 | ავტორი: რენუარი ჟანრი: საბავშვო 17 მაისი, 2016 |
ბავშვებო, გიამბოთ ორი ძმის ამბავი? ორივე ხუთი წლის, ორივე მაგარი! ერთი გვარისანი, თუმც სხვადასხვაგვარი - იცნობდეთ! ტყუპები: ბექა და ბაქარი.
მამისგან მარილი, დედისგან - შაქარი, გამხდარი ბექაა, მსუქანი - ბაქარი.
თქვენ არ აგერევათ არასდროს ისინი, ერთი როცა ტირის, მეორე იცინის.
უცნაურ რამესაც გაგანდობთ, ვფიცავარ, (ნამდვილად ასეა, ისე მე ვიხარო) ბაქარს მოშავო აქვს შუბლზე კულულები ბექას - მოწითალო.
ერთს რომ ერთი უნდა, მეორეს - მეორე, აბა თუ ბიჭი ხარ მიდი, გამოიცან. ისე განსხვავდება, ერთი მეორისგან, როგორზეც იტყვიან: „ცა და დედამიწა“!
ერთხელ, ავად გახდნენ - ორნი - ერთდროულად, დედამ გაიფიქრა: ეტყობა ეგ არი, ხომ უნდა მგვანებოდნენ რამეთი ერთმანეთს, ტყუპები: ბექა და ბაქარი.
ორივეს სიცხე აქვს, არც რძე და არც წყალი, არც ჩაი, არც წვენი, არც ერთი არ უნდათ, და სახეც ორივეს ისეთი სავსე აქვს, პირველი გახდა თუ მეორე გასუქდა?
სიწითლე ორივეს უღვივის ლოყებზე ზის დედა საწოლთან, სასწაულს უყურებს, თმის ფერი - ბექასგან, როგორ გადაედო ბაქარის კულულებს?!
ექიმიც მოვიდა, გასინჯა ტყუპები, მერე ყველაფერი ახსნა - სულ ადვილად: ბავშვებს ბატონები შეყრიათ, ოღონდაც - ბექას ყბაყურა სჭირს, ბაქარს - ჩუტყვავილა.
2016.05.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრძელი ლექსია, ასე მგონია, კარგი სასიმღერო ტექსტია- კითხვისას სულ სიმღერად ჩამესმოდა :)
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრძელი ლექსია, ასე მგონია, კარგი სასიმღერო ტექსტია- კითხვისას სულ სიმღერად ჩამესმოდა :)
13. მგონი ასეთი კარგი საბავშვო აქ არც წამკითხავს...ან აღარ მახსოვს...:) ძალიან მომეწონა...
"როგორ გადაედო, როგორ გადაედო ბაქარის კულულებს?!".... -ეს გამეორება ძალიან მოუხდება ჩემი აზრით...
მგონი ასეთი კარგი საბავშვო აქ არც წამკითხავს...ან აღარ მახსოვს...:) ძალიან მომეწონა...
"როგორ გადაედო, როგორ გადაედო ბაქარის კულულებს?!".... -ეს გამეორება ძალიან მოუხდება ჩემი აზრით...
12. მადლობა ყველას:) ძალიან ცხელი ტექსტი იყო, გაგრილდა და ცოტა შევასწორე, სულ ოდნავ... მგვანებოდნენ ...უნდა მგვანებოდნენ...დამგვანებიდან გამოდის ეს " მ" და არა პირველი პირიდან. ასე მგონია.... მადლობა ყველას:) ძალიან ცხელი ტექსტი იყო, გაგრილდა და ცოტა შევასწორე, სულ ოდნავ... მგვანებოდნენ ...უნდა მგვანებოდნენ...დამგვანებიდან გამოდის ეს " მ" და არა პირველი პირიდან. ასე მგონია....
11. კაი გემრიელი ლექსია. გაიხარონ და იბედნიერონ ტყუპებმა. კაი გემრიელი ლექსია. გაიხარონ და იბედნიერონ ტყუპებმა.
10. :) "ჩემი ტყუპები" კი ისე გვანან.. და ყველაფერი ერთად უნდოდათ თურმე:)
კარგია.
:) "ჩემი ტყუპები" კი ისე გვანან.. და ყველაფერი ერთად უნდოდათ თურმე:)
კარგია.
9. რატომ ასე რენუარ, რატომ ეს მშვენიერი ლექსი ალაგ-ალაგ რატომ დააკოჭლე ორ ადგილას, უფრო სწორად თავიდან მე -6 და ბოლოდან მე-2 (პირობითი) სტროფი თუ ლექსი უფროსებისათვისაა, მაგრამ- ბავშვებზე, მაშინ კარგია, ცეზურასაც მოვძებნით როგორმე და სტრიქონებს დავტეხავთ შესაბამისად, მაგრამ თუ ბავშვებისთვისაა, მაშინ კიდევ ცოტა მოინდომე, პრაშუ, ნუ
" მგვანებოდნენ ერთმანეთს" - არასწორია, ჩემი აზრით მგვანან - მე გგვანან - შენ გვანან - ერთმანეთს
"გვანებოდნენ ერთმანეთს" უნდა იყოს.
რატომ ასე რენუარ, რატომ ეს მშვენიერი ლექსი ალაგ-ალაგ რატომ დააკოჭლე ორ ადგილას, უფრო სწორად თავიდან მე -6 და ბოლოდან მე-2 (პირობითი) სტროფი თუ ლექსი უფროსებისათვისაა, მაგრამ- ბავშვებზე, მაშინ კარგია, ცეზურასაც მოვძებნით როგორმე და სტრიქონებს დავტეხავთ შესაბამისად, მაგრამ თუ ბავშვებისთვისაა, მაშინ კიდევ ცოტა მოინდომე, პრაშუ, ნუ
" მგვანებოდნენ ერთმანეთს" - არასწორია, ჩემი აზრით მგვანან - მე გგვანან - შენ გვანან - ერთმანეთს
"გვანებოდნენ ერთმანეთს" უნდა იყოს.
8. კარგი იყო :) კარგი იყო :)
7. მომენტი როცა ყველა კომენტარს ეთანხმები.
+5 მომენტი როცა ყველა კომენტარს ეთანხმები.
+5
6. მეც გამეცინა, არაჩვეულებრივია ლექსიც და ტყუპების ფენომენიც. კარგადაა სხვაობა აღწერილი მათ შორის. სხვადასხვა ბუდისანი არიან. 5.
მეც გამეცინა, არაჩვეულებრივია ლექსიც და ტყუპების ფენომენიც. კარგადაა სხვაობა აღწერილი მათ შორის. სხვადასხვა ბუდისანი არიან. 5.
5. რა კარგი რამ წავიკითხე :)) გულიანად გამეცინა :)))) ბევრ ქება-დიდებას არ დავიწყებ, ხელის გულზე ჩანს ძალიან, ძალიან კარგი საბავშვო ლექსი. რა კარგი რამ წავიკითხე :)) გულიანად გამეცინა :)))) ბევრ ქება-დიდებას არ დავიწყებ, ხელის გულზე ჩანს ძალიან, ძალიან კარგი საბავშვო ლექსი.
4. ტყუპები-განსაკუთრებული ფენომენია. მეც ვამთავრებ ჩემს ტყუპ მოსწავლეებზე ახალ თავს... თუმცა ყველაფერი საპირისპიროდაა :)
ტყუპები-განსაკუთრებული ფენომენია. მეც ვამთავრებ ჩემს ტყუპ მოსწავლეებზე ახალ თავს... თუმცა ყველაფერი საპირისპიროდაა :)
3. შემდგარი საბავშვო პოეტი! აწი-პოპულარული საბავშვო პოეტი...წავიღე შვილიშვილებისათვის ნაგროვებ "საყმაწვილო ალბომში".... ველოდები საბავშვო ლექსების ციკლს, კიდევ მრავალს-თავისი რიტმით და ლექსის თავისივე, თვითმყოფადი მუსიკით....ბრავო!!!! +5 შემდგარი საბავშვო პოეტი! აწი-პოპულარული საბავშვო პოეტი...წავიღე შვილიშვილებისათვის ნაგროვებ "საყმაწვილო ალბომში".... ველოდები საბავშვო ლექსების ციკლს, კიდევ მრავალს-თავისი რიტმით და ლექსის თავისივე, თვითმყოფადი მუსიკით....ბრავო!!!! +5
2. "ერთს რომ ერთი უნდა, მეორეს - მეორე," - რა ნაცნობი სიტუაციაა, ტყუპი დიშვილები მყავს. :)
ბოლოში როგორ გამეცინა. კარგია, 5.
<3 "ერთს რომ ერთი უნდა, მეორეს - მეორე," - რა ნაცნობი სიტუაციაა, ტყუპი დიშვილები მყავს. :)
ბოლოში როგორ გამეცინა. კარგია, 5.
<3
1. :) კარგი იყო++ :) კარგი იყო++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|