ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2016


აზარტი (შვიდი დრო, კამათელი და შვიდი ნიშანი)



                შვიდი დრო

    რაღა დარჩა სათქმელი? თითქოსდა არაფერი. რა მშვენიერი,
რა ფერადოვანი სიტყვები მოვისმინეთ ყველამ ერთად. ცა და
მიწა შეაჯერეს ჩემმა წინამორბედებმა, საოცრებათა საგანძუ-რი დაახვავეს ჩვენს თვალწინ და ყოველივე საკრალურ ციფრს,
შვიდიანს მოარგეს. სულ თამაშ-თამაშით აღსრულდა ეს ყვე-ლაფერი, ბავშვის უზრუნველი თვალით შევიჭვრიტეთ სამყაროს
ყველაზე იდუმალ სამალავებში, დიდად მადლიერი გახლავართ
ამის გამო.
    იმედი მაინც არ დამიკარგავს, მეც მოვძებნო ჩემი სათქმე-ლი, `სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!” – აი, ასეთ შეფასე-ბას ვეძიებ... სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება, უფლება არ
მაქვს, მე ხომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ვარ...

    ახლა კი ისმინეთ, რასაც ვიტყვი: `ღმერთმა შვიდ დღეში შე-ქმნა სამყარო!” როგორია, ა? ამ სიტყვებით ვიწყებ ჩემს სათ-ქმელს. აბა, მითხარით, განა ჭექა-ქუხილივით არ ხმიანობენ ეს
სიტყვები? რომელმა თქვენგანმა თქვა რაიმე უფრო ხმამაღა-ლი? უფრო აღმატებული?
    ჰოდა, ცოტათი გაგეხუმრეთ, ამდენი რეპლიკები საჭირო არ
არის, მაგრამ მაინც ძალიან ნუ გეუცხოვებათ ჩემი თვითშეფასე-ბა. ეს მართლაცდა ჭექა-ქუხილივით მგრგვინავი სიტყვები ჩემი
სათქმელის შესავალია, ზუსტად ემთხვევა მის პათოსს... თვით
მბრძანებელთა მბრძანებლის, დროის შეს ახებ უნდა გელაპარა-კოთ... ხომ გსმენიათ, დრონი მეფობენ და არა მეფენიო.
    ამგვარად, ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო... (მე არ
მომბეზრდება ამ საოცარი სიტყვების განმეორება). ეს სიტყვე-ბი იმ დროის გამოძახილია, როდესაც ჩვენი სამყარო იბადებო-და. ჰოდა, იფიქრეთ: როცა შორეული გამოძახილი ასეთი ძალით
გვეხმიანება, რაღა იქნებოდა თვით სამყაროს შექმნისას.  მერე,
დედამიწა როგორ დაიბადა... ვინ იცის, როგორ გრგვინავდა
ზეცა, ელვის როგორ ისრებს უშენდა მიწას... რომელი ჩვენგანი
შეძლებს ამის განჭვრეტას. ვფიქრობ, ამაო შრომაა,  მაშინდე-ლი ჭექა-ქუხილის ძლევამოსილება შორს სცილდება ჩვენს წარ-მოსახვას.
ესეც ასე. ჭექა-ქუხილი უკვე მიწყნარდა, თვით სიტყვების
შინაარსს მივაპყროთ ყურადღება. მე თუ მკითხავთ, შვიდ დღეში
სამყაროს შექმნის იგავი ყველაზე დიდი იდუმალებაა ჩვენთვის
ცნობილ იგავთა შორის. იგი ჰგავს მონუმენტს, რომელიც ერ-თიანად ჩაძირულა განუჭვრეტელ წყვდიადში. მხოლოდ სი-ნათლის ძალიან ვიწრო კონა აღწევს იქამდე ჩვენი თვალსაწი-ერიდან,  და ამ ვიწრო სხივთა კონამ ციფრი შვიდიანი ამოატივ-ტივა წყვდიადის სიღრმიდან. ვცადოთ, თვალი გავუსწოროთ ამ
ციფრს. რის შესახებ გვანიშნებს იგი? ცხადზე უცხადესია, მე-ტისმეტად მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს სამყაროს
შექმნის პროცესში. მერედა, როგორია ეს როლი? ვცადოთ მისი
გაშიფვრა? მეტისმეტი თავხედობა ხომ არ იქნება ჩვენი მხრით?..
თუმცა, ჩვენ ხომ ვთამაშობთ, ჰოდა, პატარა ცელქობაც მოგვე-ტევება.
თავს აღარ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ რომელ დღეს რა
შექმნა უფალმა. ამის შესახებ თვით ბიბლიის ფურცლები ღაღა-დებენ ყველაზე მჭევრმეტყველურად. ჩემი თვალთახედვა სხვა მხარესაა მიმართული. უწინარეს ყოვლისა, ის დღე მაინტერე-სებს, როცა უფალს არაფერი შეუქმნია. სწორედ მეშვიდეა ის დღე. ბიბლია ღაღადებს, რომ ექვსი დღის შემდეგ, ანუ მეშვიდე დღეს, უფალმა განისვენა, მისი ხელიდან აღარაფერი გამოსუ-ლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს შექმნილი ღირებულება ნულის ტოლია. გამოდის, მეშვიდე დღე ნულოვანი დღე ყოფილა, ანუ რაც იგივეა, ნულოვანი დრო, ანუ ღია დრო.
    როგორც ხედავთ, ღია დროის ცნება თავისთავად ამოტივ-ტივდა იმ განუჭვრეტელი წყვდიადიდან, რომელშიც ციფრი შვიდიანი ჩაძირულა. ძალაუნებურად მაგონდება შვიდკარიბ-ჭიანი ციხე-სიმაგრე, ოქროს ნიღაბმა რომ წარმოგვიდგინა.
    ალბათ გახსოვთ, იმ ციხე-სიმაგრის ექვსი კარიბჭე ჩაკეტილია,
მეშვიდე კი ღიად არის დარჩენილი. მეშვიდა ღია რკალიც მაგო-ნდება მზის ნიღაბის საუბრიდან, (ანუ ბედისწერის რკალი), რომ-ლის ასავალ-დასავალიც არავინ უწყის. კიდევ ბევრ რამეს გა-იხსენებ, თუ ამ საოცარ ციფრს, შვიდიანს გამოედევნები, მაგ-რამ ვფიქრობ, საკმარისია.
ახლა ისიცა ვთქვათ, ჩვენი კალენდარი შვიდიანზე რომაა
ჯვარდაწერილი. ხომ ცნობილია, არსებობს ორი დრო. ერთი,
რომელსაც ჩვენ ვერ ვზომავთ, ხელი არ მიგვიწვდება. ასე ვთქ-ვათ, მარადისობა... და მეორე დრო, რომელსაც ვცდილობთ ჩვე-ნი საზომი ერთეულები მივუსადაგოთ. ჩვენ დროს სულ უფრო და უფრო დიდი სიზუსტით, წამის მემილიონედამდე ვზომავთ.
    ჰოდა, ციფრი შვიდიანიც აქ სუფევს მთელი თავისი დიდებუ-
ლებით. შვიდი დღეა კვირაში, რომელზეც აწყობილია მთელი
ჩვენი ცხოვრების რიტმი. შვიდჯერადია მთვარის თვის ხანგრ-ძლივობაც,  თუმცა მასზე უნაშთოდ არ იყოფა. არც წელიწადის
ხანგრძლივობა იყოფა შვიდიანზე, თუმცა მთლიანად მასვე
ეყრდნობა და საერთოდ, დრო მოუხელთებელია, როგორც სი-ნათლის სხივი. ძალზე ძნელია მისი მოთავსება რომელიმე  ჯე-ბირის საზღვრებში, თუნდაც ეს ჯებირი საკრალური ციფრი,
შვიდიანი იყოს. როგორც მდინარის წყალი ებრძვის თავის ნაპირებს, დროც ზუსტად ისე იქცევა.
    ამგვარად, დრო მოუხელთებელია, როგორც სინათლე და
პირიქით, სინათლე მოუხელთებელია, როგორც დრო. ხომ არ
დაგვეწყვილებინა ერთმანეთთან? ალბათ საინტერესო აზრია,
თუმცა ფრიად საჭოჭმანო. ორივეს, ერთნაირად მოუხელთე-ბელს, როგორ უნდა მივყვე ფეხდაფეხ? ამდენს ვერ შევძლებ, მხოლოდ პატარა პარალელს გავავლებ მათ შორის.
    ცნობილია, დროს სამი განზომილება აქვს: წარსული, აწმყო
და მომავალი. ეს სამი განზომილება ერთად აღებული დროის
ქვაკუთხედია.
    ასევე სინათლეც სამი ძირითადი ფერისგან შედგება. ესენია:
წითელი, ყვითელი და ლურჯი. ამის შესახებ უკვე ილაპარაკა
ცისარტყელას ნიღაბმა, მისი სიტყვების განმეორება მიხდება.
ამგვარად, ეს სამი ფერი, ერთად აღებული, სინათლის ქვაკუთ-ხედს ქმნის.
    როგორც ხედავთ, გვანან ერთმანეთს დროის და სინათლის
ძირითადი კონტურები. ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით,
გარეგნული მსგავსება მეტისმეტად ცხადია. ამავე დროს ში-ნაარსითაც მჭიდრო მეზობლობა აქვთ.
    წითელი ფერი წარსულის ფერია, ჩვენი ბავშვობის ფერი, რო-მელიც კარგა ხანია, უკან მოვიტოვეთ. წარსულიდან მოვდი-ვართ და მომავლისკენ მივეშურებით, აწმყოს ზღურბლზე წამით შემდგარნი... ანუ აწმყო თავიდან იშორებს წარსულს და მომავ-ლისკენ მიემართება, როგორც ნაყოფი იცილებს პლაცენტას დაბადებისას.
    აი, რა შეიძლება ითქვას აწმყოს შესახებ: იგი ოქროს შუალე-დია წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდივით, და მა-რთლაც ოქროსფრად, ანუ ყვითლად არის შეფერილი... მზის ბადრო ყვითელი ფერისაა ჩვენს თვალში, აწმყო ყვითელ ფერ-თანაა გაიგივებული.
    ლურჯი ფერი ოცნების, სიშორის ფერია, მარადიული ლტო-ლვის და მიუწვდომლობის, ანუ ხვალინდელი დღის ფერი. თით-ქოს ლურჯ უსასრულობაში ვინთქმებით, როდესაც მომავალზე
ვფიქრობთ.
    სამივე ძირითად ფერს, ანუ სინათლის ქვაკუთხედს, თვით
სივრცემ დაადგა თავზე გვირგვინი. იგი შვიდფერაა, სახელად
ცისარტყელა ჰქვია.
    ასევე სამგანზომილებიან დროის ქვაკუთხედსაც ადგას თავ-ზე გვირგვინი. ეს გახლავთ იგავი, თუ როგორ შეიქმნა სამყარო
შვიდ დღეში.
    როგორც ხედავთ, დრო და სინათლე აქ საოცრად დაემსგავსა
ერთმანეთს. მათ თითქოს ერთად ჩაიხედეს რომელიღაც ჯადოს-ნურ სარკეში და იქ ერთმანეთი აირეკლეს. მსგავსებათა ძირი-თადი შტრიხების დანახვა როგორღაც შევძელით. მეტის კი, რა
მოგახსენოთ... ჩვენი თვალთახედვა მათ ვეღარ წვდება...
    თუ ნებას მომცემთ, კიდევ ერთ პარალელს გავავლებ სი-ნათლესა და დროს შორის. როგორც ცნობილია, სინათლეს სრუ-ლი არეკვლის უნარი გააჩნია. ეს მაშინ ხდება, როცა სინათლის სხივები მართ კუთხეს ქმნიან დაცემისა და არეკვლის დროს.
    ჩვენ უამრავი მშვენიერების მოწმენი გავხდებით, თუ ჩვენი
თვალთახედვა სრული არეკვლის კუთხეს დაემთხვევა. სწორედ
ამ მოვლენის შედეგი გახლავთ, დილის ნამი რომ ათასფრად
ბრჭყვიალებს მზის სხივებზე. ნამის წვეთებში სინათლე სპექტ-რად იშლება, ცისარტყელას ფერებიც ამის შედეგად ჩნდებიან.
ხანდახან მზის ბადრო რომელიმე სარკმლის მინიდან შემოგვ-ცინებს მთელი თავისი დიდებულებით, ისე რომ თვალს ვერც კი ვუსწორებთ. აქაც იგივე შემთხვევაა, სრული არეკვლა, ოღონდ სპექტრად დაშლის გარეშე.
    როგორც სინათლეს, დროსაც უნდა გააჩნდეს სრული არეკვ-ლის კუთხე (ამაში ეჭვი არ მეპარება). ნამდვილ სასწაულებსაც
სწორედ მაშინ ვიხილავთ, თუ ჩვენი თვალთახედვა დროის სრუ-ლი არეკვლის კუთხეს დაემთხვევა... ერთ ამბავს გადმოგცემთ,
ექიმმა მიამბო. თურმე მომაკვდავ ავადმყოფს ადგა თავზე.
წამით მივტრიალდი, რაღაც ნივთი უნდა ამეღო მაგიდიდანო,
მიყვებოდა ექიმი. როცა ისევ მივბრუნდი მისკენ, სწორედ მაშინ
ამოუვიდა სულიო. და იცით, რა მითხრა? მისი სული დავინახეო.
თვალი მოუკრავს, როგორ ამოვიდა მომაკვდავის თავიდან
რაღაც ნისლისებური ფთილა თუ გუნდა... ერთი შევხედე და მაშ-ინვე გაქრაო.
    როცა ამას მიყვებოდა, ძალიან შეშინებული, სერიოზული სახე ჰქონდა იმ ექიმს. ისე განიცდიდა ყველაფერს, თითქოს ახლაც იმავე სურათს შეჰყურებსო. დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა მასზე. აშკარად მიხვდა, რაღაც საოცრება რომ იხილა, რო-მელსაც ძალზე იშვიათად იწვდება ადამიანის თვალი. მე თუ მკითხავთ, სრულიად შემთხვევით, ჩემი ნაცნობი ექიმი დროის სრული არეკვლის კუთხეში  აღმოჩნდა, ამიტომაც შეძლო ადამიანის სულის დანახვა, რომელიც სხვა პირობებში სრულიად უხილავია ადამიანის თვალისთვის. ამგვარად, როგორც სინათლის სხივი ამჟღავნებს თავის თავს და სპექტრად იშლება სრული არეკვლის კუთხეში, დროც ამის მსგავსად ამჟღავნებს თავის საიდუმლოებებს რაღაც კუთხის საშუალებით. ეს დიდზე დიდი
საიდუმლოა. სწორედ ამ საიდუმლოს დაუფლებას ცდილობდნენ წინასწარმეტყველნი, რათა ეთქვათ რაიმე ღირებული, დროის საზღვრებს რომ შეარღვევდა.
  დროა ყოვლისმპყრობელი, დროა ყოვლისშემძლე, ყველაზე
უფრო მიუწვდომელი და მოუხელთებელი. მე დიდად ამაღელვა
რკალთა იმ სათამაშო კარუსელმა, მზის ნიღაბმა რომ გადაგვი-შალა თვალწინ. მან დროთა რკალებზეც ილაპარაკა. ამდენად,
უკვე თქვა ჩემი სათქმელი სანახევროდ: ყველა სივრცით რკალს
თავისი დრო შეესაბამება რკალთა კარუსელში და მათი რიცხვი
შვიდი გახლავთ. კვლავ განმეორება მიხდება, ვერაფერს გააწ-ყობ, მე ხომ ბოლო სიტყვა მერგო.
    კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჭექა-ქუხილივით მგრგვინავ სიტ-ყვებს: `ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო!” დიახ, ეს სიტყ-ვები მართლაც ჭექა-ქუხილივით ხმიანობენ და მე ვთხოვ ზეცას,
დაიქუხოს ამ სიტყვების, ანუ ჩემი სიტყვების პასუხად... ამჯერად
ეს სიტყვები მე მეკუთვნის. ხელსაც აღვმართავ. ხმა შემაწიე,
დაიქუხე ზეცაო! მეც  ხომ ჭექა-ქუხილის  ღმერთი ვარ! ვხედავ,
ერთიანად მოქუფრულხარ, ნაცრისფერი ღრუბლები წამოშლი-ლან... სწორედ შესაფერისი დროა, რათა შენი ძლევამოსილება გაამჟღავნო. მეც ძალიან გამახარებ ამით...
დაიქუხე, დაიგრგვინე, შემეხმიანე, ზეცაო!
ეჰ, მდუმარებაც თავისებური პასუხია.

***
    ჭექა-ქუხილის ღმერთის სიტყვებს მხიარული გამოხმაურე-ბა მოჰყვა ნიღბებს შორის. ერთხმად ალაპარაკდნენ, ძნელი იყო გარჩევა, ვინ რას ამბობდა. `ასეთია, თავმომწონეობა უყვარს...”
მხოლოდ ამ ფრაზამ მოაღწია ჩემამდე შედარებით მკაფიოდ.
მერე კი შეთანხმებულივით, ჩემსკენ მოაბრუნეს სახეები...
უფრო სწორედ, ნიღბები... ექვსი ფერადოვანი ნიღაბი მომაჩ-ერდა, რაღაცას ელოდნენ ჩემგან.

    ჩემი მხრით, მეც შევაჩერდი მათ, დუმილმა ათიოდე წამი
მაინც გასტანა.
- რაღას უცდით! - დაიბუხუნა ნაცნობმა ხმამ ბოლოს.
- ვერ გავიგე, - შევაგებე სიტყვა.
- ჩვენ ყველამ ვთქვით ჩვენი სათქმელი, ახლა თქვენი ჯერია.
- კი მაგრამ, მე ხომ აქ შემთხვევით მოვხვდი...
- მით უკეთესი! - დაიბუხუნა ჭექა-ქუხილის ხმამ.
- მით უკეთესი! - გამოეხმაურნენ დანარჩენი ნიღბები, აღ-ტაცება იგრძნობოდა ამ ხმაში.
- ასე რომ, წინ ბატონო შემთხვევითობავ! – დასჭექა ჭექა-ქუხილის ღმერთმა და ნიღბებმაც ქოროსავით გაიმეორეს.
- ... წინ, ბატონო შემთხვევითობავ!
ვხედავდი, მეტი გზა არ იყო. ერთი-ორჯერ ჩავახველე ყე-ლის ჩასაწმენდად, გემო გავუსინჯე მშვენიერ სასმელს (მარ-თლაც მშვენიერს,  და რაც ენაზე მომადგა, ის დავიწყე.


კამათელი და შვიდი ნიშანი

თამაშის შესახებ უნდა გესაუბროთ. იქნებ არც ღირდეს მისი მოსმენა, მაგრამ აქ იმდენი ქება-დიდება მიუძღვენით თამაშს, თავს ნებას ვაძლევ, მეც შემოგიერთდეთ. შემთხვევითობას მიაწერეთ, თუ რაიმე შემეშალა. თუ სწორედ განვსაჯე, ისიც...
    ჰო, რას ვამბობდი? მომიტევეთ, ალბათ ძალიან არეულდარეულად ვლაპარაკობ, მე ხომ სათქმელი არ მომიმზადებია... აქ სათამაშოდ მოვედი და არა სასაუბროდ. ნამდვილი მოთამაშე ყველას და ყველაფერს ეთამაშება, საკუთარი თავის ჩათვლით.
    მოგეხსენებათ, პროფესიული ჩვევები... მეც ერთხანს კარგად
გავერთე აქაურობით, გულში სანაძლეოს ვდებდი, ხან ვიგებ-დი, ხან ვაგებდი. ასე რომ, ჩემებურად უკვე გაგეთამაშეთ. დიდი
ყურადღებით გისმენდით, ამაში უნდა მერწმუნოთ. მოთამაშის
თავი ფრიად ამთვისებელია და ტევადი. ყოველ შემთხვევაში,
სასურველია, ასე იყოს,  სხვანაირად არაფერი გამოუვა.  სჯობს
თამაშს შეეშვას, სხვა საქმეს ეწიოს.
    ჯერ იმას მოგიყვებით, თუ რომელმა ქარმა წამომიღო თქვე-ნსკენ. გუშინ, ზუსტად ამ დროს... შვიდ საათზე... აჰა, ახლაც შვიდი საათია (მაჯის საათზე დავიხედე), უკვე ოცდაოთხი საათი გასულა... ერთ ადამიანს ველოდი, რომელიც არ მოვიდა. ყომარი უნდა გვეთამაშა, ასე დავთქვით... მიყვარს ეს ძველისძველი, მართლაცდა დიდებული თამაში. მე მას თამაშთა მეფეს ვუწოდებ, ოღონდ ისე, ჩემთვის. სხვამ რაც უნდა, ის თქვას... ჰო, მე ველოდი, ისიც ელოდა, მაღალი, ხმელ-ხმელი, პეწიანად ჩაც-მული მამაკაცი, ნაცრისფერებში თუ წენგოსფერებში... არ ვიცი, კარგად ვერ გავარჩიე, ფერები როგორღაც ერთმანეთში გადა-დიოდნენ. ამასობაში მოსაღამოვდა, ჩაირთო ღამის განათება,
ის კი, მოგეხსენებათ, ფერებს თავისებურად ცვლის და ურე-ვს... ჰო, ვიდექი, ვიდექი, არ მოვიდა ჩემი მეწყვილე... არც მას-თან მოვიდნენ, ასე ვივარაუდე მისმა შემყურემ. ბევრჯერ ავუარ-ჩავუარეთ ერთმანეთს, რის შემდეგაც ყოველთვის ამოჩემებულ ადგილს ვუბრუნდებოდით. მინდოდა, ადვილი შესამჩნევი ვყოფილიყავი, მაშინვე დავენახე ჩემს მეწყვილეს, დრო ამაოდ არ დაგვეკარგა თვალების ცეცებაში. ალბათ ისიც ასე ფიქრობდა... მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი, ისიც ერთსა და
იმავე ადგილს უბრუნდებოდა მოჯადოებულივით... ჰოდა, როცა
ერთხელ კიდევ ავუქციეთ გვერდი ერთმანეთს, მან მითხრა, ვფიქრობ, თამაში გიყვართო.
    - რატომაც არა, ძალიანაც მიყვარს, მაგრამ თქვენ საიდან
მოგივიდათ თავში ასეთი აზრი?
    - ხელს ისე შლი, თითქოს კამათელს აგორებ...
გამეცინა, მისი ხელებისკენ გამექცა მზერა. როგორ გამომ-რჩა მხედველობიდან, მე თვითონაც შემეთვალიერებინა მისი მანერები. აზრადაც არ მომსვლია, საკუთარ საფიქრალში ვიყავი ყელამდე ჩაფლული. შევყევით ნელ-ნელა, თითო-ოროლა სიტ-ყვა კიდევ გავცვალეთ და მერე მე შევთავაზე, ვითამაშოთ-მე-თქი. დრო მალე გავა და ჩვენს საქმესაც ვეწევით. მან თავი და-მიქნია, ჯიბიდან მაშინვე კამათლები ამოვიღე... მუდამ თან დამ-აქვს. მყუდრო ადგილი მოვძებნეთ ქუჩის გადაღმა, პატარა სკვერში. თუ ჩემი მეწყვილე მოვიდოდა, იქიდანაც კარგად დავ-ინახავდი... ჩავუჯექით, გავაგორეთ და ყაიმით დამთავრდა ჩვე-ნი თამაში, ვერც მე მოვიგე, ვერც იმან...

    უჰ, რა თამაში იყო ის თამაში... ახლაც კი ოფლს მასხამს იმის
გახსენებისას, მანამდე მსგავსიც კი არაფერი მენახა და არ გან-მეცადა... ყომარის თამაში ხომ იცით? ძალიან უბრალო, მარტივი
თამაშია და სწორედ ამაშია მთელი მისი დიდებულება. ყომარი
კამათლის გაგორებაა, კამათელი კი ძალიან ახლოა ხელთან და...
ხერხემალთან. კამათელი ხელის თითებს ესაუბრება და გულს
ეხმიანება... აქ ბევრი რამის თქმა შემიძლია, რაღაცა ნამდვილად
გამეგება კამათლების ამბავში. კარგა ხანია, ჩემს ნებას მორ-ჩილებენ, სასურველ ნიშნებზე ჯდებიან, რომელსაც ვნატრობ,
იმ ციფრს აღწერენ. რაც მთავარია, ისიც კარგად ვიცი, როდის
უნდა დავაბრუნო ეს პატარა მხეცუნები ბუნაგში (ანუ ჯიბეში).
ყოლველთვის ასე იყო, თითქოს ეხლაც ასე ხდებოდა,  ამ პატ-არა, მწვანე სკვერში. მაგრამ მაინც რატომღაც სასურველ შე-დეგს ვერ ვაღწევდი, ჩვენი თამაში ყოველთვის ყაიმით მთავ-რდებოდა. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ვიგებდი საოცრად დიდ
თანხას, ჩემი უნდა გამხდარიყო ყველაზე მაღალი ოქროს კოშ-კები, რაც კი ოდესმე ადამიანს აუგია... და სწორედ ამ დროს ჩემი
მეტოქე ისეთ რაღაცას  გააგორებდა, ერთიანად აუფასურებდა
ყველაფერს, ერთ წამში წყალს ატანდა ჩემს ოქროს კოშკებს.
აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ ხელახლა  დავიწყეთ თამაში, რამ-დენჯერ გავაგორეთ, თავბრუდამხვევ თანხებამდე ავდიოდი...
და ბოლოს ისევ ყაიმი, ვერც მე ვიგებდი. ვერც ის. ყაიმს თავი
ვერ დავაღწიეთ, ამან ერთიანად მომსპო...
გაფაციცებით ვუთვალთვადებდი ჩემი ახლადგამომცხვარი
მეწყვილის ხელებს. შულერიაო, ვერ იტყოდი,  უფრო არიფს ჰგა-ვდა. ამ დროს კი, როგორც იტყვიან, აღლუმი მას მიჰყავდა...  და
რაც ყველაზე უცნაური იყო, მოგებაზე თითქოს არ თამაშობდა,
ჩემს მონაგებს აბათილებდა,  ეს იყო სულ. დანარჩენის ჯავრი
თითქოს არ ჰქონდა.
    - მგონი საკმარისია, - ჩამესმა უცბად ამ უცნაური მოთამა-შის ხმა. შევხედე, სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა. ცოტა არ იყოს, მოწყენილობაც კი ეხატა სახეზე. მგონი მართლა მო-ბეზრებია ჩემთან თამაში, მაგრამ მე რა გამაჩერებდა... ჩავავ-ლე ხელი, სულ ჯიკავ-ჯიკავით შევიყვანე პირველივე შემხ-ვედრი ხელოსნის ფარდულში.
-  ამ ხელოსანს არც მე ვიცნობ, არც შენ. ახლავე გამოვა-ჩარხვინებ კამათლებს და იმით ვითამაშოთ...
- გგონია, ვთაღლითობ? – ღირსებით სავსე სახით შემესიტყვა.
- როგორ გეკადრება! ოღონდ მე ცოტათი სხვანაირი, უფრო მქისე კამათლები  მჭირდება.
ხელოსანს ორიოდე სიტყვით ავუხსენი, რაც მინდოდა. იმა-ნაც სულ მალე ჩამაბარა... კამათლები კი არა, ორი მქისე ძვლის ნატეხი, ასე თუ ისე კვადრატს მიმგვანებული, გვერდებზე შავი წერტილებით. ეს ორი კამათელი ერთი ძვლის გადანატეხი გახ-ლდათ. გადანატეხ გვერდებზე თითო შავი წერტილი დავსვით, ანუ იაქე... იქ სხვა არაფერი მოხერხდებოდა...
    - აი, ასეთი კამათლებით თამაშობდნენ ჩვენი წინაპრები, -ვთქვი მე.
    - გააგორე, - მივიღე პასუხი.
მეც გავაგორე მქისე კამათელი, იმანაც გააგორა, ანგარიში ისევ გაბათილდა....
    პირდაპირ გაოგნებული დავრჩი, მართლა ვეღარაფერი გა-მეგო. მესმის, გაპრიალებული კამათლებით ითაღლითო, მათი გალაქული ზედაპირი თითქოს საგანგებოდ გიწვევს საამისოდ,
კამათლები და მოთამაშის ხელები გარკვეული ხნის მერე ეჩვე-ვიან და ცნობენ ერთმანეთს... მაგრამ ეს მქისე, ხორკლიანი ზე-დაპირი სრულიად გამორიცხავს ყოველგვარ თაღლითობას, იგი გადაულახავი ბარიერია, რომელსაც ვერცერთი შულერი ვერ დალაშქრავს.
    ამ დროს კი თამაში ძველებურად გრძელდებოდა, თითქოს
არაფერი  შეცვლილიყოს. ჯერ თითქოს ვიგებდი ამ მქისე კა-მათლით. მგონი მეშველა – ვამბობდი გუნებაში. ოცნებებში უკვე
ოქროს კოშკებს შევხაროდი... და უცბად, ერთი ხელის გაქნევით
სრულებით აბათილებდა ჩემს მონაგებს,  უწინდებურად წყალს
ატანდა ჩემს ოქროს კოშკებს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა
ასე, დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. ისიც მომყვებოდა,
თითქოს ხათრს არ მიტეხდა, თორემ ჩემსავით ჟინით ატანილს
სულაც არ ჰგავდა...
    ბოლოს ისეთ თანხაზე გავაგორე კამათელი, თავის დღეში
რომ ვერ ვიფიქრებდი.
    - ამას მთელი დედამიწის ოქრო თუ გადაწონის, - ჩამესმა
მისი ხმა.
    - სულ ერთია, გააგორე! – ვთქვი მე და მქისე კამათლები
ახლოს მივუჩოჩე. მართლა სულ ერთი იყო იმ წამს ჩემთვის
ყველაფერი,  მაგრამ ის აყოვნებდა კამათლების აღებას.
    - რაღას უყურებ! – შევძახე სულწასულად. მან მხოლოდ ერთი კამათელი აიღო და მითხრა:
    - ახლა აღარ ვარ თამაშის გუნებაზე. ხვალ საღამოს მოდი ჩემ-თან და იქ გავაგოროთ.
    ამ სიტყვებთან ერთად ჯიბეში ჩაიდო მქისე კამათელი და
თვალს მიეფარა. რას გავაწყობდი. თავიდანვე გვქონდა ასეთი
პირობა, შეიძლებოდა გადაგვედო კამათლის გაგორება. თუმცა,
ალბათ მაინც ვერ ვეტყოდი რამეს, უბრალოდ ვერ მოვასწრებ-დი; ისე სწრაფად მიეფარა თვალს, თითქოს გაქრაო. და აი, ეხლა
თქვენს წინაშე ვარ, სწორედ მას ვერ ვხედავ თქვენს შორის,
ვისთანაც უნდა მეთამაშა. იმედი მაქვს, როცა იქნება, შევძლებ.
ჩემი წილი  კამათლის ნატეხი ჩემთანაა. აი, ყველამ ნახეთ.

***
    ჯიბიდან კამათელი ამოვიღე და ხელი მაღლა ავწიე. ნიღბები
ახმიანდნენ, თითო-ოროლა სიტყვით გამოელაპარაკნენ ერთ-მანეთს... `ხუმრობა უყვარს” – გავიგონე ეს სიტყვები, ვიღაცის
შესახებ თქმული... `ჰო, ხანდახან გაგვეხუმრება ხოლმე”... `თა-მაშიც ძალიან უყვარს”... `რა სათქმელია, თამაში ხომ მაგის მო-გონილია”...
ნიღბები მალე მიჩუმდნენ, მეც ისევ გავაგრძელე საუბარი.

***
    თქვენთვის უკვე ცნობილია, შემთხვევითობის რომელმა
ქარმა გადმომაგდო აქეთკენ. ახლა კი, როგორც შეგპირდით,
თვითონ თამაშის შესახებ ვიტყვი ორიოდე სიტყვას. ვეცდები
ამ საკრალურ ციფრს, შვიდიანს მივუსადაგო. აქ ბევრი საინ-ტერესო აზრი მოვისმინე. ყველა მათგანი თავისებურად მიმ-ზიდველია და დამაფიქრებელი, ერთი მეორეს მჯობი. თუმცა,
მომიტევონ დანარჩენებმა, მომღიმარი მზის სახეს მაინც  ცა-ლკე აღვნიშნავ... ძალიან მომწონს რკალთა სისტემა, მის მიერ
მხიარულ კარუსელად წარმოდგენილი. განსაკუთრებით ბე-დისწერის რკალმა მომხიბლა... მართლაც დიდებული რამაა.
რკალი, რომლის ასავალ-დასავალი არავინ იცის, ვერავის გა-ურკვევია მისი მოხაზულობა.
    ბედისწერის შესახებ მეც მაქვს ჩემი სათქმელი. აბა რისი მო-თამაშე ვიქნებოდი... ბედისწერა, ეს მართლაც იდუმალი რკა-ლივითაა, რომელიც ჩვენს ხერხემალს ემთხვევა რაღაცით...
გონება მას სრულებით ვერ აღიქვამს, ტვინის ხვეულები სად-ღაც გვერდზე რჩება მისი სავალი გზიდან.

    ერთ შემთხვევას გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან: სოფლისკენ
მივემგზავრებოდი ავტობუსით. არდადეგები იწყებოდა, ავტობუსი სანახევროდ ბავშვებით იყო სავსე. მე და დედაჩემი ყვე-ლაზე წინ ვიჯექით, მძღოლის უკან.  ამინდს თითქოს არა უშავდა,
მოწმენდილი დილა გათენდა, მაგრამ მერე ღრუბლები მოჯარდნენ
ცაზე და ჟინჟვლა დაიწყო, წვრილი წვიმა ცრიდა. მძღოლმა თქვა,
ასეთი წვრილი წვიმა ყინულზე უარესიაო, მოცურება იცისო. ღო-ნიერი თქეში წვიმა ტალახს გადარეცხავს ასფალტიდან, ეს წვრილი
წვიმა ტალახს ცომივით აზელავს და იქვე დატოვებსო. სვლა
შეანელა მძღოლმა მოცურების შიშით, წინ ნელა მივიწევდით.
ცოტა ხანში მართლა გადავეყარეთ ერთ მსუბუქ მანქანას;  თითქოს
ცეკვავსო, ისე მოიქნია ძარა და გზის გარდიგარდმო გაიხირა.
ჩვენმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, ჩავიდნენ, მიეშველნენ  მსუ-ბუქი მანქანის პატრონს. კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად
დასრულდა. ჩვენმა ავტობუსმა გზა გააგრძელა, ისევ ისე ნელა,
აუჩქარებლად. მძღოლი ამბობდა (თმაჭაღარა, გამოცდილი კაცი
იყო), ხერხემლით ვგრძნობ, რომ მანქანა ცურავსო. მე ხომ იქვე
ვიჯექი, მაგრამ ვერაფერსაც ვერ ვგრძნობდი. თუმცა კი მოვინ-დომე, ძალიან მოვინდომე (მეტისმეტად ცნობისმოყვარე ბავშვი
ვიყავი),  მთელი ყურადღება საკუთარ ხერემალს მივაპყარი.
არაფერიც არ გამომივიდა. ვერა და ვერ შევიგრძენი, თუ როგორ ცურავდა ჩვენი ავტობუსი.
    ეს შემთხვევა იმიტომ გავიხსენე, რომ ხერხემლის ფარულ
ღირსებებს გავუსვა ხაზი. ბედისწერის იდუმალ ბილიკებს თვა-ლი ვერაფრით ვერ მიადევნა ადამიანმა. ამაოდ დაშვრა, ვინც
ეს იტვირთა, საკუთარი უძლურების აღიარებით მთავრდებო-და ბოლოს ყველაფერი. მხოლოდ ხერხემალი ამბობს თავის
სათქმელს, როცა საქმე ბედისწერას ეხება. ამბობს ძალიან ჩუ-მად, ძალიან უღონოდ, მაგრამ მისი მოსმენა უნდა ისწავლო, ესაა
თავი და თავი. მგონი მეც შევძელი რაღაც ამ მხრივ, სხვანაირად
მოთამაშე ვერ გავხდებოდი.

    თამაში ყოველთვის მიყვარდა, ბავშვობიდან მოყოლებული.
ახლაც მიყვარს... ბევრნაირი თამაშები არსებობს, მათი ჩამოთვლა
შეუძლებელიც კია. განუწყვეტლივ ემატება მათ რიგებს,
მდიდრდება მეთოდები და საშუალებანი  ტექნიკური პროგრესი
ვარიანტების ამოუწურავ კასკადს გვთავაზობს. მართალი გით-ხრათ, მე მათ დიდ პატივს არ ვცემ, ყველაზე უბრალო თამაში
მიყვარს. დიახ, ეს სწორედ ყომარი გახლავთ. კამათლების ერთ
გაგორებადაც არ მიღირს თამაშობათა ის ფერადოვანი ატრაქ-ციონი,  ყოველ ნაბიჯზე რომ თვალებს გვიჭრელებენ. უკვე  გითხა-რით და კიდევ ვიმეორებ: კამათელზე უფრო დიდებული სათამაშო
მე არ მეგულება,  და მე იგი უკვე მოვარგე შვიდიანების სისტემას.
ახლავე გეტყვით, როგორ.
    აი, შეხედეთ, ეს ის კამათელია, თქვენამდე რომ მომიყვანა.
ძალიან მქისეა, მაგრამ ყველა პირობას პასუხობს, რაც ნამდვილ
კამათელს მოეთხოვება. აქვს ექვსი წახნაგი, მათზე შავი წერ-ტილებით ციფრთა რაოდენობაა დატანილი.
თქვენს მხარეს იმ წახნაგს შემოვატრიალებ, რომელზეც ერთი შავი წერტილია გამოსახული. ეს იაქეს ნიშნავს. აქედან ვიწყებთ დანარჩენი ციფრების და გვერდების ათვლას. ეს პირ-ველი წახნაგია.
და ამ პირველ წერტილს, ანუ პირველ წახნაგს, მე მივუსა-დაგებ სამყაროს შექმნის პირველ დღეს.: `იქმენინ ნათელი” –
ბრძანა უფალმა. მაშინვე გამობრწყინდა ნათელი, შეიქმნა დღე და ღამე. ვგრძნობ, ცოტათი გიკვირთ, მაგრამ არაფერია, საკმა-ოდ ჯიუტი ვარ, გავაღწევ ბოლომდე...
    კამათლის მეორე წახნაგი შემობრუნდა თქვენსკენ. მასზე
ორი შავი წერტილი ჩანს. ეს არის დუ – ყომარბაზების ენაზე.
სამყაროს შექმნის მეორე დღეს ემთხვევა, როცა უფალმა ცა
და მიწა გააჩინა.

    აგერ, მესამე წახნაგი თავისი სამი წერტილით, ეს გახლავთ.
იმ მესამე დღის სურათ-ხატებაა, როცა უფალმა წყალი და ხმელი
გაჰყო ერთმანეთისგან.
    მეოთხე წახნაგი ოთხი წერტილით, იგივეა, რაც ჩარი. სამყა-როს შექმნის მეოთხე დღე... ამ დღეს უფალმა ცის მნათობნი შექმნა.
მეხუთე წახნაგი და ხუთი შავი წერტილი, ანუ ბეში, სამყაროს
შექმნის მეხუთე დღის ანალოგი... ამ დღეს უფალმა შექმნა თე-ვზნი წყალში და ფრინველნი ცაში.
    აჰა, ბოლო მეექვსე წახნაგიც, შავი წერტილებით. სახელად
შაში. სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს მიგვანიშნებს, როდე-საც უფალმა შექმნა ნადირნი ხმელეთისანი და მათ შორის ყვე-ლაზე ბოლოს ადამიანი. ადამიანი ხომ ბუნების გვირგვინია, მასთან მისასვლელად დიდი გზის გავლა გახდა საჭირო.
    როგორც ხედავთ, ყველა ის დღე, როცა უფალმა რაიმე შექმ-ნა, ჩემს კამათელზე უკლებლად არის დატანილი. კამათლის ექვსი წახნაგი სრულად ემთხვევა სამყაროს შექმნის ექვს დღეს.
    მეშვიდე დღეს კი... რა მოხდა მეშვიდე დღეს? აი, ესაა ყველა-ზე საინტერესო. ჭექა-ქუხილის ღმერთსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებდა, მართლაც ძალიან მომხიბლავი იდეა მოგვაწოდა  ნულოვანი დროის შესახებ... ერთი სიტყვით, მეშვიდე დღეს უფალს არაფერი შეუქმნია. არაფერი, ეს იგივე ნულია, ანუ ნულოვანი დროა ნული კი ციფრია, საიდანაც დასა-ბამს იღებს ციფრთა ნებისმიერი სიმრავლე.
    ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენმა კამათელმა სრულად
მოიცვა სამყაროს შექმნის სურათი: ექვსი დღე საქმიანი დღე,
მათ მოახერხეს კამათელზე ასახვა... მეშვიდე კი ნულოვანი დღეა, რომელიც კამათელზე არაა დატანილი, მაგრამ მისი არ-სებობა თავისთავად იგულისხმება,  ყველა ციფრი ხომ ნულიდან
იწყება და მასში ასრულებს თავის არსებობას. ვფიქრობ, კამათ-ლის შვიდივე ნიშანი სახეზეა.
    მინდა ცოტათი განვავრცო ეს საკითხი (ნულოვან დროს
ვგულისხმობ).  დომინოს შეგახსენებთ, ერთ-ერთ უმარტივეს
თამაშს. (ნიღბად, ხომ ხედავთ, დომინო ვარჩიე). დომინოს ქვაც
იგივე კამათელია, ოღონდ სიბრტყეზე დატანილი. ჰოდა, ნულო-ვანი დრო (ანუ არაფერი) სწორედ იქ სუფევს ყველაზე თვალსა-ჩინოდ; ერთ-ერთ ქვაზე არცერთი შავი წერტილი არაა აღნიშნუ-ლი. იქ არაფერია, ანუ ნულოვანი დროა. დღე, როდესაც უფალს
არაფერი შეუქმნია.
    ახლა კი იმის შესახებ მინდა გიამბოთ, ხერხემალი და კამათე-ლი როგორ მივუსადაგე ერთმანეთს. მე ბევრნაირი თამაში  ვიცი.
ჩემი ერთ-ერთი კოზირი ანალიზის იშვიათი უნარი გახლავთ.
ალბათობის თეორიის სიღრმეებში ჩაყურყუმალავებამ მომიწია,
თამაშში მართლაც ძალიან წამადგა... მთავარი მაინც სულ სხვაა.
ჰოდა, რა არის ეს `სულ სხვა?!” სრულიად შეუმჩნეველი `რაღაც”,
მაგრამ განუზომელია მისი ძალა და მნიშვნელობა. ჩვენს ხერხე-მალში წერია ის პაწია, უმნიშვნელო `რაღაც”, და მას სახელად
ბედისწერა ჰქვია. ეს იმთავითვე კარგად ვიცოდი, ეს ცოდნა
შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააღრმავა. არ მავიწყდე-ბოდა ბავშვობაში მოსმენილი სიტყვები: `...ხერხემლით ვგრძნობ,
რომ მანქანა ცურავს...” და კამათელს ვაგორებდი, ძვლისგან
გამოთლილ, უბრალო კამათელს, წინაპრებისგან მემკვიდრეო-ბით მიღებულს. ჭრელა-ჭრულა სიახლეებისა არასდროს არა-ფერი მწამდა... მგონი უკვე გითხარით... ვაგორებდი და ვცდი-ლობდი, ძაფი გამება საკუთარ ხერხემალსა და კამათელს შო-რის. მინდოდა შეხმიანებოდნენ ერთმანეთს, ჩემი ხელის თითე-ბი შუამავალი უნდა ყოფილიყო მათ შორის. თითქოს შეუძლე-ბელი ჩანდა. მე მაინც არ ვეშვებოდი. ძალიან, ძალიან მოვინ-დომე და ბოლოს შევძელი შეუძლებელი; ხელის თითებმა და
      ხერხემალმა აღიქვეს ერთმანეთი, გაიბა ძაფი მათ შორის.
არაფერს ვაჭარბებ, ნამდვილად ასე მოხდა; გონებისთვის სრუ-ლიად მიუწვდომელი, იდუმალი კავშირი დამყარდა ხერხემალსა
და ხელის თითებს შორის, და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონ-და, თუ როგორი ფორმა ექნებოდა კამათელს, მქისე იქნებოდა
თუ გაპრიალებული, უბრალო თუ რაიმე ძვირფასი, ფერადი თუ
შავ-თეთრი. თუნდაც ჭიქაში ჩაეყარათ, როგორც მიღებულია...
ჩემთვის სულერთი იყო. ვერანაირმა კედლებმა ვეღარ აღმართეს
ზღუდე ახლადგაცნობილებს შორის. რატომ? იმიტომ, რომ აქ
თვით ბედისწერა მეტყველებდა, მბრძანებელთა მბრძანებელი.
ძალიან სუსტად, უღონოდ, მაგრამ იმდენად კი, ჩემამდე მოეღ-წია, ხოლო მე, ჩემდათავად თუ როგორ მექნებოდა ყურადღება
გამახვილებული, ამის წარმოდგენას ალბათ ყველანი შეძლებთ,
თვითონვე რომ არ აღვწერო. მეც ვთამაშობდი, ვაგორებდი ნაირ-ნაირ კამათლებს და არასოდეს ვაგებდი... არ ვაგებდი იმის წყა-ლობით, რომ ვიცოდი, თუ როდის უნდა შევჩერებულიყავი.
`სჯობს შეჩერდე”. აი, ამ ორი სიტყვით შეიძლება გადმოიცეს ის
უღონო, ძლივსშესამჩნევი ნიშანი, რომელიც ხერხემლიდან ჩემს
ხელის თითებს გადაეცემოდა, იქიდან კი ტვინს. რაკი ერთხელ
გაიბა ეს ძაფი, აღარც გაწყვეტილა, დღემდე ასე გრძელდება...
ჭაღარა მძღოლი ხერხემლით გრძნობდა, მანქანა როგორ
ცურავდა. მე ვგრძნობ, როდის უნდა შევჩერდე, როდის უნდა
ჩამოვუშვა რკინის ფარდა. თამაშის შეწყვეტა ჩემზე ლაზათი-ანად არავის ეხერხება; სწორედ იმის წყალობით, რომ წინასწარ
ვიცი, თუ როდის უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი, ყოველთვის ვახერ-ხებ, სათანადო პეწით შევმოსო იგი.
    ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მე არასოდეს ვაგებ? მთავარი ხომ
სწორედ ესაა, დროზე შეჩერდე, წყალს არ გაატანო უკვე მონა-გები... ჩემზე უკეთესი მოთამაშეებიც მინახავს, მაგრამ ჩემთან ყოველთვის მარცხდებოდნენ.
    მაგრამ აქ ერთმა რამემ იჩინა თავი, ძვირფასებო: თამაში
იკარგება, თამაში! თამაშის მთელი ხიბლი ისაა, რომ წინასწარ
არ იცი, რა ნიშანი ამოვა და როგორ, მოიგებ თუ წააგებ. აქ კი, ეს
ყველაფერი უკვალოდ დაიკარგა, აღარაა მღელვარე მოლოდი-ნი იმისა, თუ რა მოხდება, ბედი გაგიღიმებს თუ გიმტყუნებს.
ანუ აღარსადაა ის საოცარი თილისმა, რასაც თამაში ჰქვია. დარ-ჩა მხოლოდ კეთილგონიერი, გათვლილი ნაბიჯი.
    მე კი თამაში მიყვარს...  მიყვარს რისკი, აზარტი, ანუ ის ციებ-ცხელება, წაგება-მოგების ჭიდილში რომ აგიტანს. ოღონდ, ვაი
რომ აზარტი მეტისმეტად სახიფათო რამაა, ძვირფასებო. ეს ენით აუწერელი, ყველაზე იდუმალი და მიუწვდომელი განცდაა... რა ვუწოდო მას? ღმერთი? სატანა? არ ვიცი, ალბათ არც არასოდეს მეცოდინება... ეს მარად მოუთვინიერებელი ნადირი, ცეცხლისთვალებიანი ურჩხული... რამდენი დაფერფლა მისმა მზერამ,  და კიდევ რამდენს ელის ეს ხვედრი... მაინც მის-კენ მიილტვიან, როგორც ფარვანები ცეცხლის ალისკენ. მეც მათთან მიმათვალეთ, მეც მიყვარს აზარტი, მიყვარს, როცა ჟრუანტელი გივლის მთელ ტანში მოგების ჟინით ატანილს, მიყვარს, როდესაც ხელის ერთ გაქნევას ანდობ ყველაფერს, რაც კი ღირებული გაგაჩნია, რითაც სუნთქავ და სულდგმულობ...
    მიყვარს ნახტომი უსასრულობაში... ნახტომი, როცა თვალახ-ვეული მიჰქრიხარ სადღაც წკვარამში, და არ იცი, დაიმსხვრევი თუ გადარჩები... მრავალგვარია აზარტის ბილიკები, შორს სცი-ლდებიან სათამაშო მაგიდებს, ყოველივე დაუქსელავს მათ სიმრავლეს. განა აზარტით შეპყრობილებივით არ მიმოჰქრიან კოსმიური მნათი ჩირაღდნები სამყაროსეულ წკვარამში? რას გადაეყრებიან ისინი თავიანთ რკალებზე, წინასწარ იციან ვითომ? არა, ალბათ მათ არ იციან, მე კი ვიცი... მე ხომ მეტისმე-ტად კეთილგონიერი ვარ... ვიცი, როდის უნდა შევჩერდე...
    ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეჩერება ვერ შევძელი,
სწორედ წუხანდელი თამაში იყო. ალბათ ახლაც იქ ვიქნებოდი
ჩემს მეტოქეს რომ არ შეეწყვიტა თამაში. ეს მეტისმეტად უცნ-აურად მეჩვენება, ასეთი რამ ჯერ არ დამმართნია.
    ცეცხლისთვალებიან ურჩხულს ვყავდი მაშინ შეპყრობილი...
სწორედ იმ ურჩხულს, რომელიც თითქოს უკვე მოთვინიერე-ბული მყავდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა... თავი შემახსენა... გესმით? თავი შემახსენა ამ ცეცხლისთვა-ლებიანმა ურჩხულმა, ჩემი ფიქრებიც სწორედ მას უტრიალე-ბენ ირგვლივ მოჯადოებულივით... მართლაცდა, რა არის აზარტი, თუ ცივი გონებით განვსჯით... ვის აუწონია მისი ავი და კარგი? ერთი ის ვიცით, რომ სწორედ მასშია თამაშის მთელი ხიბლი და ჯადო, სხვა რისი თქმა შეგვი-ძლია მის შესახებ ისეთის, მოსმენად რომ ღირდეს? ვფიქრობ, არ უნდა იყოს ადვილი ამოცანა... თუმცა მე მაინც ჩემებურად ვცადე,  რაიმე ადგილი მიმეჩინა ამ ურჩხულისათვის სამყარო-სეული სიჭრელის წიაღში.  მოთამაშეებისთვის ეს ადგილი სრულიად განსაკუთრებულია. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მოუსვენარია  ადამიანის გონება. გამუდმებით ჩხრეკს და იძიე-ბს, რასაც კი გადაეყრება და მიწვდება. ჰოდა, რას შეეჩეხა ამ ძიე-ბისას? ორ  უმთავრეს სამანს, ნულსა და უსასრულობას. ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ამქვეყნად ყოველივე ნულსა და უსას-რულობას შორის მიმოიქცევა. ნულს ვეღარაფერს დააკლებ და უსასრულობას ვეღარაფერს მიუმატებ, ადამიანისათვის ცნო-ბილი ყველა საშუალება გამოუსადეგარია საამისოდ. მხოლოდ
აზარტი. ეს ცეცხლისთვალებიანი ურჩხული იქცევა ცოტათი
სხვანაირად, მხოლოდ აზარტის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ
ის რაღაცით ნულზე ნაკლებია და ამავე დროს რაღაცით უსას-რულობაზე მეტია. დიახ, აზარტმა, მხოლოდ აზარტმა შეძლო
ოდნავ, სულ ოდნავ მაინც მიახლოებოდა ამ ორ უკარება სამანს.
`ყველაფერი ან არაფერი!”  ვინ იტყვის აზარტით შეპყრობი-ლის გარდა... მხოლოდ აზარტს შესწევს უნარი, ბუნაგში მიუხტეს თვით ბედისწერას, ამ ყველაზე მოუხელთებელ ნა-დირს. მერე რა მწველი, რა ულმობელია ეს ნახტომი... ზეციურ ელვას ვამსგავსებ, სხვა ვერაფერს. დაე, ზეცა შემეხმიანოს, თუ მართალს ვამბობ...

***
    როდესაც ბოლო ფრაზა ვთქვი, ხელი მაღლა აღვმართე. ეს
უნებურად მომივიდა, თორემ ზეცით ელვის გამოხმობას სულაც
არ ვაპირებდი. და რა გგონიათ? მართლა გაიელვა... გაელვებას
ქუხილის ხმაც მოჰყვა...
    ხელი სასწრაფოდ ჩამოვწიე, მაღლა ავიხედე შეცბუნებულმა და ცოტა არ იყოს, შეშინებულმაც... ცაზე ყომრალი ფერის ღრუბლები მოჯარულიყვნენ, მძიმედ იგრაგნებოდნენ და აშკა-რად წვიმით დალბობას გვპირდებოდნენ.
    ჩემთან ერთად ნიღბებმაც აიხედეს მაღლა, მოქუფრულ ცას
მიაპყრეს მზერა. რამდენიმე წამით ხმას არავინ იღებდა,  მგო-ნი ისინიც ჩემზე არანაკლებ გააოცა ამ საოცარმა დამთხვევამ.
ბოლოს სიჩუმე ჭექა-ქუხილის ღმერთმა დაარღვია.
    - აჰა, შეეხმიანა ზეცა შენს სიტყვებს! – დაიბუხუნა მან.
    - ეს ხომ სრულიად უნებური დამთხვევაა, - ვიმართლე თავი.
ამასობაში დანარჩენი ნიღბებიც მოვიდნენ გონს, პატარა ბავშ-ვებივით აცმუკდნენ და აჟივჟივდნენ, გაცხარებულ მსჯელობას
მოჰყვნენ ერთმანეთში,  ჩემი არსებობა თითქოს საერთოდ დაავი-წყდათ. ...”მართლაცდა მეტად უცნაური დამთხვევა...” `...რაც გინ-და თქვი და, ასე ხომ მოხდა...” `...თუმცა არც არის გასაკვირი, სი-ტყვას ხომ თვით შემთხვევითობა ამბობდა... `...ჰო, შემთხვევი-თობას ნამდვილად გამოუვიდა თამაში”... ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი
ფრაზები გავარჩიე მათ ჟრიამულში. რაღაცით ძალიან გახარე-ბულები იყვნენ და რა უხაროდათ, არ ვიცი.

    მორჩნენ რა ერთმანეთისთვის აზრის გაზიარებას, ჩემსკენ
შემობრუნდნენ ნიღბები, შთაბეჭდილებათა მთელი ნიაღვარი
დამატეხეს თავზე... ცმუკავდნენ, ჟრიამულობდნენ, ერთმანეთს
ლაპარაკს არ აცდიდნენ. მე არ ვიცი, რომელ მათგანს ეკუთვნო-და ესა თუ ის ფრაზა. ერთი ის ვიცი, რომ აზარტის შესახებ ყველას
აღმოაჩნდა სათქმელი.
... მართლაცდა, რა არის აზარტი, ვის შეუძლია მის შესახებ
რაიმე ღირებულის თქმა... ამაზე ღირს დაფიქრება... ... ჩემი აზრით, ნამდვილი საოცრებაა...
... მოთამაშემ აღფრთოვანებული სიტყვები უძღვნა ამ საოცრებას,
ეს გასაგებია, მაგრამ  იქნებ სხვა კუთხითაც შეგვეხედა მისთვის.
... იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ აზარტს გაურკვევ-ლობის ბურუსი ბადებს. მღელვარე მოლოდინი! აი, სად სუფევს
იგი. რა იქნება, რა მოხდება ხვალ, ზეგ, მაზეგ... ამაზე ფიქრი
ყოველთვის აზარტის შემცველია, მისი ნაპერწკალი ურევია  თუ-ნდაც იმ უბრალოზე უბრალო სიტყვებში,  როგორი ამინდი იქნე-ბა ხვალ...
... დიახ, აზარტი მეტისმეტად მჭიდროდაა ჩაქსოვილი ადამი-ანთა ყოფიერებაში, მას ყველა ადამიანურ განცდაში უდევს
წილი. აზარტის გარეშე არავინ მოინდომებს გადადგას რო-მელიმე მეტ-ნაკლებად უჩვეულო ნაბიჯი, შეძლოს შეუძლებე-ლი, ზეცას შეახოს ხელი... ოცნება უბრალოდ მოკვდებოდა მის
გარეშე...
... რა სათქმელია, ბებიები ზღაპრებს ვეღარ მოუყვებიან შვი-ლიშვილებს; დაამარცხებს თუ არა გველეშაპს გმირთა-გმირი,
განა აქ აზარტი არ ზეობს?
... ჰოდა, რა გამოდის? თამაში კარგავს ყოველგვარ ხიბლს აზარტის გარეშე, ადამიანთა ყოფაცხოვრებაზეც იგივე შეიძლება ითქვას...
... აზარტი იდუმალ მაჯისცემას ჰგავს, სადღაც, სიღრმეში რომ მიმალულა. განა შეიძლება მაჯისცემა შეწყდეს?

... მე მგონი, აზარტი ძლიერმოქმედ ელექსირს ჰგავს, მცირე
დოზებით მხსნელია, დიდი დოზით დამღუპველი...
... მერედა, სად, რომელ სასწორზე აწონი იმ დოზებს, როგორ
განსაზღვრავ მათ სარგებლიანობას. ესეც ხომ მუდამ  გაურკ-ვევლობის ბურუსითაა მოცული. აზრთა ნაირგვარობა სხვაგან
არსადაა ისე ჭრელი, როგორც აქ.
... აჰა! აზარტი დაუბრუნდა იმ ნიადაგს, საიდანაც იშვა; ის ხომ
ბურუსის და გაურკვევლობის ღვიძლი შვილია...
    ყოველი მხრიდან საფანტივით დამაყარეს ეს სიტყვები ნიღ-ბებმა. ასე მეგონა, ჩემს ირგვლივ ჭრელი კარუსელი ტრიალებ-და, ფერები როგორღაც ერთმანეთში გაიდღაბნა... მე ყველა მათგანს თავს ვუქნევდი და ვეთანხმებოდი... მერე იმ სიჭრე-ლიდან ოქროს ნიღაბი გამოიკვეთა, ცეცხლისთვალებიანი ურჩხული ნამდვილად არსებობსო,  მიმტკიცებდა. ოღონდ ესაა, თვალიც ვერავინ მოჰკრა, რადგან მუდამ  ბურუსშია გახვეული, შეუძლებელია იქიდან მისი გამოტყუება...
- გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის პირისპირ აღმოჩნ-დები ცეცხლოვანი ნახტომის მერე, - ვთქვი მე.
    ოქროს ნიღაბმა თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და მგონი
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ  ამ დროს ჭექა-ქუხი-ლის ღმერთი აძრახდა და ყველა სხვა ხმა დაჰფარა.
- ყველა ჩვენთაგანმა თქვა თავისი სათქმელი, - დინჯად წამ-ოიწყო თავისი ბუხუნა ხმით. ნიღბები გაჩუმდნენ და მისკენ მი-ტრიალდნენ, - მზის ნიღაბმა სათამაშო კარუსელი ააწყო თავი-სი შვიდი რკალით, მათ შორის ერთ-ერთი რკალი ღიაა. თქვენი ნებართვით, მე მას ღია რგოლს ვუწოდებ, საგანგებოდ ჩარ-თულს ყრუდ ჩაკეტილ ჯაჭვში.
    ორსახა ნიღაბმა წყალი და სული დააწყვილა, რომლებიც მო-თამაშე ტალღაში გამთლიანდნენ. ასეთ დროს მათ მთელი სამ-ყარო ევიწროებათ, ესეც იგივე ღია რგოლია.

    ოქროს ნიღაბმა ელემენტთა მრავალრიცხოვნობას გვაზი-არა და ღიად დარჩენილ რგოლზე მანაც მიგვანიშნა... მეშვიდე ინერტული აირი ჯერაც არ აღმოუჩენიათ, მეშვიდე პერიოდს რომ დაასრულებდა.
მოთამაშე (ანუ შემთხვევითობა) კამათელზე და მის ექვს
ნიშანზე გვესაუბრა, რომელსაც ძალზე მახვილგონივრულად
დაუკავშირა ნულოვანი დროის ცნება. ესეც თქვენი ღია რგოლი.
მე, თქვენმა მონა-მორჩილმა, სამყაროს შექმნის შვიდ დრო-ზე ვცადე საუბარი. არ ვიცი, რა გამომივიდა... ყოველ შემთხ-ვევაში, ღია რგოლი აქაც სახეზეა, მეშვიდე დღეს ხომ ღმერთს არაფერი შეუქმნია. ღიად დარჩენილი,  ანუ ნულოვანი დრო, ანუ ღია რგოლი.
ასე რომ, მივიღეთ ხუთი ნიღბის სიტყვა ხუთი ნაკლული რგოლით.
იკითხავთ, დანარჩენი ორი სად არისო.
ახლავე მოგახსენებთ: ხუთ ნაკლულ რგოლს შორის გალობით მიმოჰქრის სინათლის ფრინველი. აჰა, ის ორიც, სულ შვიდნი არიან.

***
    ჭექა-ქუხილის ღმერთის სიტყვა ყველას ძალიან მოგვეწო-ნა, აღფრთოვანებულმა ნიღბებმა ტაშიც კი დასცხეს, მგონი ტაში
აქამდე ჯერ არავისთვის შეუწევიათ. მე მათთვის აღარ მცხელო-და, დავიღალე, თამაშსაც პირი არ უჩანდა. `ის” არ მოვიდა. სხვა
დროს ვესტუმრები აქაურობას, მაშინ გავაგორებ ჩემს კამათელს-მეთქი, ვიფიქრე და წამოვედი. ჭექა-ქუხილის ღმერთმა გამომაცილა, ისევ იმ უცნაურ დამთხვევაზე ლაპარაკობდა, ჩემს სიტყვას რომ მოჰყვა. ჩანდა, მეტად გულნაკლული იყო.

    - თამაში თამაშის წილ! – როხროხებდა ჭექა-ქუხილის ღმერ-თი, – ზეცა არასდროს რჩება ვალში, ბოლო სიტყვა ყოველთვის მასზეა... თანაც რა კარგად მოერგო (დაემთხვა) შენს სათქმელს.
    - მძივებივით ერთ ძაფზე აასხი ყველა ჩვენგანის სათქმელი,
    - გავუკეთე გული, - მართლაც მშვენიერი რამ იყო.
    - ჰო, მაგრამ ზეცა შენს სიტყვას შეეხმიანა. შენთვის დაიქუხა,
ჩემთვის კი არა.


    მეორე დღესვე მივაკითხე ჩემთვის უკვე ცნობილი ალაყაფის
ჭიშკარს. დაკაკუნებაზე დრო აღარ დამიხარჯავს, მაშინვე ვკა-რი ხელი და შევაღე...
    შევაღე და, როგორ ფიქრობთ, სად მოვხვდი? ისევ იმ წალ-კოტში?
არა, მსგავსიც კი არაფერი იფიქროთ; სრულიად ჩვეულებრივ,
ყრუდ ჩაკეტილ ეზოში ამოვყავი თავი. ყოველ მხარეს აივნებით
დახუნძლული უსახური შენობები აღმართულიყო. ცხადია, გაო-ცებული დავრჩი. მაშინვე გამოვბრუნდი უკან, შევათვალიერე
ქუჩა, ალაყაფის ჭიშკარი, ყოველივე ნაცნობი ჩანდა. ისევ შევაღე, ისევ ის ეზო.
    არადა, მთელ იმ ქუჩაზე შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკარი
სხვა არ ყოფილა. თუ შემეშალა, რანაირად... შეუძლებელიც კი
ჩანდა აქ რაიმე შეცდომა.
    რამდენჯერმე ვცადე, გავაღე ჭიშკარი, ყოველთვის იმ უს-ახურ ეზოში აღმოვჩნდი. ვერაფერი გამეგო, მაგრამ აბა სანამდე ვიქნებოდი იქ. წამოვედი ჩემს კამათელთან ერთად, უფრო სწო-რად, კამათლის მქისე ნატეხთან ერთად. ასე რომ, ვერც იმ დღეს ვითამაშე.

    ჰოდა, მიჰყვა მერე ერთმანეთს სხვა დღეები და სხვა ცდები.
დავდიოდი იმ ქუჩაზე, ვაღებდი შავად შეღებილ ალაყაფის ჭიშ-კარს... ისევ ის ეზო...
    არც კი ვიცი, ასე რამდენჯერ განმეორდა. ვეღარ მოვხვდი იმ მშვენიერ წალკოტში, ვერა და ვერ ვითამაშე... აქ ალბათ შეიძლებოდა დაგვესრულებინა ჩვენი ამბავი, ერთი პატარა შემთხვევა რომ არა... საქმე იმაშია, რომ ერთ ყოვლად უცნაურ ტიპს გადავეყარე, ოქრო უყვარდა მეტისმეტად. არ მინახავს ადამიანი, ამ ყვითელი მეტალის ჟინით ამ ზომამდე ატანილი. ეს რაღაც სხვა იყო, იმას არ ჰგავდა, სიხარბის ბაცილა რომ შეეყრებათ ხოლმე. როგორღაც თავისებურად უყვარდა ოქრო, აღმერთებდა, შესციცინებდა, ლამის ლოცულობდა მა-სზე.  მასში მზის სახეს ვხედავო, ამბობდა. რაღაც განსაკუთრე-ბული უნარიც კი გამოიმუშავა: შეეძლო დამალული ოქრო ეპოვნა. ათიდან რვა შემთხვევაში პოულობდა. მალე ამ ბარიერსაც დავძლევო, იმედოვნებდა.
    მის შემყურეს გამახსენდა, რომ ოქროს ნიღაბიც ერია წალ-კოტის მკვიდრ ნიღბებში. მგონი მასაც ძალიან უყვარდა ოქრო, შეეძლო ბევრი ელაპარაკა მასზე. აკი შეგვპირდა კიდეც, ბევრ საიდუმლოს გაგიმჟღავნებთ ამ მზისფერი მეტალის შესახებო, მაგრამ საუბრის თემა სხვა იყო, გეზს ვერ გადაუხვევდა. მოვუყევი მის შესახებ იმ უცნაურ ყმაწვილს, დავაკვალიანე, თუ როგორ უნდა გაეღო შავი ალაყაფის ჭიშკარი, იქ კი ალბათ ბევრ საინტე-რესო რამეს მოისმენდა მისი საყვარელი ოქროს შესახებ.
    რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ წალკოტის კარი გაიღებოდა მისთვის. ისიც მივიდა იმ ჭიშკართან, როგორც თვითონ მიამბო მერე, გააღო და...
თუმცა აქ უკვე სხვა ამბავი იწყება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები