქაღალდზე გადატანილი. ერთი
შეხედეთ, რა მდიდარია სინუსოიდებით! ზუსტად ისე, როგორც
მზის გზა.
ძალიან, ძალიან გვანან ერთმანეთს.
ახლა ისიცა ვთქვათ, თუ რომელი დრო შეესაბამება მზის
რკალს; დროის მორევი, ასეთი გახლავთ მისი სახელი... ო, რომ
იცოდეთ, რამდენ სათქმელს იტევს ეს ცნება... ერთს იტყვი,
თავს მაშინვე ათი იჩენს, სულ ცოტა... რა გასაკვირია, ჩვენ ხომ
საქმე ჭეშმარიტ მორევთან გვაქვს, სათქმელიც მორევს ემსგა-ვსება...
ასე რომ, დროის მორევი, მზის გზით დასაზღვრული და შე-მორკალული...  აქა ჩქეფს სიცოცხლის მთავარი ძარღვი... მე იმის
თქმა კი არ მინდა, თითქოს სხვა დროები, ჩვენს მიერ უკვე აღწე-რილნი, სიცოცხლის ნიშანს იყვნენ მოკლებულნი, არა, ყოველი
დრო ცოცხალია და ყველა ამ სიცოცხლეს ხასიათთა უსასრულო
მრავალფეროვნება გააჩნია. მაგრამ აი, დროის მორევი გამორ-ჩეულია მათ შორის თავისი ბობოქარი ბუნებით. როგორც უკვე
ვთქვით, მზის გზითაა დასაზღვრული მისი განფენილობა.
ოღონდ აი, ენერგია და ძლევამოსილება, მის წიაღში მსუფევი,
ძნელად შეიძლება რაიმე საზღვრებში მოათავსო. განუწყვეტლივ
ბრუნავს და შფოთავს დროის მორევი, მართლაც მორევივით
ბობოქრობს. მის ძაბრისებრ წიაღში ფერხული ჩაუბამთ დროთა
მრავალგვარ  ტალღებს, გამუდმებით ეხლებიან ერთმანეთს, ხან
მეტოქეობენ, ხან, პირიქით, მხარდამხარ მიილტვიან. ამ განუ-წყვეტელი შფოთვა-ტრიალით უსასრულო სიღრმეებში ეშვე-ბიან... იქ, სადაც თვით ყოფიერების ფსკერი სუფევს. მერე ისევ
მაღლა მიიწევენ მორევის დაუსაბამო ბრუნვა-ტრიალს აყოლი-ლები, და ამას არა აქვს დასასრული...
და ჩვენი გულიც, მზის რკალის ყარიბი, დიდი ალისფერი თე-ვზივით დაცურავს დროის მორევში, ანუ ცოტა სხვანაირად რომ
ვთქვათ, ამ ბობოქარ გარემოში ჩვენი გული თავს ისე გრძნობს,
როგორც თევზი წყალში. დროის მორევი განუწყვეტლივ აბურ-თავებს მას, ხან ქვევით ჩაიტანს თავის ძაბრისებრ  წიაღში, ხან
ისევ ზევით ამოაგდებს, როგორც ნამდვილი მორევის წესია.  ყოვე-ლივე ამის წყალობით გულს ენიჭება უნარი, მოსინჯოს თვით
ყოფიერების ფსკერი. გონება ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ
წარმოიდგენს იმ სიღრმეებს და სიმაღლეებს, რასაც გული წვდე-ბა დროის მორევში აღმა-დაღმა სხმარტალით. გაცილებით ფარ-თოა დრო-სივრცის სამანები, რასაც გული ფლობს, და ეს ყვე-ლაფერი დროის მორევის ბობოქარი წიაღის ნობათი გახლავთ.
ახლა კი თვით ჩვენი გულისცემის შესახებ ვთქვათ ორიოდე
სიტყვა: ტალღისებური ძგერით ჩვენი გული სწორედ დროის
მორევის შინაგან ღელვას იმეორებს, ანუ ჩვენი გულისცემა
დროის მორევის ნაწილია. როდესაც ჩვენ ვუსმენთ საკუთარ
გულისცემას, ვუსმენთ თვით დროის მორევის ხმას, მისი ძაბრი-სებური წიაღის უსასრულო წრებრუნვას ვაყურადებთ.

    მგონი არც ისე ცოტა რამ ვთქვით გულის შესახებ: გული, რო-გორც მზის ყარიბი, დროის მორევს აყოლილი თევზი, თვით უს-ასრულობის სამანებთან რომ დგაფუნობს...
მაგრამ ეს როდია ყველაფერი... ყველაზე უმთავრესი ჯერ
არ გვითქვამს.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი გული სრულიად განსხვავებული
სახის ენერგიას ფლობს, რაც ყოველივეს აღემატება წუთისო-ფელში: ეს  გახლავთ მარადიული ახალგაზრდობის უნარი. დიახ,
გული თითქოს რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე თვით სიცოცხლე.
უპირველეს ყოვლისა, ამაზე სწორედ მისი ის თვისება მიანიშ-ნებს, რომ არასოდეს ბერდება, მარად ახალგაზრდა რჩება სიც-ოცხლის ბოლომდე. გული შეიძლება გაცვდეს, გადაიღალოს,
მაგრამ ეს სულ სხვა რამაა, სიბერეს არ ნიშნავს. ბერდება სხეუ-ლი, ბერდება გონება, იქნებ სულიც (?) კი... მაგრამ გული არას-დროს ბერდება. მზის ტალღოვანი რკალი და მის საზღვრებში
მბრუნავი დროის მორევი ჩვენს გულს მარადიული ახალგაზრ-დობის ჯადოსნური ელექსირით ასაჩუქრებს. ეს გახლავთ გა-ნსაკუთრებული ენერგია, რომელიც თვით სიცოცხლეს აღემა-ტება. ვინც იპოვის ბილიკს საკუთარი გულისკენ, მარადიული
ახალგაზრდობის ჯადოსნურ ელექსირსაც მიაგნებს.
თითქოს ყოველივე ითქვა, რისი თქმაც მსურდა... მაინც გუ-ლნაკლული დავრჩი (ისევ გულისკენ მიმიწევს გული). მინდა ისევ
ვილაპარაკო დროის მორევზე, ამ სასწაულთა სასწაულზე,
ჩვენს გულს უამრავი იშვიათი ნიჭით რომ აჯილდოვებს. მართ-ლაც მშვენიერი რამ იქნებოდა, მისი დანახვა რომ შეგვეძლოს,
მაგრამ ეს მიუწვდომელია ჩვენთვის, ჩვენი თვალთახედვის
მიღმა რჩება ეს საოცრება. ადამიანის თვალს არ შეუძლია დრო-ის დანახვა, ადამიანი ბრმაა დროში და თვალხილულია სივრ-ცეში. ამდენად, მხოლოდ იმით უნდა ვინუგეშოთ თავი, რასაც
ჩვენი წარმოსახვა შემოგვთავაზებს; წარმოსახვა კი თავისუ-ფალია ყველგან და ყოველთვის; აი, რა მშვენიერ სურათს ხა-
ტავს იგი: ღელავს და ბობოქრობს მარად მბრუნავი დროის მორ-ევი, მის ძაბრისებრ წიაღში ალისფერი თევზივით დგაფუნობს
ჩვენი გული. ცეკვა-ცეკვით, თამაშ-თამაშით კვალდაკვალ მის-დევს მზეს, მარად ახალგაზრდა, მარად დაუდეგარი, უზრუნვე-ლი ბავშვივით ლაღი და მხიარული.
    ნეტავი პოეტი ვიყო, ძვირფასებო. ნეტავი შემეძლოს ფერა-დოვანი გამოთქმებით აღვწერო დროის მორევში მოდგაფუნე
ჩვენი გული, დიდი ალისფერი თევზი, ჩვენთვის ასე ახლობელი
და ასე მიუწვდომელი... აი, მაშინ კი ბოლომდე აივსებოდა ჩემი
გული, აივსებოდა იმ დიდი, გულუბრყვილო სიხარულით, დროის
მორევის წიაღში რომ იბადება.
მეექვსე რკალს მივადექით. ეს ის რკალია, რომელზეც გალაქ-ტიკები მისრიალებენ, მათ შორის ჩვენი `ირმის ნახტომიც”. მას
მეტაგალაქტიკის რკალიც შეიძლება ვუწოდოთ. როგორც თვით
სახელწოდება მიანიშნებს, ამ რკალზე თავს იყრის ყველა გალაქ-ტიკის სავალი გზა და ბილიკი... და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგა-ნის სავალი გზებიც, რასაც კი აღვწერთ დროსა და სივრცეში.
აქ უკვე ჩვენმა კარუსელმა ძალიან ფართოდ გაშალა მხრე-ბი. ხუმრობა ხომ არ არის; ჩვენი განთქმული `ირმის ნახტომი”
ამ კარუსელში ერთი პატარა სპირალია და მეტი არაფერი... ეგ
ნუ შეგვაკრთობს. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით სივრცის
დალაშქვრა გონების თვალით. ჰოდა, ჩვენ ყველანი, სადაც არ
უნდა ვიმყოფებოდეთ, ამ უფართოესი სივრცის სრულუფლე-ბიანი ბინადარნი ვართ. ეს  გახლავთ მთავარი ნიშანი ჩვენს
მიერ აღწერილი რკალთა სისტემისა; ისინი თანაარსებობენ
ერთმანეთში და ამავე დროს ერთმანეთის გვერდით.
მეექვსე რკალს შეესაბამება დროის ოკეანე... ის მართლაც
ჩამოჰგავს ოკეანეს. როგორც მიწის ოკეანეში ჩაედინება საბ-ოლოოდ ყველა მდინარე... და საერთოდ,მასში თავს იყრის დე-დამიწაზე არსებული ყველა წყლის წვეთი, ასევე დროის ოკეანე-ში თავს იყრის ყველა ზემოთნახსენები დროები... ჩვენ უკვე
ვთქვით ყოფიერების რკალზე საუბრისას, თუ როგორ ვტივტი-ვებთ დროის მდინარეში ჩვენი კუთვნილი პაწია დროებით; მა-გრამ როდესაც დროის ოკეანეზე ვსაუბრობთ, ეს უკვე აღარაა
საკმარისი.
      უნდა გავიხსენოთ ყველა ის დრო, როლებზეც ამდენი ვილა-პარაკეთ: ჩაკეტილი, მოცეკვავე და ცვალებადი დროები, დრო-ის მდინარე და ბოლოს, დროის მორევი. როგორც ხედავთ, სხვა-დასხვა დროთა ნამდვილი თაიგული მივიღეთ. ალბათ იკითხავთ,
რომელი ძაფითაა შეკრული ეს თაიგული? ხომ ყველამ ვიცით,
რაღაცამ უნდა შეკრას იგი... გიპასუხებთ: ჩვენი მეობა, ანუ ჩვე-ნი ინდივიდუალური ცნობიერებაა ის ძაფი, რომელიც კრავს ამ
თაიგულს, და ჩვენ ყველა მასთან ერთად ვტივტივებთ დროის
ოკეანეში... დაახლოებით ისე, თამაშით გართული ბავშვები რომ
ცურავენ და ტივტივებენ წყლით სავსე აუზში. ვფიქრობ, ცხო-ველი სურათხატებაა, ცხადად რომ წარმოადგენს ჩვენს სათ-ქმელს, თან გაგვახარებს და გაგვართობს კიდეც. რა სჯობია
იმის ყურებას, თუ როგორ დგაფუნობენ ბავშვები წყალში. ათა-სნაირ გასართობს იგონებენ, მათი ჟივილ-ხივილი ყოველივეს
იკლებს. ხან ჩაყვინთავენ კამკამა წყალში და სულ მალე ისევ
ამოყვინთავენ. მართლაც სახალისოა მათი ყურება... ეს ნამდვი-ლი სიცოცხლის ზეიმია... და ვფიქრობ, ის წამიც მოზეიმე წამია,
როდესაც გავიაზრებთ, თუ როგორ ვტივტივებთ დროის ოკეა-ნეში ჩვენი კუთვნილი დროის ჭრელი თაიგულებით, ვუერთ-დებით დროის ოკეანის დაუსაბამო მიმოქცევას, სიცოცხლის
უწყვეტ ზეიმში ჩვენც გვიდევს წილი.
ამიტომაც ნურავინ იტყვის, სიცოცხლე დასრულდაო. არა,
იგი მხოლოდ თვალს მიეფარება ხოლმე წყალში გადამხტარი
ბავშვივით, ცოტა ხნით რომ ჩაყვინთავს და მერე ისევ ამოყვინ-თავს, რათა კვლავ გააგრძელოს თამაში.
აი, უკვე მივადექით მეშვიდე, სულ ბოლო რკალს. (ბოლომდე
დავრჩით ამ საკრალური ციფრის, შვიდიანის ერთგულნი). ამ
რკალზე მეტაგალაქტიკები მოძრაობენ, ისინი ძალიან, ძალიან
ზანტად ინაცვლებენ ადგილს დროსა და სივრცეში... ყოველ
შემთხვევაში ჩვენს თვალს ასე ეჩვენება, რადგან მეტისმეტად
შორეულ და ფართოდ განფენილ განზომილებებთან გვაქვს
საქმე. მაგრამ თუ საით მიემართებიან, რა მიმართულებით, სან
რა ფორმის მრუდს აღწერენ, ეს ყოველივე სრულიად გაუგებარ-ია ადამიანისთვის. დიახ, მეტნაკლებად ყველა დანარჩენი რკა-ლების ფორმა და მოხაზულობა აღწერა ადამიანმა, მეტ-ნაკლე-ბად ყველას უწვდინა გონების თვალი, მეშვიდე რკალს, რომელ-იც მეტაგალაქტიკებს ეკუთვნით, ვერაფერი მოუხერხა და ერთი
მეტად იდუმალი და საინტერესო სიტყვა,  `უსასრულობა” ახსე-ნა. აი, აქ უკვე უსასრულობას შევეჯახეთ შუბლით, მის შესახებ
კი ჩვენ არც ისე ბევრი რამ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, რაც
ვიცით, თვით უსასრულობასთან შედარებით ლამის ნულის ტო-ლია, იმდენად ცოტაა. აქედან გამომდინარე, მეშვიდე რკალს ღია
რკალსაც ვუწოდებ. სხვა დანარჩენი რკალები ყველა სადმე
იკვრება და სრულდება, მხოლოდ მეშვიდე რკალია ღია.
მეშვიდე, ანუ ღია რკალს შეესაბამება ასევე ღია დრო. დაუსა-ბამო სივრცის მსგავსად არც ის დატოვა ადამიანმა ნათლობის
გარეშე; ძალიან საინტერესო სახელი, `მარადისობა” უწოდა.
ვფიქრობ, გავავლეთ რაღაც მრუდი დროსა და სივრცეში,
ჩაკეტილი რკალიდან ღია რკალამდე, ანუ უსასრულობამდე. შე-საბამისად დროის ტბორიდან, ანუ ასევე ჩაკეტილი დროიდან
ღია დრომდე, ანუ მარადისობამდე. ძალიან, ძალიან საინტერესო
წყვილი მივიღეთ, უსასრულობა და მარადისობა.
იქნებ იკითხოთ, რა არის მარადისობა? რას ნიშნავს იგი?
ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ მის შესახებ, უსასრულობის
მსგავსად, ისიც ჯიუტად გაურბის ადამიანის განსჯა-გონებას.
ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთის საზოგადოებაში დავტოვოთ ეს
განუყრელი ტყუპისცალები – უსასრულობა და მარადისობა.

    იქნებ ინებონ ოდესმე ამეტყველება და რაიმე გაგვანდონ თა-ვიანთი გამოუცნობი ბუნების შესახებ.
მეშვიდე რკალს ბედისწერის რკალსაც ვუწოდებ. თუ ხატო-ვნად ვიტყვით,  ბედისწერის ისრები იქიდან მოჰქრიან  ჩვენ-სკენ... დავაზუსტებ: აუცდენელი ისრები! ვერავინ გაექცევა,
რაც არ უნდა სწრაფად დარბოდეს. თვითონ ღია რკალისა არ
იყოს, ბედისწერა თითქოს არსადაა, ამავე დროს ყველგანაა.
უმეტეს შემთხვევაში არაფრით ამჟღავნებს თავის არსებობას,
მაგრამ როდესაც თავს იჩენს, მისი ნება სრულიად შეუვალია და
უტეხი. მბრძანებელთა მბრძანებელია, მის ძლევამოსილებას
წინ ვერაფერი დაუდგება. თან როგორი განუსჯელია, როგორი
თავქარიანი... ვერაფერს უწოდებ, გონებისმიღმიერის გარდა...
გაცელქებულ, ჭირვეულ ბავშვს ემსგავსება, რომელმაც არა-ფერი იცის, არაფერი ესმის და არც სურს იცოდეს.
ყური ხომ არ აგვეწია ამ თავქარიანი ბავშვისთვის, იქნებ ცო-ტა ჭკუა გვესწავლებინა მისთვის... ვინ შეძლებს ამას? წუთი-სოფლის ბადე ხომ არ დავუხვედროთ წინ... ერთიც ვნახოთ,
გაებას მასში. ალბათ გახსოვთ, როგორ იქსოვება წუთისოფლის
ბადე, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთნაირად ვართ გაბმულნი.
ყველა დანარჩენი რკალები წუთისოფლის ბადეს რომელიმე
გარკვეულ წერტილში კვეთენ. ასე თუ ისე, შესაძლებელია მათ
კვალზე მიყოლა, ხანდახან მაინც რაღაცას მოვკრავთ თვალს.
მაგრამ სად გადაკვეთს წუთისოფლის ბადეს ბედისწერის
რკალი? ეს რომ გვცოდნოდა... მაგრამ არა, ამას თვალი ვერავინ
მიადევნა. ამაოდ დაშვრა, ვინც ამისთვის გაისარჯა და ბოლოს
ისევ ჭირვეული ბავშვი გაიხსენა. ყველას ასე დაემართა, ვინც
ბედისწერის იდუმალი ბილიკების დალაშქვრა მოინდომა. ჩვენც
იგივე ხვედრი გვეწია,  ერთი ნაბიჯითაც ვერ გავცდით მრავა-ლთა მიერ მოცვეთილ ბილიკს. დიახ, ბავშვური განუსჯელობით
კვეთს ბედისწერა წუთისოფლის ბადეს, შეუძლებელია მის
კვალზე მიყოლა, გონება აქ ვერავითარ სამსახურს ვერ გაგიწ-
ევს. ესაა სულ, რისი გაგებაც შევძელით. ყურის აწევას ვინ დაე-ძებს, თვალიც ვერ მოვკარით იმ ჭირვეულ ბავშვს.
რაღა დაგვრჩენია... ხომ არ გვეთამაშა ამ ჭირვეულ ბავშვ-თან, ბედისწერა რომ ჰქვია... იქნებ თამაშით ვეწიოთ საწადელს;
ოდნავ, სულ ოდნავ მივუახლოვდეთ ბედისწერის იდუმალ ბილი-კებს, ასავალ-დასავალი რომ ვერავინ გაუგო, მერე კი ალბათ
მის ჭირვეულ ბუნებასაც ავუღებთ ალღოს. ვეცადოთ, იქნებ
რაიმე გამოგვივიდეს. თუ არადა, თამაში ხომ შეგვრჩება, თა-მაში კი ყველას ძალიან გვიყვარს.
    აჰა, შეიკრა ჩვენი რკალები. შვიდნი არიან, როგორც თავიდან
შეგპირდით. ჩაკეტილი რკალიდან ღია რკალზე ვიარეთ, დრო-სივრცის ყველა შესაძლებელი ბილიკი მიმოვიარეთ, და მგონი
მართლა ავაწყვეთ რაღაც კარუსელისმაგვარი, თანაც ისე, რომ
თამაშისთვის ერთხელაც არ მიღალატია... ყოველ შემთხვევაში,
ცდა არ დამიკლია, რაც კი შემეძლო. საკრალურმა ციფრმა შვიდ-იანმა თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა, როგორც ხედავთ.

X X X

  მზის ნიღაბმა დაასრულა თავისი სიტყვა, თავი დაგვიკრა და
სასმელით სავსე ფუჟერს წაეტანა... მგონი ჯერ არ მითქვამს:
ნაირ-ნაირი სასმელებით და საუზმეულით დახუნძლული მაგი-და იქვე იდგა, ერთი ხელის გაწვდენაზე... ამ მაგიდაზეც ყოვე-ლივე მშვენიერი იყო, ისე როგორც სხვა დანარჩენი ამ მშვენი-ერ წალკოტში. ნიღბები ახმიანდნენ, საპასუხო სიტყვა  შეაწიეს
რკალებზე მოსაუბრეს. მართლაც მეტად საინტერესო სათამა-შო კარუსელი მივიღეთო, აღნიშნეს. ოდნავადაც არ მოგვიწ-ყენია, ჩვენც კარგად გავერთეთ და არც საკრალური ციფრი,
შვიდიანი დაზარალებულა რაიმეთიო. მერე ცალ-ცალკე რკალე-ბზე საუბარს მოყვნენ, ზოგს ერთი უფრო მოსწონდა, ზოგს მე-
ორე... აზრთა საკმაოდ გამოკვეთილ სახესხვაობას ჰქონდა ად-გილი, თუმცა ეს სხვადასხვაობა კამათში არ გადაზრდილა...
არც მე ვყოფილვარ მოწყენილი. ვფიქრობდი; ვნახოთ რა
იქნება, კიდევ რას იტყვიან. თუ მთქნარება ამიტყდა, წასვლას
წინ რა უდგას... განსაკუთრებით ბედისწერის რკალმა მომხი-ბლა, თავის დროზე მიხვდებით, ასე რატომ მოხდა...
ამის მერე ორსახა ნიღბის ჯერი იყო... ორი, ზუსტად ერთნაი-რი ნიღაბი წინაუკმოდ ეკეთა. ნიღბებს წყლის ჭავლისებრი ლა-პლაპი გაუდიოდა, ასევე მის ტანსაცმელსაც...
სიტყვას მოჰყვა და ბარემ დანარჩენ ნიღბებსაც აღვწერ,
რადგან შემდგომში ამაზე აღარ დავკარგო დრო, მათი სათქ-მელი მოგაწოდოთ შეუფერხებლად.
    ერთ-ერთი ნიღაბი ნაირფერებით იყო აჭრელებული: უზა-რმაზარი სათვალე ეკეთა, რომლის ჩარჩო ცისარტყელას ყვე-ლა ფერს ასხივებდა. ასევე ითქმის მის ტანსაცმელზეც... რო-გორც შემდგომში გაირკვა, თურმე სინათლის სულს განასა-ხიერებდა...
მის გვერდით ფრინველის ნიღაბს მოეკალათებინა. კოხტად
დაწინწკლული პეპელა ჰალსტუხი ეკეთა. ალბათ მგალობელ
ფრინველზე მიანიშნებდა ამით. შედარებით სადად გამოიყურე-ბოდა ცისარტყელების გვერდით, თუმცა მის კოპწიაობას ამით
ბევრი არაფერი აკლდებოდა ჩემი აზრით.
ამის შემდეგ კი... ო, ეს მართლაც ღირდა სანახავად, ოქროს
ნიღაბი ბრწყინავდა... მართლაც რომ ბრწყინავდა. განა შეიძლე-ბა, ოქრომ არ იბრწყინოს? მან ხომ ყველას თვალი უნდა მოსჭ-რას... ჰოდა, ამ მიზანს ნამდვილად აღწევდა ეს, მართლაცდა
მშვენიერი ნიღაბი...
    ოქროს ნიღბის გვერდით ჭექა-ქუხილის ღმერთი სუფევდა
მთელი თავისი დიდებულებით... მას უკვე იცნობს მკითხველი.

    მერე კი... ჰო... მე გახლდით მომდევნო ნიღაბი... ყველაზე
სადა, შეუმჩნეველი; არ ღირს აღწერად... დომინოს ნიშნებს ყვე-ლა კარგად იცნობს.
ვფიქრობ, არცერთი ნიღაბი გამომრჩენია, ყველა წარმო-ვადგინე...
ამასობაში ნიღბებიც მორჩნენ ერთმანეთში მუსაიფს და ჟრი-ამულს... ძალიან მხიარულად კი ირჯებოდნენ... მეც გამახალ-ისა მათმა ყურებამ. თითქოს აღთქმა დაედოთ, ყველაფერი
გახარებოდათ, რასაც კი მოისმენდნენ.
სიჩუმე ჩამოვარდა... ორსახა ნიღაბმაც იწყო თავისი სათქმე-ლის გაცნობა ჩვენთვის... ისიც საკმაოდ საინტერესო გამოდ-გა. აი, ყური მიუგდეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები