ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2016


ჰერმანს!!!!

შემომხედე, ჰერმან!
შუა დარბაზში წითელი ყაყაჩო -ვბრიალებ.
ისეთი ლამაზი ვარ,
შენ მანდ -
ვის ნახავ უკეთესს!

დარბაზი აჯაზებს,  ფეთქდება -
ათასი მეფე და ჯამბაზი.
მე ვდგავარ,
მე ვდგავარ კედელთან,
ისეთი მარტო და ლამაზი...

მაგრამ იმდაგვარად ამცდარა
ჩემი დედამიწა - შენი ცა,
რომ შენთვის მოტანილ  ღიმილებს
ვუტოვებ შვეიცარს.

წვიმს შიგნით,
საცაა თვალები -
წამოჩქეფს საწვიმარ მილივით!
ცოტაც და ტუჩების ჯებირებს,
შიგნიდან გაანგრევს კივილი!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები