ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2016


>>>>><<<<<

მოდი, დღეს მკერდზე თავს მოგადებ
და ჩემს ტკივილებზე მოგიყვები;
სინანულებზე,
უსაფუძვლო დანაკარგებზე,
და უაზრო შენაძენებზე;
ადრესატამდე მიუღწეველ
უთქმელ სიტყვებზე
და გულში ჩაგუბებულ სითბოებზე.
იმაზე, რაც არ უნდა მომხდარიყო,
მაგრამ რამაც შემქმნა...
ჰო, მე ვარ ისინი, ის ტკივილები,
ვერაფრით რომ ვერ შევიყვარე,
მაგრამ მასე ხომ, ვერც ჩემი თავი შევიყვარე.

შენც მომიყევი
ვინ იყავი,
რა გაიარე...
გაიხსენი, ნუ გეშინია,
და აღიარე,
რომ ხანდახან შენც გეშინია.
ძველ სიყვარულზე მომიყევი,
მასზე, რომელიც სხვისია და
შენზე, რომელიც სხვისი ხარ...
თქვენზე, ვინც ვეღარასდროს იქნებით ერთად.
მეც რაღაც მსგავსზე მოგიყვები....

იცი, ჯიუტი ბავშვივით მჯერა,
რომ დადგება წამი (თუნდაც წამი),
როცა ვნებიან მზერას არ ააყოლებ
ჩემს მკერდს და ტუჩებს,
როცა პირდაპირ თვალებში ჩამხედავ
და თვალებით მეტყვი:
მომიყევი შენს ტკივილებზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები