ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2016


ს ა ფ ი ხ ვ ნ ო ს ჯ დ ო მ ა.

საფიხვნოს თავში,  ფეხმორთხმით, 
დამჯდარა,  ქალი  ფშავლისა.
ფიქრობს,  თავისად  გონდამჯდარ,
დარდს,  გულს  აყოლებს  ჩავლილსა.

აჰყვება  შაგონებასა,
რჯულის,  ერის  და  რწმენისას,
სჯერავის  ქვეყნად,  ერთისღა,
ბედის  უფლისგან  მწყემსვისა.

აფასებს  მადლსა  მოდგმაში,
ზრდილობის,  ცოდნის  მრწამსისას.
ყინჩად  სხვას  არას  იფიქრებს,
გონს,  უქმად  აღარ  დაღლისა.

ჯერსაც  იკმარებს  კრძალვითა,
უფლის  მიცემულს  ძაღლისას.
ვინც,  არ  აფასებს  სიკეთეს,
თქვა:  რას  გაიღებს,  მადლისას.

მყოვან  ხეს,  ძირიდან  მასჭრის,
ქვეყანას,  ადვილ  გასცვლისა.
ფულებსაც  ისე  ჩაითვლის,
ერთს,  გონშიაც  არ  გასცრისა.

სჯერავის  თავისფერაის,
მასზე  უარეს  ამქრისა.
სუყველა  ჭკვიანს,  უტიფრად,
მარტო,  სულელად  ჩათვლისა.

არც,  შაშინდება  ერთწუთას,
ბედის  განმრიგე  ჩარხისა.
ამით,  ხელს  მრუდად  დაიდებს,
ბორკილს, დაჰკარგავს  მტკბარს-ხილსა.

ურგები  ქოთნის  დამსხვრევას,
ბრალად  შეურაცხს  მართალსა.
ლუკმას,  უტიფრად  წაართმევს,
კაცს,  ალალსა  და  მართალსა.

ჰგონავის,  რაც  დაუპყრავის,
მუდმივ,  სურვილით მართავსა,
ან  წესად  დაწესებულა,
კანონსაც,  თავად  ართავსა.

მაგრამ,  მოვალის  მიქელა,
მჭიდროდ  მკლავებსაც  მოხვევსა.
გადააქანებს,  შავ  კუპრში,
პირში , შავ მიწას  ჩაშჩრისა.

მის  შთამომავალთ  გზის  ნაპირს,
ამ  კუპრისაკენ  უქნისა,
თუ,  გონებაზე  არ  მოვლენ,
ნებაც  იქნება  უფლისა.

თუმც,  მშვიდად  ახლაც  ვერ  წვანან,
სიცხის,  ჟრუანტელ  უვლითა,
უბე-კალთანიც  სავსე  აქვთ,
ყუმბარებით  და ჭურვითა.

და  მთელ  ცხოვრებას  ადნობენ,
მძიმე  შიშით  და  ურვითა,
თან  ჰგონავთ,  საფლავებამდე,
ვერც  მივლენ,  თავის  ურმითა.

გამაიდარებს  ჩვენთვინაც,
ცაც  გვაიმედებს  ღრუბლითა,
ჩვენ  ხო,  ღმერთისგან  ლოცვა  გვაქვ
და  გონიც  დაგვაქვ  შუბლითა.

ღმერთმა  თქვა:  ჩვენ  ჯვარი  გვწერავ,
თქვენ,  პირჯვარს  გწერავთ  ლოცვითა,
იმასაც,  კი  მივუტევებ,
ვინც,  ცოდვას  ნანობს  გონითა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები