სილაღევ! როცა შენ მიმატოვე, დამჭირდა სევდას მელანქოლიის შავი გოდოლი შემოვუშენო. იქ შევევიკეტო, როცა წვიმს, როცა მტრული ნისლია. კრიჭაშეკრული ვცდილობ ვისწავლო ყოფნა უშენოდ, უკვე ცხადია - ეს არაფრით არ შემიძლია. რატომღაც გაქრა მდუმარების სურნელი ნაზი, მოწადინების ჟრუანტელიც სადღაც წავიდა. დღეს გადავწყვიტე, რითმით ისე გავავლო ხაზი, თითქოს, ცხოვრებას ვიწყებ თავიდან. რაღაც ახალი გამიჩნდა ხმაში, მეც გავიწიე, ჩაკეტილი წრე გავარღვიე. ისევ დავიწყე ლექსით თამაში, წყალს გავატანე სიზმრები მღვრიე, შავი ნაღველის გოდოლი თავად გამოვანგრიე. ფიქრში იმედის სხივი შეფრინდა - დავიჯერე, რომ დავიბადები, როგორც ფენიქსი, ჩემი ფერფლიდან, ბედნიერებამ გახსნა ფარდები: კვლავ დაიბრუნეს გემო ფერებმა, სიცოცხლით სავსეს მომინდა ლაღად ცეკვა, სიმღერა და მოფერება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კრიჭაშეკრული ვცდილობ ვისწავლო ყოფნა უშენოდ, უკვე ცხადია - ეს არაფრით არ შემიძლია.
მშვენიერი ანტიდეპრესანტია :) კრიჭაშეკრული ვცდილობ ვისწავლო ყოფნა უშენოდ, უკვე ცხადია - ეს არაფრით არ შემიძლია.
მშვენიერი ანტიდეპრესანტია :)
2. მომეწონა თქვენი შემართება, ძლიერი ქალი იყავით ყოველთვის. მომეწონა თქვენი შემართება, ძლიერი ქალი იყავით ყოველთვის.
1. სილაღედაკარგულებმაც უნდა შეძლონ, იპოვონ სიხარული და გააგრძელონ ცხოვრება. ახლოს მოვიდა. ძალიან მომეწონა!
სილაღედაკარგულებმაც უნდა შეძლონ, იპოვონ სიხარული და გააგრძელონ ცხოვრება. ახლოს მოვიდა. ძალიან მომეწონა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|